თანამედროვე პატრისტიკა

მამა ალექსანდრე მენი

29/07/2019
By

shop_person_main_10062ავტორი: ელიზაბეტ ვანდერჰილი.

მართლმადიდებელი მღვდელი ალექსანდრე მენი თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე მოსკოვის მიმდებარე სოფლების ეკლესიებში მუშაობდა (მსახურებდა) მეორეხარისხოვან თანამდებობებზე და მას არც არავინ იცნობდა თავისი მრევლის გარდა. მისი ნაშრომების უმრავლესობა ბრიუსელში იბეჭდებოდა „მ“- ფსევდონიმით. ფსევდონიმს ამოფარებას თავისი მიზეზები ჰქონდა: ერთი მხრივ, ნებისმიერი რელიგიური საქმიანობა, რომელიც სცილდებოდა ტრადიციულ რიტუალებს, უკანასკნელ ხანებამდე სასტიკად იდევნებოდა საბჭოთა მთავრობისაგან, მეორე მხრივ – მენის პოზიციას არ იწონებდა არც მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა, რელიგიის საკითხებისადმი თავისი დოგმატური და კონსერვატიული მიდგობის გამო და არც დღეს იწონებს მას.  მენის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგაც კი, მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა თანაგრძნობის ეპისტოლეში მაინც აღნიშნა, რომ გარდაცვლილი „ზოგჯერ ისეთ მოსაზრებებს გამოხატავდა, რომლებიც საგანგებო მსჯელობის გარეშე შეუძლებელია მიღებული იქნას ეკლესიის მიერ“.

Read more »

საუბარი პედაგოგიკაზე

10/04/2019
By

მენავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე მენი

სხვა ყველაფერთან ერთად ალექსანდრე მენს იცნობენ, როგორც ბრწყინვალე პედაგოგს. ბავშვთა სულიერ-რელიგიური აღზრდა და განათლება ყოველთვის იყო მისი საზრუნავი. წარმოდგენილ საუბარში მოცემულია მამა ალექსანდრეს განაზრებები აღზრდის შესახებ; იგი საუბრობს პედაგოგიური კადრების მომზადების დონეზე და იმის შესახებ, თუ რა არის მასწავლებელი ძველი და თანამედროვე გაგებით.

საუბარი 1990 წლის 17 ოქტომბერს რუსეთის ცენტრალური ტელევიზიით იქნა ნაჩვენები მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი გადაცემის სახით, ამიტომ პუბლიკაციაში ზეპირი მეტყველების ცალკეული თავისებურებები გამოსჭვივის. (მთარგმნელის წინასიტყვაობა)

„ქრისტეს მასწავლებლად უხმობენ, ამ სიტყვის განსაკუთრებული გაგებით. ის მოძღვარი, დამრიგებელი, მასწავლებელია. ეს სიტყვა სახარების დროინდელ მოვლენათა თანამედროვეების მიერ არ არის გამოგონილი. მოძღვარს, მასწავლებელს მრავალ ადამიანს ეძახდნენ, რომელთაც ადამიანთათვის უმაღლესი სულიერი ღირებულებები უნდა მოეტანათ და დაემკვიდრებინათ მათს ცხოვრებაში. ისინი ინფორმაციის გადამცემები არ იყვნენ. დღეს, სამწუხაროდ, მასწავლებელი ინფორმაციის გადამცემად იქცა მხოლოდ, რომლის შეცვლა ადვილად შეუძლია კომპიუტერს, რომელიც მოსწავლეს ამოწმებს და მთელ რიგ ცოდნას გადასცემს, უფრო სწორად, ატყობინებს.

Read more »

ქალის დიაკვანად ხელთდასხმის უძველესი ფორმულა

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

Adobe Photoshop PDF

 

“სამოციქულო განწესებანი” (Διαταγαί τῶν ἁγίων Ἀποστόλων, Constitutiones Apostolorum) არის IV საუკუნის ქრისტიანული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელსაც სურს მკითხველს გააცნოს მოციქულების მიერ იერუსალიმში გამართული კრების განწესებები და წარმოადგენს სხვადასხვა შედარებით ადრეული ძეგლების კომპილაციას (სირიული Didascalia Apostolorum – III ს.; დიდაქე – II ს.; იპოლიტესათვის მიწერილი Traditio Apostoloca III ს. და ა.შ.). ტექსტის რედაქტირება და კომპილაცია IV საუკუნის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო სირიაში (ზოგიერთი მოსაზრებით უშუალოდ ანტიოქიაში). წყარო რვა წიგნისაგან შედგება და წარმოადგენს სხვადასხვა კანონიკური და ლიტურგიული ხასიათის განწესებებს, რომელთა წარმოთქმასაც ტექსტის რედაქტორ-კომპილატორი მოციქულებს მიაწერს[1]: პირველი წიგნი ეთმობა ქრისტიანთა ქცევის ნორმებს, მეორე წიგნი – საეკლესიო იერარქიას, მესამე – ქვრივებს, მეოთხე – ობლებს, მეხუთე – მოწამეებს, მეექვსე – სქიზმებს, მეშვიდე – ქრისტიანულ მორალსა და ქრისტიანული ინიციაციის (ნათლობა) გარემოებებს, მერვე წიგნი კი შეიცავს ევქარისტიულ ლიტურგიას, ხელდასხმათა ლოცვებსა და 85 კანონს, რომელიც მოგვიანებით “მოციქულთა კანონების” სახელით ცალკე ძეგლად გამოეყოფა “სამოციქულო განწესებებს” და შევა მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო კანონიკურ კრებულში, რომელსაც “დიდი სჯულის კანონის” სახელით იცნობს ქართული საეკლესიო ტრადიცია[2].

Read more »

მართლმადიდებლობის სოციალური კონცეფცია

31/01/2019
By

Eho4vFsbzsAავტორი: დეკანოზი ალექსანდრე მენი

„ცნობილია, რომ პროტესტანტიზმს, მაგალითად, თავისი სოციალური დოქტრინა აქვს და ამჟამად პროტესტანტმა კონსერვატორებმა იმის შესახებ დააყენეს საკითხი, რომ ქრისტიანი უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფა ყალბი იდეაა და პოლიტიკაში ჩართვა აუცილებელია. მათ მხარს ამერიკელი მილიონერებიც უჭერენ. ჩემი აზრით, სწორია პოლიტიკური ცხოვრების სულიერი ღირებულებებით განსაზღვრა, მაგრამ ეს აბსტრაქტული იდეაა. კონკრეტულ ცხოვრებაში აღმოჩნდება, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, მემარჯვენე თუ მემარცხენე, ყალბია, სიყალბის ნიშნის მატარებელია. ტყუილუბრალოდ არ ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. პოლიტიკა საშინლად პრაგმატულია. მას არ აინტერესებს ადამიანი, მისი საზრუნავი მხოლოდ ინტერესებია. პოლიტიკა, როგორც წესი, ამორალურია: „გამარჯვებულებს არ სჯიან“ და შემდეგ „ისტორიკოსები ყველაფერს გამართლებას მოუძებნიან…“ ამერიკელი ქრისტიანები, რომლებიც ახლა თავგამოდებით მიისწრაფვიან პოლიტიკაში, აუცილებლად გაისვრებიან, რაც უკვე დაწყებულია, ამიტომ ცნობილი მქადაგებლები, ისეთი, როგორიც ბილი გრემია, წვალობენ. მათ სურთ, რომ გავლენა ჰქონდეთ საზოგადოებაზე ( რაც კანონზომიერი და მართებულია), მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც მათ პოლიტიკური ინტრიგების ხორცსაკეპში ატარებენ, ისინი გრძნობენ, რომ, უბრალოდ, ეშმაკის კლანჭებში აღმოჩნდნენ.

Read more »

გზა რელიგიისკენ

Pavel_Florensky

ავტორი: მღვდელი პავლე ფლორენსკი

„…ახლა მოგითხრობთ ჩემი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვლენოვანეს გარდატეხაზე. ეს დრო დღესაც განსაკუთრებული სიცხადით წარმომიდგება, თითქოს იმ შინაგანი მოვლენების ანაბეჭდი გამოიწვა და სამუდამოდ უცვლელი დარჩა. სიამოვნება უკვალოდ ქრება მეხსიერებიდან, სიხარული გვახსოვს როგორც მკრთალი, უსისხლო ჩრდილი, მხოლოდ ღრმა ტანჯვა აყალიბებს ნამდვილად ჩვენს პიროვნებას და ტოვებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც შემდგომში მუდამ აღიქმება როგორც უცვლელი „ახლა“. ასეთი, უპირატესად, შინაგანი ტანჯვაა…

Read more »

სიკეთე მუშტი-კრივით: ნამდვილად გაარტყა წმიდა ნიკოლოზმა არიოზს?

20/12/2017
By

193279.p-1ახალგაზრდები (და არა მარტო!), რომლებიც მოშურნედ ცდილობენ მართლმადიდებლობის დაცვას მუშტი-კრივით, მყისიერად ფეთქდებიან, თუ მათ მოსაზრებას ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგები, საკუთარ თავშეუკავებლობას კი იმით ამართლებენ, რომ თვით წმიდა ნიკოლოზმაც სილა გაარტყა ერეტიკოს არიოზს. არის კი ეს სიმართლე? რამდენად მიზანშეწონილია სიყვარულის ქადაგება მუშტი-კრივით?

„შესაძლოა თუ არა, მართლმადიდებელი ქრისტიანი ამბობდეს: „წმიდა ნიკოლოზს არიოზისთვის ლოყაში სილა არ გაურტყამს“? — კითხულობს, მაგალითად, ჩვენი თანამედროვე დეკანოზი ვლადიმერ პარასლეგინი; და იქვე კატეგორიულად აცხადებს: „არა, ვერ იტყვის, რამეთუ რწმენა იმისა, რომ მოსაგრე ნიკოლოზმა არიოზს სახეში გაარტყა, რის გამოც საეკლესიო სასჯელი და პყრობილება დაიმსახურა, მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენაა.“ სწორედ ასე, არც მეტი და არც ნაკლები…
ა. წ. 22 მაისს წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულზე თავად მოვისმინე მოქადაგე მღვდლისგან იმის შესახებ, თუ რწმენის როგორი მოშურნეობა გამოავლინა წმიდა მამამ არიოზისთვის სილის გარტყმით…

მაგრამ არსებობს კი ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მტკიცების სერიოზული საფუძველი? მოგვეძებნება კი რაიმე მითითება ამაზე წმიდა მამებთან ან საღვთისმსახურო გარდამოცემებში?

Read more »

«ცრუ რელიგიის» დასაწყისი სიხარულის უუნარობაა

14/12/2017
By

119607_original-604x400პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შნემანი

1976 წლის 12 ოქტომბერი, სამშაბათი

«ცრუ რელიგიის» დასაწყისი სიხარულის უუნარობაა, უფრო სწორად, მასზე უარის თქმაა. სხვათა შორის, სიხარული იმიტომაა აბსოლუტურად მნიშვნელოვანი, რომ ის ღვთის მყოფობის შეგრძნების უეჭველი ნაყოფია. შეუძლებელია იცოდე, რომ ღმერთი არსებობს და არ გიხაროდეს. მხოლოდ მასთან მიმართებაშია სწორი, ჭეშმარიტი, ნაყოფიერი ღვთის შიშიც, სინანულიც და სიმდაბლეც. ამის გარეშე ყოველგვარი სიხარული იოლად გადაიქცევა «დემონურად» და დამახინჯებულად ყველაზე რელიგიური გამოცდილების სიღრმეში. შიშის რელიგია; ცრუ სიმდაბლის რელიგია; დანაშაულის რელიგია: ეს ყოველივე საცდურები და «ხიბლია». მაგრამ რაოდენ ძლიერია ის არა მხოლოდ ერში, არამედ ეკლესიის შიგნითაც… და რატომღაც «რელიგიური» ადამიანების სიხარული მუდამ საეჭვოა. პირველი, მთავარი წყარო ყოველივესი: «იხაროს სულმან ჩემმან უფალში…»

Read more »

  უკანასკნელი ინტერვიუ მამა ალექსანდრე მენთან

20/11/2017
By

o_amმარკ მარკოვი: მამა ალექსანდრ. ჩვენი რადიომსმენელთა სახელით მსურს ის კითხვა დაგისვათ, რომელზეც მეც ხშირად მიწევს ხოლმე პასუხის გაცემა, კერძოდ. საჭიროა თუ არა იყო ქრისტიანი და რატომ არის საჭირო?

მამა ალექსანდრე მენი: ამ შემთხვევაში ერთადერთი პასუხი არსებობს – ადამიაინი მუდამ ილტვის ღმერთისაკენ: მისი ნორმალური მდგომარეობაა ამა თუ იმ ფორმით დაუკავშირდეს უმაღლესს და იდეალს.

თუმცა ეს იდეალი ადამიანის ცნობიერებაში შეიძლება დამახინჯებულად და გაღარიბებულად, რაღაც მიწიერყოფიერითაც კი იყოს გამოვლენილი.

სტალინიზმის, მაოძედუნიზმის და ათასი „იზმის“ ეპოქამაც კი დაგვანახა, რომ ნაძალადევად ღმერთწართმეული, ადამიანი თავისდაუნებურად მაინც მიილტვის ცრუღმერთისაკენ. ამ შემთხვევაში მისი ჭეშმარიტი რწმენა კერპთაყვანისმცემლობით იცვლება. თუმცა ღმერთისადმი ლტოლვის ინსტინქტი მაინც მძლავრობს და ცოცხლობს მასში.

მაგრამ სულ სხვაგვარად დგება საკითხი. როცა ისმება კითხვა: რატომ უნდა იყო მაინცდამაინც ქრისტიანი?

Read more »

მარადიული კითხვები ( ქართული თარგმანი)

10/10/2017
By

მენ

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე მენი

1989 წლის 6 ნოემბერს მამა ალექსანდრე მენი რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის პირველ არხზე გამოვიდა. მან წარმოთქვა წინამდებარე ტექსტი, რისთვისაც დათმობილი ჰქონდა ათი წუთი. ამ მცირე დროში მას უნდა მოესწრო ყველაზე მთავრის და არსებითის თქმა, ოღონდ ისე, რომ ღმერთი არ უნდა ეხსენებინა. დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რომ, მართლაც, ტექსტში არსად არ არის ნახსენები სიტყვა „ღმერთი“, მაგრამ ერთი რამ ცხადია: იგი მთლიანად ღმერთს ეძღვნება. მასში ღვთის შემეცნების გზასა და ადამიანის უმეცრებაზეა საუბარი. (მთარგმნელი)

Read more »

გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია

29/08/2017
By

 

florovsky harvard library nov_ 1957 LIFEპროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

  1. გამოცხადება

რელიგიური ცოდნის ორი ასპექტი: გამოცხადება და ემპირია (გამოცდილება). გამოცხადება არის ღვთის ხმა ადამიანისადმი. ადამიანს ესმის მისი ხმა, უსმენს მას, იღებს ღვთის სიტყვას და იმეცნებს მას. სწორედ ამ განზრახზვით ესაუბრება ღმერთი ადამიანს და მან უნდა შეიმეცნოს მისი მოწოდება. გამოცხადებით სათანადო მნიშვნელობით ჩვენ გვესმის ღვთის ეს სიტყვა ისე, როგორც ჩვენ შევიმეცნეთ. წმინდა წერილი არის იმ გამოცხადების დაწერილი ნაკრები, რომელიც ჩვენ გვეუწყა.

Read more »