ეკლესია და თანამედროვეობა

თანაზიარება და განსხვავებულობა მართლმადიდებელ ეკლესიაში

წარმოგიდგენთ ავტორის მიერ 1993 წლის ოქტომბერში გამართულ ევროპულ მართლმადიდებლურ კონგრესზე წაკითხული ლექციის შემოკლებულ ვერსიას.


ავტორი: პერგამოს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი


თანაზიარება და განსხვავებულობა _ როგორ შეიძლება ეს ორი შევარიგოთ ერთმანეთთან? ნუთუ არ არის ისინი ურთიერთგამომრიცხავი და ერთმანეთთან შეუთავსებელი? ნუთუ სიმართლე არ არის ის, რომ სხვა უკვე ნიშნავს ჩემს მტერს და ჩემს “დასაბამიერ ცოდვას,” რომ გავიხსენოთ ჟან-პოლ სარტრი?

ჩანს, რომ ჩვენი კულტურა განამტკიცებს ამგვარ ხედვას მრავალი თვალსაზრისით. ინდივიდუალიზმი ძევს ამ კულტურის საფუძველში. ეს იწვევს იმას, რომ ჩვენს კულტურაში სხვისგან თავის დაცვა წარმოადგენს ფუნდამენტურ აუცილებლობას. ჩვენ უფრო მეტად და მეტად ვგრძნობთ საფრთხეს სხვის მოახლოებისას. ჩვენ იძულებული ვართ და წახალისებულიც კი, რომ სხვა მოვიაზროთ ჩვენს მტრად მანამდე, სანამ მას მოვეპყრობით როგორც მეგობარს. სხვასთან თანაზიარება არ მყარდება სპონტანურად; ის იგება ჯებირებზე, რომლებიც გვიცავს სხვის სიახლოვეში ნაგულისხმევი ფარული ხიფათებისგან. ჩვენ ვღებულობთ სხვას მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ ემუქრება ჩვენს პირად ცხოვრებას და სასარგებლოა ჩვენი ინდივიდუალური ბედნიერებისათვის.
Read more »

არის თუ არა ინდივიდუალურ ნომრებსა და ელექტრონულ დოკუმენტებში აპოკალიპტური რიცხვი 666?

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტი ინდივიდუალური ნომრების პრობლემასთან დაკავშირებით
მოსკოვი 19-20 თებერვალი, 2001
ამას წინათ ჩვენს ბლოგზე შემოგთავაზეთ პროფ. ზაზა ოსმანოვის სტატია “შტრიხ კოდების შესახებ”, სადაც ავტორი ამ საკითხს მათემატიკური კუთხით განიხილავს. მოქალაქეთა პირად ნომრებთან დაკავშირებული საკითხიც ანალოგიურ პრობლმეტიკას განეკუთვნება. ამასთან დაკავშირებით, გვსურს შემოგთავაზოთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 2001 წლის სინოდალური კომისიის დადგენილება ინდივიდუალურ ნომრებთან დაკავშირებით.
დადგენილება ბლოგისათვის ქართულად თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ
წყარო: http://www.pravoslavie.ru/news/010219/inn.htm

მართლმადიდებლობა და დემოკრატია

თქვენ ყველანი ძმები ხართ

ავტორი: ვახტანგ კობალაძე

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

მართლმადიდებლობისა და დემოკრატიის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ არაერთგვაროვანი შეხედულებები არსებობს, ამიტომ, ალბათ უპრიანი იქნება მკითხველის ყურადღება ამ საკითხზე შევაჩეროთ.

რა არის დემოკრატია? ამ ტერმინის უამრავი სხვადასხვა განმარტება არსებობს. ამჯერად თავს უფლებას არ მივცემთ მეცნიერულ განმარტებაზე განვაცხადოთ პრეტენზია. მხოლოდ ზოგადად დავძენთ, რომ დემოკრატია არის თანასწორობა, სამართლიანობა, პიროვნების თავისუფლება.არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ამ ცნებებსა და ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას შორის?

ეკლესიის საზოგადოებრივი მსახურება

tabgha_loaves-fishes-mosaic_fjenkins040208_168t
დაპირებისამებრ გთავაზობთ საეკლესიო პირველწყაროებს თემაზე. ამჯერად წარმოვადგენთ ამონარიდებს წმინდანთა საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ ადრეული ხანის საეკლესიო ისტორიკოსთა და ჰაგიოგრაფთა ნაწარმოებებიდან.

მთარგმნელი: ზურაბ ჯაში
სოძომენე სქოლასტიკოსი (V ს.)

საეკლესიო ისტორია
წიგნი I
თავი XI

თხრობა წმინდა სპირიდონის შესახებ;
მისი ზომიერებისა და სიმშვიდის შესახებ.

თუ როგორ იქცეოდა სტუმრების მიღებისას, ჩანს აქედან. უკვე ორმოცეული იდგა, როცა ერთი კაცი მივიდა მასთან მოგზაურობიდან. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩვევად ჰქონდა შინაურებთან ერთად მარხვის დაცვა და საკვებს არ იგემებდა დათქმულ დღემდე, მანამდე კი უჭმელი იყო. როდესაც ნახა, რომ უცხოელი ძალიან დაღლილი იყო, ქალიშვილს უთხრა: `წადი, დაბანე ფეხები და მიეცი საჭმელი~. როდესაც ქალწულმა მიუგო, რომ არც პური ჰქონდათ და არც შვრიის ფქვილი (რადგან მარხვის გამო ზედმეტი იყო მათი მომარაგება), მან ჯერ ილოცა და შენდობა ითხოვა, შემდეგ ქალიშვილს უბრძანა ღორის ხორცი, რაც კი მოიპოვებოდა სახლში დამარილებული, შეეწვა. როცა შეწვა, დაჯდა სტუმართან ერთად, დადო ხორცი და ჭამა, და ამ კაცსაც სთხოვა მისთვის მიებაძა. მან უარი უთხრა და თქვა, რომ ქრისტიანი იყო. მან კი მიუგო: `ამიტომ უფრო არ არის უარსაყოფი. რამეთუ საღვთო სიტყვა წარმოაჩენს, რომ განწმენდილთათვის ყველაფერი წმინდაა~ (ტიტ. 1, 15). ეს ითქვა სპირიდონის შესახებ. Read more »

ჰომოსექსუალიზმი და ეკლესია

გთავაზობთ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ღვთისმეტყველისა და მისიონერის დიაკონ ანდრეი კურაევის საღვთისმეტყველო ლექციებს.
აქვე ავღნიშნავთ, რომ საიტის ადმინისტრაცია არ იზიარებს დიაკონ ანდრეი კურაევის პოლიტიკურ შეხედულებებს აფხაზეთთან დაკავშირებით.
ამჯერად გთავაზობთ პასუხს კითხვაზე – შეუძლია თუ არა ჰომოსექსუალიტს გახდეს ეკლესიის მსახური?

რუსულიდან ექსკლუზიურად ბლოგისთვის თარგმნა ქეთევან ქევანიშვილმა

წყარო: http://kraiukhin.livejournal.com/252733.html

ეკლესიის საზოგადოებრივი მსახურება

გთავაზობთ ამონარიდებს ორი დიდი წმინდა მამის იოანე ოქროპირის (IV-V ს.ს.) და ანასტასი ანტიოქიელის (VI ს.) ნაშრომებიდან. პირველი მათგანი წარმოადგენს ამონარიდს 1802 წელს მოწამეობრივად აღსრულებული მონაზვნის გაბრიელ მცირეს მიერ შედგენილ კრებულ “კლიტეში” შესულ წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებიდან წმინდა ზიარების მნიშვნელობაზე. მეორეც ასევე ეხება მნიშვნელოვან ეკლესიოლოგიურ საკითხებს. მათში ნათლად არის წარმოჩენილი ტრადიციულ მართლმადიდებლურ სწავლებაში არსებულ ღირებულებათა პრიორიტეტები. აქ ვხედავთ, რომ დღეს ჩვენთან გაბატონებული ტენდენციის საწინააღმდეგოდ ღვთის თვალში ყველაზე მეტად ფასობს არა ტაძრების მშენებლობა ან საკურთხევლების და საეკლესიო საიდუმლებებისთვის გამოსაყენებელი ჭურჭლის შემკობა ძვირფასი ლითონებითა და თვლებით, არამედ თითოეული ადამიანი როგორც სულისა და სხეულის განუყოფელი ერთიანობა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს სინამდვილეში თითქმის სრულიად მივიწყებულ ამ ქრისტიანული ფუძემდებლური პრინციპზე ყურადღების გამახვილებას როგორც წმინდანთა ცხოვრებებიდან და საეკლესიო ისტორიიდან მაგალითების მოხმობით ასევე წმინდა მამათა საღვთისმეტყველო სწავლებების გადმოცემით.

ტექსტები ძველი ქართულიდან საგანგებოდ ჩვენი საიტისთვის თარგმნა დავით ჩანადირმა მის მიერვე გამოსაცემად მომზადებული შემდეგი თხზულებებიდან: წმინდა გაბრიელ მცირე, “წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა თქუმულთაგან ღვთივსულიერნი სწავლანი, რომელსა ეწოდების კლიტე”, თბილისი, 2011; წმ. ანასტასი ანტიოქიელი, „კითხვა-მიგებაი“, თბილისი, 2008 წელი.

წმიდა იოანე ოქროპირი

ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ზიარებისათვის

Read more »

შტრიხ კოდების შესახებ


ავტორი: ზაზა ოსმანოვი


ჩვენს ბლოგზე რამდენიმე ხნის წინ დაიდო ზურაბ ჯაშის სტატია „ბოლო ჟამი“ მართლ-მადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში, სადაც ავტორმა შეძლებისდაგვარად დაწვრილებით განიხილა ეს საკითხი ორი სხვადასხვა, ფაქტობრივად ერთმანეთთან დაპირისპირებული, კუთხით. იქ ზედმიწევნით კარგადაა მიმოხილული ბოლო ჟამთან დაკავშირებული სტერეოტიპები, რომლებიც ასე მომრავლდა უკანასკნელ ხანს და შეიძლება ითქვას, სერიოზული ზიანის მომტანი იქნება მორწმუნე საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. ზ. ჯაში განიხილავს ისეთ ფსევდოაპოკალიფტური აპოკრიფების თანამედროვე ნიმუშებს, როგორიცაა ანტიქრისტეს მეფობის მისაღებად მზადების აშკარა ნიშნები: არჩევნებზე მისასვლელად ამომრჩეველთა მარკირება, ელექტრონული პირადობის მოწმობები, სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენური აქტივობა დ.ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ ავტორი გვთავაზობს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ესქატოლოგიის შესახებ და ასკვნის, რომ იმ მძიმე და ნამდვილად სავალალო მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა ეკლესიის ტრადიციასთან ჭეშმარიტი დაბრუნება და განათლების დონის ამაღლებაა.
Read more »

რა მიზეზისა გამო დაშორდნენ ერთმანეთს მღვდელი და ერი?

სტატია და ბიოგრაფიული ცნობები ავტორის შესახებ მოგვაწოდა სოფიო ზვიადაძემ.
ვფიქრობთ, მკითხველისთვის ცხადი გახდება, რომ ესოდენ თავდადებული სასულიერო პირის კრიტიკული წერილი დღესაც ისეთივე აქტუალურია როგორც ეს XX საუკუნის დასაწყისში იყო.
სოფიო ზვიადაძე

მღვდელ ილარიონ ჯაშის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ამ “სულით და ნაყოფიერებით მდიდარი ადამიანის” დავიწყების გამო სინანულით წერს 1917 წლის ჟურნალი “სვეტიცხოველი”-ც. მღვდელი ილარიონ ჯაში მსახურობდა თბილისში ამაღლების ტაძარში. 1904-1907 წლებში იგი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკაფელიის აღდეგნისათვის. იგი ესწრებოდა ავტოკეფალისტთა ყველა კრებას და შეხვედრას. მისი მონდომებით და მოხერხებით 1905-1906 წლებში გავრცელდა წმ.ნინოს ჯვრიანი ბეჭდით შემოწმებული პროკლამაციები. ილარიონ ჯაში იყო ასევე გაზეთ “სიტყვის” ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელსაც ეგზარქოსი ნიკონი “სინოდისთვის გამზადებულ ჯოჯოხეთის მანქანას” უწოდებდა. მთავრობამ ი.ჯაში მისი “სითამამისათვის” თბილისიდან გადაასახლა ჯერ ბაქოს გუბერნიის ერთ-ერთ სოფელში, მოგვიანებით კი რუსეთის სხვა უფრო შორეულ პროვინციაში. ილარიონ ჯაში, რომელმაც ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს “უშიშრად შესწირა კარგი ადგილი, მშვენივრად მორთული კარ-მიდამო, იშვიათი ცოლ-შვილი და ყოველივე პირადული”, გარდაიცვალა 1911 წელს რუსეთში. ის თავად ვეღარ მოესწრო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიიის აღდგენას.

ფოტოს მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით ნინო ჯაშს.  Read more »

მოძღვრის მომზადების შესახებ

არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი

ამონარიდი წიგნიდან: Архимандрит Киприан (Керн). Православное Пастырское Служение. Клин 2002.

თარგმნა ზაზა თვარაძემ
ჟურნალი “ემაოსი”, № 2-3.
პუბლიკაციის წყარო www.library.church.ge
მადლობას ვუხდით საიტის ადმინისტრაციას

მომავალი სულიერი მწყემსის მომზადება ქრისტიანობის ისტორიის ყველა დროებაში ღვთისმეტყველთა და ასკეტ-მასწავლებელთა ყურადღების ცენტრში იდგა. სამოძღვრო მეცნიერების კურსში ეს საკითხი რამდენიმე პრობლემად იყოფა. ეს ორი უმთავრესი კითხვაა:

1. საჭიროა მაღალი სამღვდელო მსახურებისთვის მომზადება, თუ მთელი ეს საქმე ღვთის მადლს უნდა მივანდოთ, რომელიც ყველაფერს შეავსებს და განკურნავს?

2. თუ მოზმადებაა საჭირო, მაშინ რაში უნდა მდგომარეობდეს ის?

ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოიკვეთება რამდენიმე თემა: მომზადება სულიერი, მომზადება ინტელექტუალური, გარეგნული და ა.შ. Read more »

გამოთქმისათვის: „განუყოფელი ეკლესია“

სუროჟელი მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი)

რუსულიდან თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა
პუბლიკაცია დაიბეჭდა კრებულში “ეკლესიის საზღვრები” 2000 წელს
რედაქტორი თამარ გრძელიძე

მორწმუნეთა ჯგუფის წერილი:

მას შემდეგ, რაც ჩვენი ეკლესია ეკუმენურ მოძრაობას შეუერთდა, ჩვენს ენაში გაჩნდა გამოთქმები, რომლებიც ხშირად მორწმუნეთა იჭვს აღძრავს. თანაც, ეს გამოთქმები, რომელთა შინაარსი გაურკვეველია, იმდენად დამკვიდრდა ყოველდღიურ მეტყველებაში, რომ მათ ჩვენი მართლმადიდებლური ეპისკოპოსებიც იყენებენ.
ცთუნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, იჭვს მაინც აღძრავს გამოთქმა: „განუყოფელი ეკლესია“ ან „ძველი განუყოფელი ეკლესია“. მრწამსის წარმოთქმისას ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული, განუყოფელი მისივე საკუთარი თავისგან, და რომ იგი, უწინარეს ყოვლისა, ერთიანია. ჩვენ გვახსენდება – „ნუთუ გაიყო ქრისტე?“ (1კორ. 1:13). Read more »