ეკლესია და თანამედროვეობა

აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზების შესახებ

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზების შესახებ. გთავაზობთ ფილოლოგისა და თეოლოგის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის და სასულიერო აკადემიის პროფესორის – ედიშერ ჭელიძის სტატიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


კარგად წაკითხვა წასაკითხისა

წარმოგიდგენთ დიდი ქართველი მოაზროვნის, ცნობილი პუბლიცისტის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის (წმინდა ილია მართლის) საინტერესო ნარკვევს, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ივერიაში 1890 წელს (იხ. გაზ. ”ივერია”, 1890 ., 18 II, № 37, გვ. 1 – 2.) და მიუხედავად მას შემდეგ გასული საკმარისად დიდი დროისა შესაძლებელია დღესაც მეტად აქტუალური იყოს. Read more »

ქალები მართლმადიდებელ ეკლესიაში

ავტორი: ელიზაბეტ ბერ–სიჟელი
 
როგორია ქალთა როლი მართლმადიდებელ ეკლესიაში? შესაძლებელია თუ არა დიაკონისების (ქალი დიაკვნების) უძველესი ინსტიტუტის აღდგენა? რა გამოწვევები დგას დღევანდელ მართლმადიდებლობაში ამ თვალსაზრისით და როგორ შეუძლია ეკლესიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა? ამ და სხვა მეტად საინტერესო და აქტუალურ საკითხზე მსჯელობს თანამედროვე თეოლოგი ქალი ელიზაბეტ ბერ–სიჟელი.
 
სტატია დაიბეჭდა ბიბლიურ–თეოლოგიური ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში ემაოსი (N4). თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა
 

ბართლომეოს I-ის სიტყვა წარმოთქმული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა,
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი,
უფალი უფალი ბართლომეოს I
Η Αυτού Θειοτάτη Παναγιότης,
ο Αρχιεπίσκοπος Κωνσταντινουπόλεως, Νέας Ρώμης και Οικουμενικός Πατριάρχης,
κύριος κύριος Βαρθολομαίος Α’
 
ყოვლადუწმიდესი ბართლომეოს I – კონსტანტინოპოლის ეკლესიის 270-ე მწყემსმთავარი (ერისკაცობაში დიმიტრიოს არხონდონისი) დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალს თურქეთის კუნძულ იმვროსზე (თურქ. გოქჩეადა). დაწყებითი სკოლა დაამთავრა იმვროსზე, ხოლო საშუალო – სტამბულში. 1961 წელს წარჩინებით დაასრულა ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა. 1961-63 წწ იყო თურქეთის შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი. Read more »

მართლმადიდებლობა და ეკოლოგიური კრიზისი

ეპისკოპოსი კალისტე (უეარი)


გთავაზობთ მეორე სიტყვას, რომლითაც ქართველი მსმენელის წინაშე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1997 წლის მაისში წარსდგა ეპისკოპოსი კალისტე (უეარი).
“ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა.”
გამოცხ. 7:3
“წმინდანების სიყვარული მთელს სამყაროს მოიცავს.”
წმ. სილოვან ათონელი (გარდ. 1938 წელს)
“გიყვარდეთ ხეები!”
ათონის წმინდა მთაზე ტყის გასწვრივ მიმავალ ბილიკებზე ბერები ზოგჯერ საგანგებო ნიშნებს აღმართავენ ხოლმე, გზად მიმავალ მოგზაურთა გამხნევებისა თუ გაფრთხილების მიზნით. 70-იან წლებში შეინიშნებოდა ერთი ისეთი წარწერა, რომელიც განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა. იგი სხარტად და ნათლად გადმოსცემდა სათქმელს: “გიყვარდეთ ხეები!” Read more »

მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ცვალებადობისა და უცვლელობის შესახებ

ავტორი: პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
 
თარგმანი: ქეთი ქევანიშვილი

მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ცვალებადობისა და უცვლელობის შესახებ

მართლმადიდებლური, ან „კათოლიკე(საყოველთაო)“ ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ქრისტიანული რწმენა იყო განუყოფელი ლოცვისა და ღვთისმსახურებისგან, ხოლო ღვთისმსახურება კი ასახავდა ეკლესიის რწმენას. Lex Orandi–სა და Lex Credendi–ის განუყოფელობას (ლათინ.: ლოცვის წესი და რწმენის წესი – რედაქ. შენიშვ.) ცნობდნენ ძველი პერიოდის ბერობა. აბბა ევაგრი წერდა: „ვინც ლოცულობს, ის ღვთისმსახურია“, ხოლო ჩვენმა აღმოსავლურმა მართლმადიდებლობამ გამოცდილებით გამოსცადა და ეხლაც ცდის, თუ როგორ ნარჩუნდება რწმენა ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. მრავალი საუკუნის მანძილზე მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ახლო აღმოსავლეთში თურქეთის ბატონობის ქვეშ.
Read more »

ეთნიკური კონფლიქტები და მართლმადიდებელი ეკლესია

ეთნიკური კონფლიქტები და მართლმადიდებელი ეკლესია

ავტორი: იოანე ბელუში – კორჩეს მიტროპოლიტი
(ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია)

თარგმანი ინგლისურიდან – ნანა ბაღათურია

მეუფე იოანე ბელუში დაიბადა 1 იანვარს 1956 წელს. დაამთავრა წმ. ჯვრის სახელობის მართლმადიდებელი სემინარია (ბოსტონი, აშშ), დაბრუნდა სამშობლოში (ალბანეთი), სადაც ხელდასხმულ იქნა და მღვდელი იოანე რამოდენიმე წელი იყო დერესის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1998 წელს გამოირჩეს ეპისკოპოსად.
ალბანურ ენაზე თარგმნა წმიდა მამათა და საღვთისმეტყველო ნაშრომთა კრებულები, მათ შორის წმ. ბასილი დიდის “სულიწმიდის შესახებ”, პროტოპრესვიტერ თომას ჰოპკოს ოთხტომეული “მართლმადიდებლური რწმენის შესახებ”, ღირს სილუან ათონელის შრომები და ბევრი სხვა.

Read more »

შეუძლია თუ არა ქალს ყოველთვის შევიდეს ტაძარში

ავტორი: სერბეთის პატრიარქი პავლე

ჩვენი ბლოგის მკითხველთა თხოვნით და ამავდროულად საკითხისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ვაქვეყნებთ სერბეთის პატრიარქ პავლეს ცნობილ ნაშრომს

“შეუძლია თუ არა ქალს შევიდეს ტაძარში, დაესწროს ლოცვას, ემთხვიოს ჯვარ-ხატებს და ეზიაროს, როდესაც მას დედათა წესი აქვს?”

რომელიც ვფიქრობთ უფრო დაეხმარება ყოველ დაინტერესებულ პირს აღნიშნული საკითხის სიღმისეულად შესწავლაში.

Read more »