
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მზადების პროცესი უკვე პრაქტიკულ დონეზეა. ამან რუსეთის მართლმადიდებელი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლებში ბევრი უარყოფითი ემოცია გამოიწვია, მათ (ეკლესიებმა, ნ.ბ.), მსოფლიო საპატრიარქო და პატრიარქი ბართლომეოსი «პაპიზმის ერესში» და სხვა ადგილობრივი მართლამადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს, ამის გამო ახალი, შიდა მართლმადიდებლური სქიზმაც მწიფდება. მსგავსი აგრესიული ბრალდებები არ შეიძლება დედაეკლესიისაგან, მსოფლიო საპატრიარქოსაგან, უპასუხოდ დარჩეს. «ცერკვარიუმი» (Cerkvarium) მადლობას უხდის ტელმესუს არქიეპისკოპოს იობს (გეჩა), იმ მწვავე საკითხების განმარტებისათვის, რომელიც მორწმუნე მართლამადიდებელებს აშფოთებს.
მეუფე, მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ავტოკეფალიის მოთხოვნა მხოლოდ ეკლესიის კანონიკური პრეროგატივაა და ყველაფერი დანარჩენი “სქიზმის ლეგალიზაციაა”, მაგრამ ეკლესიათა ყველა ბოლო ავტოკეფალია კონსტანტინოპოლისგანაა მიღებული, რაც ძალინ რთული და მტკივნეული პროცესი იყო. არსებობს კი რამე აღიარებული კანონები ავტოკეფალიისათვის, ვინ ვის უნდა მიმართოს, როგორ და როდის? ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხზე ყველაზე დიდი გამოცდილება კონსტანტინოპოლშია.
თუ მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას შეისწავლით ტექსტებისა დადოკუმენტების მიხედვით და არა მითებისა და ყალბი ისტორიოგრაფიის შექმნით, აშკარა იქნება, რომ აბსოლუტურად ყველა თანამედროვე ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოს მიერაა გამოცხადებული. მაშინაც კი, თუ ავიღებთ რუსეთში მართლმადიდელური ეკლესიის ისტორიას, ვნახავთ რომ მათი ავტოკეფალიურობა 1448 წელსაა თვითგამოცხადებული, როდესაც მოსკოვმა მიტროპოლიტი იონა დამოუკიდებლად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თანხმობის გარეშე აირჩია.
Read more »