ეკლესია და ისტორია

ზეპოლიტიკური

„კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.“

ეს ეპიგრაფი, რომელიც ჩვენი მსჯელობის წანამძღვრად ავირჩიეთ, წარმოდგენს ამონარიდს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებიდან (05.07.2012)[1]. ამ მოწოდებით საქართველოს ეკლესიამ ერთმნიშვნელოვნად და იმპერატიულად დააფიქსირა, უფრო კი შეგვახსენა, საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ და ამ პროცესებში საკუთარი ადგილიც განსაზღვრა. უფრო სწორი კი იქნებოდა გვეთქვა არა – პროცესებში, არამედ – პროცესებს მიღმა. Read more »

ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი[1]

ვაგრძელებთ საეკლესიო კალენდართან დაკავშირებული საღვთისმეტყველო, ისტორიული და კანონიკური ხასიათის პუბლიკაციების გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ ფრანგი მართლმადიდებელი მღვდელმთავრის, ნიუ იორკისა და ნიუჯერსის მთავარეპისკოპოსის (ამე) – პეტრე ლ’იულეს ნარკვევს, რომელშიც განხილულია ნიკეისპირველი მსოფლიო საეკლესიო კრების პასქალიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ამ საკითხთან დაკავშირებით საეკლესიო კრების წინაშემ მდგარი პრობლემები და საეკლესიოკრებისა და წმინდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის დამოკიდებულება აღდგომის დღესასწაულის თარიღის გამოთვლისა და აღნიშვნის წესთან დაკავშირებით.
პუბლიკაცია, სპეციალურად ბლოგისთვის, რუსულიდან თარგმნა,შენიშვნები და კომენტარები დაურთო არჩილ მეტრეველმა   Read more »

დიდმარხვა – ისტორიული განვითარება

ჩვენს ბლოგზე ადრე განთავსებული იყო (იხ. 2011/01/10) ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის ვებ-გვერდის ბმული, სადაც წარმოდგენილია XX საუკუნის ცნობილი რუსი თეოლოგის პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წიგნის – “დიდი მარხვა” – ქართული ვერსია. ამჟამად შემოგთავაზებთ ამ წიგნის ერთ-ერთ დანართს, სადაც ავტორი მოკლედ განიხილავს დიდმარხვის განვითარების ისტორიულ ასპექტებს.
დანართი ბლოგისათვის ინგლისურიდან თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ

Read more »

ქალები მართლმადიდებელ ეკლესიაში

ავტორი: ელიზაბეტ ბერ–სიჟელი
 
როგორია ქალთა როლი მართლმადიდებელ ეკლესიაში? შესაძლებელია თუ არა დიაკონისების (ქალი დიაკვნების) უძველესი ინსტიტუტის აღდგენა? რა გამოწვევები დგას დღევანდელ მართლმადიდებლობაში ამ თვალსაზრისით და როგორ შეუძლია ეკლესიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა? ამ და სხვა მეტად საინტერესო და აქტუალურ საკითხზე მსჯელობს თანამედროვე თეოლოგი ქალი ელიზაბეტ ბერ–სიჟელი.
 
სტატია დაიბეჭდა ბიბლიურ–თეოლოგიური ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში ემაოსი (N4). თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა