ახალი ამბები

პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა (აუდიო)

Ilia IIორი კვირის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ექიმების რეკომენდაციით სამკურნალოდ ფინეთში გაემგზავრა. ეს იყო გეგმიური სარეაბილიტაციო პროცედურა, რომლის დასრულებისთანავე უწმინდესი სამშობლოში გამოემგზავრა. აეროპორტიდან ის პირდაპირ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მრევლთან შესახვედრად გამოემართა.

გთავაზობთ პატრიარქის სიტყვით გამოსვლის აუდიო ჩანაწერს:

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

გადადგა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი უნეტარესი ქრისტეფორე

ch112 აპრილს წმინდა სინოდის სხდომაზე გადაგომის შესახებ განცხადება გააკეთა უნეტარესმა ქრისტეფორემ, მიტროპოლიტმა ჩეხეთისა და სლოვაკეთისა. უნეტარესი ქრისტეფორეს მიერ დღესვე მოეწერა ხელი მინდობილობას, რომლის მიხედვითაც ეკლესიის მეთაურის პოსტს დროებით ოლუმოცკო-ბრენსკის მთავარეპისკოპოსი სიმეონი შეასრულებს. მეუფე სიმეონის პრესსამსახურის განცხადებით მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ თავისი გადაწყვეტილება შეაფასა როგორც ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ნაბიჯი.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ ქრისტოფორეს შესახებ მედიაში ვრცელდებოდა ინოფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სისტემატიურად არღვევდა მონაზვნურ აღთქმას და არაკანონიერი შვილები ჰყავდა. ქრისტეფორეს განცხადებით ის მზად არის იურიდიულად დაამტკიცოს თავისი სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბექა ებრალიძე

© Juniortheologians

მიტროპოლიტი თეოდორე იშხანზე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.

იშხანიახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) თურქეთის მხარის მიერ იშხანზე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ელევენთ მურათს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს და კულტურის მინისტრს, გურამ ოდიშარიას წერილით მიმართა.

მიმართვის ტექსტს დღეს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

წერილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) აღნიშნულ პირებს ატყობინებს, რომ იგი 7-8 აპრილს მცირე დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართული ტაძრები და მონასტრები მოინახულა.

“სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა იშხნის მონასტერი, სადაც დაწყებულია ტაძრის გაწმენდითი სამუშაოები, გამოტანილია დიდი რაოდენობით მიწა და ქვები, რომლებიც გარეთ უწესრიგოდ არის მიმოფანტული. სამუშაოებს სამწუხაროდ, არ ესწრებიან ქართველი არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები, რაც, ჩვენი სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია და ასევე გაუგებარი, რამ დააჩქარა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება საბოლოო შეთანხმების მიღებამდე”, _ აღნიშნულია პატრიარქის ქორეპისკოპოსის მიმართვაში.
მიტროპოლიტი მიმართავს საქართველოს მინისტრებს და ელჩს და გამოთქვამს იმედს, რომ მიიღებენ ზომებს, რათა დროებით შეჩერდეს სამუშაოები და უზრუნველყოფილ იყოს ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა შემდგომ საქმიანობაში.

წყარო: for.ge

წირვა ერის მშვიდობიანობისა და კეთილდღეობისათვის ბულგარეთში

bulagarpresბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა სთხოვა ქვეყანაში არსებულ ძირითადი სარწმუნოების წარმომადგენლებს უახლოეს პარასკევ, შაბათ და კვირის დღეებში თავიანთ ტაძრებში აღასრულონ სპეციალური წირვა ბულგარელი ერის მშვიდობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის არსებული კრიზისის მძიმე პირობებში, გადმოგვცემს Седмица.ru ბულგარული სააგენტოს „ფოკუსის“ ბმულის თანდართვით.
პრეზიდენტის ამდაგვარი თხოვნის მიზეზი გახდა ის ღრმა სასოწარკვეთილება, რომელმაც მოიცვა მთელი ბულგარეთი და რომელმაც გაზარდა თვითმკვლელობის რიცხვი ქვეყანაში. Read more »

რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტული გარემო

386310_427130237324511_2031367429_n

გთავაზობთ ამონარიდს (ოფიციალური ტექსტი) საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშიდან, რომელიც მიმოიხილავს საქართველოში რელიგიური უფლებების მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

2012 წელი Read more »

კენტერბერის ახლადარჩეული არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბის „შერიგება“

RNS-WELBY-ENTHRONEკენტერბერის ახლადარჩეული არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი ყურადღებას „შერიგებაზე“ (რეკონსილაციაზე) ამახვილებს
კენტერბერის ახალი არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი მწყემსავს დაახლოებით 80 მილიონიან ანგლიკანურ მრევლს კოვენტრიდან, ინგლისი. მას მერე რაც ხუთშაბათ დღეს (21 მარტს) ოფიციალურად ტახტზე ავიდა, 57 წლის ნავთობკომპანიის ყოფილი თანამშრომელი დადგა საოცარი გამოწვევის პირისპირ: დაეხმაროს ანგლიკანური ეკლესიის კავშირს, რათა დარჩეს ერთსულოვანი მიუხედავად ღრმა თეოლოგიური, გენდერული და სექსუალურ ორიენტაციული განსხვავებებისა. Read more »

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი: კანონებმა არ შეიძლება გადახრები შეიტანოს ნორმებში

Cypriot_Orthodox_Church_logo (1)2013 წლის 6 მარტს ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის უნეტარესი მთავარეპისკოპოსის თავმჯდომარეობით შედგა კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა კვიპროსის მთავრობის კანონპროექტები მიცვალებულთა კრემაციის შესახებ, თავისუფალი თანაცხოვრების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილება რელიგიის გაკვეთილზე სავალდებულო დასწრებისგან მოსწავლეების გათავისუფლების შესახებ, იტყობინება Аgionoros.ru, Romfea-ზე დაყრდნობით.
მეუფე გიორგიმ ისაუბრა რა სინოდის გადაწყვეტილებების თაობაზე, კომენტარები გაუკეთა მთავრობის კანონებს იმ არსით, რომ კანონებმა არ უნდა შეიტანოს გადახრები ნორმაში.
კითხვაზე, განაგრძობს თუ არა წმინდა სინოდი ეკავოს მკაცრად უარყოფითი პოზიცია მიცვალებულთა კრემაციის შესახებ საკითხის შესახებ, პაფოსის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეკლესიის პოზიციას შეუძლებელია ვუწოდოთ მკაცრად უარყოფითი, ვინაიდან ეს საკითხი არ განეკუთვნება დოგმატიკის სფეროს: აქ საუბარი მიდის ეკლესიის ტრადიციის შესახებ, რამდენადაც მეორედ მოსვლის ჟამს ღმერთს ძალუძს მიცვალებულები ფერფლიდანაც აღადგინოს. თუმცა, მღვდელმთავრის სიტყვებით, სწორედ ამ ტრადიციას ეფუძნება ეკლესიის პოზიცია, რომლის მიღებასაც იგი სთავაზობს მორწმუნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმ მიცვალებულის სხეულისათვის წესის აგება, რომელიც კრემაციისათვის არის გამზადებული, არ აღესრულება. Read more »

წმ. ანდრია კრიტელის კანონი – მსახურებათა განრიგი

Andria_kriteli

ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავთ მარხვის დაწყებას. მარხვის პირველი კვირის ოთხი დღის განმავლობაში იკითხება წმ. ანდრია კრიტელის სინანულის კანონი.

წმიდა ანდრია, მეექვსე საუკუნის ეს დიდი მამა, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე აჩვენა მაცხოვარმა თუ რა დიდი ძალა აქვს ზიარებას. გახარებულ მშობლებს საღმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა იერუსალიმში გაუგზავნიათ ღვთისმსახურების შესასწავლად. იგი იმდენად განსწავლული იყო ამ დროისათვის, რომ თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც კი განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და აქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, რომელშიც ისეთი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება, რომ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, აუცილებლად სინანულით განვიმსჭვალებით. იგი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.

წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონი სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება. ყველა მსახურება (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი) დაიწყება საღამოს 6 სათზე. მსახურებას ჩაატარებს მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიის სხვა მაღალიერარქებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

კანონის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.orthodoxy.ge

ახალი რელიგიური კანონი თურქეთში

106220.pთურქეთმა მიიღო ახალი კანონი მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა დანიშვნის შესახებ

თურქეთის განათლებისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ შეცვალა კანონმდებლობა ბერძენ მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან მიმართებით. ახალი კანონი ძალაში შევიდა 2013 წლის 1 მარტს.
თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომლებიც სულიერად ექვემდებარებიან კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ამიერიდან მატერიალურად დამოკიდებულნი ხდებიან სახელმწიფოზე. Read more »

რომის ახალი პაპი ფრანცისკე

PapaBergoglio 2013 წლის მე-3 თვის 13 -ში, 19.06 წუთზე იტალიის დროით,  სიქსტის კაპელაში დამონტაჟებული ბუხარიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშანი გახდა იმისა რომ ერთერთმა კანდიდატმა გადალახა 77 ხმა , რომელიც იყო მინიმალური ზღვარი, რათა არჩეულიყო რომის ახალ პაპად და ეს აღმოჩნდა,  77 წლის, იეზუიტი, ხორხე მარიო ბერგოლიო (Jorge Mario Bergoglio), რომელიც არჩეულ იქნა რიგით 266-ე რომის პაპად, მის მიერ არჩეული სახელია ფრანცისკე (პირველი – Franciscus PP. I) , არჩევნებში მონაწილე კარდინალთა შორის იგი ერთადერთი იეზუიტი იყო და გახდა პირველი პაპი სამხრეთ ამერიკიდან და პირველი იეზუიტი ვინც პაპად აირჩიეს. Read more »