დიდი კრება

სერბეთის ეკლესია დიდ და წმიდა კრებაში მონაწილეობას მიიღებს

15/06/2016
By

Coat_of_arms_of_Serbian_Orthodox_Churchსერბეთის ეკლესიის იფიციალური გადაწყვეტილებათ, ისინი სრულად მიიღებენ მონაწილეობას წმინდა და დიდ კრებაში. ასევე, მათივე თქმით, კრება მანამდე არ უნდა დასრულდეს, სანამ ყველა თემა/საკითხი, რომლებიც სხვა ეკლესიების მიერ იქნა წამოყენებული არ იქნება გადაწყვეტილი.

წყაროები

ოფიციალური სერბეთის საპატრიარქო

ბერძნული , რუსული

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც მალე კრეტაზე გაემგაზავრება, ავრცელებს მიმართვას, სადაც ყველა ეკლესიას კრებაში თანამონაწილეობისაკენ მოუწოდებს.

 დღევანდელი მდგომარეობით მართლმადიდებელთა წმინდა და დიდ კრებაში კრეტაზე,16-27 ივნისს მონაწილეობას იღებს 10 მართლმადიდებელი ეკლესია, ესენია:
1) კონსტანტინეპოლის
2) ალექსანდრიის
3) იერუსალიმის
4) სერბეთის
5) რუმინეთის
6) კვიპროსის
7) საბერძნეთის
8) ალბანეთის
9) პოლონეთის
10) ჩეხეთის და სლოვაკეთის
კრებაში მონაწილეობას არ იღებს 4 მართლმადიდებელი ეკლესია, ესენია:
1) ანტიოქიის
2) რუსეთის
3) საქართველოს
4) ბულგარეთის
*მე- 15 ანუ ამერიკის ავტოკეფალურ ეკლესიის ავტოკეფალიურობას არ აღიარებს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი ნაწილი.

 

 

დიდი და წმიდა კრების წინა მოვლენები

14/06/2016
By

holyandgreat_logoმიუხედავად იმისა, რომ უკვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს, ბულგარეთის და ანტიოქიის ეკლესიების შემდეგ (სერბეთის ეკლესიამ შეიძლება მაინც მიიღოს მონაწილეობა კრებაში), რუსეთის ეკლესიამაც უარი თქვა კრეტაზე წასვლაზე, მაინც აქტიურად ვრცელდება ათასობით ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია დიდი და წმიდა კრების მხარდაჭერის მიზნით, პეტიცია ქართულ ენაზეცაა თარგმნილი .

ამასთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს საიტი აქვეყნებს ქართველ თეოლოგთა ნაწილის ღია მიმართვას . გავრცელდა ასევე ეკლესიის კანონები საეკლესიო კრებაში ეპისკოპოსთა თანამონაწილეობის შესახებ და ის საფრთხეები რამაც შეიძლება თავი იჩინოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფ აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში

მსოფლიო საპატრიარქოს  ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია მისი რეაქცია გუშინდელი რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილების შემდეგ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

კრებას შეუძლია დახმარების გაწევა, რათა გადაილახოს მართლმადიდებელი სამყაროს განყოფა

13/06/2016
By

hqdefaultპროტოპრესვიტერი ვალენტინ ასმუსი (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია)

„კრებას შეუძლია დახმარების გაწევა, რათა გადაილახოს მართლმადიდებელი სამყაროს განყოფა“.

პროტოპრესვიტერი ვალენტინ ასმუსირუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საუწყებათაშორისო  დაწესებულების წევრი,  ღვთისმეტყველების დოქტორი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის დოცენტი, წმიდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, მოსკოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

კითხვა: როგორია თქვენი მოლოდინი მომავალ კრებასთან დაკავშირებით, თუკი გაქვთ ეს მოლოდინი? ხოლო თუკი არა, მაშინ გვითხარით რატომ?

პასუხი: ორი სიტყვით ამის შესახებ. მე მომავალ კრებასთან დაკავშირებით დადებითად ვარ განწყობილი. ძალიან დიდი დროის შემდეგ, ეს იქნება დიდი მაშტაბების მქონე პირველი შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შორის. რა თქმა უნდა, უკანასკნელ წლებში ხდებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის წარნმომადგენელთა შორის შეხვედრები, მაგრამ მაინც არ არსებობდა, არ არსებობდა ასეთი კრება, სადაც მონაწილეობას მიიღებდა 25 ეპისკოპოსი, ყოველი ადგილობრივი ეკლესიიდან.

ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მართლმადიდებელ სამყაროს გააჩნია პრობლემები, რომელნიც სწორედ მის დანაწევრებაში მდგომარეობს. XIX საუკუნეში ყოველი ადგილობრივი ეკლესია თავის თავს თითქმის თვითკმარად მიიჩნევდა და ამიტომ მართლმადიდებლობის წარმოჩენა, როგორც ერთმთლიანისა, საკმაოდ პრობლემატური იყო და ადამიანები, რომელნიც არ იყვნენ მართლმადიდებლები და უნდოდათ, რომ მართლმადიდებლობაზე მოქცეულიყვნენ, ხანდახან ამის გამო საშინლად დაბნეულნი იყვნენ.

არსებობს ცნობილი ისტორია ერთ ანგლიკანზე, რომელიც დარწმუნდა, რომ რუსეთის და კონსტანტინოპოლის ადგილობრივ ეკლესიებს გააჩნიათ აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი წარმოდგენები ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიცაა არამართლმადიდებლების მართლმადიდებლობაზე მოქცევის საკითხი. თავიდან მართალია ძალიან უნდოდა მას, რომ მართლმადიდებელი გამხდარიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში კათოლიკე გახდა. მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა იგრძნოს თავისი ერთიანობა და უნდა განახორიელოს ეს ერთიანობა სხვადასხვა საერთო დადგენილებებში.

მე ვთვლი, რომ მომავალი კრება ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, როგორც პირველი ასეთი შეხვედრა, სწორედ როგორც პრეცენდენტი. მე არ მგონია, რომ კრება უცებ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, რაც არსებობს მართლმადიდებელ სამყაროში, მაგრამ მინიმუმ დასაბამი დაედება ასეთ ერთობლივ საკრებო, ფართო, საკმარისად ფართო განხილვას ამ პრობლემებისა.

რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა.

წყარო: http://sobor2016.rublev.com/mneniya/protoierey_valentin_asmus/

ანტიოქიის ეკლესია აზუსტებს კრებაზე დასწრების დამაბრკოლებელ მიზეზს

13/06/2016
By
Coat_of_arms_Greek_Orthodox_Patriarchate_of_Antioch_and_all_East.svgანტიოქიის ეკლესიის პოზიციის მიხედვით პრობლემა არის ყატარში იერუსალიმის საპატრიარქოს მხრიდან ანტიოქიის ეკლესიის კანონიკური იურისდიქციონალური საზღვრების დარღვევით გამოწვეული დავა 
 
ანტიოქიის წმინდა სინოდის სამდივნო მართლმადიდებლურ ეკლესიათა წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ანტიოქიის ეკლესიის სინოდის წევრებმა განიხილეს ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციები და მსოფლიოს პატრიარქს, აღნიშნულ საკითხზე კონსესუსის მისაღწევად მუშაობას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საყოველთაო კრების გადადებას მოითხოვენ.

„ეთხოვოს მის უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქს, იმუშაოს კონსენსუსის მისაღწევად ავტოკეფალური მართლმადედებელი ეკლესიების მიერ გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით საყოველთაო მართლმადიდებლური კრების გახსნამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიოქიის ეკლესია ითხოვს წმინდა და დიდი კრების გადადებას იქამდე, ვიდრე არ მიიღწევა მშვიდობიანი შეთანხმება ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს შორის და ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მართლმადიდებლური კონსენსუსი დღის წესრიგის, რეგლამენტის, აღმასრულებელი და პრაქტიკული პროცედურების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ანტიოქიის ეკლესია წმინდა დიდი კრების ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს სანამ არ იქნება აღმოფხვრილი კრების მსვლელობისას წმინდა ევქარისტიაში მონაწილობის დამაბრკოლებელი მიზეზები.

„ანტიოქიის ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას წმინდა და დიდი კრების მუშაობაში, სანამ არ იქნება აღმოფხვრილი კრების მსვლელობისას წმინდა ევქარისტიაში მონაწილობის დამაბრკოლებელი მიზეზები. ამის მიღწევა შეიძლება, თუ მოიძებნა იერუსალიმის საპატრიარქოს მხრიდან ანტიოქიის ეკლესიის კანონიკური იურისდიქციონალური საზღვრების დარღვევით გამოწვეული დავის გადაჭრის საბოლოო გზა, რადგან სწორედ ამ დარღვევამ მიგვიყვანა იერუსალიმის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტამდე“, – წერია ანტიოქსიის წმინდა სინოდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო

იერუსალიმის საპატრიარქო – აუცილებელია საერთო მართლმადიდებლური კრების მოწვევა.

12/06/2016
By

jerspatიერუსალიმის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საერთო მართლმადიდებლური კრების მოწვევა.

გენადი მელნიკი: იერუსალიმის საპატრიარქო აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს საერთო           მართლმადიდებლური კრება. საპატრიარქოს პოზიცია დაფიქსირებულია პატრიარქის მრჩევლის- თეოლოგ თეოდოროს იანგოსის კომენტარებში და დამტკიცებულია იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოსის მიერ, როგორც იერუსალიმის საპატრიარქოს პოზიცია.

    “საერთომართლმადიდებლური კრება მთელი ეკლესიის საქმეა და არა მხოლოდ მისი                ცალკეული წარმომადგენლების და იგი უნდა გახდეს იმედის მომცემი გზავნილი მთელი          მართლმადიდებელი სამყაროსადმი” – ნათქვამია კომენატარებში.

აღიარებს რა, რომ არსებობს საკამათო საკითხები, იერუსალიმის პატრიარქი შენიშნავს, რომ ამ დრომდე მთელი საეკლესიო სავსება უჭერდა მხარს და იწყნარებდა კრების დოკუმენტებს.    იერუსალიმის პატრიარქი დარწმუნებულია, რომ შედგება ნაყოფიერი დიალოგი და გამოტნლ იქნება დადებითი დადგენილება საერთომართლმადიდებლურ კრების სამუშაოში.

    “პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, როგორც კრების მონაწილენი, ძალზედ           დიდია. ეს სიდიდე კრების მოწვევაში ან მისი სამუშაოს წარმატებით დასრულებაში კი არ         მდგომარეობს, არამედ ხვალინდელ დღეში, ანუ სინოდალური ინსტიტუტების სამუშაოების      გაგრძელებაში საერთომართლმადიდებლურ დონეზე” – ნათქვამია კომენტარებში.

“მაშასადამე, აუცილებელია საერთომართლმადიდებლური ძლიერი სინოდალური ორგანოს     არსებობა”- ნათქვამია იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადებაში.

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანია, რომ ჩაატაროს კრება კუნძულ  კრეტაზე 16-26 ივნისს. წინა კვირას ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა   უარი განაცხადა კრებაში მონაწილეობის მიღებაზე, ასეთივე ვადაწყვეტილება მიიღო                ანტიოქიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ              მიმართა კონსტანტინოპოლის  პატრიარქს და ამ მიმართვაში მან დაიჩივლა, რომ დგას               გარკვეული სიძნელეების წინაშე, რათა მიიღოს მონაწილეობა საერთომართლმადიდებლურ      კრებაში და ითხოვა ამ კრების გადადება გარკვეული დროით. ასევე მოითხოვა, რომ დადგენილ დროში შემდგარიყო საერთომართლმადიდებლური დოკუმენტი (დადგენილება).

 

წყარო

მცირედი შემოკლებით რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა.

მიტრ. გრიგოლის სიტყვა – 10 ივნისი, 2016 წელი

12/06/2016
By

berbichashviliსიტყვა თქმული მიტრ. გრიგოლის მიერ წმიდა სინოდის სხდომაზე – 10 ივნისი, 2016 წელი

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!

ყოვლადსამღუდელონო მღვდელმთავარნო!

25 მაისს, ორი კვირის წინ შედგა წმ. სინოდის სხდომა, რომელზედაც ჩვენ განვიხილეთ დიდი და წმიდა კრების წინა საკრებო დოკუმენტებისადმი კრიტიკული შენიშვნები და განვსაზღვრეთ საქართველოს ეკლესიის პოზიცია, რომლითაც ჩვენი დელეგაცია უნდა წარდგეს დიდ და წმიდა კრებაზე; ასევე დაზუსტდა შეკრებაზე წამსვლელ მღვდელმთავართა და დელეგაციის დანარჩენ  წევრთა შემადგენლობა.

Read more »

სერბეთის ეკლესია დიდ კრებაში მონაწილეობას შესაძლოა დათანხმდეს

12/06/2016
By

Coat_of_arms_of_Serbian_Orthodox_Church10 ივნისს, საღამოს გავრცელდა მისი ყოვლადუწმიდესობისამი,  კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის ანგელოზის დღის მილოცვები, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის  .

განსაკუთრებით საინტერესოა სერბეთის პატრიარქ ირინეოსის მისალოცი წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისადმი მისი ანგელოზის დღის გამო, სადაც მოყვანილ პარაგრაფში , რომელიც ეხება წმინდა და დიდი კრებას, ჩანს რომ სერბეთის ეკლესიამ შესაძლოა მონაწილეობა მაინც მიიღოს დიდ კრებაში

სერბეთის პატრიარქი წერს: „თქვენს საპატრიარქო ყოვლადუწმინდესობას გააჩნია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ეკლესიის ერთობისათვის და მსგავს მოშურნეობასვე იჩენს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოსაწვევად, რომელიც მოწოდებულია მართლმადიდებლურ სამყაროს მისცეს იმედისმომცემი უწყება და გახსნას ახალი ჰორიზონტები ეკლესიის სამოძღვრო საქმიანობისა და თეოლოგიური სიტყვისათვის. ჩვენი მოკრძალებული შეხედულებით, სერბეთის ეკლესია თავის დადებით წვლილს შეიტანს კრეტის წმინდა და დიდი კრების საქმიანობაში.“

საიტი: http://www.kreba2016.ge

წყარო

 

მოამზადა თორნიკე მამნიაშვილმა

რუმინეთის პატრიარქი ეკლესიის წინაშე პასუხიმსგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებს

10/06/2016
By

Patriarch-Daniel-of-Romania

რუმინეთის პატრიარქი მართლმადიდებლებს ეკლესიის წინაშე პასუხიმსგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებს

2016 წ. 7 ივნისს, რუმინეთის ეკლესიის წმ. სინოდის სამუშაო სესიის გახსნისას, რუმინეთის პქტრიარქმა დანიელმა წმიდა და დიდი კრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მართლმადიდებლებს ეკლეაიის ერთობის წინაშე პასუხიმგებლობის მნიშვნელობა შეახსენა.

უნეტარესმა დანიელმა აღნიშნა: “ყველას არ ძალუძს მონაწილეობა მიიღოს კრების მუშაობაში, მაგრამ ყველას აქვს პასუხისმგებლობა იშრომოს და ილოცოს მისთვის, რათა მომავალი კრების წარმმართველი იყოს სული წმინდა და არა სული ამა სოფლისა. გვაქვს მორალური ვალდებულება დავამოწმოთ რწმენის ერთობა, არა მხოლოდ საკუთარ სახლებში, არამედ საერთომართლმადიდებლურ დონეზეც. უდიდესი მადლია ეკლესიის ერთობა რწმენაში, რომელიც გამოიხატება საკრამენტალურ ერთობაში, მაგრამ ასევე უნდა გამოიხატოს მსოფლიოში ეკლესიის მიერ წარმოებულ მისიასა და პასტორალური მსახურების ერთობაშიც. უნდა გამოვხატოთ ერთობა და ასევე თანაპასუხისმგებლობა. მართლმადიდებლობა სინოდალურია მისი ორგანიზების ყველა საფეხურზე (ადგილობრივი, რეგიონალური, უნივერსალური). სინოდი არის ინსტიტუცია, რომელსაც აქვს მაქსიმალური პასუხისმგებლობა შეინარჩუნოს ციცხალი და ნამდვილი რწმენა, გამოცდილება ქრისტეში და ეკლესიის ორგანიზების ყველა დონეზე პასტორალური მსახურების ერთობა.

 

წყარო: basilica. ro

წმიდა და დიდი კრების მოწვევა აუცილებელია – ალბანეთის ეკლესია

10/06/2016
By

Kisha_Ortodokse_e_Shqipërisë.svgალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიის განცხადება

წმიდა და დიდი კრების მოწვევა აუცილებელია

დაგეგმილი წმიდა და დიდი კრების შესახებ, უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებულ განცხადებათა შეჯერების შემდეგ, თავს  ვალდებულად ვთვლით მოკლედ გავამახვილოთ ყურადღება ქვემოთმოყვანილ საკითხებზე:

1-წმიდა და დიდი კრების მოწვევის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის პირველიერარქთა უკანასკნელ ორ სინაქსისზე, 2014 წელს კონსტანტინოპოლში და 2016 წელს შამბეზში (ჟენევა). კონსტანტინოპოლსა და შამბეზში დადგენილი გადაწყვეტილებები მიღებული იქნა არა ერთი, არამედ უმრავლესი მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ.

წმიდა და დიდი კრების მოწვევის გადადება  დაუშვებელია ახალი გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც მიღებული უნდა იყოს იმავე ორგანოს მიერ, რომელმაც მოწვევა განაჩინა. ასევე არ შეიძლება მისი არჩატარება უკანასკნელ წუთს, იმ დადგენილებებისა და შეტყობინებების გამო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებიდან მომდინარეობს.

2-კონსენსუსის (საყოველთაო თანხმობის) წესი მოქმედებს მაშინ, როდესაც ეკლესიის სავსება იკრიბება, სწავლობს საკითხებს და იღებს გადაწყვეტილებებს. კონსენსუსის მნიშვნელობა, მკაფიოდ განმარტა მისმა ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომეოსმა (შამბეზში 2016 წელი), თავად აზრი კი ყოველგვარი პროტესტის გარეშე ერთხმად იქნა მიღებული ეკლესიის მიერ. კონსენსუსი არ ნიშნავს ვეტოს, დაუშვებელია რომ ოცსაუკუნოვანი ეკლესიოლოგიური ტრადიციცია სათანადოდ არ შეფასდეს, განსაკუთრებით კი კრების გადაწყვეტილების მისაღებ პროცედურებზე.

3-ცხადია არსებობს მრავალი პრობლემა. სწორედ ესაა კრების გამართვის ზუსტი მიზეზი. რა თქმა უნდა შეუძლებელია ყველა მათგანის ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა, მაგრამ შეგვიძლია რამდენიმე განვიხილოთ და გამოვასწოროთ. სჯობს მცირეოდენის უკეთესობისკენ შეცვლა, ვიდრე საერთოდ უმოქმედობა, ხოლო მოუგვარებელი საკითხები იმედია განიხილება მომავალ ძირითად კრებაზე. დაგეგმილი წმიდა და დიდი კრების გადადება, მტკივნეული იქნება მართლმადიდებელი მრევლისთვის, რომლებიც განფენილნი არიან მსოფლიოში, აღნიშნული ქმედება ასევე გამოიწვევს მართლმადიდებლობის რეპუტაციის შელახვას.

4-და ბოლოს,  მოკრძალებული თხოვნით მივმართავთ სრულიადმართლმადიდებლური კრების სამდივნოს (ორგანიზებისა და მოქმედების რეგულაცია. N.6,7; პარაგრაფი 7.), რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბება ხვალ კუნძულ კრეტაზე: მოუხმეთ კრებაში მონაწილე თითოეული პირის ყველანაერ ძალისხმევას, რათა სულიწმინდის მოფენის უმნიშვნელოვანესი დღე ერთად ვიზეიმოთ საღვთო ლიტურგიაში თანამონაწილეობით, რაც იქნება ერთიანობის უმნიშვნელოვანესი გამოვლინება. უამრავი დელეგაციისა თუ ჯგუფის წევრთა ტრანსპორტირების ვალდებულება ზრდის ხარჯებს, დაღლილობას, მოულოდნელობას და ასევე პოტენციურ რისკებს. დაე მსხვერპლად შეიწიროს სხვადასხვა მიზნები და ინტერესები, ხოლო პრიორიტეტი კი მიენიჭოს წმიდა და დიდი კრების სხდომების უმწიკვლოდ და მშვიდად ჩატარებას.

,,ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.’’(თესალონიკელთა 3. 20-21)

წყარო: http://orthodoxalbania.org/alb/index.php/en-us/lajme-3/blog/3937-the-convocation-of-the-holy-and-great-synod-of-orthodoxy-is-a-necessity

P.S. როგორც სააგენტო romfea.gr გვამცნობს,  გალიის მიტროპოლიტი ემანუელი ამბობს, რომ გრძელდება დიალოგები ანტიოქიისა და ბულგარეთის ეკლესიებთან. მისი განცხადებით ბულგარეთში ხელახლა განიხილავენ კრებაზე დასწრების თემას, და  ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ბულგარეთს ვიხილავთ დიდ კრებაზე.

წყარო: http://www.romfea.gr/epikairotita-xronika/8772-o-gallias-emmanouil-gia-tin-agia-kai-megali-sunodo

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

ცენტრის განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით

09/06/2016
By

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ცენტრის განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით.

***
წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ცენტრის პოზიცია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა გადაწყვეტილებით 2016 წლის ივლისში დაგეგმილი წმინდა და დიდი კრების, დოკუმენტებისა და რეგლამენტის  შესახებ შემდეგია:

Read more »