ეკლესია და თანამედროვეობა

„ბოლო ჟამი“ მართლმადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში

church+calendarვტორი: ზურაბ ჯაში
ბოლო ჟამის თემას სრულად აქვს დაპყრობილი როგორც თანამედროვე ქართული საეკლესიო პრესა, ასევე ქართველ (და არამარტო ქართველ) მართლმადიდებელთა გულებიც. ცხადია, ამაში არაფერი გასაოცარი არ უნდა ყოფილიყო და არც გახდებოდა საჭირო მისთვის რაიმე კრიტიკული წერილის მიძღვნა, რომ არა ამ საკითხზე მსჯელობის მეტად უცნაური ხასიათი. საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებში და ზოგჯერ ღია ქადაგებებშიც ბოლო ჟამის სიახლოვე დასაბუთებული არის არა იმდენად წმინდა წერილის და წმინდა მამების სწავლებების მოშველიებით, რამდენადაც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე თუ წარსული ისტორიული მოვლენებისა და ტექნიკური გამოგონებების „მეცნიერული ანალიზით“.

 

ქართული კანონიკური გალობის განვითარების პრობლემები

ნინო ჯანჯღავა

კომპოზიტორი, მგალობელი

ქართული საეკლესიო გალობა საქართველოში წლების მანძილზე ვითარდებოდა. განვითარების უმაღლეს საფეხურს შუა საუკუნეებში მიაღწია და ამის შემდეგ მისი განვითარება შეწყდა, რაც იმ ისტორიულმა არეულობამ განაპირობა, რასაც საქართველოზე განხორციელებული შემოსევების ისტორია ქვია.
დღეს ბევრი საუბრობს კანონიკურ გალობაზე. ბევრს მიაჩნია, რომ ძირფესვიანად აქვს შესწავლილი და შეუძლია ახლა სხვასაც ასწავლოს, მაგრამ სამწუხაროდ ის ცოდნა რაც ამ სფეროშია დაგროვილი ზედაპირული და მწირია. დღეს კი, როდესაც ჩვენი ეკლესია ასე ძლიერია, დროა ცოდნას მოკლებული საუბარი კალაპოტს მიეცეს. დროა გამოიცეს და საზოგადოებას ემცნოს იმის შესახებ, თუ რა დანიშნულება აქვს გალობას ეკლესიაში, რა ფუნქცია ეკისრა და რა აკისრია და რისი მტვირთველი უნდა იყოს ის. Read more »

ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე

ავტორი: დეკანოზი ლევან მათეშვილი

ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე – თითქოსდა როგორი შეუთავსებელი სიტყვათა წყობაა, თითქმის აბსურდული, მაგრამ ამ აზრის მიღმა, სამწუხაროდ, ის რეალობა იმალება, რასაც ქრისტიანობის საბურველ ქვეშ გახვეული ფსევდოქრისტიანობა და ფსევდორელიგიურობა ქვია მთელი თავისი ფართო სპექტრალური სახესხვაობებით. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, როცა ფსევდოქრისტიანობა ეკლესიურ ცხოვრებაშიც შემოდის. ეს ის თემაა, რომელზეც ყველაზე ნაკლებად უყვართ საუბარი, რადგან მტკივნეულ საკითხებს ეხება და ჩვენ გვეხება.

Read more »

ეკლესია და მონარქია: თეოლოგიური ანალიზი

ავტორი: ღვთისმეტყველების მეცნიერებათა დოქტორი, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი

კომუნისტური რეჟიმის დაცემისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობს დისკუსიები კონსტიტუციური მონარქიის დაარსების შესახებ*1. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში არსებობს რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა და პოლიტიკური პარტია, რომლებიც მიზნად ისახავენ ქართული მონარქიის აღდგენას. 2009 წლის დამდეგს დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის შემდგარი ქორწინების შემდეგ, როდესაც ქართული სამეფო დინასტიის ქართლისა და კახეთის შტოები გაერთიანდნენ, დისკუსიები მონარქიის აღდგენის თაობაზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამ წყვილისგან მომავალში დაბადებული უფლისწული განიხილება, როგორც ქართული სამეფო გვირგვინის ყველაზე რეალური მემკვიდრე.
წინამდებარე სტატიის მიზანი არაა იმის განხილვა, რამდენად წაადგება საქართველოს პოლიტიკურ მომავალს კონსტიტუციური მონარქიის დაარსება, ან თუნდაც, რამდენად მზადაა ქართველი საზოგადოება სახელმწიფო მართვის ახალი სისტემის მისაღებად. ეს თემები დაგვითმია შასაბამისი სპეციალისტებისთვის – პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, სოციოლოგები და ა.შ. ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს ამ საკითხის თეოლოგიური ანალიზი.


Read more »

ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?

church+calendarავტორი: ზურაბ ჯაში

ჩვენს ბლოგზე განთავსებულმა სტატიამ „კალენდრული საკითხის შესახებ“, სადაც ავტორი აბათილებს დეკანოზ ბიძინა გუნიას მიერ თავის პუბლიკაციაში მოყვანილ ასტრონომიულ არგუმენტებს იულიუსის კალენდრის სიზუსტის თაობაზე, პატივცემულ დეკანოზში გამოიწვია უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საკითხის განხილვა მხოლოდ წმინდა ასტრონომიული ხასიათის. საქმე ის გახლავთ, რომ ზემოთ ნახსენები პუბლიკაციის ავტორი არის ასტროფიზიკოსი და ამიტომ მან მამა ბიძინას სტატიის კრიტიკული ანალიზი მეცნიერების თვალთახედვით შემოგვთავაზა, ფაქიზად აუარა გვერდი საღვთისმეტყველო მხარეს, რითიც შეინარჩუნა ჩვენი ბლოგის შესაძლო მაქსიმალური კომპეტენციის პრინციპი. ახლა გვსურს ეს ხარვეზიც აღმოვფხვრათ და შემოგთავაზოთ აღნიშნული პუბლიკაციის კრიტიკული განხილვა ეკლესიის ისტორიის, ღვთისმეტყველების, ეგზეგეტიკის და საეკლესიო კანონიკის კონტექსტში.

Read more »

ტერიტორიული იურისდიქცია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების მიხედვით. ეთნოფილეტიზმის ფენომენი დღევანდელობაში


გთავაზობთ მეტად მნიშვნელოვან ნაშრომს, რომელიც განიხილავს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე მდგომ მეტად სერიოზულ პრობლემას – ეთნოფილეტიზმს (ბერძნ. έθνος ეთნოს – “ერი” + φυλετισμός ფილეტიზმოს – “რასიზმი”). სტატიის დედანი განთავსებულია მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე

ნაშრომი წარმოდგენილი იყო კანონიკის საერთაშორისო კონგრესზე (ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2-7 სექტემბერი, 2001). სტატია www.orthodoxtheology.ge ბლოგისათვის საგანგებოდ თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.

Read more »

ქართული საეკლესიო გალობის ტრადიციის უარყოფის ცდები

მაგდა სუხიაშვილი
პუბლიკაციის წყარო www.orthodoxy.ge (მადლობას ვუხდით საიტის ადმინისტრაციას)

ბოლო დროს „ბიზანტიური გალობის შემსწავლელი ჯგუფი“, როგორც იგი თავის თავს უწოდებს, აქტიურად ავრცელებს მცდარ მოსაზრებებს ქართული საეკლესიო გალობის შესახებ. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი გავეცნობით მის მიერ ოფიციალური პრესის საშუალებით თუ ხელნაწერი (ნაბეჭდი) მასალის სახით გავრცელებულ წერილებს, ნაკრებ მასალებს [1], განსაკუთრებით კი სულ ახლახანს გამოცემულ წიგნს „ასე გალობდნენ ძველად საქართველოში“. იმ მრავალი გაუგებრობის გარდა, რასაც ხსენებულ „ნაკვლევებში“ ვაწყდებით, ახლა უნდობლობაც გაჩნდა ჯგუფის საქმიანობისადმი ახლად გამოცემული წიგნის ანონიმურობის გამო [2]. მკითხველისათვის უცნობი რჩება ამ წიგნის ავტორთა ვინაობა; არც რედაქტორია მითითებული და არც რეცენზენტი, ანუ იგი გამოცემის ყოველგვარი წესის დარღვევით არის დაბეჭდილი, მაშინ, როდესაც მისი შინაარსი ქართული საეკლესიო გალობის ურთულეს საკითხებს ეხება.

მკითხველის ყურადღებას „ნაშრომის“ მხატვრული გაფორმებაც იწვევს – წიგნის გარეკანი და მის შიგნით მოთავსებული მასალა შემკულია ხატების, ეკლესია-მონასტრების გამოსახულებებით, ამონარიდებით გალობის შესახებ წმინდა მამათა გამონათქვამებიდან, და ამ დროს მკითხველისათვის საიდუმლოებით მოცული რჩება, თუ ვისი ლოცვა-კურთხევით მომზადდა მასში წარმოდგენილი მასალა. ბუნებრივია, ქრისტიანული კულტურის ისტორიის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ ამგვარი სახით დაბეჭდილ ლიტერატურასთან პირველივე შეხება, გარკვეულ ეჭვს ბადებს. ეს მოგვაგონებს აპოკრიფულ ლიტერატურას, რომელიც იქმნებოდა არაეკლესიური წრეების მიერ და ეკლესიის წიაღში შფოთს იწვევდა. Read more »

დედაკაცის მიერ სამამაკაცო სამოსის ტარება

კანონიკურ-სამართლებრივი ანალიზი[1]
თეოლოგი არჩილ მეტრეველი
ფოტოზე გამოსახულია “ჰაკამა” ტრადიციული იაპონური ტანსაცმელი. თავდაპირველად ჰაკამას ტარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ მამაკაცებს, თუმცა დღეისათვის მას ატარებენ როგორც კაცები, ასევე ქალები
თანამედროვე პერიოდში, საკუთარი არსით, ისეთმა ნაკლებად მნიშვნელოვანმა საკითხმა, როგორიცაა ქალის მიერ შარვლის ტარება, დიდი ხანია საყოველთაო საეკლესიო პრობლემის სახე მიიღო და თავისი აქტუალობით მრავალჯერ გადააჭარბა გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხებს. ამ საკითხის მნიშვნელობის ზრდა დაკავშირებულია ერთის მხრივ საეკლესიო კანონმდებლობის განმარტება-განზოგადების პრინციპებისა და მეთოდების არცოდნასთან, მეორეს მხრივ კი კონკრეტულად იმ კანონების ჭეშმარიტი შინაარსის უცოდინრობასთან, რომელთაც მავანნი ქალისათვის შარვლის ტარების აკრძალვის არგუმენტებად იყენებენ. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ შარვლით შემოსილ ქალბატონებს ხშირ შემთხვევაში ღვთის ტაძარში არ უშვებენ და მაცხოვრის სისხლისა და ხორცის ზიარებასაც კი უკრძალავენ, ზოგიერთ ტაძარში კი პირდაპირ კარიბჭეზეა გაკეთებული წარწერა, რომელიც ასეთი აკრძალვის შესახებ აფრთხილებს ქალბატონებს.

სექტანტობა მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში

არქიეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი)
სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა გიორგი კილაძემ

მცდარი აზრია, რომ ყველა მართლმადიდებელი ნამდვილად არაა სექტანტი და ყველა სექტანტი არაა მართლმადიდებელი. ყოველი მართლმადიდებელი არ არის სულიერად ასეთი, და არც ყოველი სექტანტად წოდებულია სულით სექტანტი, და დღევანდელ დღეს შეიძლება შევხვდეთმართლმადიდებელს“ – ნამდვილ სექტანტს თავისი სულიერი მისწრაფებით: ფანატიკოსს, უყვარულს, გონებრივად შეზღუდულს, რომელიც ადამიანურ ხედვას ეყრდნობა, არა მოშურნეს, არა მწყურვალს ღვთის სამართლისა, მაგრამ განსივებულს თავისი სიმართლის სიამაყით, მკაცრად რომ განსჯის ადამიანს თავისი ცდომილი სიმართლის მწვერვალიდანგარეგნულად დოგმატურად სწორ, მაგრამ სულში შობის არმქონეს და პირიქით, შეიძლება შევხვდეთ სექტანტს, რომელსაც აშკარად არ ესმის ღმრთისადმი სულითა და ჭეშმარიტებით მართლმადიდებლური მსახურების არსი, არ აღიარებს ეკლესიური ჭეშმარიტების ამა თუ იმ გამოხატულებას, მაგრამ სინამდვილეში ფარულადაა მასში ბევრი რამ ჭეშმარიტად ღვთიური, ჭეშმარიტად ქრისტესმიერი სიყვარულის მოჭარბება, ჭეშმარიტად ძმური დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ასეთი აღრევის არსებობა ქრისტიანულ საზოგადოებებში არ გვაძლევს უფლებას ზედაპირულად მივუდგეთ აღმსარებლობით დამოკიდებულებათა საკითხს. სექტანტები სცოდავენ მართლმადიდებლობის ვერგაგებით , ხოლო ჩვენც, მართლმადიდებლები, არ მივსდევთ ჩვენს მართმადიდებლობას, არ გვესმის რა მათი, სექტანტებისა, ზოგჯერ საოცრად მგზნებარედ და სიწმინდით რომ ესწრაფვიან უფლისკენ, ესწრაფვიან მასთან ერთობას Read more »

არარელიგიური რწმენა, ადამიანისადმი რწმენა და ნდობა, რწმენა საკუთარი თავისა

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ქვემოთ წარმოდგენილი საუბარი 1972 წელს ბი-ბი-სის რუსულენოვანი რელიგიური პროგრამით გადაიცა.
თარგმნა გიორგი არავიაშვილმა
პუბლიკაციის წყარო: ჟურნალი “ზღვარი”; ჟურნალი “სოლიდარობა” #5(38)

რწმენაზე საუბრისას ყოველთვის ღვთისადმი რწმენას ვგულისხმობთ. სინამდვილეში ადამიანისადმი რწმენაც არსებობს. იგი თითქმის ისევე მუდმივად და ღრმად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას როგორც ღვთიდს რწმენა. ამასთან, ღვთისა ყვცელას არ სწამს, ადამიანებთან თანაცხოვრება კი მათდამი რწმენას მოითხოვს. საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ოჯახური გარდაქმნის ყველა მცდელობა ადამიანისადმი რწმენას ეფუძნება. რელიგიისა თუ ცხოვრების ახალი წესის ქადაგებისას ჩანაფიქრი ვერასოდეს განხორციელდება ადამიანის შრომისა და ძალისხმევის გარეშე. ამიტომ ყოველი გარდამქმნელი, ყოველი ადამიანი, რომელიც ხალხს რაიმე სიახლისკენ მოუწოდებს, თავის მოწოდებას მათდამი რწმენაზე აფუძნებს. წვრილმანებში, ყოველდღიურ ყოფაში ყველაფერს განსაზღვრავს რწმენა იმისა, რომ ადამიანში არის რაღაც კარგი, კეთილი, რომელიც გაჭირვებას, მწუხარებას, სიხარულს ეხმიანება და ცხოვრების წარმართვის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ რწმენაზე მსურს საუბარი. Read more »