დიდი კრება

წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილებები და მათი მიღების პრობლემა

18/03/2017
By

article_27836მესინიის მიტროპოლიტი ხრიზოსტომოს სავატოსი

     სინოდალური გადაწყვეტილებების მიღების საკითხი, როგორც ადგილობრივ, ისე საყოველთაო დონეზე არის ეკლესიოლოგიური და თეოლოგიური თემა, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი სასამართლო გაგებასთან, სამართლებრივ მოქმედებასთან ან სტატისტიკურ შეფასებებთან.

     ამ გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს ხანგრძლივ და გრძელ პროცესს თვით ეკლესიის ცხოვრებაშიც, რომელიც იწყება ადგილობრივი საფეხურიდან. ამიტომაც, კანონიკური სამართლის მიხედვით თანხმობა, რომელიც ხალხისგან ეძლევა რომელიმე კონკრეტული კრების გადაწყვეტილებას, პირდაპირ კავშირშია სინოდალურობასთან, რომლის მოქმედებისთვის ეს  ფაქტორი აუცილებელი და მნიშვნელოვანია. [1]

Read more »

ცენტრის განცხადება

21/12/2016
By

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის განცხადება

როგორც ცნობილია ა.წ. 22 დეკემბერს ქალაქ თბილისში შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა.

უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად იმისა რომ, მას მონაწილეობა არ მიუღია კრეტის წმიდა და დიდი კრების მიმდინარეობაში, გამომდინარე კრების დადგენილებათა სრული მართლმადიდებლობისა, როგორც ეს ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სამ სხვადასხვა კვლევაში წარმოჩნდა (სტატიები იხ.ქვემოთ), მიიღებს და გაიზიარებს მართლმადიდებლური სამყაროს უმრავლესობის პოზიციას და მათ მიერ ჩატარებული წმიდა და დიდი კრების დადგენილებებს და ხელის მოწერით დადგება ადგილობრივ წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა სისავსის გვერდით.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი

Read more »

წმინდა მამათა და მსოფლიო კრებების  მეთოდი წმინდა და დიდი კრების უარმყოფელთა საპირისპიროდ

05/12/2016
By

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243© ექსკლუზიურად წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი გთავაზობთ გრაცის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროფესორის გრიგოლ ლარენძაკისის (Larenzakis, Gregory) ორ  ნაწილიანი სტატიის ქართულ თარგმანს წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით.

 

ავტორი: პროფესორი გრიგოლ ლარენძაკისი

I ნაწილი.

მისაბაძი მაგალითიწმინდა მამები და მსოფლიო კრებები საკუთარი დოგმატური მოსაზრებებისა და დადგენილებების ფორმულირებისათვის იყენებდნენ თავიანთ ეპოქის  ენას.

ცნობილია, რომ წმინდა მამები და მსოფლიო კრებები თავიანთ დოგმატურ დადგენილებებსა და ფორმულირებებში თავიანთი ეპოქის ენასა და ტერმინოლოგიას იყენებდნენ ან იმავე შინაარსით, რაც უკვე ქონდათ მათ,  ან მათ აძლევდნენ ახალ ქრისტიანულ მნიშვნელობას, თვით ბერძნული ფილოსოფიურ ტერმინებსაც კი. ამ ტერმინთა გამოყენება აადვილებდა საპირისპირო მხარის წარმომადგენელთაგან  წმინდა მამების მსჯელობის მიღებას. დიმიტრი ცამისი ათანასე დიდის დროითი კატეგორიების თემაზე მსჯელობისას, ზოგადად აღნიშნავს: Read more »

ტერმინის – „ეკლესია-ეკლესიები“ გამოყენება კრეტის კრების დოკუმენტში

holyandgreat_logo-1ტერმინისეკლესიაეკლესიები“ გამოყენება დოკუმენტში – „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ   სამყაროსადმი

ავტორი: მესსინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი  ( ერისკაცობაში გიორგიოს საბატოსი – Γεώργιος Σαββάτος – მსოფლიო საპატრიარქო)

ექსკლუზიურად წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრისათვის ტექსტი თარგმნეს: თორნიკე მამნიაშვილმა, დავით ნებიერიძემ და ნიკო ღონღაძემ Read more »

წმინდა და დიდი კრების სესიათა მოკლე მიმოხილვა

29/06/2016
By

holyandgreat_logo2016 წლის 19-26 ივნისს, მსოფლიოს ყურადღება საბერძნეთის კუნძულ კრეტისკენ იყო მიმართული, სადაც მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები შეიკრიბნენ და რიგ საკითხების შესახებ იმსჯელეს. კრებამ, რომელსაც ეკლესია 10 საუკუნეზე მეტია ელის, განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია მსოფლიოში. წინამდებარე სტატიაში შემოგთავაზებთ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის მოკლე მიმოხილვას. ( კრების განრიგი იხილეთ მისამართზე: http://www.orthodoxtheology.ge/sultmofenobiswirvakreta/ ).

Read more »

წმინდა და დიდი კრების III, IV და V სესიები

24/06/2016
By

holyandgreat_logoკოლიმბარი, კრეტა, საბერძნეთი

21 ივნისი, 2016 წელი

 კუნძულ კრეტაზე, წმინდა და დიდი კრების მსვლელობის მეორე დღეს, ღონიას სტავროპიგიალურ მონასტერში საღვთო ლიტურგია აღავლინა იერუსალიმის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილემ, რის შემდეგაც იერარქებმა გააგრძელეს კრების გეგმიური მუშაობა მესამე, მეოთხე და მეხუთე სესიებზე.

კრების მესამე სესიაზე განახლდა დისკუსიები  საკითხზე-, ,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში,’’ ხოლო მეოთხე და მეხუთე სესიებზე კი ძირითადი ყურადღება დაეთმო მართლმადიდებლურ დიასპორას. ვრცელი დისკუსიების მიმდინარეობისას, მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებისა და ცალკეული იერარქების მხრიდან, გამოითქვა სხვადასხვა სახის წინადადებები, შენიშვნები და განარტებები.

შუადღით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მთავარეპისკოპოსმა იობმა (გეჩა), წმინდა და დიდი კრების თაობაზე საზოგადოებას მიაწოდა უახლესი ინფორმაციები. მსოფლიო საპატრიარქოს  სპიკერის მიერ გაკეთებულ კომენტარების შემდეგ, ალექსანდრიის საპატრიარქოს, რუმინეთისა და კვიპროსის ეკლესიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა გეგმიურ ბრიფინგში და უპასუხეს პრესის შეკითხვებს.

პრესბრიფინგის სანახავად ეწვიეთ  https://www.holycouncil.org/video, ხოლო ყოველდღიური ბრიფინგის პირდაპირ ეთერში თვალყურის მისადევნებლად კი  https://www.holycouncil.org/live .(შეგახსენებთ რომ იგი მიმდინარეობს კრეტის ადგილობრივი დროით 15:30 -ზე).

კრების შეხვედრები  განახლდება 25 ივნისს, ხოლო საღვთო ლიტურგია კი აღევლინება ამავე თვის 26 რიცხვში.

როგორც კი შესაძლებელი იქნება, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ყოველგვარი მოდიფიკაციისა და ცვლილებების გარეშე  შეგეძლებათ უახლესი ფოტოების ხილვა https://www.orthodoxcouncil.org/photos. ხოლო ყველა ტექსტი და ჰომილია, რომელიც დაკავშირებული იქნება წმინდა და დიდ კრებასთან, ხელმისაწვდომი ქინება შემდეგ მისამართზეhttps://media.holycouncil.org/texts

პრესცენტრი

მსოფლიო საპატრიარქო

EPpress@patriarchate.org
212-774-0332

წყარო https://www.orthodoxcouncil.org/-/holy-and-great-council-sessions-iii-iv-and-v-held?inheritRedirect=true&redirect=%2Fupdates-from-the-council

 მოამზადა  გურამ ლურსმანაშვილმა

წყარო

დიდი და წმიდა კრება, საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო პატრიარქს

23/06/2016
By
holyandgreat_logo10 ადგილობრივი ეკლესიის მეთაურთა მიერ დიდი და წმიდა კრების მესამე დღეს სამი სესიით განიხილეს და იმსჯელეს
 
მიმდინარეობს ამ საკითხების დამუშავებბა, დოკუმენტებში შეტანილ იქნა მთელი რიგი წინადადებებისა, და მოსალოდნელია რომ შესწორებულ ტექსტებს უახლოეს დღეებში მოაწერონ ხელი.
ახალხანს გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო პატრიარქისადმი (სრულად იხილეთ აქ ) , სადაც  არის მოწოდება რომ არ მიიღონ ორი დოკუმენტი
მიმართვაში აღინიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეკლესია მათ მისაღებად არ მიიჩნევს.

პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევი კრეტაზე მიმდინარე აქციების შესახებ

23/06/2016
By

b376a5e68a527a874fd2c20f72088887კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მოაწყეს საპროტესტო აქცია, პატრიარქ ბართლომეოსის წინააღმდეგ. როგორც “რუსული პლანეტა” იტყობინება პიკეტები შეინიშნება კრეტის მართლმადიდებელი აკადემიის მიმდებარედ, სადაც მიმდინარეობს საერთო მართლმადიდებლური კრება.

აქციის აქტივისტები “მართლმადიდებელი სარწმუნოების ღალატში” ადანაშაულებენ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს იმდენად, რამდენადაც იგი გამოდის მოწოდებებით, რომ მოხდეს მართლმადიდებლობის აღრევა კათოლიციზმთან და პროტესტანტიზმთან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა нсн-ს განუცხადა, რომ მსგავსი სახის საპროტესტო აქციები ეწინააღმდეგება ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას.

“წინა კვირას, პატრიარქმა კირილემ ორი მისასალმებელი ხასიათის წერილი გაუგზავნა კრებას და კონკრეტულად პატრიარქ ბართლომეოსს, გარდა ამისა,მანამდე, წინა კვირის დასაწყისში პატრიარქმა კირილემ ანგელოზის დღე მიულოცა პატრიარქ ბართლომეოსს. აღსანიშნავია, რომ მისი კომპლიმენტები ჩვეულებრივზე უფრო აღმატებული იყო. ჩვენი ეკლესიის მიზანი ის არ გახლავთ, რომ შეიქმნას  ახალი,ბერძნულისაგან განსხვავებული კონფესია”. – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოდიაკონმა.

კურაევმა ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქი ბართლომეოსი არასდროს არ გამოდიოდა მსგავსი  მოწოდებებით, რომ მოხდეს აღრევა მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმისა.

“მას არასდროს არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობა აღერიოს კათოლიციზმს და პროტესტანტიზმს. იგი მხოლოდ თანამშრომლობისათვის იღწვის. ამასთან   ერთად ბოლოს რომის პაპს ჩვენი პატრიარქი შეხვდა და არა ბართლომეოსი. აქცის აქტივისტებ,რომელნიც კრეტაზე ატარებენ აქციებს, არასწორად აჟღერებენ  ბართლომეოსის პოზიციას.

ჩემი აზრით, მათი მხრიდან ეს დათვური სამსახურის გაწევაა, თუმცა შესაძლებელია ეს ყოველივე ცბიერი თამაში იყოს საპატრიარქოს მხრიდან”- აღნიშნა პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა.

რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა.

წყარო

სერბეთის პატრიარქ უნეტარეს ირინეოსის მიმართვა წმინდა და დიდ კრებას

22/06/2016
By

patriarchirineosსერბი ხალხის, რომლებიც ცხოვრობენ როგორც საკუთარ სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ასევე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მივესალმებით ამ კურთხეულ შეხვედრას, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე მოველოდით.  ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც მრავალი საუკუნის  შემდეგ მოგვცა შესაძლებლობა, რათა კვლავ მოგვეწვია მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა კრება. განსაკუთრებულ მოკითხვას გადმოგცემთ ქალაქ ნაისიდან[1], სადაც იშვა იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომელიც როგორც ცნობილია გახლდათ პირველი მსოფლიო კრების თავმჯდომარე. განვმეორდებით და ვიტყვით, რომ ჩვენ მოუთმენლად და დიდი სიხარულით ველით ამ შეკრებას და მის მიერ ეკლესიის ერთიანობის გამოხატულებას. მართალია არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ჩვენს საერთო მიზანს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ისინი არ იქნებიან საკმარისად ძლიერნი, ისევე როგორც  მცირეოდენი ღრუბლები ვერ დაჩრდილავენ მზის ბრწყინვალებას. ვლოცავთ ამ კრებას და შევვთხოვთ შეწევნას ყოვლადწმინდა სამებას, რადგან მართლმადიდებლობის სიძლიერე, სწორედ მის ერთობაშია. მიგვაჩნია რომ, კვირა დღის საღვთო ლიტურგია და ჩვენი სხდომები, წმიდა მამათა მიერ დადგენილი ნორმების ჩინებული გამოხატულებაა. შევთხოვთ სული წმინდას, რათა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

წყაროები: https://www.holycouncil.org/-/openingpatriarchirinej?inheritRedirect=true&redirect=%2Fdocuments

https://www.youtube.com/watch?v=IYUYVAUg4-s

[1] ქალაქი ნაისი-( NIŠ) უძველესი ადგილი დღევანდელი სერბეთის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ სწორედ აქ იშვა იმპერატორი კონსტანტინედიდი. http://www.ni.rs/about-city-of-nis/history/city-of-nis-through-centuries/

P.S. აქვე დავძენთ რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სერბეთის ეკლესია არ დატოვებს წმიდა და დიდ კრებას (იხ.http://www.orthodoxtheology.ge/serbianchurchcouncil210616/ ), რაც იმას ნიშნავს რომ მცდარი აღმოჩნდა ქართულ მედიასაშუალებებში წინასწარ დაანონსებული ცნობა, ამ ქვეყნის დელეგაციის მიერ კრების ნაადრევად დატოვების თაობაზე.

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

სხვა დოკუმენტები იხილეთ ბმულზე:

https://www.holycouncil.org/documents

 

კრებამ პირველი დოკუმენტი ერთხმად მიიღო

21/06/2016
By
13285566_1021808701232605_401286777_nკრებამ პირველი დოკუმენტი ერთხმად მიიღო “მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში”
 
 
მართლმადიდებლი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია გაავრცელა http://panorthodoxcemes.blogspot.ru/-მ , რომლის მიხედვითაც უკვე არსებული დოკუმენტი , რომელიც წარმოადგინა მიტროპოლიტმა იოანე ზიზულასმა მცირეოდენი შესწორებით ერთხმად იქნა მიღებული, ხოლო მიტროლიტ იეროსთეოს ვლახოსის შემოთავაზები უარყვეს, ადგილი ქონდა დისკუსიებსაც.
შეგახსენებთ ეს მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომლის პროექტი, რომელიც მოწონებულ იქნა მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლთა  კრების მიერ ჟენევის შამბეზიში 2016 წლის 21-28 იანვარს.