თეისტური ევოლუციის შესახებ სტატიების ციკლიდან
ავტორი: იოანე კაზარიანი
„გავითვალისწინებთ რა, თუ რას წარმოადგენს კაცობრიობისთვის რელიგია და მეცნიერება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამტკიცებთ, რომ ისტორიის სვლა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტს ახლანდელი თაობა , მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხს“
ალფრედ ნორთ უათჰედი (1)
ინგლისელი ფილოსოფოსის, მათემატიკოსისა და ლოგიკოსის – ალფრედ ნორთ უაითჰედის – ზემოთ მოყვანილი სიტყვები დღესაც აქტუალურია. ინგლისელი მოაზროვნის ზუსტი სიტყვები გვპასუხობს კითხვაზე: როგორი იქნება რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულება? პასუხი, მნიშვნელოვან წილად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვსაზღვრავთ, თუ რა არის კაცობრიობისთვის რელიგია და მეცნიერება თავისი არსით; რა როლს თამაშობდნენ და თამაშობენ ისინი კაცობრიობის ისტორიაში; რა მოიტანეს მათ ადამიანთა სამყაროში? ამ ემპირიული მიმდევრობის საფუძველზე გავიგებთ, რა სამომავლო პერსპექტივები აქვს მეცნიერებასა და რელიგიას.