ეკლესია და თანამედროვეობა

Covid-19 და ქრისტიანული (?) დუალიზმი

generico-2018-789585.610x431

ავტორი:  – არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი

ამ პატარა ჩანაწერში შევეცდები ავხსნა, თუ რას ეყრდნობა ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გადადება ზიარების გზით შეუძლებელია.

ეს რწმენა ეფუძნება იმას, რომ იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი წარმოადგენს აბსოლუტურ სიკეთეს, მაშინ, როდესაც ვირუსი არის ბოროტი ინფექცია. სიკეთემ, მაშასადამე, შეუძლებელია გადასდოს ბოროტება.

თუმცაღა, ვირუსი ინფექციაა მხოლოდ ჩვენთვის; მეტიც, არა ყოველი ჩვენთაგანისთვის, რადგან მრავალი ადამიანი გადაიტანს მას, ისე რომ ვერც მიხვდება. თავისთავად ეს ვირუსიც, ისევე როგორც ნებისმიერი მიკრო ან მაკრო ორგანიზმი, წარმოადგენს ღვთის შესაქმის ნაწილს. როგორც ფიზიკური მოცემულობა და ბუნების ნაწილი, ვირუსი ონტოლოგიურად „კეთილია“, სხვა ნებისმიერი ქმნილების მსგავსად. ჩვენ ბოროტებად მიგვაჩნია წყალდიდობები, ტაიფუნები, ვულკანები, მაგრამ ისინი ბუნებრივი პროცესების ნაწილნი არიან, ანუ არ წარმოადგენენ ონტოლოგიურ ბოროტებას.

Read more »

კორონავირუსი და ზიარება

25/03/2020
By

church_result-936x560ორონავირუსი და ზიარება. თითოეული მორწმუნისთვის კოვზის გაწმენდა რატომ გახდა პრობლემა?

ავტორი:  დეკანოზი დიმიტრი გოტოვკინი
ბელგოროდის სახელმწიფო ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტი

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმ. სინოდმა ტაძრებში კორონავირუსის ინფექციის გადაცემის რისკის შესამცირებლად მიიღო ინსტრუქცია. ერთ-ერთი ღონისძიება იყო კოვზის დეზინფექცია ზიარების წინ მრევლის თითოეული წევრისთვის. ამან კამათი გამოიწვია. შეიძლება თუ არა ზიარებისას დაავადდე კორონავირუსით.

Read more »

გერონდა ზაქარია – სანუგეშო სიტყვა პანდემიის დროს

90759681_146673590003911_9159028487548305408_nარქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ, წმ. სოფრონი სახაროვის სულიერი შვილი, თეოლოგიის დოქტორი, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სტავროპიგიალური მონასტერი, ესექსი, ინგლისი

    *.   *.   *

მრავალი ადამიანი დაბნეულია, მრავალი კი პანიკაშია კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო. ვფიქრობ, ეს არასწორია, რადგან რასაც ღმერთი ჩვენზე მოავლენს, მოავლენს ჩვენი სიყვარულით.  ღმერთი ქრისტიანთა კეთილი, მოწყალე და კაცთმოყვარეა. ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა განპირობებული იყო მისი სიკეთით, რათა ჩვენთვის გაეზიარებინა მისი სიცოცხლე და თვით თავისი დიდებაც კი. როდესაც ცოდვაში ჩავვარდით, ღმერთმა კვლავ თავისი უსაზღვრო სიკეთით, საკუთარი ნებით დაუშვა სიკდილის შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში, რათა  არ ვყოფილიყავით უკვდავნი ჩვენს უძლურებაში, არამედ გვეპოვა გზა ხსნისა.

Read more »

მართლმადიდებელ ეკლესიათა გადაწყვეტილებები COVID-19 – თან (ე.წ. კორონა ვირუსთან) დაკავშირებით

23/03/2020
By

anticoronaართულ საზოგადოებაში ხშირად დაისმის შეკითხვები ე.წ. კორონა ვირუსთან დაკავშირებულ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სხვადასხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მიიღეს. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაქსიმალურად მოკლე მონახაზს, რომლითაც ზემომოყვანილ შეკითხვებზე პასუხის მიღებაა შესაძლებელი.

Read more »

ეკლესია და პოსტმოდერნი: გამოწვევები, პერსპექტივები, აზრები და მსჯელობები

13/08/2019
By

postmodernავტორიიოანე კაზარიანი

თანამედროვე ლიბერალური სინამდვილე და მსოფლიოში პოსტმოდერნული შეხედულებების გაძლიერება ეკლესიასა და რელიგიურ წრეებში შეშფოთებას იწვევსმსოფლიოში იკლებს რელიგიურობა და ზოგადად ღმერთისადმი ინტერესი [1]დღესდღეობით მსოფლიოში ჭარბობს ეკლექტურიდამოკიდებულებარომელიც კიდევ უფრო დახვეწილ ფორმებს ატარებს(დახვეწილად ლავირებს), ვიდრე ანტიკური ეკლექტურობაანტიკურ ხანაშიეკლექტური მიმართულება (როდესაც ის სინკრეტიზმსანუ საპირისპიროსისტემების უპრინციპო და არამეთოდურ აღრევას უახლოვდებოდაფილოსოფიური შემოქმედების დაცემას ანიშნებდა და ისტორიაში თავს იჩენდამაშინროდესაც ადამიანთა ცნობიერებაში ცნობილი პრინციპი ძალას დაგაბატონებულ მდგომარეობას კარგავდადღესდღეობით კი ეკლექტური მიმდინარეობა არის სხვადასხვა შეხედულებებისიდეებისაზრების სრულიაღრევარასაცხშირადაგნოსტიციზმი მოსდევსპარადიგმული მეთოდისთანახმადდასავლური ფილოსოფიის მიმდინარეობათა უმეტესობა „ახალდრომდე“ პრემოდერნის პარადიგმაში შედისდასავლური ფილოსოფიადეკარტითა და ბეკონით დაწყებული და XX საუკუნის შუა ხანით დამთავრებულიუმეტესადმოდერნის პარადიგმას განეკუთვნებაეგზისტენციალიზმის შემდეგრომელიც ორი პარადიგმის დამაკავშირებელი „ხიდი“ გახდაიწყება პოსტმოდერნი.

Read more »

მამა ალექსანდრე მენი

29/07/2019
By

shop_person_main_10062ავტორი: ელიზაბეტ ვანდერჰილი.

მართლმადიდებელი მღვდელი ალექსანდრე მენი თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე მოსკოვის მიმდებარე სოფლების ეკლესიებში მუშაობდა (მსახურებდა) მეორეხარისხოვან თანამდებობებზე და მას არც არავინ იცნობდა თავისი მრევლის გარდა. მისი ნაშრომების უმრავლესობა ბრიუსელში იბეჭდებოდა „მ“- ფსევდონიმით. ფსევდონიმს ამოფარებას თავისი მიზეზები ჰქონდა: ერთი მხრივ, ნებისმიერი რელიგიური საქმიანობა, რომელიც სცილდებოდა ტრადიციულ რიტუალებს, უკანასკნელ ხანებამდე სასტიკად იდევნებოდა საბჭოთა მთავრობისაგან, მეორე მხრივ – მენის პოზიციას არ იწონებდა არც მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა, რელიგიის საკითხებისადმი თავისი დოგმატური და კონსერვატიული მიდგობის გამო და არც დღეს იწონებს მას.  მენის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგაც კი, მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა თანაგრძნობის ეპისტოლეში მაინც აღნიშნა, რომ გარდაცვლილი „ზოგჯერ ისეთ მოსაზრებებს გამოხატავდა, რომლებიც საგანგებო მსჯელობის გარეშე შეუძლებელია მიღებული იქნას ეკლესიის მიერ“.

Read more »

რელიგია და პოლიტიკა

23/04/2019
By

B9316509790Z.1_20150308200633_000_GV2A58VNS.1-0თეიმურაზ ბუაძე

 ( სტატია ჟურნალიდან “გული გონიერი”) 

 

„გული გონიერის“ ამჟამინდელი ნომერი რელიგიის სხვადასხვა ასპექტს ეხება. ადამიანი თვით ყველაზე უფრო ღრმა, შინაგან რელიგიურ განცდებს, რელიგიური ფასეულობებისადმი მისწრაფებას, სულიერ თავისუფლებას, ზნეობრივ პრინციპებს და ა. შ. სხვა ადამიანებთან მიმართებით, და აქედან გამომდინარე, სოციალური ყოფის კონტექსტში ავლენს. შეუძლებელია ეს ასე არ იყოს, რადგან ადამიანი თავისი ბუნებით სოციალური არსებაა, ჩვენი პიროვნული თვითცნობიერება, განვითარება, მსოფლმხედველობრივი ორიენტირების ჩამოყალიბება  სოციალურ გარემოში მიმდინარეობს, სოციალური ყოფა სძენს  შინაარსს  ფუნდამენტურ ცნებებს, რომლებიც ჩვენს რელიგიურ, ინტელექტუალურ და ზნეობრივ ცხოვრებას განსაზღვრავს.

Read more »

მართლმადიდებლობის სოციალური კონცეფცია

31/01/2019
By

Eho4vFsbzsAავტორი: დეკანოზი ალექსანდრე მენი

„ცნობილია, რომ პროტესტანტიზმს, მაგალითად, თავისი სოციალური დოქტრინა აქვს და ამჟამად პროტესტანტმა კონსერვატორებმა იმის შესახებ დააყენეს საკითხი, რომ ქრისტიანი უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფა ყალბი იდეაა და პოლიტიკაში ჩართვა აუცილებელია. მათ მხარს ამერიკელი მილიონერებიც უჭერენ. ჩემი აზრით, სწორია პოლიტიკური ცხოვრების სულიერი ღირებულებებით განსაზღვრა, მაგრამ ეს აბსტრაქტული იდეაა. კონკრეტულ ცხოვრებაში აღმოჩნდება, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, მემარჯვენე თუ მემარცხენე, ყალბია, სიყალბის ნიშნის მატარებელია. ტყუილუბრალოდ არ ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. პოლიტიკა საშინლად პრაგმატულია. მას არ აინტერესებს ადამიანი, მისი საზრუნავი მხოლოდ ინტერესებია. პოლიტიკა, როგორც წესი, ამორალურია: „გამარჯვებულებს არ სჯიან“ და შემდეგ „ისტორიკოსები ყველაფერს გამართლებას მოუძებნიან…“ ამერიკელი ქრისტიანები, რომლებიც ახლა თავგამოდებით მიისწრაფვიან პოლიტიკაში, აუცილებლად გაისვრებიან, რაც უკვე დაწყებულია, ამიტომ ცნობილი მქადაგებლები, ისეთი, როგორიც ბილი გრემია, წვალობენ. მათ სურთ, რომ გავლენა ჰქონდეთ საზოგადოებაზე ( რაც კანონზომიერი და მართებულია), მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც მათ პოლიტიკური ინტრიგების ხორცსაკეპში ატარებენ, ისინი გრძნობენ, რომ, უბრალოდ, ეშმაკის კლანჭებში აღმოჩნდნენ.

Read more »

უხერხულია წინა საუკუნეებში ჩარჩენა: პასუხი ედიშერ ჭელიძეს

1დავით თინიკაშვილი

უხერხულია წინა საუკუნეებში ჩარჩენა: პასუხი ედიშერ ჭელიძეს

არ მეგონა პატივცემული მეცნიერი თუ ღია კარის მტვრევას დაიწყებდა და ასეთი აღტკინებით დაესხმებოდა თავს სამი წლის წინანდელ (2015 აგვისტო) ჩემს ფეისბუქ რეპლიკას ჰუმანიტარიაში სიტყვის scientific არამართებული გამოყენების შესახებ. თანამედროვე სამყაროში ეს საკითხი იმდენად ტრუიზმია, რომ სასაცილოა მის წინააღმდეგ ასეთი გააფთრებული ბრძოლა და საპირისპიროს მტკიცება. უფრო მეტი უხერხულობა კი პროფ. ედიშერ ჭელიძემ საკმაოდ ტლანქი მოძრაობით შექმნა: საკუთარი პოზიციის გამყარებას უსაშველოდ მოძველებული, მე-18-19 საუკუნეებში შექმნილი ტექსტების საფუძველზე ეცადა. Read more »

დრო და მარადისობა

25/12/2018
By

timeავტორი: თეიმურაზ ბუაძე (სტატია ჟურნალ “გული გონიერიდან”)

ადამიანი შექმნილია, რათა მარადისობისკენ ისწრაფოდეს და ცხოვრობს დროში; პირველთან შეხება მას უიშვიათეს, ღვთივკურთხეულ მომენტებში ეძლევა, მეორე კი მისი ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია, მაგრამ მარადისობაც და დროც მისთვის საიდუმლოდ რჩება. აქ შეუძლებელია არ გაგახსენდეს ნეტარი ავგუსტინეს კარგად ცნობილი, პარადოქსული ფრაზა: დრო მხოლოდ მანამ მგონია ჩემთვის კარგად ცნობილი, ვიდრე მის ახსნას მომთხოვენო. დიდი მღვდელმთავარი, პლატონისა და ქრისტიანი ღვთისმეტყველი მამების დარად, იმასაც ამბობს, რომ დრო მარადისობის ხატია, რაღაც აზრით მის „ანარეკლს“ წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, მისგან დამოუკიდებელი თავისთავადი არსებობა არ გააჩნია. ეს ჭეშმარიტება, რომლის გაგება მხოლოდ ღრმა მისტიკური ინტუიციითაა შესაძლებელი, ცხადად ეწინააღმდეგება ჩვენს ყოველდღიურ ინტუიციას. ამიტომაც გვეჩვენება დიდი იპონიელი მღვდელმთავრის ფრაზა ასეთი პარადოქსული.

Read more »