ავტორი: ს. ფარულავა
ასეთი ფაქტი კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ძალიან იშვიათია, რომის პაპი ბენედიქტე XVI , 28 თებერვალს, საღამოს 20.00 ოფიციალურად დატოვებს ტახტს და დაიწყება პროცედურა ახალი პაპის არჩევნებზე, მე პირადად ვესწრებოდი პაპ იოანე-პავლე II გარდაცვალების და ახალი პაპის არჩევნების პერიოდს რომში.
ახლა წინა შემთხვევების შესახებ, ყველაზე ცნობილია პაპი ჩელესტინო V (ცელესტინუს) , რომელიც იყო პირველი პაპი, რომელიც გადადგა, მისი ნამდვილი სახელი იყო პიეტრო და მორრონე, განდეგილი მღვდელმონოზონი, მსახურობდა ორდენში ” სულიწმიდის ძმები”, რომლებსაც მოგვიანებით “ჩელესტინელები” ეწოდათ, 80 წლისა იქნა არჩეული პაპად და 4 თვეში გადადგა, რამაც დიდი კამათი გამოიწვია, იგი თავად დანტე ალეგიერმა გააკრიტიკა (colui che per viltade fece il gran rifiuto”) თუმცა მოგვიანებით ისტორიის მკვლევარებმა მას უბრალო და თავმდაბალი ადამიანი უწოდეს. Read more »