თანამედროვე პატრისტიკა

ზნეობრიობა და სულიერება

y_1d9d9befავტორი: მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ალექსეი ილიას ძე ოსიპოვი 

თარგმნა: მიქაელ თავბერიძემ

ჩვენ უნდა გვესმოდეს და ვარჩევდეთ ერთმანეთისაგან სულიერებასა დაზნეობრიობას. ეს ორი რამ არსით სრულიად განსხვავებულია. რათქმაუნდა გარკვეული კავშირი არსებობს და ხშირად განსაზღვრავენ კიდევაც ერთმანეთს, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთი მეორასაგნ განსხავვდება. რაში მდგომარეობას სხვაობა ზნეობრიობასა და სულიერებას შორის? ზნეობრიობა – ეს ნიშნავს ჯანსაღ დამოკიდებულებას გარემო სამყაროს, ბუნებისა და ღვთის ქმნილებების მიმართ. და როგორია ეს ჯანსაღი დამოკიდებულება? იპოვე ოქროს შუალედი შემდეგი განსაზღვრებით: ,,ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გსურს რომ შენ მოგექცნენ.“
Read more »

მართლმადიდებლობის ისტორიული გზა – VIII (დევნილი ეკლესია-2)

shmeman_diskiმართლმადიდებლობის ისტორიული გზა
– The Historical Road of Eastern Orthodoxy (1977)

ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
(გაგრძელება)

ვაგრძელებთ გამოქვეყნებას პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ნაშრომის “მართლმადიდებლობის ისტორიული გზა” ;

მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი;

დიდ მადლობას მოვახსენებთ ამ წიგნის მთარგმნელებს წიგნის უფასოდ მოწოდებისათვის.

(ნაწილი 1 იხილეთ ბმულზე)

(ნაწილი 2 იხილეთ ბმულზე)

(ნაწილი 3 იხილეთ ბმულზე)

(ნაწილი 4 იხილეთ ბმულზე)

(ნაწილი 5 იხილეთ ბმულზე)

(ნაწილი 6 იხილეთ ბმულზე)

(ნაწილი 7 იხილეთ ბმულზე)

Read more »

მამა ალექსანდრე შმემანის დღიურები (ნაწყვეტები)

in_ALtar

ამჯერად გთავაზობთ ნაწყვეტებს წიგნიდან „მამა ალექსანდრე შმემანის დღიურები“, რომელიც ფრანგულიდან ინგლისურად თარგმნა მისმა მეუღლემ. დღიურში ვეცნობით მის მოგონებებს, განცდებსა და შემოქმედებით აზროვნებას მრავალი სხვადასხვა საკითხის შესახებ.

მამა ალექსანდრე შმემანი წერს: ამ დღიურის მიზანია არა იმდენად მოვლენების აწერის სურვილი, არამედ ერთგვარი სტუმრობა საკუთარ თავთან.

 

ინგლისურიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ

 

ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი, 1980 .

გასულ საღამოს წავიკითხე ლექცია თემაზე „ეკლესია და ღვთისმოსაობა”. ამ თემამ მართლმადიდებლობის ხვედრზე ჩამაფიქრა. დღეს ღვთისმეტყველებასა და საეკლესიო ცხოვრების წესშიც მონასტრული ცხოვრების ტრიუმფია. სერბეთში ყოველგვარი ეკლესიური აღორძინება მონასტრულ გამოცდილებასთან, მიმართულებასთან ან სწავლებასთანაა დაკავშირებული. მადარდებს ის, რომ ხდება ამ მიმართულების მართლმადიდებლობასთან გაიგივება. მართლმადიდებლობის გაგება ამერიკაში ხშირად დაჰყავთ ხატებამდე, ძველებურ გალობამდე და ათონის მთის წიგნებამდე, რომლებიც სულიერ ცხოვრებას შეეხება. ეს ბიზანტიის ტრიუმფია და ვფიქრობ, ასეთი სახის მართლმადიდებლობის სიყვარული რაღაც რომანტიზმის მაგვარია, რადგან ის რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე მსოფლიოსაგან. ეს არის გაქცევა, დაცილება მართლმადიდებლობისაგან.

Read more »

ეკლესია გზაში


 1553013422_b7ac28d057_o

ავტორი: მღვდელი ჯონ ბერი 

 

ინგლისურიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ


ქრისტე, როგორც „მომავალი“

ძალიან მნიშვნელოვანი აზრით, ქრისტიანული ღვთისმეტყველება ყოველთვის ესქატოლოგიურია, რომლის შინაარსიც უკვე მოცემულია. მას რამდენადმე აბუნდოვნებს ტერმინები „პირველი მოსვლა“ და „მეორე მოსვლა“, თითქოს ისინი სხვადასხვა რამეს შეეხებიან: პირველი წარსულს, თან იმას, რაც ორი ათასი წლის წინათ მოხდა და მეორე იმას, რაც მოხდება მომავალში რომელიღაც ჩვენთვის უცნობ მომენტში – ესქატოლოგიური დრამა ჯერ კიდევ გაუხსნელი შინაარსით. მაგრამ ქრისტიანული ღვთისმეტყველება ასე მარტივად არ დაიყოფა: ის, რასაც მოციქულები და მახარებლები ქრისტეს შესახებ ამბობენ, მხოლოდ წარსული, მხოლოდ ისტორია არ არის და მომავლის შესახებ ჩვენის მსჯელობაც მოიცავს ცოდნას იმისა, რაც ქრისტეში შესრულდა. მახარობლებისათვისაც კი, რომლებიც ქრისტეს მოსვლას ქადაგებდნენ, იესო რჩება, როგორც „მომავალი“, იმიტომ რომ, ის არის ის, „ვინც უნდა მოვიდეს“ „და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (მათე 11:3)

Read more »

ქორწინება და ევქარისტია

the_wedding_at_canaავტორი: პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

თარგმნა ლევან აბაშიძემ

რუსული საეკლესიო ლიტერატურა არ არის ქორწინების საიდუმლოს შესახებ გამოკვლევებით მდიდარი. დასავლეთში ამ თემაზე გაცილებით მეტი დაწერილა და კვლავ იწერება. ქორწინების შესახებ არა მხოლოდ პაპის რამდენიმე ენციკლიკია არსებობს, არამედ მეცნიერული, ნახევრადმეცნიერული და პოპულარული გამოცემების მთელი ბიბლიოთეკები, რომლებიც ქრისტიანი ფსიქოლოგების, მორალისტების, კანონისტებისა და სოციოლოგების მიერაა დაწერილი. კათოლიკეთა და პროტესტანტთა ფართო წრეები აღიარებენ, რომ ფროიდისა და იუნგის ფილოსოფიებმა სქესობრივი მორალის გარდა, საერთოდ, თვით ადამიანის გაგებაშიც რევოლუცია მოახდინა. ამ დროს, პაპმა პავლე VI-მ (1963-1978 წწ.), თანამედროვე კათოლიკე ღვთისმეტყველთა რჩევების მიუხედავად, არც თუ იოლი ამოცანა დაისახა – დაეცვა ტრადიციული კათოლიკური შეხედულება ქორწინებაზე, როგორც შვილების გაჩენის საშუალებაზე. კრიზისი, რომელიც კათოლიკურ სამყაროში ენციკლიკამ გამოიწვია, გაცილებით ფართოა, ვიდრე შობადობის შეზღუდვის შესახებ სპეციალური საკითხი: ის თვით ქორწინების არსსა და ბუნებას შეეხება. Read more »

მართლმადიდებელი ეკლესია და ქრისტიანების გაერთიანება

2213„ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესია“: რას ვგულისხმობთ?* 

ავტორი: მიტროპოლიტი კალისტოს უეარი

მართლმადიდებელ ეკლესიას მთელს თავის სიმდაბლეში სწამს, რომ სწორედ იგია „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“, რომელსაც სარწმუნოების სიმბოლო ახსენებს – ასეთია ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც მართლმადიდებლები ხელმძღვანელობენ სხვა ქრისტიანებთან ურთიერთობისას. ქრისტიანებს შორის არის გაყოფა, მაგრამ თვით ეკლესია გაყოფილი არაა და არც შეიძლება ოდესმე გაიყოს.

Read more »

მართლმადიდებლობის ისტორიული გზა

61SfVSe31vL.Image._SY445_მართლმადიდებლობის ისტორიული გზა

The Historical Road of Eastern Orthodoxy (1977)

ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

***

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი დიდ მადლობას  უხდის ბატონებს  ოთარ ზოიძეს და ფრიდონ საყვარელიძეს  მათ მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის შრომების ჩვენთვის უსასყიდლოდ გადმოცემისათვის.

დღეიდან ვიწყებთ გამოქვეყნებას პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ნაშრომის “მართლმადიდებლობის ისტორიული გზა” ; მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი

***

 

წინასიტყვაობა
ეს წიგნი არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, კიდევ უფრო ნაკლებადაა სამეცნიერო გამოკვლევა. ზოგადი ისტორიის ოთხას გვერდზე დაწერა ისტორიის სახელებისა და თარიღების ჩამოთვლამდე დაყვანა იქნებოდა.  ამ წიგნში მკითხველი იპოვის ამგვარ ზოგად ისტორიაზე ერთგვარ კომენტარს მთავარ მოვლენებზე მითითებით, წარსულში
მომხდარი მთავარის მეორეხარისხოვანისაგან გარჩევის მცდელობას, მართლმადიდებელი ეკლესიის ხანგრძლივი გზის ნიშნულების (ძირითადის მაინც) აღნიშვნას.

Read more »

ყველაზე მართლმადიდებელი, თანამედროვე რუს ფილოსოფოსთა შორის

george-florovsky1

განვაგრძობთ მე-20 საუკუნის მართლმადიდებელ მოღვაწეთა ბიოგრაფიების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის თანამედროვე პატრისტიკის გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის. ამ ციკლის პირველი პუბლიკაცია “ცხოვრება ღირსი აღფრთოვანებისა” (პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ბიოგრაფია), ჩვენს საიტზე რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა.

ამჯერად გთავაზობთ პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის ბიოგრაფიას, რომელსაც ვლადიმერ ლოსკიმ “ყველაზე მართლმადიდებელი, თანამედროვე რუს ფილოსოფოსთა შორის” უწოდა.

პუბლიკაცია სპეციალურად ბლოგისთვის მოამზადა ბექა ებრალიძემ. Read more »

ცხოვრება ღირსი აღფრთოვანებისა

ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მაცხოვრის მარად ცოცხალი სხეული, ისტორიის ყველა ეტაპზე ახერხებდა საკუთარი სულის ზედმიწევნით გამოხატვას. არ არსებობს ეპოქა, რომელშიც ეკლესიას არ ჰყოლოდა უდიდესი მოღვაწე მამები, რომლებიც თავისი ეპოქის ენაზე ქადაგებდნენ მარადიულ და უცვალებელ ჭეშმარიტებას. ასეთი მამების მოღვაწეობას ეკლესია მოციქულეობრივს უწოდებს, რადგან, სწორედ მათი ქადაგებით, თითოეულ ისტორიულ ეტაპზე, ხელახლა ხდებოდა ქრისტიანების მიერ მარადიული ჭეშმარიტების შეცნობა და ზიარება. Read more »