ახალი ამბები

მის უწმიდესობას ბენედიქტე XVI-ს, რომის საპატიო პაპს

popealexyთქვენო უწმიდესობავ,

თქვენთვის ამ განსაკუთრებულ დღეებში მსურდა გამომეხატა ქრისტესმიერი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა.
რომის ეპისკოპოსთა საყდრიდან თქვენი წასვლის შესახებ გადაწყვეტილებამ, რომელიც თქვენ სიმდაბლითა და უბრალოებით განაცხადეთ ამა წლის 11 თებერვალს, ჰპოვა ცოცხალი გამოძახილი მილიონობით კათოლიკეთა გულში.
ჩვენთვის მუდამ ახლოს იყო თქვენი თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აღბეჭდილი იყო სარწმუნოების საკითხებში უკომპრომისობით და ცოცხალი საეკლესიო ტრადიციის განუხრელი აღსრულებით. იმ ეპოქაში, როდესაც ყველაფრის დაშვებულობის და მორალური რელატივიზმის იდეოლოგია ცდილობს გააძევოს ადამიანთა ცხოვრებიდან ზნეობრივი ღირებულებები, თქვენ უშიშრად აღიმაღლეთ ხმა სახარებისეულ იდეალთა, ადამიანის მაღალი ღირსების დასაცავად და მის მოსაწოდებლად ცოდვისაგან გასათავისუფლებლად. Read more »

ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეთიოპიის ეკლესიაში

1b72283998ეთიოპიის ძველაღმოსავლურ-არაქალკედონურ ეკლესიაში არჩეულ იქნა ახალი კათოლიკოს-პატრიარქი

ეთიოპიის ძველაღმოსავლურ-არაქალკედონურმა ეკლესიამ აირჩია 71 წლის მთავარეპისკოპოსი აბუნა მათე თავის ახალ პატრიარქად. აბუნა მათემ შეცვალა აბუნა პავლეს, რომელიც მართავდა ამ საუკუნოვან ძველაღმოსავლურ ეკლესიას ( რომელსაც ამჟამად ჰყავს 50 მილიონი წევრი) 1991 წლიდან ვიდრე მის გარდაცვალებამდე (2012 წლის აგვისტო). აბუნა მათეს აღსაყდრება შედგება ამ კვირას, ადის აბებაში.
ისტორიის მანძილზე ამ ეკლესიის ყველაზე ცნობილი ელემენტი არის კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რომელიც მდებარეობს პლატიზე, რომელიც ცნობილია როგორც ეთიოპიის იერუსალიმად და ასევე რომელიც არის იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა ნუსხაში.
საუკუნოვანი და ძველი ტრადიციების მიუხედავად, აბუნა (მამა) მათე იქნება მხოლოდ ეთიოპიის მეექვსე პატრიარქი: 50 წლის წინ ეთიოპიის ეკლესიას ქონდა თავისი იდენტურობა და ლიტურგია ( გეეზის ლიტურგია, რომლის შთამომავალი არის ამჰარიკის ლიტურგია), მაგრამ ის ასევე იყო ალექსანდრიის კოპტურ პატრიარქთან (ეგვიპტე) ერთობაში. ხოლო 1959 წელს, კოპტმა პაპმა, კირილე მეექვსემ ეთიოპიის ეკლესია სცნო დამოუკიდებელ ეკლესიად და ასევე მას პირველ პატრიარქად დაუდგინა ბასილი. 50 წელზე მეტია რომ ეკლესიამ გამოიარა ურთულესი პერიოდი: დიქტატორმა მენგისტუმ, თეოფილე (ბასილის პირველი შემცვლელი) დააპატიმრა 1976 წელს, ხოლო 1979 წელს კი იგი მოკლა. ამის მერე ეთიოპიის დიქტატორმა დანიშნა თეოფილეს ორი შემცვლელი,რომელნიც ეკლესიამ არ მიიღო. 1991 წელს როდესაც მენგისტუს დიქტატორობა დაეცა, ზუსტად მაშინ ეთიოპიის ეკლესიისთვის გამოიყო უმაღლესი იერარქი, პატრიარქ პავლეს არჩევით. Read more »

ევქარისტიული კავშირი რუმინეთის და იერუსალიმის ეკლესიებს შორის აღსდგა

roman2013 წლის, 26 თებერვალი, ბუქარესტი.
20-21 თებერვალს რუმინეთის საპატრიარქოს, ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, იერუსალიმში შედგა რუმინეთის საპატრიარქოს დელაგაციას (რომელსაც ხელმძღვანელობდა სტარგოვისტის მიტროპოლიტი, ნიფონტი) და იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება, რათა განეხილათ იერიქონში არსებული რუმინული ეკლესიისთვის, დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხი.
მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც გაიმართა ძმური დამოკიდებულებით, გადაწყდა რომ იერიქონში არსებულ რუმინულ ეკლესიას მიენიჭოს დამოუკიდებლობა და ასევე აღიარებულ იქნას ‘’მშობლიურ კუთხედ’’ იმ რუმინელი მომლოცველთათვის რომელნიც ესტუმრებიან წმიდა მიწას.
იერუსალიმის პატრიარქის თეოფილეს და რუმინეთის პატრაირქის დანიელის ლოცვა-კურთხევით გამოიცა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ ორი ეკლესიის შორის ევქარისტიული ერთობის აღდგენას. Read more »

ახალი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი აფრიკაში

R1

ბურუნდისა და რუანდის ეპარქიაში ალექსანდრიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ახალ ეპისკოპოსი დანიშნა

2013 წლის 24 თებერვალს, ბურუნდის დედაქალაქ ბუჟუმბურეში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში , ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე მეორემ ახალი ეპისკოპოსი აკურთხა.

წირვა-ლოცვას ბურუნდიში წარმოდგენილი ქრისტიანული ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები და რელიგიური იერარქები სტუმრის სახით ესწრებოდნენ, ხოლო ღვთისმსახურება მიმდინარეობდა ბერძნულ, ფრანგულ, სუაჰილის, კიკუიუს, ინგლისურ და სლავურ ენებზე.

წირვას ესწრებოდნენ უგანდისა და ბურუნდის მრავალრიცხოვანი აფრიკელი მართლმადიდებელი მორწმუნე, ეკურთხა ახალი ეპისკოპოსი ბურუნდისა და რუანდისა – ინოკენტი, რომელიც წარმოშობით უგანდელია. Read more »

პაპი ბენედიქტე XVI იქნება “ემერიტუს პაპი”

pope_fishermanring_cp_75122იოსებ რატცინგერს, საკუთარი პონფიკოსობიდან ოფიციალურად გადადგომის შემდეგ, რომელიც ოფიციალურად ზამთრის ბოლო დღეს, 28 თებერვლის, 20 საათზე გამოცხადდება, უფლება ექნება ატაროს წოდება “”Romano Pontefice emerito” ანუ “რომის ემერიტუს პონტიფიკოსი”, შეეძლება ატაროს თეთრი სამოსი, რომელიც მხოლოდ პაპებს აცვიათ, იმ გამონაკლისით, რომ მას არ ექნება “mantellina”-ს (ლათ. mantellum) ანუ მოკლე თეთრი მოსასხამის და ე.წ.”მეთევზურის”(წმ. პეტრეს სიმბოლო) ბეჭდის ტარების უფლება, ამ ბეჭედს რაც შეეხება, იგი ყველა პაპის არჩევის დროს ახალი იჭედება და პაპის გარდაცვალების (ამ შემთხვევაში კი გადადგომის) შემდეგ იგი იმსხვრევა, ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს გააცნო პადრე ფედერიკო ლომბარდიმ , რომელიც წმიდა საყდრის (ვატიკანის) პრესამსახურის უფროსია, მან აღნიშნა, რომ შესაძლებელი იქნება უკვე გადამდგარ ყოფილ პაპს, მიმართონ ისე როგორც მიმართავენ მხოლოდ პაპებს ანუ “Sua Santità” ანუ “თქვენო უწმიდესობავ”, პაპი ბენედიქტე XVI, მოქმედი პაპის რანგში საკუთარ სამწყსოს უკანაკნელად მიმართავს კასტელ განდოლფოს სასახლიდან , 28 თებერვალს, იტალიის დროით 17.30 წუთზე.
ავტორი: ს. ფარულავა
წყარო:

http://www.vatican.va
http://www.avvenire.it

გაეროს განცხადება ათეისტთა დისკრიმინაციის შესახებ

Stedman-hangingმინუმუმ 7 ქვეყანაში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ათეიზმი შესაძლებელია სიკვდილით დასჯის მიზეზად იქცეს, რის გამოც მრავალი ათეისტი ფორმალურად მორწმუნეთა სიაში ეწერება.

გაეროს მიერ 25 თებერვალს გამოქვეყენებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ “ათეისტები, ჰუმანისტები და თავისუფლად მოაზროვნენი ხშირად აწყდებიან მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ დისკრიმინაციას, მათი მოსაზრებები ითვლება დანაშაულებრივად და რიგ ქვეყნებში სიკდილითაც კი ისჯებიან”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისადმი წარდგენილ საბუთში ნათქვამია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ათეიზმი კანონით არის აკრძალული და მოქალაქეები იძულებულნი არიან ფორმალურად იქცნენ მორწმუნეებად.  ავრცელებს www.pravoslavie.ru  საინფორმაციო სააგენტო Reuters ზე დაყრდნობით.  Read more »

უწმინდესი ნეოფიტე – ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი

Neofit2013 წლის 24 თებერვალს, სოფიაში საეკლესიო კრებაზე, 90 ხმით 47 – ის წინააღმდეგ, ბულგართის ახალი პატრიარქი – რუსენის მიტროპოლიტი ნეოფიტე აირჩა. კენჭისყრა საიდუმლოდ საგანგებო კაბინაში მიმდინარეობდა.

“თქვენ გესმით ზარების რეკვა, მაუწყებელი იმისა, რომ ბულგარეთს ახალი პატრიარქი ჰყავს. მისი სახელია ნეოფიტე” – განაცხადა ა.შ.შ.- ს, კანადისა და ავსტრალიის მიტროპოლიტმა იოსებმა, რომელიც საარჩევნო სხდომას ხელმძღვანელობდა.

ნეოფიტე – ერისკაცობაში სიმეონ ნიკოლოვ დიმიტროვი, დაიბადა სოფიაში 1945 წელს, 20 წლის ასაკში დაამთავრა სოფიის სასულიერო სემინარია, 1971 წელს კი სოფიის სასულერო აკადემია. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია (ასპირანტურა) და მიიღო ღვთისმეტყველის კანდიდატის წოდება (საეკლესიო გალობის სპეციალობით), 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა და ასწავლიდა სასულიერო აკადმიის სამგალობლო გუნდს. 1975 წელს აღიკვეცა ბერად სამების მონასტერში პატრიარქ მაქსიმეს მიერ .   Read more »

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესის პატრიარქის არჩევნები შესაძლოა ჩიხში მოექცეს

highresCopyofSynodბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევნები შესაძლოა ჩიხში მოექცეს. წმინდა სინოდის სხდომაზე ჯერ არ გადაუწყვეტიათ სამი კანდიდატიდან რომელი იქნება საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე. სტარა ზაგორის მიტროპოლიტი გალაკტიონი სინოდის მიერ დასახელებულ კანდიდატთა შორის ერთერთია, რომელსაც ერთით მეტი ხმა აქვს მიღებული სხვა ორი კანდიდატისგან – მიტროპოლიტ ნეოფიტესგან და მიტროპოლიტ გაბრიელისგან განსხვავებით, თუმცა ხმების ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, რათა არჩევნების მომდევნო ეტაპი გაიმართოს. რთული სათქმელია შეიცვლიან თუ არა თავიანთ გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის წევრები, ბრძანებს მეუფე იოსები, მიტროპოლიტი ამერიკის, კანადის და ავსტრალიისა.  Read more »

წმინდა სოფიის ტაძარი შესაძლოა მეჩეთად გადაკეთდეს

AGIA-SOFIAკონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო საპატრიარქო ტაძრის პირველიერარქი მთავარეპისკოპოსი ბართლომე I გამოთქვამს პროტესტს თურქეთის მთავრობისადმი, წმინდა სოფიის ტაძრის მეჩეთად გადაკეთების თაობაზე. ჩვენ გვსურს რომ ტაძრის სტატუსი შენარჩუნდეს; რაკი აქციეს ის მუზეუმად, დაე დარჩეს მუზეუმად – ბრძანებს პატრიარქი ბართლომე. მე ვიყავი ტრაპზონში მდებარე მონასტერში პანაღია სუმელა, სადაც საღმრთო ლიტურღია აღვასრულე და ვეწვიე იქვე მდებარე წმინდა სოფიის ეკლესიასაც. სწორედ მაშინ ვუპასუხე ჟურნალისტთა კითხვას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების თაობაზე, Read more »

რომის პაპი გადადგა…

pope-plane-rome

ავტორი: ს. ფარულავა

ასეთი ფაქტი კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ძალიან იშვიათია, რომის პაპი ბენედიქტე XVI , 28 თებერვალს, საღამოს 20.00 ოფიციალურად დატოვებს ტახტს და დაიწყება პროცედურა ახალი პაპის არჩევნებზე, მე პირადად ვესწრებოდი პაპ იოანე-პავლე II გარდაცვალების და ახალი პაპის არჩევნების პერიოდს რომში.

ახლა წინა შემთხვევების შესახებ, ყველაზე ცნობილია პაპი ჩელესტინო V (ცელესტინუს) , რომელიც იყო პირველი პაპი, რომელიც გადადგა, მისი ნამდვილი სახელი იყო პიეტრო და მორრონე, განდეგილი მღვდელმონოზონი, მსახურობდა ორდენში ” სულიწმიდის ძმები”, რომლებსაც მოგვიანებით “ჩელესტინელები” ეწოდათ, 80 წლისა იქნა არჩეული პაპად და 4 თვეში გადადგა, რამაც დიდი კამათი გამოიწვია, იგი თავად დანტე ალეგიერმა გააკრიტიკა (colui che per viltade fece il gran rifiuto”) თუმცა მოგვიანებით ისტორიის მკვლევარებმა მას უბრალო და თავმდაბალი ადამიანი უწოდეს. Read more »