მართლმადიდებლობა მსოფლიოში

მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2016

26/12/2016
By

8e16c75337ბართლომე

წყალობითა ღვთისაითა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა

და  მსოფლიო პატრიარქი

სრულიად ეკლესიას  მადლი, მშვიდობა და წყალობა

ბეთლემის მაცხოვნებელი შობისგან

„ქრისტეს განკაცება არის ჩემი ახალი შექმნა“

 გრიგოლ ღვთისმეტყველი

უფლის მიერ საყვარელო დანო და ძმანო

ჩვენ ვუგალობთ და ვადიდებთ ერთარს და სამპიროვან ღმერთს. მან წელსაც ღირსგვყო გვეზეიმა მისი ძის იესოს შობის უდიდესი დღესასწაული, რომლის ხორცშესხმა ბეთლემში მოხდა.

წმინდა ეკლესია სიხარულით აღვსილი ზეიმობს, ვინაიდან ქრისტემ „ხორციელი სხეული მიიღო“ (იოანე ოქროპირი, ქადაგება იესოს გაძევების შესახებ) და ამგვარად გახდა „კოსმოსი კოსმოსში“(ორიგენე, იოანეს სახარების კომენტარები). ღვთის წყალობას მარტო ადამიანთა მოდგმა არ ზეიმობს, არამედ „მთელი შესაქმე“. „დღეს ყოველივე აღივსება სიხარულით, რადგან ქრისტე ქალწულისაგან იშვა“ (ქრისტეშობის ცისკრის საგალობელი).

Read more »

ქრისტეშობის დღესასწაულის მილოცვა

25/12/2016
By

b47de92b75969dcbe78b3e1a88c2472aწმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს ყველა ქრისტიანს, რომლებიც დღესასწაულობენ დღეს, ახ. სტილით 25 დეკემბერს.

καλα χριστουγεννα!

მართლმადიდებლური ეკლესიებიდან 25 დეკემბერს ქრისტეშობას აღნიშნავს 10 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია.

Read more »

ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი – მსოფლიო პატრიარქი ბართლომე

Patrსამწუხაროდ იმ დროს, როდესაც ქრისტიანული კონფესიები ერთი შეხედვით განიცდიან შინაგან კრიზისს, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება ინტერესი (თანაგრძნობა და შიშიცრელიგიური ფუნდამენტალიზმისადმი. თუმცა მე მტკიცედ მჯერა,თუ  როგორ  ღიად ამბობს ყურანი (2:256) „არ არსებობს იძულება რელიგიის“; რელიგიური არჩევანი დამოკიდებულია ინდივიდის თავისუფალ ნებასთან.  „თავისუფალი ინდივიდი“- გაგებას ჩვენ ვუკავშირებთ XVIII ის  დასავლურ აზროვნებას. თავისუფალი ნების კონცეფცია მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიქმება სხვაგვარად, ვიდრე ორგანულ საზოგადოებაში. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივად უსვამს ხაზს   ადამიანის თავისუფალი ნების პატივისცემის მნიშვნელობას და მის თავისუფალ არჩევანსრელიგიის არჩევანის საკითხზე. Read more »

მართლმადიდებლობის ისტორიული გზა – X (დევნილი ეკლესია-4)

28/11/2016
By

shmeman_diski დევნილი ეკლესია

(გაგრძელება)

ნაწილი 6.

თუმცა, ქრისტიანობასა და ქვეყნიერებას შორის კონფლიქტი არ ამოიწურება სახელმწიფო დევნით. ეკლესიისათვის ღია დევნაზე უფრო სახიფათო ელინისტური გარემოცვის იდეებთან და რწმენა-წარმოდგენებთან შეხება იყო. აქ ეკლესია შეეჩეხა თავისი რწმენის უკვე შინაგანი დამახინჯების, თავისი ოდინდელი გამოცდილების შერყვნის საშიშროებას. მეორე საუკუნე აღინიშნა ქრისტიანობის დაძაბული ბრძოლით თავისი „თვითმყოფადობისათვის“, ქვეყნიერებისათვის მიძღვნილი თავისი სწავლების სიწმინდისა და მთლიანობისათვის.

Read more »

დიაკონისების ინსტიტუტის აღდგენა ალექსანდრიაში

17/11/2016
By

deakoness2ალექსანდრიის საპატრიაროს წმინდა სინოდმა გადაწყვიტა აღადგინოს დიაკონისების ინსტიტუტი.

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის, თეოდორე II-ის ხელმძღვანელობით, 16 ნოემბერს გაიმართა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

სხდომაზე მომხსენებელი იყო ნიგერიის მიტროპოლიტი ალექსანდრე, რომელმაც დააყენა მარხვის დაცვის საკითხი აფრიკის კონტინენტზე არსებულ რეალობაში, ხოლო მეორე მომხსენებელმა, კამერუნის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ისაუბრა მისიონერულ სივრცეში დიაკონისების ინსტიტუტის შესახებ. ორივე მომხსენებელმა, ზემოთხსენებულ თემებზე მიმდინარე დისკუსიიას, საკუთარი მოსაზრებები განამტკიცეს თეოლოგიური არგუმენტებით.

ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ კლიროსსა და მრევლს ზემოთხსენებული კრების გადაწყვეტილებებს მარხვის შესახებ უახლოეს მომავალში გააცნობენ, ხოლო რაც შეეხება დიაკონისების ინსტიტუტს – მისი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და საკითხის სრულყოფილად შესასწავლად შეიქმნა კომისია 3 მღვდელმთავრის მონაწილეობით.

წმინდა სინოდმა ასევე ისაუბრა კრეტის წმინდა და დიდ კრებაზე და შეაჯამა მისი შედეგები.
კრების სამუშაოები ალექსანდრიაში დღესაც გაგრძელდება.


წყარო amen.gr

სინოდალურობა და პრიმატი: მოსაზრებები კიეტის დოკუმენტის შესახებ

kპროფესორი დიმიტრი კერამიდასი

დოკუმენტი “სინოდალურობა და პრიმატი პირველ ათასწლეულში” ერთ-ერთია კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თეოლოგიური დიალოგისთვის შექმნილი შერეული საერთაშორისო კომისიის დოკუმენტთა სიიდან.  კიეტის შეხვედრის მიზანი იყო 1980 წელს დაწყებული ორმხრივი დიალოგის გაგრძელება და ეკლესიის საკრალურ ბუნებასთან დაკავშირებული თემებზე დადებითი განწყობით კონცენტრირება.  Read more »

თანამედროვე ფასეულობები და ქრისტიანობა

06/10/2016
By

14555972_10154580884773594_1407020025_nავტორი: თეიმურაზ ბუაძე

სტატია ჟურნალ ”  გული გონიერიდან” (N15 ნომერი)

სტატიის ასეთი სათაური თავისთავად გულისხმობს, რომ ჩვენი აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში გაბატონებული ფასეულობების დიდი ნაწილი შეუთავსებელია ქრისტიანობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ან არაქრისტიანული ბუნების მატარებელი არიან თავიდანვე, ან ქრისტიანული ფასეულობების რადიკალური დამახინჯების შედეგს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ამ სტატიის მთავარი მიზანი სწორედ იმის გარკვევის მცდელობაა, თუ საიდან მოდის თანამედროვე საზოგადოების არაქრისტიანული და ფსევდოქრისტიანული ფასეულობები.

ადვილი მისახვედრია, რომ ფსევდოქრისტიანული ფასეულობები, ისევე როგორც ყველა უმართებულო ფენომენი, მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში იკიდებს ფეხს, რომელშიც ადამიანები ღმერთს შორდებიან. ასეთი ზოგადი დებულებების ჩამოსაყალიბებლად სულაც არაა საჭირო ქრისტიანული ფასეულობების არსში გარკვევა, მაგრამ თუ ამ უკანასკნელის განხილვით დავიწყებთ, ეს საშუალებას მოგვცემს ნათლად დავინახოთ, როგორ ყალიბდება არასწორი ღირებულებები ადამიანური ყოფის სხვადასხვა სფეროში.

Read more »

რუმინეთში ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიის დელეგაციები ჩავიდნენ

27/09/2016
By

14449759_1806453406265492_9105634526596650283_n

რუმინეთის პატრიარქმა მისმა უნეტარესობა დანიელმა 2016 წლის 26 სექტემბერს, ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში უმასპინძლა მის უნეტარესობას,  ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ, იოანე  X-ს და რუსთაველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს (საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი).

ღვთისმსახურებას ოფიციალურად უძღვებოდა  ბუქარესტის სამთავარეპისკოპოსოს წარმომადგენელი, პრაჰოვის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი ტიმოთე.

თავის ქადაგებაში რუმინეთის პატრიარქმა განმარტა, რომ ბუქარესტში მიმდინარე ღონისძიებები ეძღვნება წმ.ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულიდან 300 წლისთავს. აღნიშნული სამახსოვრო ღონისძიება გვაძლევს საშუალებას, რომ მადლობა შევწიროთ ღმერთს იმ პასტორალური საქმიანობისთვის, რომელიც მიტროპოლიტმა ანთიმოზმა იღვაწა. იგი იყო ქართველი და უფლის მადლით გახდა ვლახეთის მთავარეპისკოპოსი.

            მიმდინარე ღონისძიებებით მადლიერება გამოვხატოთ წმ. ანთიმოზის  იმ ღვაწლისთვის, რაც მან გასწია ოტომანთა მმართველობის უმძიმეს პერიოდში, იგი გვაძლევს იმის ნიმუშს და მაგალითს, თუ როგორც უნდა ვიღვაწოთ ამ მძიმე მდგომარეობისას.         

მისმა უნეტარესობა დანიელმა ასევე გაიხსენა ის თანადგომა, რომელსაც მიტროპოლიტი ანთიმოზი უწევდა აღმოსავლეთში მცხოვრებ განსაცდელში მყოფ ქრისტიანებს.

წმ. ანთიმოზი ეხმარებოდა არა მხოლოდ ვლახეთში მცხოვრებ მართლმადიდებლებს, არამედ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ მორწმუნეებსაც. სწორედ მან შეგვკრიბა ჩვენ, რათა შეგვწეოდა მსახურებითი საქმიანობის გაუმჯობესებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რათა განვაცხადოთ, რომ  ქრისტეს ეკლესია არის მხოლოდ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც სრულადაა წარმოდგენილი თითოეულ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიაში.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა გაიხსენა წმ. ანთიმოზის მიერ  დაბეჭდილი შრომები, რომლებიც აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანებს უნდა გამოეყენებინათ და მისი ღვაწლი, ანტიოქიასა და საქართველოში სტამბების დაარსებისთვის. ასევე ის კავშირებიმ, რომლებიც სწორედ მის მიერ დამყარდა საქართველოსა და რუმინეთის ეკლესიებს შორის.

დასასრულს რუმინეთის პატრიარქმა გაიხსენა ანტიოქიის ეკლესიის რამდენიმე მეთაურის ბუქარესტში ვიზიტი. ესენი იყვნენ: იოაკიმე V (1587),მაკარი |III (1653), ათანასე III დაბბასი (1700), ეგნატე  IV (1981, 1996 და 1998).

პატრიარქი მაკარი Ш 4 წლის მანძილზე იმყოფებოდა მოლდოვისა და ვლახეთის ტერიტორიაზე, ხოლო 1658 წელს ბუქარესტის იმდროინდელ საპატრიარქო ტაძარში აღასრულა რუმინეთის პატრიარქის ხელდასხმა.

თავის მხრივ ანტიოქიის პატრიარქმა მადლობა მოუხადა რუმინეთის პატრიარქს მოწვევისა და გულთბილი მიღებისთვის.

ჩვენთვის დიდად სასიამოვნოა რომ მოგვიწვიეთ იმ სიხარულის გასაზიარებლად, რომელიც ანთიმოზ ივერიელის დღესასწაულსა და უნეტარეს დანიელის აღსაყდრებიდან ცხრა წლისთავს უკავშირდება. ვლოცულობთ ჩვენს ძმებთან ერთად რათა რუმნინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მოანიჭოს მრავალჟამიერი კურთხევა!

მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ წმ. ანთიმოზ ივერიელი წარმოადგენს ქრისტიანული მსოფლიოსთვის განკუთვნილ მაგალითს, იგი გახლდათ ქრისტიანთა შორის არსებული სიყვარულის დამმოწმებელი. მღვდელთმთავარი მოწამეობრივად აღესრულა და დაგვიტოვა მოღვაწეობის მაგალითი, რომ რთული ცხოვრებისეული პირობების მიუხედავად ბოლომდე ვზიდოთ ქრისტეს ჯვარი. დღეს, უფლის შეწევნითა და თქვენი უნეტარესობის მოწვევით, სამი ეკლესიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა მადლობა შევწიროთ ღმერთს იმ წყალობისთვის, რაც მან წმ. ანთიმოზის პიროვნების სახით გვიბოძა.

შეგახსენებთ რომ, ანტიოქიისა და საქართველოს  ეკლესიის დელეგაციები რუმინეთში იმყოფებიან, წმ. ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულის 300 წლისთავის აღსანიშნავად.

 

წყარო: http://basilica.ro/manifestarile-dedicate-sfantului-antim-au-inceput-delegatiile-bisericilor-antiohiei-si-georgiei-primite-de-patriarhul-romaniei/

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

ადამიანი და სამყარო მაქსიმე აღმსარებელთან

18/07/2016
By

ადამიანი და ბუნება

ადამიანი და სამყარო წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ღვთისმეტყველებაში.

ავტორი: პერგამოს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი.

თარგმანი: თორნიკე მამნიაშვილი

***

განვითარებითი შემოქმედება

  1. შესავალი: წმინდა მაქსიმეს ცხოვრება

დიდი სიხარულით ვიღებ მონაწილეობას კვლევათა ეროვნული საზოგადოების ბიზანტიური კვლევების მიერ ორგანიზებულ მოხსენებათა ციკლში. ციკლში, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს განსაკუთრებული ინტერესის საგანს არა მხოლოდ ბიზანტიის ისტორიისა და კულტურის შესასწავლად, არამედ თანამედროვე სამყაროსთვის ამ კულტურის მნიშვნელობისთვისაც.

ეკოლოგიური კრიზისის მომძლავრების ეპოქაში, რის წინაშეც ვდგავართ დღესდღეობით, გვმართებს ვკითხოთ საკუთარ თავს, განსაკუთრებით კი, ჩვენ, მართლმადიდებლებმა – რა უნდა გვასწავლოს ეკლესიის მამების მიერ ჩამოყალიბებულმა გარდამოცემამ ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობის შესახებ?

Read more »

საერთომართლმადიდებლური (წმინდა და დიდი) კრება კუნძულ კრეტაზე

20/06/2016
By

img_568715 ივნისს, საერთომართლმადიდებლური წმინდა და დიდი კრების დაწყებამდე კუნძულ კრეტაზე, წმინდა საყდართან საქართველოსა და რუმინეთის საელჩოების თაოსნობით რომის ერთიანობის ცენტრმა (Centro Pro Unione) უმასპინძლა შეხვედრას, რომლის მიზანი იყო კრებაზე წარდგენილი დოკუმენტების განხილვა. რასაკვირველია, ორიოდე თვის წინ, როდესაც ამ შეხვედრის მიზანი განისაზღვრა, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

Read more »