ლიტურგიკა

უძველესი წყარო ორმოცდაათდღიანი მსგეფსის, ანუ ხსნილის შესახებ

(აღდგომიდან სულთმოფენობის ჩათვლით)

‘დიდი სჯულისკანონის’ ძველ ქართულ ხელნაწერებშიდაცულია თარგმანი უაღრესად მნიშვნელოვანი კანონიკური ძეგლისა სათაურით: ‘პარასკევთათვის’ (გამოცემულია კ.კეკელიძის მიერ. იხილეთ ‘ეტიუდები’, IX, გვ.84-122). როგორც სათაურიდანაც ჩანს, ხსენებულ ძეგლში მოციქულთა სამოცდამეცხრე კანონის (აგრეთვე სხვა კანონიკური დადგენილებების) საფუძველზე დასაბუთებულია ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის აუცილებლობა მთელი წლისათვის. ამასთან, მითიტებულია ისიც, თუ როდის არის ეს დღეები (ოთხშაბათი-პარასკევი) ხსნილი, ანუ როდის გვაქვს მსგეფსი. თხზულების ავტორის მიერ მოხმობილი კანონიკური წყაროებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი უძველესი დოკუმენტი, რაც მოთავსებულია უშუალოდ მოციქულთა კანონის შემდეგ და რაც წარმოადგენს IV საუკუნის მოძღვრის, წმ. ათანასე დიდის განწესებას, მიღებულს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მიერ (325 წ.). საგულისხმოა, რომ ეს დოკუმენტი დაცული ყოფილა ძალიან ძველ ეტრატის ხელნაწერში. მისი მომძიებელი (ზემოხსენებული კანონიკური თხზულების ავტორი) ხაზგასმით აღნიშნავს:
‘პირველსა კრებასა შინა დიდისა ათანასისგან დადებულისა განწესებისაგან, რომელი ვპოვე ფრიად ძუელსა შინა მრგუალსა ეტრატისა წიგნსა’ (გვ.88). Read more »

ანჩისხატის ტაძრის საეკლესიო კითხვის წესი

ქართულ საეკლესიო კითხვის წესს თავისი ფესვები, ტრადიცია და ისტორია გააჩნია. მისი კილო ისეთივე უნიკალურია, როგორც ქართული მრავალხმიანი გალობისა. დღეს ჩვენს ტაძრებში საკითხავთა კითხვის წესს თითქმის საერთოდ არ ექცევა ყურადღება ან ხშირად ბერძნული ან რუსული სტილით ხდება საკითავების წაკითხვა. საბედნიეროდ ამ მიმართულებით არ შეწყვეტილა სამეცნიერო კვლებები, რომლის ერთ-ერთი მოთავე გახლავთ მამა დავითის ტაძრის მგალობელ-მედავითნე და ქართული გალობის დიდი ქომაგი – მალხაზ ერქვანიძე. მისი თაოსნობით მოხერხდა ჩაწერილიყო აუდიო დისკი, სადაც თავმოყრილია როგორც სახარების, ასევე სამოციქულოს და ფსალმუნთა კითხვის მაგალითები. გთავაზობთ ამ აუდიო დისკზე დართულ წინასიტყვაობას, სადაც განხილულია აღნიშნული საკითხის პრობლემატიკა და სირთულეები.
Read more »

მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ცვალებადობისა და უცვლელობის შესახებ

ავტორი: პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
 
თარგმანი: ქეთი ქევანიშვილი

მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ცვალებადობისა და უცვლელობის შესახებ

მართლმადიდებლური, ან „კათოლიკე(საყოველთაო)“ ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ქრისტიანული რწმენა იყო განუყოფელი ლოცვისა და ღვთისმსახურებისგან, ხოლო ღვთისმსახურება კი ასახავდა ეკლესიის რწმენას. Lex Orandi–სა და Lex Credendi–ის განუყოფელობას (ლათინ.: ლოცვის წესი და რწმენის წესი – რედაქ. შენიშვ.) ცნობდნენ ძველი პერიოდის ბერობა. აბბა ევაგრი წერდა: „ვინც ლოცულობს, ის ღვთისმსახურია“, ხოლო ჩვენმა აღმოსავლურმა მართლმადიდებლობამ გამოცდილებით გამოსცადა და ეხლაც ცდის, თუ როგორ ნარჩუნდება რწმენა ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. მრავალი საუკუნის მანძილზე მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ახლო აღმოსავლეთში თურქეთის ბატონობის ქვეშ.
Read more »