ეკუმენიზმი და ეკლესიის საზღვრები

შესაძლებელია თუ არა ხსნა ეკლესიის მიღმა?

დიაკვანი ანდრეი (კურაევი)

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა 

რატომ არიან მართლმადიდებლები ასე დარწმუნებულნი იმაში, რომ ეკლესიის მიღმა ხსნა არ არის? ეს რა, ცუდი ხასიათისათვის დამახასითებელი თვისებაა? შეუწყნარებელი საბჭოთა იდეოლოგიის დანატოვარია? შედარებით უფრო გვიანი “შუასაუკუნეების” აზრთა წყობის ბრალია? თუ, გარკვეულწილად, მართლმადიდებელთა აშკარა და სკანდალური დისტანცირება სხვა რელიგიათა მიმართ, თანამედროვე თაობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა დამახასიათებელი თვისებაა. ანუ ის, რაც დამოკიდებულია თავად ჩვენზე, ჩვენს განწყობაზე, ჩვენს აღზრდაზე. ანდა, იქნებ ეს, გარკვეულწილად მართლმადიდებელთა მსოფლმხედველობის მრავალსაუკუნოვანი ნორმაა? საიდან საზრდოობს მართლმადიდებლური იზოლაციონიზმი – სურვილებიდან (ცოდვითი სურვილებისგან, საერო მორალის თვალსაზრისით), მოძღვართაგან და თანამედროვე ერისკაცებისგან, თუ პირდაპირ ბიბლიასა და მართლმადიდებლური ტრადიციის წიაღიდან?  Read more »

ქრისტეს ეკლესიის დამოკიდებულება მისგან გამოყოფილი საზოგადოებების მიმართ

01/10/2012
By

ავტორი: მიტროპოლიტი სერგი (სტრაგოროდსკი)

მეოცე საუკუნეში ეკუმენურმა მოძრაობამ უამრავი საკითხი კვლავ აქტუალური გახადა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, კერძოდ, არის თუ არა სული წმინდის მადლი არამართლმადიდებლურ თემში? რას ნიშნავს არამართლმადიდებელთა მართლმადიდებლობაში გადმოსვლისას მიღების არსებული ლიტურგიკული პრაქტიკა? და ემთხვევა თუ არა ეკლესიის კანონიკური საზღვრები მის საკრამენტალურ საზღვრებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ცნობილი რუსი ღვთისმეტყველის მიტროპოლიტი სერგის ერთერთ მნიშვნელოვან ნაშრომს. აღნიშნული საკითხი ბლოგზე წარმოდგენილი იყო გიორგი ფლოროვსკის სტატიით: “ეკლესიის საზღვრების შესახებ“.
სტატია სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ჯიპას ისტორიის ლექტორმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნინო თომაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.

ეკლესიებში არსებულ ჩვეულებათა მრავალფეროვნების შესახებ.

agu17-10-103376302-1200x675გთავაზობთ ამონარიდს V საუკუნის ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსის სოკრატე სქოლასტიკოსის “საეკლესიო ისტორიიდან” ჩვენი ეკლესიისათვის მეტად აქტუალურ თემაზე.
ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ჯაშმა
არცერთი სარწმუნოება იცავს ერთსა და იმავე ჩვეულებას და ატარებს ერთსა და იმავე შეხედულებას ღვთის შესახებ. რამეთუ ერთი და იმავე რწმენის მქონენიც კი განსხვავდებიან ჩვეულებით ერთმანეთისაგან. ამიტომ, უჯერო არ იქნება, ცოტა რამ გიამბოთ ეკლესიებში არსებულ ჩვეულებათა შესახებ.

მართლმადიდებლობა და ეკუმენიზმი

ავტორი: ლევან აბაშიძე



ვაგრძელებთ პუბლიკაციების გამოქვეყნებას ეკუმენიზმის თემაზე. ამჟამად გთავაზობთ თეოლოგის ლევან აბაშიძის სტატიას „მართლმადიდებლობა და ეკუმენიზმი“, რომელიც გამოქვეყნდა ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის ვებ გვერდზე.


ავტორმა ნება დაგვრთო სტატია განგვეთავსებინა ჩვენს ბლოგზე.


წყარო: ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის ვებ გვერდი.

Read more »

გამოთქმისათვის: „განუყოფელი ეკლესია“

სუროჟელი მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი)

რუსულიდან თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა
პუბლიკაცია დაიბეჭდა კრებულში “ეკლესიის საზღვრები” 2000 წელს
რედაქტორი თამარ გრძელიძე

მორწმუნეთა ჯგუფის წერილი:

მას შემდეგ, რაც ჩვენი ეკლესია ეკუმენურ მოძრაობას შეუერთდა, ჩვენს ენაში გაჩნდა გამოთქმები, რომლებიც ხშირად მორწმუნეთა იჭვს აღძრავს. თანაც, ეს გამოთქმები, რომელთა შინაარსი გაურკვეველია, იმდენად დამკვიდრდა ყოველდღიურ მეტყველებაში, რომ მათ ჩვენი მართლმადიდებლური ეპისკოპოსებიც იყენებენ.
ცთუნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, იჭვს მაინც აღძრავს გამოთქმა: „განუყოფელი ეკლესია“ ან „ძველი განუყოფელი ეკლესია“. მრწამსის წარმოთქმისას ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული, განუყოფელი მისივე საკუთარი თავისგან, და რომ იგი, უწინარეს ყოვლისა, ერთიანია. ჩვენ გვახსენდება – „ნუთუ გაიყო ქრისტე?“ (1კორ. 1:13). Read more »

ეკუმენიზმის მართლმადიდებლური გაგება

ინტერვიუ დიოკლიის ეპისკოპოს კალისტესთან (უეარი)


კალისტე – დიოკლიის ეპისკოპოსი (ტიმოთე უეარი) – (1934 – ) – დაიბადა ინგლისში. განათლება მიიღო თავდაპირველად ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. 1966 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და აღიკვეცა ბერად წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში კუნძულ პატმოსზე, საბერძნეთში. 1966 წლიდან იგი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი აღმოსავლეთის ეკლესიის მამების დარგში. იგი იყო ოქსფორდის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. 1982 წელს გახდა დიოლკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში.

ინტერვიუ დაიბეჭდა კრებულში “ეკლესიის საზღვრები” 2000 წელს.
რედაქტორი თამარ გრძელიძე.

რუსეთის ეკლესიასა და ზოგ სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში ეკუმენიზმი განსაკუთრებული ყურადღებისა და დაძაბული დისკუსიების საგანი გახდა. როგორია ეკუმენიზმის თქვენეული გაგება და რას წარმოადგენს „მართლმადიდებლური ეკუმენიზმი“?

„ეკუმენიზმი“, როგორც მე მესმის, გათიშული ქრისტიანების გაერთიანებას ნიშნავს. ეკუმენიზმის ჩემეულ გაგებას ორი პრინციპი უდევს საფუძვლად. პირველ რიგში, როგორც მართლმადიდებელს, მტკიცედ მწამს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ქრისტეს ერთადერთი და ჭეშმარიტი ეკლესია მთელს დედამიწაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობის წიაღში მოიძიება ქრისტიანული ჭეშმარიტების სისავსე. ამ თვალსაზრისით, როდესაც მრწამსის წარმოთქმისას ვაღიარებ ერთ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, მე მწამს, რომ აქ სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიაზეა საუბარი. Read more »

დიდი სქიზმა

ეპისკოპოსი კალისტოს უეარი

აღნიშნული პუბლიკაცია პირველად დაიბეჭდა სტატიათა კრებულში “აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა”


ჩვენ არ შევცვლილვართ; ჩვენ ისევ ისინი ვართ, რანიც ვიყავით მერვე საუკუნეში… თქვენც რომ გენებებინათ, კვლავ ქცეულიყავით იმად, რანიც იყავით ოდესღაც, როცა ჩვენ ვიყავით ერთიანნი რწმენასა და ურთიერთკავშირში!

ალექსეი ხომიაკოვი

აღმოსავლური და დასავლური ქრისტიანობის გაუცხოება
1054 წლის ერთ ზაფხულის დღეს კონსტანტინეპოლის წმ. სოფიის ტაძარში მსახურების დაწყების წინ კარდინალი ჰუმბერტი პაპის ორი ლეგატის თანხლებით ტაძრის შენობაში შევიდა და საკურთხევლისაკენ გაემართა. ისინი აქ ლოცვისთვის არ მოსულან. ლეგატებმა საკურთხეველზე დადეს პაპის ბულა განდგომის შესახებ და გავიდნენ. დასავლეთის შესასვლელიდან რომ გადიოდა, კარდინალმა მტვერი დაიბერტყა ფეხებიდან და წარმოთქვა: «დაე, უფალმა ნახოს და განსაჯოს». კარდინალს მისდია დაბნეულმა დიაკონმა და ევედრებოდა, უკან წაეღო ბულა. მან უარი თქვა, ხოლო ბულა ქვაფენილზე დაეცა.
ეს ინციდენტი პირობითად მიიჩნევა მართლმადიდებლურ აღმოსავლეთსა და ლათინურ დასავლეთს შორის დიდი განხეთქილების, ანუ სქიზმის დასაწყისად. თუმცა ისტორიკოსები დღეს თანხმდებიან, რომ განხეთქილების დაწყების ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის. ის თანდათან მწიფდებოდა და იყო შედეგი ხანგრძლივი და რთული პროცესებისა, რომელნიც მე-11 საუკუ ნეზე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მას შემდგომ დასრულდა. Read more »

Using the principle of oikonomia in ecumenical discussions: reflections on "The Limits of the Church" by George Florovsky

წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართველი თეოლოგის თამარ გრძელიძის სტატიას, რომელიც ეძღვნება ეკლესიის საზღვრების თემას და კერძოდ გიორგი ფლოროვსკის ცნობილ ნაშრომს “ეკლესიის საზღვრების შესახებ”. აღნიშნული სტატია დაიბეჭდა პერიოდულ გამოცემაში Ecumenical Review, The (იხ. Ecumenical Review, The, Vol. 56, issue 2, pages 234-246, April 2004).
სტატია ინგლისურ ენაზეა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ეკლესიის საზღვრების შესახებ

ავტორი: პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი
არის თუ არა სული წმინდის მადლი არამართლმადიდებლებში? რას ნიშნავს არამართლმადიდებელთა მართლმადიდებლობაში გადმოსვლისას მიღების ლიტურგიკული პრაქტიკა? და ემთხვევა თუ არა ეკლესიის კანონიკური საზღვრები მის საკრამენტალურ საზღვრებს?
ამ საკითხებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ცნობილი რუსი თეოლოგის, პატროლოგის და ფილოსოფოსის  პროტოპრესვიტერ  გიორგი ფლოროვსკის ერთერთ მნიშვნელოვან ნაშრომს.
სტატია სპეციალურად საიტისთვის თარგმნა თამარ გრძელიძემ

სექტანტობა მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში

არქიეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი)
სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა გიორგი კილაძემ

მცდარი აზრია, რომ ყველა მართლმადიდებელი ნამდვილად არაა სექტანტი და ყველა სექტანტი არაა მართლმადიდებელი. ყოველი მართლმადიდებელი არ არის სულიერად ასეთი, და არც ყოველი სექტანტად წოდებულია სულით სექტანტი, და დღევანდელ დღეს შეიძლება შევხვდეთმართლმადიდებელს“ – ნამდვილ სექტანტს თავისი სულიერი მისწრაფებით: ფანატიკოსს, უყვარულს, გონებრივად შეზღუდულს, რომელიც ადამიანურ ხედვას ეყრდნობა, არა მოშურნეს, არა მწყურვალს ღვთის სამართლისა, მაგრამ განსივებულს თავისი სიმართლის სიამაყით, მკაცრად რომ განსჯის ადამიანს თავისი ცდომილი სიმართლის მწვერვალიდანგარეგნულად დოგმატურად სწორ, მაგრამ სულში შობის არმქონეს და პირიქით, შეიძლება შევხვდეთ სექტანტს, რომელსაც აშკარად არ ესმის ღმრთისადმი სულითა და ჭეშმარიტებით მართლმადიდებლური მსახურების არსი, არ აღიარებს ეკლესიური ჭეშმარიტების ამა თუ იმ გამოხატულებას, მაგრამ სინამდვილეში ფარულადაა მასში ბევრი რამ ჭეშმარიტად ღვთიური, ჭეშმარიტად ქრისტესმიერი სიყვარულის მოჭარბება, ჭეშმარიტად ძმური დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ასეთი აღრევის არსებობა ქრისტიანულ საზოგადოებებში არ გვაძლევს უფლებას ზედაპირულად მივუდგეთ აღმსარებლობით დამოკიდებულებათა საკითხს. სექტანტები სცოდავენ მართლმადიდებლობის ვერგაგებით , ხოლო ჩვენც, მართლმადიდებლები, არ მივსდევთ ჩვენს მართმადიდებლობას, არ გვესმის რა მათი, სექტანტებისა, ზოგჯერ საოცრად მგზნებარედ და სიწმინდით რომ ესწრაფვიან უფლისკენ, ესწრაფვიან მასთან ერთობას Read more »