ეკუმენიზმი და ეკლესიის საზღვრები

კოლეგიალობა და პრიმატი მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიაში

ავტორი: პროფ. მღვდელი იოანე ერიქსონი

მრწამსის სიმბოლოში ვაღიარებთ ჩვენს რწმენას “ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისადმი”,ზუსტად ისევე როგორც ვაღიარებთ “ერთ ღმერთს,მამას ყოვლისმპყრობელს”, “ერთ უფალ იესო ქრისტეს”, და “სულიწმინდას, უფალს ცხოველსმყოფელს”. ეკლესია არის რწმენის საგანი,ჩვენი მრწამსის ნაწილი. და მაინც, აქ არ არსებობს _ ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლობისთვის _ დოგმატი ეკლესიის შესახებ მსგავსად ნიკეის და I კონსტანტინოპოლის ტრინიტარული დოგმატისა, ან ეფესოს, ქალკედონის და მომდევნო მსოფლიო კრებების ქრისტოლოგიური დოგმატისა. არც სრულად ჩამოყალიბებული მოძღვრება არსებობს, მსგავსად სულიწმინდის გამომავლობის შესახებ მოძღვრებისა. ეკლესია აღიწერება, უფრო სწორად ის განდიდდება, როგორც ახალი სამოთხე, სულიერი ედემი, ღვთის საკურთხეველი, მიწიერი ზეცა. მაგრამ მისი არსი არ არის განსაზღვრული. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაშიც კი დოგმატური დეფინიცია შედარებით ახალი მოვლენაა, და ამ შემუშავების საწყის ეტაპს, ვატიკანის I კრების Pastor Aeternus-ს, შეეძლო გამოეწვია ნიუმანის საყვედური: “როდის ყოფილა მოძღვრების de fide ღვთისმოსავობის ფუფუნება და არა მკაცრი აუცილებლობა?”
ეს ვითარება, რა თქმა უნდა, შეიცვალა უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში როგორც მართლმადიდებლებისთვის ასევე არამართლმადიდებლებისთვის. ეკლესიოლოგია გახდა ღვთისმეტყველების მთავარი შემადგენელი ელემენტი და ამ კონგრესის ყოველი განხილვის ცენტრალური თემას წარმოადგენს ეკლესიოლოგია: ურთიერთმიმართება ეკლესიაში ადგილობრივ ავტონომიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
მთარგმნელი: ზურაბ ჯაში

მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის და ანათემების მოხსნის შესახებ

წარმოგიდგენთ სტატიას, რომელიც დაიბეჭდა ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში ემაოსი (N1). სტატია ეძღვნება მეტად საინტერესო საკითხს – მართლმადიდებლურკათოლიკურ დიალოგს და 1965 წლის ისტორიულ მოვლენას, როდესაც ამ ეკლესიებმა, მათ საჭეთმპყრობელთა ( კონსტანტინეპოლის პატრიარქი ათენაგორა და რომის პაპი პავლე VI) მეთაურობით ერთმანეთს მოუხსნეს 1054 წელს წარმოთქმული საბედისწერო ანათემები.



მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის სიტყვა წარმოთქმული ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე

მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის სიტყვა

წარმოთქმული ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე

ტრონდჰაიმი, 26 ივნისი 2003

თქვენო აღმატებულებოანო,
ქრისტესმიერო ძმებო და დებო.
მეგობრებო,
დიდი სიხარულია და პატივი სიტყვით მოგმართოთ ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე. დაე ის ვინც არის ჩვენი ერთადერთი მკურნალი და შემრიგებელი, მაცხოვარი იესო ქრისტე, იყოს ჩვენთან ყველა მსჯელობისას. ღმერთმა მოგვმადლოს მხნეობა, გულუხვობა და შემოქმედებითი ხედვა.

Read more »

გიორგი მთაწმინდელი აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაგასაყარზე

ავტორი: ზურაბ ჯაში
თარგმანი გამოქვეყნდა სტატიათა კრებულში “აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა” (2009)
საქართველოს ეკლესიის ისტორიის მრავალი ფურცელი დღესაც არ გამხდარა ისტორიკოსების მხრიდან ჯეროვანი ყურადღების ღირსი. მაშინაც კი, როცა ზოგიერთუ ასეთი ფურცლის ძიება არათუ რაიმე ძნელად ხელმისაწვდომ ხელნაწერებში ან უცხოენოვან წყაროებში გვიწევს, არამედ ჯერ კიდევ საშუალო სკოლის კედლებში ავად თუ კარგად ნაცნობ, ჩვენთვის ესოდენ სათაყვანებელ ჰაგიოგრაფიულ ძებლებში. ერთ-ერთ ასეთ შემთვევად მიგვაჩნია წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ გამოხატული საღვთისმეტყველო პოზიცია ისეთ მეტად მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ 1054 წელს და ესოდენ დრამატული გავლენა იქონია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა შემდგომ ურთიერთობაზე.

აქვე დავაზუსტებდით, რომ განხეთქილება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის XI საუკუნეში არც დაწყებულა და არც დასრულებულა: ერთი მხრივ, ამ მიმართულებით საუკუნეების წინათ დაიწყო მოძრაობა ორივე ეკლესიამ, და, მეორე მხრივ, არც XI საუკუნის შუა ხანებში და არც მის შემდეგ კარგა ხანს გაუწყვეტიათ ერთმანეთთან კავშირი ისე რადიკალურად, როგორადაც დღეს არის წარმოდგენილი ან სურთ წარმოადგინონ. ამისმიუხედავად, ზემოდხსენებული თარიღი მაინც ყველაზე რელიეფურად იკვეთება ამ ურთიერთობებში და პირობითად მას შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარი, რომელიც დღემდე არ შეერთებულა.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა ურთიერთმიმართების შესახებ ქართული საღვთისმეტყველო აზრის ისტორიისათვის უაღრესად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს დიდი საეკლესიო მოაზროვნისა და მწერლის, გიორგი მთაწმინდელის საღვთისმეტყველო პოზიციის გამოკვეთა და მისი შეფასება ზოგად-საეკლესიო ისტორიის კონტექსტში. ჩვენი სტატია მიზნად ისახავს ამ საკითხის კვლევისათვის საწყისი წერტილების მონიშვნას და კითვების დასმას კვლევის სამომავლო განვითარებისათვის.

სრულად წაკითვა

მსოფლიო კონფერენცია ლოზანაში “რწმენისა და საეკლესიო წყობისათვის“

ეკუმენიზმის თემა მორწმუნე საზოგადოებაში ძირითადად ტაბუდადებულია. ხშირად ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ეფუძნება საკითხის ძალიან პრიმიტიულ ხედვას და რაც მთავარია, მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის გაუთვალისწინებლობას.
წარმოგიდგენთ წმინდა გრიგოლ ფერაძის ნარკვევს ლოზანაში ეკუმენური მოძრაობის შესახებ და მის სიტყვას წარმოთქმულს ამ კონფერენციაზე.
სტატია პირველად დაიბეჭდა წიგნში “ეკლესიის საზღვრები” თამარ გრძელიძის რედაქციით, შემდეგ კი ბიბლიურ თეოლოგიური ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში “დიალოგი” (N 4). გერმანულიდან თარგმნა თამარ ჭუმბურიძემ
––––––––––––––––––––––––––

Read more »