ავტორი: პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი
დოგმატური სწავლება ჩვენი მეოხის,ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ მის ორ სახელში: ,,ღვთისმშობელსა“ (Theotokos) და „მარადქალწულშია“ (Aiparthenos) ასახული. ორივე ტერმინმა მსოფლიოსაეკლესიო კრებებზე მოიპოვა აღიარება. ეს დოგმატიასევე საეკლესიო წმინდა გარდამოცემის განუყოფელინაწილია. მაცხოვრის ქალწულისაგან განკაცების შესახებ ახალი აღთქმა პირდაპირმიგვითითებს. მრწამსში იესო ქრისტეს შესახებ წერია: „ხორცნი შეისხნა სულისაგანწმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა“. ეს მხოლოდ ისტორიული ფაქტისკონსტატაცია არ არის, ეს სარწმუნოების პირდაპირი აღსარებაა. სახელი „მარადქალწული“ V მსოფლიო კრებაზე (553 წ.) იქნა მიღებული და „ღვთისმშობელი“ – უფრო მეტია, ვიდრექების ან რაიმე დიდების აღმნიშვნელი სიტყვა. ეს არის ქრისტიანობის ერთ სიტყვაშიმოცემული დოგმატური შინაარსი. 431 წლამდე, ეფესოს კრებამდეც კი, ქრისტიანულსამყაროში სიტყვა „ღვთისმშობლის” აღსარება, ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნიშანი იყო.
გრიგოლ ღვთისმეტყველი ასე აფრთხილებს კლიდონიას: „ვინც მარიამსღვთისმშობლად არ აღიარებს, ის ღვთისათვის უცხოა“ (EEPIST. 101).ყოვლადწმინდამარიამის ამ სახელით ხშირად სარგებლობენ IV საუკუნის და სავარაუდოდ III საუკუნის მამებიც,მაგალითად, თუ დავუჯერებთ სოკრატე სქოლასტიკოსს, ასეთ მამათა შორის ორიგენეც იყო (Hist. Eccl. 7:32).ნესტორი და მისი მომხრეები კი ქრისტიანულ აზროვნებაში, უკვე ტრადიციადდამკვიდრებულ ამ ტერმინის უარყოფას ცდილობდნენ.
Read more »