მართლმადიდებლობა მსოფლიოში

სომეხი ქალკედონიტები ახლო აღმოსავლეთში (V-VI სს.)

15/09/2014
By

church-in-ushi-hdr-1ავტორი: იოანე კაზარიანი

ამ ბოლო დროს, საკითხი სომეხ მართლმადიდებელთა, ანუ ქალკდონიტთა შესახებ, სულ უფრო იპყრობს მკვლევართა ყურადღებას. სომხური ეთნოსის ისტორიის ბევრი ასპექტი უკვე აღწერილი აქვთ მეცნიერებს. თუმცა, ამ მრავალრიცხოვანი სტატიებისა და მონოგრაფიების მიუხედავად, რომელნიც აღწერენ სომეხ–ქალკდონიტთა პოლიტიკურ ისტორიას, მხოლოდ ცოტა მათგანი იყო მიძღვნილი მათი ღვთისმსახურების და მათ სასულიერო პირების ისტორიის კვლევისადმი. სომხურ-ქალკდონიტურ ცივილიზაციის და მათი გამოჩენილი ადამიანების მოღვაწეობის განხილვისას, ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, სომეხ ბერ-მონაზონთა იმ როლზე, რომელიც განუყოფელია მსოფლიო მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობისა მთლიანობაში და უმეტესად პალესტინურისა.

Read more »

ე.წ. “მართლმადიდებლური სტალინიზმის” შესახებ

04/09/2014
By

7d4c3da51578მღვდელს, რომელიც ამბობს, რომ სტალინს ცილი დასწამეს, არასოდეს სმენია რუს  ( და არა მარტო – რედაქცია) ახალმოწამეთა და აღმსარებელთა შესახებ

ავტორი: პავლე, მიტროპოლიტი მინსკისა და სლუცკისა (პონომარიოვი)

პავლემ მიტროპოლიტმა რიაზანისა და მიხაილოვსკისა (ამჟამად მიტროპოლიტი მინსკისა და სლუცკისა, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი – რუსეთის საპატრიარქო) ტელეკომპანია “სოიუზის” ეთერში გამოთქვა თავისი დამოკიდებულება ე.წ. “მართლმადიდებლური სტალინიზმის” შესახებ და მოჰყვა იმაზე, თუ რატომ ხდება ასე, როდესაც “მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორისაც კი არიან ისეთები, ვინც თვლის, რომ სტალინს ცილი დასწამეს”. მეუფის თქმით, მორწმუნე ადამიანი შეუძლებელია იყოს “სტალინისტი”.

Read more »

ვილოცებ მშვიდობისათვის დონბასში (უკრაინა) – პატრიარქი ილია II

02/09/2014
By

ilia IIდონეცკის ეპარქიის ცნობით 31 აგვისტოს საღამოს, გაიმართა საუბარი დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტ ილარიონს (შუკალო) და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II შორის, მიტროპოლიტმა ილარიონმა თხოვა უწმიდესს ილოცოს დონბასში მშვიდობისათვის და  საომარი ვითარების გამო იძულებით ლტოლვილებისა და მსხვერპლთათვის; პასუხად უწმიდესმა აღუთქვა ძმური თანადგომა და დონეცკის ეპარქიისათვის ლოცვა.

***

ჩვენის მხრივ კიდევ ერთხელ სინანულით აღვნიშნავთ, რომ არც ხსენებულ საიტზე ( www.http://donetsk.church.ua/) , რომელიც ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიას (მოსკოვის საპატრიარქო), არც რუსულ მართლმადიდებლურ საინფორმაციო სააგენტოს საიტზე (http://www.pravmir.ru/) და არც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე  http://www.patriarchia.ru  , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური ტიტულატურა: უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსიმცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა (რუსულ ენაზე : Святейший и Блаженнейший Илия II, Католикос-Патриарх Грузии, Архиепископ Мцхета-Тбилиси и митрополит Пицунды и Цхум-Абхазети ) არ არის სრულად მითითებული, კერძოდ ხსენებულ საიტებზე,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურა ძველი სახით არის დაფისქირებული: Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский  სადაც არ არის ასახული 2010 წლის 21 დეკემბრის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის  გადაწყვეტილება:

2010 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება:

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი:

უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის…”

“დაუბრუნეთ ყირიმი უკრაინას” – მიტროპოლიტი ონუფრი

20/08/2014
By

mpუკრაინის ავტონომიური მართლმადიდებლური ეკლესიის  (მოსკოვის საპატრიარქო – УПЦ МП) ახლადარჩეულმა მეთაურმა, მიტროპოლიტმა ონუფრიმ, რომლის  უკრაინის ავტონომიური ეკლესიის მეთაურად აღსაყდება კვირას აღესრულა (უკრაინის ავტონომიური ეკლესია შედის მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში და სარგებლობს ფართო ავტონომიით), ინტრონიზაციის  მომდევნო დღესვე დაადასტურა, თავისი პოზიცია, რომ ყირიმის ნახევარკუნძული არის უკრაინის ტერიტორია და უნდა დაბრუნდეს უკრაინის შემადგენლობაში.

ყირიმში არსებული მართლმადიდებლური ეკლესიები დღესაც ექვემდებარება კიევს (უმე მპ), მთავარეპისკოპოსმა ონუფრემ აღნიშნა, რომ კავშირი მოსკოვთან მხოლოდ კანონიკურია და ყველა საკითხი წყდება უმე-ს შიგნით, ხოლო უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტი არავითარ შემთხვევაში არაა კონფესიათაშორისი დაპირისპირება, არამედ პოლიტიკური.”

მთავარეპისკოპოსმა ონუფრემ გამოაცხადა , რომ დაიწყებს მოლაპარაკებებს ე.წ. კიევის საპატრიარქოსთან, რომელიც არ ემორჩილება მოსკოვის საპატრიარქოს, რომლის წინამძღოლმა ფილარეტმა ეჭვი შეიტანა ახლადარჩეული იერარქის პატრიოტიზმში, ფილარეტის აზრით, ვინც არ ემხრობა უმე-ს ავტოკეფალიას, იგი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროინტეგრაციას; თუმცაღა როგორც აღინიშნა უმე -ს (მოსკოვის საპატრიარქოს) წინამძღოლი ონუფრე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

წყარო

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებული სასწაულები

Dormitionდღეს მართლმადიდებელთა ნაწილი ვინც შესწორებულ იულიუსის კალენდარს მისდევს (კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები), ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

მთელი სულით და გულით ვულოცავთ ჩვენს ქრისტიან ძმებს და დებს ამ დიდ დღესასწაულს!

ცნობილი ფაქტია, რომ სასწაულები მართლმადიდებელ ეკლესიაში ხდება როგორც ძველი ასევე ახალი სტილით. სასწაული კალანდერზე არაა დამოკიდებული, ის აღესრულება იქ სადაც ეკლესიაა განურჩევლად კალენდრული სტილისა. ამასთან დაკავშირებით, მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება ორი სასწაულის ხსენება, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მიძინების დღესასწაულთან შესწორებული იულიუსის კალენდრით, ანუ ახალი სტილით.

ინფორმაცია ბლოგისათვის მოამზადა დიაკვან ირაკლი წაქაძემ
გამოყენებული წყარო

Read more »

რელიგიური თავისუფლება დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე

Statue-of-Liberty_0კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის  მთავარეპისკოპოსის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე დიმიტრიოსი ენციკლიკა:

რელიგიური თავისუფლება დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე

4 ივლისი, 2014 წელი
დამოუკიდებლობის დღე

ღრმად პატივცემულ იერარქებს, პატივცემულ მღვდლებს და დიაკვნებს, მამა და დედა მონაზონთ, ბერძნული მართლმადიდებელი სამრევლოების თავმჯდომარეთ და წევრებს, მსოფლიო საპატრიარქოს გამორჩეულ წინამძღვრებს, სამრევლო სკოლებს, გლახაკთმოყვარე დედათა გაერთიანებებს, ახალგაზრდა ელინურ ორგანიზაციებს, და სრულიად ბერძნულ მართლმადიდებლურ ოჯახს ამერიკაში.

Read more »

ევროკავშირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს სცემს (დოკუმენტი)

CEPoSS-EU-Flagsევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი

.ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელიც ასოცირების შეთანხმების მითებსა და ფაქტებს ასახავს.

“მითი: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს”. ფაქტი: ევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი. 2014 წლის მარტში ევროკომისარი შტეფან ფულე შეხვდა პატრიარქ ილია II-ს და მათ ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. პატრიარქმა გამოხატა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი თავისი უპირობო მხარდაჭერა”, -ნათქვამია 40 პუნქტიან დოკუმენტში.

ამასთან, ევროკავშირი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს არ უქმნის. მითების სია სწორედ ამ თემით იწყება.“მითი 1: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის”. ფაქტი: ნამდვილად არ არის ასე. ევროკავშირი რომელიმე ქვეყნის კულტურის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ იღვწის ევროპის კულტურათა მრავალფეროვნების დაცვისათვის. ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველანაირად მხარს უჭერს და ხოტბას ასხამს მრავალფეროვნებას; ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დევიზია ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაში”.

ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს. და ჩვენ გვჯერა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ამ ფასეულობათა დაცვას”, – ნათქვამია დოკუმენტში.სიაში რიგით მეორეა მითი იმის შესახებ, თითქოს, ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება აიძულებს საქართველოს, დააკანონოს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინება.”“ფაქტი: არა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც კი არ მოეთხოვებათ ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონება, რამდენიმე მათგანი კი საერთოდ არ აღიარებს ამგვარ ქორწინებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მისივე თანახმად, მითია, რომ ,,ევროკავშირი აიძულებს საქართველოს, შემოიღოს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რომელიც გზას გაუკაფავს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინებას”.“ფაქტი: სულაც არა! საქართველო ახორციელებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მის მოქალაქეებს დისკრიმინაციისგან დაიცავს. ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, რომელიც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნას ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად. დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა უბრალოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის მიმართ თანასწორ მოპყრობას, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართაც, რომლებიც უმცირესობებს განეკუთვნებიან. ასეთი კანონმდებლობა იცავს მოქალაქეთა არსებულ უფლებებს, მაგალითად, მოქალაქეთა უფლებას, მათ მიმართ არ იქნეს გამოყენებული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე”, -ნათქვამია დოკუმენტში.

წყარო

ჩვენი ცენტრი გთავაზობთ 40 პუნქტიანი დოკუმენტის PDF ფაილს ინგლისურ ენაზე mythbuster_2_2014_en
ართული ვერსია

წყარო ევროკავშირის ოფიციალური საიტი http://eumm.eu

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის სამკაული

herman4aebayწმინდა გერმანე ალიასკელის ცხოვრება

თარგმნა ინგლისურიდან რონი ცხოიძემ

რედაქტორი მღვდელი ილია ჭიღლაძე

ტროპარი(ხმა 7)

სიხარულით სავსეო, ჩრდილოეთის ვარკვლავო ქრისტეს ეკლესიისაო, წინამძღოლო ერისა უფლის სასუფეველისაკენ, მასწავლებელო და მოციქულო ჭეშმარიტი სარწმუნოებისაო, შუამდგომელო და ქომაგო შევიწროებულთაო, სამკაულო ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისაო, კურთხეულო მამაო გერმანე ალიასკელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. 

კონდაკი

ქრისტეს საუკუნო ნათლის მქადაგებელო,,

წმინდაო მამაო გერმანე,

მეგზურო  სახარების განვრცობისათვის ამერიკის მიწაზე,

გამცხადებელო ხარების სიმშვიდისა,

მდგომარეო წინაშე დიდების გვირგივნისა,

უშუამდგომელე შენს მიწას და ხალხს,

მშვიდობისათვის და შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

Read more »

მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების ე პ ი ს ტ ო ლ ე

20140309-PAL_3497-12006-9 მარტი, 2014 წელი, ფანარიონი (კონსტანტინეპოლი; სტამბოლი, თურქეთი)

 

9 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების და წარმომადგენლებს სინაქსისის მონაწილეთა ეპისტოლე გამოცხადდა ღმრთისმსახურების დასრულებისას, წმიდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფანარაში.

  Read more »

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის 2013 წლის საშობაო ეპისტოლე

1488666_10152137140695330_863679991_nწმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი აგრძელებს ტრადიციას და ქართულ ენაზე გთავაზობთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველის 2013 წლის საშობაო ეპისტოლეს და შობას ვულოცავთ იმ მართლმადიდებელ ქრისტიანთ და ყველა მორწმუნეს , რომლებიც დღეს, 25 დეკემბერს ეგებება შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

სპეციალურად საიტისათვის: თარგმანი ბერძნულიდან ეკა ჭყოიძისა

წყარო

 ოქმის ნომერი 1109

ბართლომე, ღვთის მოწყალებით კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ბეთლემს შინა შობილი ქრისტე მხსნელის მადლი, წყალობა და მშვიდობა თქუენ ზედა Read more »