დიდი კრება

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიდ კრებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

09/06/2016
By

Coat_of_arms_of_Serbian_Orthodox_Churchბელგრადი, 9 ივნისი,

სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც ანტიოქიისა და ბულგარეთის ეკლესიებმა უარი განაცხადეს საერთომართლმადიდებლურ, დიდ და წმიდა კრებაზე მონაწილეობაზე, რომელიც 1 კვირაში გაიმართება კუნძულ კრეტაზე .

სერბულმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ხედავენ დაბრკოლებებს დიდ და წმიდა კრებაზე მონაწილეობაში და შემოდიან მის გადადების ინიციატივით, შეგახსენებთ, კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქომ 3 დღის წინ დაადასტურა რომ დიდი და წმიდა კრება ჩატარდება დათქმულ ვადებში და არ გადაიდება.

ხვალ წმიდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით სინოდის საგანგებო კრებას მართავენ რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები.

წყარო

 

 

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები (6-7 ივნისი, 2016)

08/06/2016
By

Patriarhia_Romanaრუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა უწმინდესი პატრიარქი დანიელის თავმჯდომარეობით, 2016 წლის 6-7 ივნისს, საპატრაირქო რეზიდენციაში.

რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწვყვეტილებით, ის მიიღებს მონაწილეობას წმინდა და დიდ კრებაში.

გადაწყვეტილებათა შორის არის საკითხები:

~ მოახდინოს ახალი გზების იდენტიფიცირება, რათა მხარი დაუჭიროს ოჯახს, ახალგაზრდებსა და ღარიბ სამრევლოებს;

~ გააძლიეროს მართლმადიდებელი ახალგაზრდების რელიგიური განათლება ეპარქიებში, სკოლებისა და აქტივობების მეშვეობით ეკლესიის მხრიდან;

~ ნათლობისა და ჯვრისწერის მსახურებათა თარგმანები დაამტკიცა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე – განსაკუთრებით მისიონერული გამოყენებისათვის რუმინეთის გარეთ;

~ დაამტკიცა რუმინეთის საპატრირქოს დელეგაციის რაოდენობა, რომელებიც მონაწილეობას მიიღებენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებაში, ასევე დოკუმენტთა დღის წესრიგის ცვლილებები რწმენის ერთობის შეერთებისათვისა და თანაპასუხისმგებლობა ეკლესიის ცხოვრებასა და მისიაში საერთომართლმადიდებელ დონეზე.

 

წმინდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს, მონაზვნებსა და საეროთ, რათა გააძლიერონ ლოცვა, რომ წმინდა და დიდმა კრებამ გამოხატოს რწმენა ერთი, წმინდა და კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიისა, ასევე ხელი შეუწყოს ლიტურგიკულ ერთობასა და ძმურ თანამშრომლობას მართლმადიდებელი მსახურების საკეთილდღეოდ დღევანდელ მსოფლიოში.

წყარო

აღებულია საიტიდან : http://www.kreba2016.ge/

მოამზადა ირაკლი ჯინჯოლავამ

 

ინტერვიუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერ მამა იოანე ხრისავგისთან

08/06/2016
By

chryssavgis-2მართლმადიდებლური კრება  გაიმართება ბულგარეთის ეკლესიის გარეშე

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერმა განაცხადა, რომ შეიცვალა არაპროცედურული და საორგანიზაციო საკითხები

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, რომელიც გახლავთ ,,პირველი თანასწორთა შორის’’, განაცხადა, რომ მართლმადიდებლური კრება გაიმართება. აღნიშნული მოვლენა,  14 ეკლესიის გადაწყვეტილებით  დაიგეგმა ამა წლის 16-26 მაისს, მიუხედავად ამისა ბულგარეთის ეკლესიამ  უკანასკნელ კვირას დააანონსა, რომ არ დაესწრებოდა მას.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერმა, მამა იოანე ხრისავგისმა (მ. იოანე ხრივაგისი Rev. Dr. John Chryssavgis, გახლავთ თეოლოგიის დოქტორი, ცნობილი თეოლოგი , ათობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი -რედ.) განუცხადა კათოლიკურ ,,HERALD’’-ს (მოამბეს), რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან  ,,არაპროცედურული და საორგანიზაციო საკითხები შეიცვალა’’, კრება კი გაიმართება.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც აცხადებს რომ ბულგარული მხარის უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ, კრების ჩატარება შეუძებელია. ,,თუნდაც 1 ეკლესიის არყოფნაც კი ქმნის გადაულახავ დაბრკოლებას’’, რადგან განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,კრების გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ კონსენსუსის გზით.’’

მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ განაცხადა, რომ პირველიერარქთა მიერ იანვარში მიღებულ  სინაქსისზე, ,,ნათლად და ერთმნიშვნელოვნადაა’’ გადაწყვეტილი, რომ კრება ჩატარდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველა ეკლესია არ იქნება მისი მსვლელობისას წარმოდგენილი. საკუთრივ კრების გადაწყვეტილებები კი ხელმოწერილია ყველა ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან.

კრების (რომელიც იგეგმება 1961 წლიდან) მიზანია , რომ  ერთად შეიკრიბოს აღმოსავლეთის ქვეყნების 14 ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) ეკლესია, რაც იქნება ასეთი მოცულობითი მოვლენისის პირველი პრეცენდენტი. კრებამ უნდა დაამოწმოს იანვრის შეხვედრებზე მიღებული  6 დოკუმენტი. ესენია: მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი; ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები; მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს; ავტონომია და მისი გამოცხადების წესი; მართლმადიდებელი დიასპორა და მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში.

ამ ყოველივეს მიუხედავად უკანასკნელი კვირების მანძილზე, ბულგარეთის ეკლესიის გადაწყვეტილებამდეც კი შეინიშნებოდა აზრთა სხვადასხვაობა. სახელდობრ, ანტიოქიის ეკლესიამ გააპროტესტა ქორწინების შესახებ არსებული დოკუმენტი [ – შევნიშნავთ, რომ ანტიოქიის საპატრიარქომ პროტესტი არა ამ დოკუმენტის შინაარსის, არამედ ყატარის საკითხის გადაუჭრელობის გამო განაცხადა – რედაქცია], ხოლო საქართველოს ეკლესიამ კი წარმოადგინა შესწორებები, მართლმადიდებელი ეკლესიის დანარჩენ ქრისტიანული სამყაროსადმი დამოკიდებულების ირგვლივ.

მამა იოანე ხრისავგისმა განაცხადა, რომ უდავოდ საწყენია და ძალიან მტკივნეული საკითხია ბულგარეთის ეკლესიის განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი არ დაესწრება კრებას, მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მან ოფიციალურად განაცხადა, რომ კრებას დაესწრებოდა და ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ეთანხმებოდა წარმოდგენილ ყველა დოკუმენტს, რაც აღნიშნულიც კი იყო, თითოეულ ტექსტსა თუ რეგულაციაზე.

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

წყარო:

http://www.catholicherald.co.uk/news/2016/06/07/orthodox-council-will-go-ahead-without-bulgarian-church/?utm_content=buffer32f87&utm_medium=social&utm_source=twitter.com&utm_campaign=buffer

 

 პ.ს. ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წმიდა და დიდ კრებას ბულგარეთის ეკლესიის შემდეგ არ დაესწრება ასევე ანტიოქიის ეკლესია, ხოლო რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებმა კი საგანგებო სინოდის სხდომები მოიწვიეს, ელადის და რუმინეთის ეკლესიებმა კი ერთობისათვის და კრებაზე მონაწილეობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

რეზოლუცია თესალონიკის უნივერსიტეტიდან წმინდა და დიდი კრების შესახებ

03/06/2016
By

banner-vertical-300ppiთესალონიკის უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის რეზოლუცია, წმიდა და დიდი კრების თაობაზე

თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის კრებაზე (2016 წ. მაისი, სესია #563) იმსჯელეს  მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების პრიმატთა სინაქსისის შესახებ, რომელიც  გაიხსნა 2016 წლის იანვარში. შეგახსენებთ, რომ წმინდა და დიდი კრება  უნდა გაიმართოს მომავალი სულთმოფენობის დღესასწაულზე (2016 წ. 18-27 ივნისი),  კუნძულ კრეტის მართლმადიდებელ აკადემიაში, კოლიმბარსა და ხანიაში.[1] ვლოცულობთ ამ ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელებისათვის.

მსოფლიოს საპატრიარქოს, როგორც მეთაურ ეკლესიის მორჩილი პასუხისმგებლობით და ყველა სხვა ავტოკეფალურ ეკლესიათა, განსაკუთრებით კი მათ იერარქთა, ერთობლივი ძალისხმევით, რამდენიმე საუკუნოვანი შუალედის შემდეგ, საყოველთაო მართლმადიდებლურ დონეზე სინოდალური ინსტიტუტი ხელახლა აღდგა. თანამედროვე მსოფლიოში ეს მოვლენა ყველას ავსებს სიყვარულით, იმედითა და მართლმადიდებლობის მოწმობის მოლოდინით.

ჩვენ, ნდობით აღჭურვილი სწავლულები  ვეკუთვნით ფაკულტეტს, რომლის წევრებიც მონაწილეობდნენ და მომავალშიც ჩართულნი იქნებიან  კრების მოსამზადებელ საქმიანობაში. ამ უმნიშვნელოვანეს დღეს გულისყურით ვაკვირდებით საჯარო დიალოგის მიმდინარეობას, იმ იერარქთა და ღვთისმეტყველთა განცხადებებს,  რომლნიც ტრიალებენ ინსტიტუციონალურ პროცესთა შიგნით, დოკუმენტების ანგარიშებს, ოქმებს და კრების წინა პერიოდის საკონფერენციო მასალებს. ყოველივე ზემოთ თქმულის შესაბამისად ვაცხადებთ შემდეგს:

1) კრების მოწვევითაა  დამტკიცებული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა, მისით დაიძლია ეთნოფილეტიზმის ის მწვავე უძლურება, რომელიც უკანასკნელი 5 საუკუნეა ეკლესიოლოგიურ ერთობას ემუქრება და მართლმადიდებლობას აგდებს გასაჭირში.

2) ამასთანავე ეს მოვლენა არის იმ წამოყენებულ ბრალდებებზე პასუხი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მართლმადიდებელ ეკლესიას საყოველთაო დონეზე  არ შეუძლია კრებსითად ფუნქციონირება, რადგან სინოდალური ინსტიტუტის  ეკლესიოლოგიური ფუნდემენტური პრინციპი  დასუსტდა და საჭიროა მისი უარყოფითად შეფასება.

3) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები საყოველთაო დონეზე მიმართავენ გადამწყვეტ მოქმედებებს, რათა განამტკიცონ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დაგროვილი სამოძღვრო, სოციალური და კანონიკური პრობლემები, როგორებიცაა მართლმადიდებელი დიასპორა, ქორწინება და სხვა საკითხები, რომლებიც ასახვას ჰპოვებენ შიდა მართლმადიდებლურ და ეკლესიის გარეთ მიმდინარე განხილვებში. რადგან ვდგევართ იმ უამრავი გამოწვევის წინაშე, რომლემაც ახლახანს ნახსენებ ეკლესიოლოგიურ განხილვებში იჩინა თავი, უმთავრესად აუცილებელია რომ მაქსიმალურად შემოწმდეს სინოდალური საქმიანობა, რათა პასუხისმგებელნი ვიყოთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

4)ვინაიდან მართლმადიდებელი მრევლი ამჟამად გაშლილია მთელს მსოფლიოში, აუცილებელია რომ სათანადო სამოძღვრო ზრუნვა გამოიხატოს ინოვაციურ და კომპეტენტურ სინოდალურ გადაწყვეტილებებში. შესაბამისად ეკლესიას არ შეუძლია გულგრილად დატოვოს  ახალი პრობლემები და საზოგადოებრივი გამოწვევბი, მაგ. ეთიკა, ბიოეთიკა…

5) იქიდან გამომდინარე, რომ წმიდა და დიდ კრებასთან ერთად განახლდა სინოდალურობა, რაც ყოვლადუწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემაც აღნიშნა თავის სიტყვაში სინაქსისზე და რაც არის გაგრძელება მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწყებული სინოდალური პროცესებისა, ჩვენ ვლოცულობთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესები კვლავ გაგრძელდება.

ჩვენ, როგორც ნდობით აღჭურვილი  სწავლულები, ყველა ვალდებულნი ვართ, რომ შევეწიოთ ეკლესიას თავის საქმეებში, რადგან ღვთისმეტყველება გამოიხატება არა მხოლოდ აკადემიური დანიშნულებით, არამედ როგორც მსახურება ცოცხალ საეკლესიო კავშირში, რაც ნათლად გამოიხატება თანამედროვე მსოფლიოში.

აღდგომილი ქრისტეს მეოხებითჩვენ ვლოცულობთ კრების წარმატებისათვის.

სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის შეკრების სახელით,

პრეზიდენტი

პროფესორი კონსტანტინის პ. ხრისტუ

 

[1]კოლიმბარი-ადგილი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ კრეტის ჩრდილო ნაწილში, 24 კილომეტრის მანძილზე ქალაქ ხანიადან.

 

წყაროები: http://www.past.auth.gr და http://basilica.ro

www.kreba2016.ge

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი

02/06/2016
By

Alexander-Nevsky-cathedral-Sofia-Bulgaria-photo-Clive-Leviev-Sawyer-6-604x272 (1)

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი სრულიად მართლმადიდებლურ კრებას

 

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობითმა ორგანომ- წმიდა სინოდმა, პირველ ივნისს განაცხადა, რომ მისი დელეგაცია შეიძლება  არდაესწროს სრულიადმართლმადიდებელთა კრებას, რომელიც კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს ამა წლის 16-26 ივნისს.

წმ.სინოდმა მკაცრად მოითხოვა კრების გადადება მანამ, სანამ მათი სხვადასხვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ,,ულტიმატუმის’’ შესრულება ნაკლებადსავარაუდოა, წმ.სინოდის აღნიშნული განცხადება, კრებაზე არდასწრების დაანონსებაა.

სრულიადმართლმადიდებლური კრება პირველად იგეგმება უკანასკნელი 1 000 წლის მანძილზე, მაგრამ მის შესახებ დღესაც ურთიერთგამომრიცხავი აზრები ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტი ისიცაა, რომ იგი ტარდება კუნძულ კრეტაზე და არა სტამბოლში, სადაც იმყოფება მსოფლიო პატრიარქი. ეს ცვლილება განპირობებული იყო რუსეთის ეკლესიის მოთხოვნით, რადგან უკანასკნელ პერიოდში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ოფიციალურ მოსკოვსა და ანკარას შორის.

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომლის მეთაურებიც განიცდიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა სერიოზულ გავლენას, განაცხადა რომ არ მიიღებს მონაწილეობას კრებაში, თუკი ,,თემატურ და საორგანიზაციო’’ ცვლილებების თაობაზე, ბულგარელთა შენიშვნები არ იქნება ანგარიშგაწეული და პატივცემული.

წმიდა სინოდმა პირველ ივნისს განაცხადა, რომ კრეტაზე გასამართ წმიდა და დიდი კრების თაობაზე ჰქონდა ,,ვრცელი განხილვები.’’ ეკლესიის იერარქებმა შექმნეს არაერთი პრეტექსტი, რათა გადაედოთ სრულიად მართლმადიდებელი კრება და გაეცხადებინათ, რომ თუკი აღნიშნული მოვლენა მათ მიერ შემოთავაზებულ ვადამდე გაიმართება, ბულგარეთის ეკლესია მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

წმ.სინოდმა გამოყო 6 საკითხი, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

ეკლესიამ მოითხოვა მართლმადიდებელი ქრისტიანობის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე გარკვეულ საკითხთა დღის წესრიგიდან ამოღება და დასძინა რომ ,,საერთომართლმადიდებლური კრების რეზოლუციის მიღებისათვის არის შესაფერისი ჟამი და დროული სიტუაცია.’’

(წმ.სინოდს არ განუცხადებია თუ რის შესახებ იყო ეს საკითხები), სამაგიეროდ აღნიშნა ავტოკეფალურ ეკლესიების უკვე ოფიციალურად განცხადებული პოზიცია, რომ არ ეთანხმებიან ზოგიერთ იმ ტექსტს, რომლებიც დამატებულია კრებაზე განსახილველ მასალებში. ასევე გააპროტესტა რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც დიდი და წმინდა კრების  მსვლელობისას დოკუმენტების რედაქტირება შეუძლებელია. უფრო მეტიც, ბულგარეთის ეკლესია აპროტესტებს კრების შეხვედრებისთვის დათქმულ დარბაზში, ავტოკეფალურ ეკლესიათა პირველიერარქების განლაგების წესს, რადგან ის არღვევს ,,მართლმადიდებელ ეკლესიების მეთაურთა შორის თანასწორობის პრინციპს.’’ წმ.სინოდმა ასევე გააპროტესტა სრულიად მართლმადიდებელ კრებაზე დამკვირვებელთა და სტუმართა ადგილების შეუსაბამო მდებარეობა.

საბოლოოდ მმართველობითმა ორგანომ უარი განაცხადა, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიადმართლმადიდებლურ კრებაში მონაწილეობისთვის საჭირო ,,დიდი და გაუმართლებელი’’ ხარჯების გაღებაზე.

წმ.სინოდმა განაჩინა, რომ სრულიადმართლმადიდებლური კრებისთვის ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, რათა გადაიდოს იგი იქამდე, სანამ მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო თუკი ეს პროცესები არ განახლდება, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მასში მონაწილეობას.

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

წყაროები:

http://sofiaglobe.com/2016/06/01/bulgarian-orthodox-church-withdraws-from-pan-orthodox-council-in-crete/

 

http://www.bg-patriarshia.bg/news.php?id=205494

ოქმი

 

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2016 წლის 1 ივნისის განჩინება საერთო მართლმადიდებლურ კრებასთან დაკავშირებით

2016 წლის 1 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შეიკრიბა სრული შემადგენლობით, რათა განეხილა 2016 წლის 16-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილი საერთო მართლმადიდებლური კრების ჩატარების საკითხი.

სინოდი წინადადებით გამოდის გადაიდოს დაგეგმილი კრება, და ასევე უარი ითქვას კრებაში მონაწილეობის მიღებაზე თუ კი არ იქნება გათვალისწინებული და პატივცემული ბულგარეთის შენიშვნები მომავალი კრების თემატურ და ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ამ პოზიციის დაკავებამდე, წმინდა სინოდმა გაითვალისწინა შემდეგი არსებითი მიზეზები და გარემოებები:

1. მომავალი კრების დღის წესრიგში წმინდა მართლმადიდებლობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების არ არსებობა, რომლებიც საჭიროებენ საერთომართლმადიდებლური კრების დაუყონებლივ დადგენილებებს.

2. მომავალი კრების უკვე დამტკიცებულ ტექსტებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოებანი, რომლებიც ოფიციალურად დააფიქსირეს ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა.

3. დაგეგმილი კრების უკვე მიღებული რეგლამენტის მიხედვით კრების მუშაობის პროცესში ტექსტების რედაქტირების შეუძლებლობა.

4. მომავალი კრების დარბაზში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებისთვის შემოთავაზებული განლაგების რიგითობა, რომელიც არღვევს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების თანაბარუფლებიანობის პრინციპს.

5. კრებაზე სტუმრებისა და დამკვირებელთა შეუფერებელი განლაგება.

6. აუცილებლობა დიდი და უსაფუძვლო ხარჯების გაღებისა, იმ შეთხვევაში თუ კი ბულგარეთის ეკლესია მიიღებს მონაწილეობას კრებაზე.

წმინდა სინოდმა კენჭისყრის შედეგად ერთსულოვნად დაადგინა:

I. წმინდა სინოდი მოითხოვს, რომ ამა წლის 16-26 ივნისს დაგეგმილი მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრება გადატანილი იქნას, რათა გაგრძელდეს მზადება მის ჩასატარებლად.

II. წინააღმდეგ შემთხვევაში ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდი, კატეგორიულად აცხადებს თავის გადაწყვეტილებას არ მიიღოს მონაწილეობა 16-26 ივნისს დაგეგმილ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ და წმინდა კრებაზე.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი: bg-patriarshia.bg

 

წყარო

ვინ მიღებს მონაწილეობას წმიდა და დიდ კრებაში?

13285566_1021808701232605_401286777_n

წმინდა და დიდი კრება – სულთმოფენობა 2016

„მოუწოდა ყოველთა ერთობად“

ვინ მიღებს მონაწილეობას წმიდა და დიდ კრებაში?

მსოფლიო საპატრიარქოს მთავარდიაკონი, დოქტორი იოანე ხრისავგისი და მსოფლიო საპატრიარქოს არქიმანდრიტი დოქტორი ნათანაელ სიმეონიდისი

            სულთმოფენობის დღესასწაულზე, როდესაც ეკლესია აღნიშნავს მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლას, 500-ზე მეტი ადამიანი, ეპისკოპოსები, მღვდლები, ბერები, სასულიერო პირები, ქალბატონები და მამაკაცები,  მონაწილეობას მიიღებენ კუნძულ კრეტაზე მოწვეულ წმიდა და დიდ კრებაში. მონაწილე პირებს შორის იქნებიან 14 ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი იერარქები, 300-ზე მეტი ეპისკოპოსი, 100-ზე მეტი მრჩეველი, უამრავი დამსწრე და სტუდენტი. ბუნებრივია, რომ მსოფლიოს ყურადღება მიმართულია კუნძულ კრეტისკენ, რათა კრების პოზიციის გამომხატველ პირთაგან ან იქ მყოფი ჟურნალისტებისგან უსწრაფესად მიიღონ სიახლეები.

სულთმოფენობის დღესასწაულზე დაარსებული ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არის მართლმადიდებლური 14 ეკლესიის კავშირი. ესენია:

  • კონსტანტინოპოლი – რომლის ხელმძღვანელიცაა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, იგი არის მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაური, „პირველი თანასწორთა შორის“.
  • ალექსანდრია – ძლიერი მისიონერული ეკლესია, რომელიც წარმოადგენს აფრიკის მართლმადიდებელ ქვეყნებს (ცენტრით ეგვიპტეში).
  • ანტიოქია – ადგილი, სადაც ქრისტეს მიმდევრებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები.
  • იერუსალიმი – უძველესი ეკლესია, სადაც ახალი აღთქმის მიხედვით, მოციქულებმა მოიწვიეს პირველი კრება.
  • რუსეთი – დღეისათვის მართლმადიდებელი მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ეკლესია.
  • სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო. (ჩამოთვლილთაგან გამორჩეულია საქართველოს ეკლესია, სადაც მეხუთე საუკუნემდე ფიქსირდება ქრისტიანული კერების კვალი).
  • კვიპროსი-სამოციქულო ეკლესია, რომელიც მეხუთე საუკუნეში დაარსდა როგორც ავტოკეფალური.
  • საბერძნეთი, პოლონეთი, ალბანეთი და ჩეხეთ-სლოვაკეთის მიწები. (უახლესი ავტოკეფალური ეკლესიები)

ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომე:  „ჩვენ მხურვალედ შევთხოვთ ეკლესიის სიმრავლეს–სასულიერო დასს, კაცებსა და ქალებს, მოხუცებსა თუ ახალგაზრდებს, რათა ილოცონ ამ უნიკალური და ისტორიული მოვლენისათვის. ჩვენ განსაკუთრებით გთხოვთ ევედროთ უფალს, რომ გააძლიერეოს და შთააგონოს ეკლესიის მეთაურები, რათა განაცხადონ თავიანთი ერთობა უთანხმოებითა და გაყოფით დაზიანებული სამყაროს წინაშე. დაე აკურთხოს უფალმა წმიდა და დიდი კრება. დაე მისი უხვი მადლი იყოს თქვენთან.“

ხმის მიცემა და კონსენსუსი წმიდა და დიდ კრებაზე

          პასტორალური და პრაქტიკული მიზეზების გამო, თითოეულმა ადგილობრივმა ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ მოიხმოს 25 ეპისკოპოსი (პირველიერარქი და 24 სხვა, იოანეს გამოცხადების წიგნში აღწერილი 24 უხუცესის გათვალისწინებით, რომლებიც ტახტებზე იყვნენ დაბრძანებულნი). ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ კრებაზე იერარქთა შეზღუდული რაოდენობა (350), არ არის ეკლესიის ავთენტური გამოხატულება. თუმცა, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს მეოთხე მსოფლიო კრების პრეცენდენტი, რომელიც გაიმართა 451 წელს.

ეპისკოპოსთა რაოდენობა არასოდეს ადგენდა კრების მნიშნელობას. ფაქტი ისაა რომ დღემდე, ეკლესიის ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა  მსგავსი ფართო მასშტაბის სრული და წარმომადგენლობითი მოვლენა. შვიდი მსოფლიო კრების მიხედვით პირველ ათასწლეულში იყო მხოლოდ 5 ეკლესია – რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი. ამ მხრივ წმიდა და დიდი კრება არის გამორჩეული და უპრეცენდენტო.

ადგილობრივი ეკლესიები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ თითოეულ მათგანს ექნება ერთი ხმის უფლება (თუმცა განსხვავებული შეხედულებების აღნიშვნაც შესაძლებელია). ადრეულ ეკლესიაში მესამე საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული, გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა ხმათა უმრავლესობის პრინციპით,  რაც იყო   მიღებული პრაქტიკა. ერთ ეკლესიას (რომის ჩათვლით) არ შეეძლო ვეტოს დადება, ან საბოლოო გადაწყვეტილების გაკონტროლება. თუმცა, საუკუნეობრივი იზოლაციის გათვალისწინებით, ერთიანობის წყურვილის წახალისებით,  მხარს ვუჭერთ კონსენსუსის პრინციპს, რომელიც დადგინდა საყოველთა მართლმადიდებლური კრების მოსამზადებელ სხდომებზე და გამოყენებული იქნება წმიდა და დიდი კრების განმავლობაში.

ადრეულ ეკლესიაში ხმების რაოდენობა არ გახლავთ სპეკულაციის მიზეზი. პირველი მსოფლო კრების დროს ყველა მონაწილეს მიერ მოეწერა ხელი საბოლოო დოკუმენტს,   მაგრამ სხვა კრებებზე ეპისკოპოსები უბრალოდ დგებოდნენ მათ გვერდით, ვისაც ისინი ეთანხმებოდნენ (აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერის მსგავსად). სხვა შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების ფორმა ჰგავს ბრიტანეთის პალატის ჩვეულებას (თანხმობა გამოიხატება მარჯვენა ხელის აწევით, ხოლო უარი კი მარცხენის).

თითქმის უდავოა, რომ ხმის მიცემა არ ნიშნავს ინდივიდუალური უფლების მიღებას, ისე როგორც ეს ჩვენ გვესმის დღეეს: ერთი პიროვნება – ერთი ხმა. მართლმადიდებელი ეკლესია არის იერარქიული, რომელიც ეყრდნობა უძველეს და ადგილობრივ ეკლესიათა ჩვეულებებს. არსებითი მოთხოვნა კი არის სამართლიანობის, იერარქიული წესრიგის ერთგულებისა და კრების მსვლელობისადმი პატივისცემა, რომელიც რა თქმა უნდა გარანტირებულია წმიდა და დიდი კრების პროცესებისა და წესების მიხედვით.

წყარო:https://www.orthodoxcouncil.org/documents/3588038/3695370/3++HGC_members_process.pdf/cd7d364e-21a0-4e16-8cf9-53471d341cb0

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

რა არის წმინდა და დიდი კრება?

13285566_1021808701232605_401286777_n

This gallery contains 1 photo.