მართლმადიდებლობა მსოფლიოში

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის 2015 წლის საშობაო ეპისტოლე

Bart-2†  ბართლომე

წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა  და  მსოფლიო პატრიარქი

სრულიად ეკლესიას  მადლი, მშვიდობა და წყალობა ბეთლემში დაბადებული მხსნელისგან.

უფლის მიერ საყვარელო დანო და ძმანო,

კვლავ მოიცვა მსოფლიო წმინდა ღამის სურნელებამ, რომელშიც ქრისტე დაიბადა. ადამიანთა შორის ტკივილის, მტრობის, შფოთის და იმედგაცრუების ჟამს გამოცხადდა  ღმერთის განკაცების საიდუმლო, რომელიც ჩვენ გვაფრთხილებს:„სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს“ (ესაია 26:9), თუმცა  „დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი“(ლუკ 2:11).

საუბედუროდ დღესაც ფიქრობს ბევრი ადამიანი, მსგავსად ბავშვების მკვლელი ჰეროდესი, მკვლელისა და ეგოისტისა, რომელმაც საკუთარი მოყვასი სხვადასხვა ბოროტი ხერხის გამოყენებით დაამხო. ამ ქვეყანაზე ძალაუფლების მფლობელთა ბოროტით შეპყრობილი სულნი ჰეროდეს ჩადენილ მკვლელობას როგორც მაგალითს ისე წარმოაჩენენ. რამდენად გასაოცარი არ უნდა იყოს, პატარა უცოდველი ჩვილის მოვლინებაში ხედავენ  საკუთარი არსებობისათვის უმნიშვნელოვანეს საფრთხეს.  ხოლო  საკუთარი,  ამქვეყნიური ძალაუფლების საფრთხისაგან დაცვის საშუალებად, რომელიც თითქოსდა მათ ამ ბავშვების დაბადებამ გაუჩინა, ისინი ირჩევენ მოსპობისა და განადგურების გზას.

ყრმა იესო, რომლის შესახებაც იყო  ანგელოზთაგან უწყებული, მკვლელობის ჩანაფიქრის თვიდან ასაცილებლად,  იძულებული გახდა  ჩვენი დღევანდელ ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, „პოლიტიკურ დევნილად“ ეგვიპტეში გაქცეულიყო, საკუთარ დედასთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამთან და იოსებ დამწინდველთან ერთად.

Read more »

ქრისტეშობის დღესასწაული

24/12/2015
By

shoba_2011_1

ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით კი შესწორებულ იულიუსის კალენდარზე მყოფ ჩვენს მართლმადიდებელ ძმებს და დებს, ვულოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით კი შესწორებულ იულიუსის კალენდარზე მყოფ ჩვენს მართლმადიდებელ ძმებს და დებს, ვულოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!

შეგახსენებთ რომ 25 დეკემბერს, შობას აღნიშნავს კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები

Read more »

სომეხ-ქალკედონელთა საღვთო მსახურების და ლოცვების კრებული

18/11/2015
By

12242252_408403822703627_858468410_n-750x400სომეხი მართლმადიდებლების საღვთო მსახურების კრებული და კონსტანტინეპოლის პატრიარქის აგათანგელოზის წინასიტყვაობა (XIX- ის დასაწყისი)

ავტორი: იოანე კაზარიანი

ჩვენს მიერ მოკლედ განხილული დოკუმენტი, სომეხ-ქალკედონელთა საღვთო მსახურების და ლოცვების კრებული ბერძნული კრებულის –ს, ანუ რუსული კურთხევანის სომხური ექვივალენტია. კრებულიც სწორედ ამ სახელწოდებითაა ცნობილი. ეს კრებული არის იმ მცირედისაგან, რაც ჩვენამდეა მოღწეული.

ჩვენს მიერ მოკლედ განხილული დოკუმენტი, სომეხ-ქალკედონელთა საღვთო მსახურების და ლოცვების კრებული ბერძნული კრებულის Ευχολόγιον–ს, ანუ რუსული კურთხევანის Требник, სომხური Մաշտոց (მაშტოცის) ექვივალენტია. კრებულიც სწორედ ამ სახელწოდებითაა ცნობილი. ეს კრებული არის იმ მცირედისაგან, რაც ჩვენამდეა მოღწეული.

იგი მოწმობს, იმას რომ XIX ს-ის I ნახ-ში არსებობდა თემი, რომელიც ეკლესიური კანონმდებლობით ემორჩილებოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს. წიგნი ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ მე XIX საუკუნის დასაწყისში, სომეხ მართლმადიდებელთა შორის ცხოვლად იყო განვითარებული მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

Read more »

მართლმადიდებლური ეკლესიების სამძიმარი ფრანგ ხალხს

16/11/2015
By

12208437_993838314006354_137495205498845970_n(განახლებადი)

“კიდევ ერთხელ შეძრა პარიზი უპრეცენდენტო ტერორისტული აქტების სერიამ.
საფრანგეთის მიტროპოლიისა და ქვეყნის მართლმადიდებელი ეპისკოპატის სახელით ვგმობთ ამ ბარბაროსულ აქტებს და ვლოცულობთ ტერაქტის მსხვერპლთა და მათი ოჯახებისათვის.
ეს ტრაგიკული მოვლენები მოგვიწოდებენ საფრანგეთის ნაციონალური ერთობისა და ჩვენი რესპუბლიკის ფასეულობათა მშვიდობიანი თანაცხოვრებით დაცვისაკენ.
მოვუწოდებ საფრანგეთის ყველა მართლმადიდებელს ილოცოს ყველა მსხვერპლის, მათი მშობლებისა და ოჯახებისათვის.
გავაერთიანოთ ჩვენი ლოცვები საფრანგეთისა და ტერორიზმისაგან დაზარალებული სხვა ყველა ქვეყნებისათვის.”

+ ემანუელი, მიტროპოლიტი გალიისა,
საფრანგეთის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი

“ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ღვთის ძალა და ღვთის მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. ეს მუდამ იყო, მაგრამ ბოლო წლებში – ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ბოროტი ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნებით გამოვლინდება. ბოლო დროს გამოვლინდა – იცით, რომ მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ თანავუგრძობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მრავალი მსხვერპლია და ვლოცულობთ მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას – მუსულმანურ რელიგიას. მაგრამ, სინამდვილეში, რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდებაა და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული, როგორც ამბობს შოთა რუსთაველი, რომ სიკეთის არსება გრძელია. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II:

Read more »

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი და ჰიპები

19/08/2015
By

10155042_758836034126523_1309678797493050067_n-650x4001967-68 წლებში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვქადაგებდი ოქსფორდის ქუჩებში. ვჩერდებოდი რომელიმე ადგილას, იკრიბებოდა რამდენიმე ადამიანი, მე კი რამდენიმე საათის განმავლობაში ვქადაგებდი სახარებას. შემდგომ ნახევარი საათის განმავლობაში პასუხს ვცემდი მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე. ერთ დღეს ჩემთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა – გაბურძგნული, გრძელი თმით. ჩაცმული თავისზე დიდი ზომის ტანსაცმელში და მეუბნება:

– “ რატომ არ დადიხართ თქვენ ჩვენს შეკრებებზე?“

–  „და რა შეკრებებზე?“ – ვკითხე მე.

–  „აქ ჩვენ მთელი ჯგუფი ვართ ჰიპების, და თქვენ რატომ არ ხართ ჰიპი?“ ჩაცმული თითქოს არც არავინ იყოთ, უცნაურად კი გამოიყურებით, კისრის გარშემო ჯაჭვი გკიდიათ,  ასეა ჰიპებშიც, ოღონდ ბებრებში“.

–  „ მაშ თუ ასეა მაშინ აუცილებლად მოვალ თქვენს შეკრებაზე. როდის გაქვთ შემდეგი ?

–  “დღეს საღამოს, მობრძანდით“.

Read more »

შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან

13/07/2015
By

Metr Anthony

ავტორი: მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

საუბარს რწმენის შესახებ მსჯელობით დავიწყებთ. რწმენას ხშირად რელიგიის ცნებას უკავშირებენ. მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვა გაცილებით მრავლისმომცველია. წმ. წერილში – ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, სარწმუნოება განსაზღვრულია, როგორც “საქმეთა მამხილებელ არახილულთა” (ებრ. 11,1). რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება ითქვას რომ, რამდენადაც ღმერთი უხილავი და განუჭვრეტელია, რწმენის ცნება პირველ რიგში, სწორედ მასთან არის დაკავშირებული. მაგრამ არსებობს საგნები, რომელთა მიმართაც ჩვენ ისეთი მტკიცე რწმენა არა გვაქვს, როგორიც მორწმუნეს აქვს ღვთის არსებობის მიმართ.

მახსოვს, ერთხელ ტაქსის მოლოდინში სასტუმროსთან ვიდექი. ერთი ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა და მითხრა – “კაბის მიხედვით თუ განვსჯით, თქვენ მორწმუნე ხართ, მღვდელი”. – “დიახ”. მივუგე მე. – “აი, მე კი ღმერთი არ მწამს…” მე შევხედე მას და ვეუბნები – “ძალიან სამწუხაროა”! – “როგორ შეძლებთ, რომ ღმერთის არსებობა დამიმტკიცოთ?” – “რა დამტკიცებაზე მელაპარაკებით, ან რა სახის მტკიცებულება გჭირდებათ?” – “აი, როგორ… დამანახეთ ხელისგულზე თქვენი ღმერთი და დავიჯერებ მის არსებობას”. მან ხელი გადმომიშალა და ამ დროს თითზე საქორწინო ბეჭედი დავუნახე. “დაქორწინებული ხართ?” – “დიახ, ვარ.” – “შვილები გყავთ?” – “დიახ, მყავს.” – “ცოლი გიყვართ?” – “რა თქმა უნდა, მიყვარს.” – “შვილები თუ გიყვართ?” – “დიახ.” – “აი, მე კი ეს არ მჯერა!” “- როგორ არ გჯერათ?! მე ხომ გეუბნებით!” – “დიახ, მაგრამ მაინც არ მჯერა, დამიდეთ თქვენი სიყვარული ხელისგულზე, შევხედავ და დაგიჯერებთ…” იგი ჩაფიქრდა – “დიახ… ამ პოზიციიდან სიყვარულისთვის არ შემიხედავს…”
Read more »

სტალინი იყო მხეცი და სულიერად მახინჯი – მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

03/07/2015
By
Russian Communists, one of them holding Stalin's poster, line up along the Red Square to mark 132nd birth  anniversary of Soviet dictator Josef Stalin in downtown Moscow, Russia, Wednesday, Dec. 21, 2011. The Central Historic Museum is at the background. (AP Photo/Misha Japaridze)

“სტალინი იყო მხეცი და სულიერად მახინჯი” – მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

სტალინი სავსებით შეიძლება გათანაბრებულ იქნას ჰიტლერთან.

 – მე მიმაჩნია, რომ სტალინი იყო მხეცისულიერად მახინჯი, რომელმაც შექმნა ქვეყნის მართვის საშინელი, ადამიანის საწინაამღდეგო სისტემა, დაფუძნებული ტყუილზე, ძალადობასა და ტერორზე. მან წამოიწყო  გენოციდი თავისივე ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ და მასზეა პირადი პასუხისმგებლობა მილიონობით ადამიანის სიკვდილზე. ამ კუთხით, სტალინი სავსებით ეთანადება ჰიტლერს.ორივემ სამყაროს მოუტანეს იმდენი უბედურება, რომ არც ერთი სამხედრო თუ პოლიტიკური წარმატებით არ შეიძლება ამ დანაშაულის გამოსყიდვა კაცობრიობის წინაშე. არანაირი არსებითი განსხვავება არ არის ბუტოვოს პოლოგონსა და ბუჰენვალდს, გულაგსა და ჰიტლერულ სიკვდილის ბანაკებს შორის. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი სავსებით ეთანადება ჩვენს დანაკარგს დიდ სამამულო ომში.

Read more »

ანტიევროპული ფსევდოთეოლოგიური პოპულიზმი

21/05/2015
By

10498004_887766881274948_8594996341071126219_oავტორი: დეკანოზი თამაზ ლომიძე 

“შეიძლება უნებლიედ მოსდის რესპონდენტს, მაგრამ ეს საუბარი არის – “პოპულიზმი” ანუ ხალხის გრძნობებზე თამაშით პუპულარობის მოპოვება და განგებ, მარტივი, საქმეში საფუძვლიანად გარკვევის გარეშე პრობლემების დილეტანტური გადაწყვეტის შეთავაზება.

მე, ჩემი შვილებით და ჩემი მრევლის უდიდესი ნაწილი დროებით ევროპაში ვცხოვრობთ და ყველა დამეთანხმება, რომ ევროპა მარტო ჰომოსექსუალობა არ არის. ამის მეტი ნუთუ ვერაფერი დაინახეს ევროპაში? ნუთუ არ არის ევროპაში მისაბაძი ტოლერანტობა, პიროვნების და პირადი სფეროს შესაშური პატივისცემა, განათლება და მეცნიერება, შრომისმოყვარეობა და დისციპლინა, სასჯელის გამოყენების დროს ლმობიერება, ტექნიკური აღმავლობა.

Read more »

ადამიანი ღმერთის წინაშე

29/12/2014
By

Metr Anthony დიალოგი ათეიზმსა და საბოლოო განკითხვაზე

 ავტორი: მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ვფიქრობ, რომ ათეიზმი, როგორც „ცდისეული ცოდნა“ – გაუგებრობაა. იდეოლოგიურად ათეიზმი, ათეიზმის ფილოსოფია უბრალოდ შეიძლება შეესაბამებოდეს იმ აღზრდას, რომელიც მიიღეთ, მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს: „ღმერთის შესახებ არაფერი ვიცი, და ამიტომ შეუძლებელია ის არსებობდეს“, – ეს ძალიან პრიმიტიული მიდგომაა. მე შემიძლია ვიყო ბრმა ან ყრუ, არაფერი ვიცოდე მუსიკის და ხილული სამყაროს შესახებ, მაგრამ ეს არ ამტკიცებს მის არარსებობას. ეს შეიძლება გართულდეს იმით, რომ ადამიანები ბოროტის ნებით ან თვითონ დაბრმავებულები (არსებობს ასევე სხვა მიზეზები: მე მოგცემთ ერთ ძალიან ცნობისწადილის აღმძვრელ მაგალითს) სხვებს უკეტავენ რწმენისკენ მიმავალ გზას, იმით, რომ უბრალოდ ცდილობენ როგორღაც მოაკვდინონ რწმენის უნარი, დაჰყავთ რწმენა რაღაც რელიგიურ მდგომარეობამდე, მაშინ, როდესაც მან გაცილებით ფართო არეალი უნდა მოიცვას. Read more »

11 სექტემბერს დანგრეულ მართლმადიდებლურ ტაძარს აღადგენენ

17/09/2014
By

The-new-Saint-Nicholas-Greek-Orthodox-Church-at-Ground-Zero-04-30-14-620x350ნიუ – იორკი; წმ. ნიკოლოზის ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი , რომელიც 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის დროს დაინგრა, მალე აღდგება, ა.წ. ოქტომბერში იკურთხება ტაძრის საძირკველი. ტაძართან ერთად აშენდება მთელი კომპლექსი.

ამერიკის ბერძნული მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსო (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) აცხადებს, რომ ტაძრის საძირკვლის კურთხევას აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირები, მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და სხვა კონფესიათა ლიდერები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ მცირე ზომის ბერძნულ-მართლმადიდებლური წმ. ნიკოლოზის ტაძარი , ნიუ-იორკში 1916 წელს ააშენეს და 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტისას, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობის ჩამოქცევისას დაინგრა.

stnicholaschurch1

წყარო