ლიტურგიკა

ტერმინისათვის “ლიტურგია”

 

msoflio_eklesia_

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

ლიტურგია (ბერძ. Λειτουργία) – საერთო (სახალხო, საზოგადო) საქმე – კომპოზიტური ტერმინი, შედგენილია ბერძნული სიტყვებისაგან Λάος (ერი, ხალხი) და ἔργον (საქმე).

ელინურ ეპოქაში Λειτουργία იხმარებოდა ფართო მნიშვნელობით, დაწყებული მონათა მხრიდან ბატონისათვის გაწეული მომსახურების, დამთავრებული მეგობრისათვის გაწეული პატარა დახმარების მნიშვნელობით[i]. მოგვიანებით ტერმინმა შეიძინა კერძო პირისაგან საზოგადო სარგებლისათვის მსახურების მნიშვნელობა, შემდეგ კი იგი იძენს სახელმწიფოს, ან ღვთაების წინაშე გაწეულ საველდებულო სამსახურის მნიშვნელობას[ii]. Read more »

Te Deum – უძველესი ლათინური ჰიმნი

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

Te-DeumTe Deum  ერთერთი უძველესი ლათინური ჰიმნია, რომელიც  დღემდე გამოიყენება ლათინური წესის ჟამნთა ლიტურგიაში. ერთი ლეგენდის თანახმად ჰიმნის ავტორი არის წმ. აბროსი მედიოლანელი, რომელმაც ის ნეტარი ავგუსტინეს თანაავტორობით, ამ უკანასკნელის ნათლობისას იგალობა. პირველად ამ ლეგენდას რეიმსის ეპისკოპოს ჰინკმარის 859 წლის ერთერთ ტექსტში ვხვდებით: „A maioribus nostris audivimus tempore baptismatis sancti Augustini hunc hymnum beatus Ambrosius fecit et idem Augustinus cum eo confecit[1]“ (წინაპართაგან გვსმენია, რომ წმინდა ავგუსტინეს ნათლობის ჟამს ეს ჰიმნი ნეტარმა ამბროსიმ შექმნა, იგივე ავგუსტინესთან ერთად), აღნიშნული მოსაზრება დომინირებდა სხვადასხვა გამოცემებში XIX საუკუნის ბოლომდე, მაგრამ ამბროსი მედიოლანელის ბიოგრაფი პავლინე[2] ამ ფაქტის შესახებ არაფერს გვამცნობს[3], თუმცა ჰიმნის მეტრიკა აშკარად ენათესავება ავგუსტინე იპონიელის ჰიმნთა მეტრიკას[4]. სხვადასხვა პერიოდში მის ავტორობას მიაწერდნენ წმ. კვიპრიანე კართაგენელსა და წმ. ილარიონ პიქტივიელსაც, მართალია ტექსტის ცალკეული შრეები კვიპრიანეს პერიოდამდე აღწევენ, მაგრამ კვიპრიანეს შემოქმედებასთან ისინი ნაკლებად კავშირდებიან, ისევე როგორც ილარიონ პიქტივიელის შემოქმედებასთან. 1926 წელს ენდრიუ ბარნმა, თავისი მონოგრაფიით „The hymn  Te Deum” and its author“  წერტილი დაუსვა მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას და ვიდრე დღევანდელ დღემდე დომინირებს აზრი, რომ ტექსტის კომპოზიცია მოახდინა წმ. ნიკეტამ[5], რემესინას ეპისკოპოსმა (დაახ. 366-414 წ.)[6].

Read more »

ნათლის მისტერია და აღდგომის ლიტურგია

30/04/2016
By

agdgoma1-874x492

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

  1. ნათლის თემა სადღეღამისოდან წლიურ ციკლამდე

ანტიკურ კულტმსახურებაში ნათლის თემა საკმაოდ ცნობილია, ზოგადად ღვთაებრივის კავშირი სინათლესთან სიბნელის ქვეცნობიერ შიშს უკავშირდება, მაგრამ ასევე სამოთხიესული ხსოვნის გამოხატულებაა, რომ ყოველივე ღვთაებრივი არის მსგავსი სინათლისა – აქ არ არის გაურკვევლობა, სიბნელე, შიში, იმის საშიშროება რომ შესაძლოა წინ უფსკრულია, რომელსაც ვერ ხედავ. ჯერ კიდევ რიგვედაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ სინათლის ულამაზესი ჰიმნები, ისევე როგორც  ნებისმიერ რელიგიასა თუ მითოლოგიაში შევხვდებით სინათლის თემასთან დაკავშირებულ ღვთაებასა თუ კულტმსახურებას[1]. Read more »

ღვთისმშობლის უძველესი ჰიმნი

04/12/2015
By

image002 ავტორი: იეროდიაკონი ლეონიდე ებრალიძე

431 წელს ეფესოს მსოფლიო კრებაზე მიღებული მარიოლოგიური დოგმა, რომლის მიხედვითაც ეკლესია თაყვანს სცემს ღვთისმშობელს (Θεοτόκος), იყო ეკლესიის რეაქცია არა მხოლოდ ქრისტოლოგიურ ერესზე, არამედ იმ უძველესი ლიტურგიული ტრადიციის უარყოფით გამოწვეული აღშფოთებაც, რომელიც  ქრისტიანობის არსებობის პირველივე საუკუნეებში იღებს სათავეს…

1917 წელს მანჩესტერში,  John Rylands ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს ეგვიპტური პაპირუსი, რომელიც 1938 წელს პირველად გამოქვეყნდა.

Read more »

სომეხ-მონოფიზიტთა მიღების შესახებ

30/11/2015
By

 

55366c8bec.images.new_photo.sazogadoeba.eklesia.qobairis-monasteriსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სომეხ- მონოფიზიტთა მიღების შესახებ
სომხურ-ქალკედონური და სომხურ-მონოფიზიტური ისტორიოგრაფიის მიხედვით

ავტორი: იოანე კაზარიანი

სომხების (მონოფიზიტი აღმსარებლობის) მიღება  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხია. როგორც ცნობილია,განსხვავებით,სხვა ადგილობრივი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიებისაგან,რომლებიც ქალკედონურ ტრადიციას მიყვებიან, ქართული ეკლესია მართლმადიდებლობაში სომეხთა მიღებისას  იყენებს ადგილობრივ წესს – მათ ხელახალ ნათლობას; მაშინ როცა უმრავლესობა  ადგილობრივი ეკლესიებისა,რომლებიც ქალკედონურ ტრადიციას ემხრობიან, სომეხ-მონოფიზიტებს  მართლმადიდებლობაში იღებენ ან  მირონცხებით, ან გადაყავათ ისინი სინანულის საიდუმლოს აღსრულების მეშვეობით, რითაც უმსუბუქებენ მათ გადასვლას მართლმადიდებლურ წიაღში. რატომ უმსუბუქებენ? სომეხთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის,მართლმადიდებლობაში გადასვლა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს,წარმოადგენს ერთგვარ ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას. სომხებმა, რომლებმაც უკვე გაიარეს ნათლისღების საიდუმლო სომხურ სამოციქულო ეკლესიაში და ისურვეს მართლმადიდებლურ წიაღში გადმოსვლა,სამართლიანად ჩათვალეს თავი, უკვე მონათლულად სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა. გადანათვლა მათ გარკვეულ წილად უქმნის ფსიქოლოგიური ხასიათის სიძნელეს.

Read more »

„დიაკონნი – სიტკბოებანი იგი ჩემნი“

30/09/2014
By

Oi8vdXBsb2FkLndpa2ltZWRpYS5vcmcvd2lraXBlZGlhL2NvbW1vbnMvMi8yYy9TYWludF9TdGVwaGVuXzExY2VudC5qcGc=&f=frameავტორი:  ბექა ებრალიძე

I

დიაკონი (ბერძ. – მსახური) ეკლესიის მღვდელმსახურთა პირველი საფეხურია, პრესვიტერობისა (მღვდლობის, ანუ ხუცესობის) და ეპისკოპოსობის წინ.

დიაკონთა მსახურება მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს. როდესაც საუბარი ეხება დიაკვნობის მსახურების წარმომავლობას, პირველ რიგში მიგვითითებენ ხოლმე საქმე მოციქულთას მე-6 თავზე, სადაც შვიდეულის გამორჩევა და ხელდასხმაა მოთხრობილი: „ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი, რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ“ (საქ.6.1-6). Read more »

“კვეთებულის” ლოცვის შესახებ

exorcismავტორი: დეკანოზი ლევან მექოშვილი

დღეს იშვიათია ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა ინფორმირებული  “კვეთებულის” ლოცვის შესახებ, ან მონაწილეობა არ ჰქონდეს მიღებული მასში. ხოლო უფრო ცოტანი არიან ისინი, ვისაც ესმის ამ ლოცვის “დანიშნულება” და ზუსტი მისამართით მიდიან მის მოსასმენად, ეს სამღვდელო პრაქტიკიდან აშკარად ჩანს.

პირველი საუკუნეების ეკლესიაში სულიწმინდის ნიჭების მატარებელი ქრისტიანი არც თუ ისე ცოტა იყო. ისტორიული წყაროებიდან შემორჩენილია ექსორციზმის (ბოროტი ძალის განგდები) პრაქტიკაც. უკვე  “მოციქულთა განწესებანი” კრძალავს ექსორცისტების დადგინებას (კურთხევას): Read more »

მუსიკალური ინსტრუმენტები ლიტურგიკულ გარდამოცემაში

qnariმუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება, როგორ აღმოსავლეთის ეკლესიის უძველესი ადგილობრივი ლიტურგიკული გარდამოცემა

ავტორი: იონათანი, არქიეპისკოპოსი ტულჩინისა და ბრაცლავის, ღვთისმეტყველების კანდიდატი, სასულიერო ჟანრის კომპოზიტორი.

რუსული საეკლესიო გალობის იდეოლოგიაში გაბატონებულია მოსაზრება, თითქოს მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში ინსტრუმენტების გამოყენება “ნოვაციაა” და ლიტურგიკული  გალობის ინსტრუმენტული თანხლება მხოლოდ დასავლეთის ეკლესიის ტრადიცისათვისაა დამახასიათებელი. Read more »

ნათლობის გადადების პრაქტიკა ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში

3473212604_a969bf7430_zდეკანოზი ლევან მათეშვილი

ისტორიის დოქტორი

 

წინამდებარე წერილი ასახავს ნათლობის ადრეული ქრისტიანული ეკლესიის პრაქტიკის ისტორიულ მიმოხილვას. იგი არ ეხება ადამიანის მეორედ შობის მნიშვნელობას და აუცილებლობას, არამედ, მხოლოდ წარმოაჩენს დამკვიდრებულ მანკიერ რეალობას იმ წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში, როდესაც ქრისტიანობა იმკვიდრებს თავს წარმართულ სამყაროში, რაც ნათლობის საიდუმლოსადმი პრაგმატული მიდგომით იყო განპირობებული. აქვე წარმოჩენილია ეკლესიის მამათა პრინციპული პოზიცია და კრიტიკა ამგვარი მიდგომებისადმი.

IV საუკუნეში ფართოდ დაიწყეს ნათლობის განუსაზღვრელი ვადით გადადების წესის ბოროტად გამოყენება. კეთილმსახურ ქრისტიანულ ოჯახებშიც კი ადრეული ნათლობა არ წარმოადგენდა ზოგად წესს [1]. ეკლესიის ზოგიერთი მოძღვარი, საკუთარი გამოცდილების კარნახით, ურჩევდა მონათვლას მას შემდეგ, რაც სიყრმის ვნებები დაცხრებოდა. ასე, მაგალითად, წმ. მაქსიმე ტურელი კათაკმეველი ათი წლის ასაკში გახდა, ხოლო მოინათლა მხოლოდ თვრამეტი (24?) წლის. წმ. იოანე ოქროპირი მოინათლა 23 (25?) წლის, წმ. ბასილი დიდი და რუფინიუსი – 26 წლის, წმ. გრიგოლ ნაზიანზელი – 28 წლის, ნეტარი პავლე ნოლანელი – დაახლოებით 37 წლის ასაკში. ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ჯერ კიდევ სიყრმისას მიიღეს კათაკმეველთა რიგში, მოინათლა ხანგრძლივი სულიერი ძიებისა და ბრძოლის შემდეგ 33 (34?) წლის ასაკში. თუ ვიმსჯელებთ დიდი ეზოების (ატრიუმი) მიხედვით, რომლებსაც ბაზილიკების დასავლეთის კედლებთან საგანგებოდ აშენებდნენ კათაკმეველთათვის, მათი რაოდენობა IV საუკუნისა და V საუკუნის დასაწყისის ტაძრებში უტოლდებოდა მორწმუნეთა რიცხვს.

Read more »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ე. წ. “ახალი სტილი” (შესწორებული იულიუსის კალენდარი)

Cm.Ambrosiავტორი: ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე

წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება მეტად საინტერესო საკითხს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ისტორიიდან, კერძოდ კი ჩვენი ეკლესიის შესწორებულ იულიუსის კალენდართან დამოკიდებულებას. როგორც ცნობილია იულიუსის კალენდარმა განიცადა ორი რეფორმა: პირველი რეფორმა ჩატარდა რომის პაპის გრიგორ XIII-ის მიერ XVI საუკუნეში (გრიგორიუსის კალენდარი), ხოლო მეორე რეფორმა (მართლმადიდებლებისათვის კი პირველი) – 1923 წელს, როდესაც შემოღებული იყო სერბი ასტრონომის მილუტინ მილანკოვიჩის მიერ შემოთავაზებული შესწორებული იულიუსის კალენდარი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ხშირად არაზუსტად ”ახალ სტილადაც” მოიხსენებენ და საქართველოს ეკლესიის დოკუმენტებშიც ის ასეთი სახელწოდებით გვხდება ხოლმე, მაშინ როდესაც საუბარია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე. მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი (კერძოდ: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) ამჟამად იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს. უფრო სწორედ კი, ეს კალენდარი გამოიყენება საეკლესიო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის, მაშინ როდესაც აღდგომა და მასთან მიბმული მოძრავი დღესასწაულები აღინიშნება იულიუსის ანუ ძველი კალენდრის და ალექსანდრიის პასქალიის გამოყენებით. სხვა ტერმინი რომ ვიხმაროთ, ხსენებული ეკლესიები ”შერეულ სტილზე” არიან. Read more »