მართლმადიდებლობა მსოფლიოში

რუმინეთში ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიის დელეგაციები ჩავიდნენ

27/09/2016
By

14449759_1806453406265492_9105634526596650283_n

რუმინეთის პატრიარქმა მისმა უნეტარესობა დანიელმა 2016 წლის 26 სექტემბერს, ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში უმასპინძლა მის უნეტარესობას,  ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ, იოანე  X-ს და რუსთაველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს (საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი).

ღვთისმსახურებას ოფიციალურად უძღვებოდა  ბუქარესტის სამთავარეპისკოპოსოს წარმომადგენელი, პრაჰოვის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი ტიმოთე.

თავის ქადაგებაში რუმინეთის პატრიარქმა განმარტა, რომ ბუქარესტში მიმდინარე ღონისძიებები ეძღვნება წმ.ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულიდან 300 წლისთავს. აღნიშნული სამახსოვრო ღონისძიება გვაძლევს საშუალებას, რომ მადლობა შევწიროთ ღმერთს იმ პასტორალური საქმიანობისთვის, რომელიც მიტროპოლიტმა ანთიმოზმა იღვაწა. იგი იყო ქართველი და უფლის მადლით გახდა ვლახეთის მთავარეპისკოპოსი.

            მიმდინარე ღონისძიებებით მადლიერება გამოვხატოთ წმ. ანთიმოზის  იმ ღვაწლისთვის, რაც მან გასწია ოტომანთა მმართველობის უმძიმეს პერიოდში, იგი გვაძლევს იმის ნიმუშს და მაგალითს, თუ როგორც უნდა ვიღვაწოთ ამ მძიმე მდგომარეობისას.         

მისმა უნეტარესობა დანიელმა ასევე გაიხსენა ის თანადგომა, რომელსაც მიტროპოლიტი ანთიმოზი უწევდა აღმოსავლეთში მცხოვრებ განსაცდელში მყოფ ქრისტიანებს.

წმ. ანთიმოზი ეხმარებოდა არა მხოლოდ ვლახეთში მცხოვრებ მართლმადიდებლებს, არამედ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ მორწმუნეებსაც. სწორედ მან შეგვკრიბა ჩვენ, რათა შეგვწეოდა მსახურებითი საქმიანობის გაუმჯობესებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რათა განვაცხადოთ, რომ  ქრისტეს ეკლესია არის მხოლოდ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც სრულადაა წარმოდგენილი თითოეულ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიაში.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა გაიხსენა წმ. ანთიმოზის მიერ  დაბეჭდილი შრომები, რომლებიც აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანებს უნდა გამოეყენებინათ და მისი ღვაწლი, ანტიოქიასა და საქართველოში სტამბების დაარსებისთვის. ასევე ის კავშირებიმ, რომლებიც სწორედ მის მიერ დამყარდა საქართველოსა და რუმინეთის ეკლესიებს შორის.

დასასრულს რუმინეთის პატრიარქმა გაიხსენა ანტიოქიის ეკლესიის რამდენიმე მეთაურის ბუქარესტში ვიზიტი. ესენი იყვნენ: იოაკიმე V (1587),მაკარი |III (1653), ათანასე III დაბბასი (1700), ეგნატე  IV (1981, 1996 და 1998).

პატრიარქი მაკარი Ш 4 წლის მანძილზე იმყოფებოდა მოლდოვისა და ვლახეთის ტერიტორიაზე, ხოლო 1658 წელს ბუქარესტის იმდროინდელ საპატრიარქო ტაძარში აღასრულა რუმინეთის პატრიარქის ხელდასხმა.

თავის მხრივ ანტიოქიის პატრიარქმა მადლობა მოუხადა რუმინეთის პატრიარქს მოწვევისა და გულთბილი მიღებისთვის.

ჩვენთვის დიდად სასიამოვნოა რომ მოგვიწვიეთ იმ სიხარულის გასაზიარებლად, რომელიც ანთიმოზ ივერიელის დღესასწაულსა და უნეტარეს დანიელის აღსაყდრებიდან ცხრა წლისთავს უკავშირდება. ვლოცულობთ ჩვენს ძმებთან ერთად რათა რუმნინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მოანიჭოს მრავალჟამიერი კურთხევა!

მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ წმ. ანთიმოზ ივერიელი წარმოადგენს ქრისტიანული მსოფლიოსთვის განკუთვნილ მაგალითს, იგი გახლდათ ქრისტიანთა შორის არსებული სიყვარულის დამმოწმებელი. მღვდელთმთავარი მოწამეობრივად აღესრულა და დაგვიტოვა მოღვაწეობის მაგალითი, რომ რთული ცხოვრებისეული პირობების მიუხედავად ბოლომდე ვზიდოთ ქრისტეს ჯვარი. დღეს, უფლის შეწევნითა და თქვენი უნეტარესობის მოწვევით, სამი ეკლესიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა მადლობა შევწიროთ ღმერთს იმ წყალობისთვის, რაც მან წმ. ანთიმოზის პიროვნების სახით გვიბოძა.

შეგახსენებთ რომ, ანტიოქიისა და საქართველოს  ეკლესიის დელეგაციები რუმინეთში იმყოფებიან, წმ. ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულის 300 წლისთავის აღსანიშნავად.

 

წყარო: http://basilica.ro/manifestarile-dedicate-sfantului-antim-au-inceput-delegatiile-bisericilor-antiohiei-si-georgiei-primite-de-patriarhul-romaniei/

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

ადამიანი და სამყარო მაქსიმე აღმსარებელთან

18/07/2016
By

ადამიანი და ბუნება

ადამიანი და სამყარო წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ღვთისმეტყველებაში.

ავტორი: პერგამოს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი.

თარგმანი: თორნიკე მამნიაშვილი

***

განვითარებითი შემოქმედება

  1. შესავალი: წმინდა მაქსიმეს ცხოვრება

დიდი სიხარულით ვიღებ მონაწილეობას კვლევათა ეროვნული საზოგადოების ბიზანტიური კვლევების მიერ ორგანიზებულ მოხსენებათა ციკლში. ციკლში, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს განსაკუთრებული ინტერესის საგანს არა მხოლოდ ბიზანტიის ისტორიისა და კულტურის შესასწავლად, არამედ თანამედროვე სამყაროსთვის ამ კულტურის მნიშვნელობისთვისაც.

ეკოლოგიური კრიზისის მომძლავრების ეპოქაში, რის წინაშეც ვდგავართ დღესდღეობით, გვმართებს ვკითხოთ საკუთარ თავს, განსაკუთრებით კი, ჩვენ, მართლმადიდებლებმა – რა უნდა გვასწავლოს ეკლესიის მამების მიერ ჩამოყალიბებულმა გარდამოცემამ ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობის შესახებ?

Read more »

საერთომართლმადიდებლური (წმინდა და დიდი) კრება კუნძულ კრეტაზე

20/06/2016
By

img_568715 ივნისს, საერთომართლმადიდებლური წმინდა და დიდი კრების დაწყებამდე კუნძულ კრეტაზე, წმინდა საყდართან საქართველოსა და რუმინეთის საელჩოების თაოსნობით რომის ერთიანობის ცენტრმა (Centro Pro Unione) უმასპინძლა შეხვედრას, რომლის მიზანი იყო კრებაზე წარდგენილი დოკუმენტების განხილვა. რასაკვირველია, ორიოდე თვის წინ, როდესაც ამ შეხვედრის მიზანი განისაზღვრა, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

Read more »

ერთ ინტერვიუში ფაქტების დაზუსტებისთვის

15/06/2016
By

pesochnie_chasiავტორი: დიაკონი ირაკლი წაქაძე

გვსურს გამოვთქვათ, რამოდენიმე შენიშვნა მეუფე ანდრიას (გვაზავა) ინტერვიუსთან დაკავშირებით (https://www.youtube.com/watch?v=AD4qhThYpN8, 5:08 წთ-დან), სადაც კალენდრული საკითხი იყო ნახსენები:

Read more »

ცენტრის განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით

09/06/2016
By

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ცენტრის განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით.

***
წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ცენტრის პოზიცია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა გადაწყვეტილებით 2016 წლის ივლისში დაგეგმილი წმინდა და დიდი კრების, დოკუმენტებისა და რეგლამენტის  შესახებ შემდეგია:

Read more »

რა არის წმინდა და დიდი კრება?

13285566_1021808701232605_401286777_n

This gallery contains 1 photo.

ქრისტიანობა და ლიბერალიზმი

05/04/2016
By

liberalismავტორი:  თეიმურაზ ბუაძე

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას. ჩემი სტატიის მიზანი სწორედ ამ ავთენტურ პოლიტიკურ ლიბერალიზმზე საუბარია. აქედან გამომდინარე, როცა ამ სტატიაში სიტყვა „ლიბერალიზმს“ ვიყენებ არსად არ ვგულისხმობ რელიგიურ ლიბერალიზმს ანუ ლიბერალურ თეოლოგიას და წმინდად მსოფლმხედველობრივ ლიბერალიზმს, რომელიც არსებითად განსხვავდება პოლიტიკური ლიბერალიზმისაგან. Read more »

რუმინეთის საპატრიარქომ ნებადართულად სცნო შერეული ქრისტიანული ქორწინებები

23/02/2016
By

  Patriarhia_Romana   რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, განხილვის შემდეგ, გამოთქვა თავის პოზიცია შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით:

    რწმენის ერთადერთობისა და ოჯახურ ტრადიციაში სულიერი ცხოვრების შენარჩუნებისათვის, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მკაცრი კანონების საშუალებით, პირდაპირ აკრძალა მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და სხვა კონფესიის წარმომადგენელთა ქორწინება. თუმცა იკონომიით, სოციალურ-კულტურული მიზეზით, მართლმადიდებლური ეპისკოპატის სპეციალური დადასტურებით, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა გააჩნია ეპარქიებში მყოფ მრევლზე, მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუშვა მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და სხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის შემდგარი ქორწინება.

    ამ მიზეზით, 1982 წელს, შედგა მართლმადიდებელი ეკლესიების საერთასორისო სინოდალური კონფერენცია, სადაც იკონომიის შედეგად, დაამტკიცებულ იქნა ასეთი პრაქტიკა, თუმცა ერთი პირობით, რომ ბავშვები, რომელნიც შერეული ქორწინების შედეგად შექმნილ ოჯახებში დაიბადებოდნენ, მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა აღზრდილიყვნენ. ამიტომაც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს, ხშირი და ადგილობრივი სამრევლო მიზეზებით, იკონომიის შედეგად, შეუძლიათ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება.

    ამიტომ რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის შეღავათის საშუალებით, დაუშვას შერეული ქორწინებები.

    ზემოთთქმული გადაწყვეტილების შუქზე, ეპისკოპოსს გამონაკლისის სახით, შეუძლია ნება დართოს მართლმადიდებელ ქრისტიანს, რათა მან იქორწინოს სხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელთან.

      რუმინეთის საპატრიარქოს პრეს-ოფისი

თარგმნა ივანე შოშიაშვილმა

წყარო

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის 2015 წლის საშობაო ეპისტოლე

Bart-2†  ბართლომე

წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა  და  მსოფლიო პატრიარქი

სრულიად ეკლესიას  მადლი, მშვიდობა და წყალობა ბეთლემში დაბადებული მხსნელისგან.

უფლის მიერ საყვარელო დანო და ძმანო,

კვლავ მოიცვა მსოფლიო წმინდა ღამის სურნელებამ, რომელშიც ქრისტე დაიბადა. ადამიანთა შორის ტკივილის, მტრობის, შფოთის და იმედგაცრუების ჟამს გამოცხადდა  ღმერთის განკაცების საიდუმლო, რომელიც ჩვენ გვაფრთხილებს:„სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს“ (ესაია 26:9), თუმცა  „დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი“(ლუკ 2:11).

საუბედუროდ დღესაც ფიქრობს ბევრი ადამიანი, მსგავსად ბავშვების მკვლელი ჰეროდესი, მკვლელისა და ეგოისტისა, რომელმაც საკუთარი მოყვასი სხვადასხვა ბოროტი ხერხის გამოყენებით დაამხო. ამ ქვეყანაზე ძალაუფლების მფლობელთა ბოროტით შეპყრობილი სულნი ჰეროდეს ჩადენილ მკვლელობას როგორც მაგალითს ისე წარმოაჩენენ. რამდენად გასაოცარი არ უნდა იყოს, პატარა უცოდველი ჩვილის მოვლინებაში ხედავენ  საკუთარი არსებობისათვის უმნიშვნელოვანეს საფრთხეს.  ხოლო  საკუთარი,  ამქვეყნიური ძალაუფლების საფრთხისაგან დაცვის საშუალებად, რომელიც თითქოსდა მათ ამ ბავშვების დაბადებამ გაუჩინა, ისინი ირჩევენ მოსპობისა და განადგურების გზას.

ყრმა იესო, რომლის შესახებაც იყო  ანგელოზთაგან უწყებული, მკვლელობის ჩანაფიქრის თვიდან ასაცილებლად,  იძულებული გახდა  ჩვენი დღევანდელ ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, „პოლიტიკურ დევნილად“ ეგვიპტეში გაქცეულიყო, საკუთარ დედასთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამთან და იოსებ დამწინდველთან ერთად.

Read more »

ქრისტეშობის დღესასწაული

24/12/2015
By

shoba_2011_1

ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით კი შესწორებულ იულიუსის კალენდარზე მყოფ ჩვენს მართლმადიდებელ ძმებს და დებს, ვულოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით კი შესწორებულ იულიუსის კალენდარზე მყოფ ჩვენს მართლმადიდებელ ძმებს და დებს, ვულოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!

შეგახსენებთ რომ 25 დეკემბერს, შობას აღნიშნავს კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები

Read more »