მართლმადიდებლობა მსოფლიოში

ბეთანიისა და იერუსალიმის გზაზე

lent
ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

დიდი მარხვის მეექვსე და უკანასკნელი კვირა ბზობის კვირიაკედ იწოდება. ლაზარეს შაბათის წინამორბედი ექვსი დღის განმავლობაში საეკლესიო ღმრთისმსახურება თითქოს საშუალებას გვაძლევს მივსდიოთ ქრისტეს იმ დროს, როცა იგი ჯერ თავისი მეგობრის, ლაზარეს სიკვდილს გვაუწყებს, შემდეგ კი იწყებს აღსვლას ბეთანიაში და შემდეგ იერუსალიმში. ამ კვირის საერთო ტონი და თემა კვირადღის მწუხრის ლოცვაზე გვეძლევა:
მეექუსესა ამას შჳდეულსა წმიდათა მარხვათასა აწ შემავალთა, უფლისა გალობაჲ წინა დღით შევწიროთ ბაიაობისა, რამეთუ მოვალს შემუსრვად ყოვლად ძლიერი სიკუდილისა ძალსა…
წმიდა მარხვის ამ მეექვსე შვიდეულში შესვლისას უფლის მიმართ აღვავლინოთ ბაიაობის (ბზობის) გალობა, რადგანაც ყოვლადძლიერი მოდის, რათა შემუსროს სიკვდილის ძლიერება.

Read more »

მსოფლიო პატრიარქის წინასამარხვო ეპისტოლე

bartholomew

2013 წელი მსოფლიო პატრიარქმა „მსოფლიო თანადგომის წლად“ გამოაცხადა

ეკლესიის სისავსეს:

მადლი და მშვიდობა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესგან, ჩვენს ლოცვებთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად იყავნ თქვენ თანა.

საყვარელნო ძმანო და დანო, უფლისმიერ შვილნო,

წმიდა მამებმა, რომლებმაც ყოველივე წესრიგიანად განაგეს, დააარსეს ასკეტური შემეცნებისა და სულიერი განწმედის ჟამი, ორმოცი დღე უფლისა ჩვენისა ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს ასკეტური წესი მოიცავს მარხვის დროს საკვებისაგან შეზღუდვას, მაგრამ უმეტესად ბოროტისაგან თავშეკავებას. წმინდა ჰიმნოგრაფი ახასიათებს რა მას, აღნიშნავს, რომ ღმრთისათვის მარხვის ჭეშმარიტი და სასურველი წესი არის ბოროტქმნისაგან თავის შემოზღუდვა, ენის კონტროლი, განრისხების დაცხრობა, განშორება ბოროტ სურვილთაგან, რაც მოიცავს ჭორაობას, სიცრუესა და გინებას, სამართლიანობის აღდგენა, განთავისუფლება ვნებიანი აზრებისაგან, მხურვალე აღმსარებლობა, გონების განწმედა, „რომელზეც ძნელი არაფერია“, უარის თქმა „მტკივნეულ ვნებებზე, შურსა და სიძულვილზე“, ცოდვების მიღებაზე. „მსაჯული მოახლოებულ არს, კართა ზედა“ და იგი განცდის გულსა და გონებას, რამეთუ „იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს“ (წმ. ანდრია კრეტელის დიდი კანონი). Read more »

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I-ის სააღდგომო ეპისტოლე

†  ბართლომეოსი

წყალობითა ღვთისაითა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა- ახალი რომისა

და

მსოფლიო პატრიარქი

სრულიად ეკლესიას

მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტე მაცხოვრისგან

„და პირმშო ექმნა შესვენებულთა“.

(სააღდგომო ტროპარი ხმა 3)

 

ეპისტოლე სპეციალურად ბლოგისთვის ინგლისურიდან თარგმნა არჩილ მეტრეველმა Read more »

„VIII“ მსოფლიო საეკლესიო კრება და საეკლესიო კანონმდებლობის მომავალი

 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაშარჩილ მეტრეველი


ჭეშმარიტადგეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე,მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.
რადგანსადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.
მათ:18:19-20
მართლმადიდებლურ სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდებასაკითხი მომავალი „VIII“ მსოფლიო საეკლესიო ან სრულიად მართლმადიდებელთაკრების მოწვევის შესახებ. მართლმადიდებელთა ნაწილი საუბრობს კრების მნიშვნელობასა და მისი სავარაუდო შედეგების სიკეთეზე, ხოლო ნაწილი ჯერ არმოწვეულ კრებას, უკვე „ავაზაკთა“და „განდგომილთა“ კრებად სახელდებს. კრების მოწვევის მომხრეები თანამედროვე რეალობების შეფასებითა და ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული გამოცდილების დამოწმებით,ამტკიცებენ საეკლესიო კრების მოწვევის  აუცილებლობასა და მიზანშეწონილობას. მისი მოწინააღმდეგეები კი მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე მდგარ პრობლემურ საკითხების უმნიშვნელობაზე საუბრობენ და მათი, ეკლესიის ნების საწინაამდეგოდ გადაწყვეტის საფრთხეზე აპელირებით, წინდაწინ შეაჩვენებს იმას, რაც ჯერ არ მომხდარა.
Read more »

მეუფე კალისტეს სიტყვით გამოსვლა სასულიერო აკადემიაში

მცირე ხნის წინ მეუფე კალისტე (უეარი) საქართველოს ეწვია დიდი დელეგაციით და ამა წლის 30 ოქტომბერს  სასულიერო აკადემიაში სიტყვითაც გამოვიდა. გთავაზობთ ამ გამოსვლის აუდიო ჩანაწერს და შესაბამის თარგმანს, რომელიც ექსკლუზიურად ბლოგისთვის შეასრულა ზაზა ოსმანოვმა.

მცირე ინფორმაცია მეუფის შესახებ: კალისტე – დიოკლიის ეპისკოპოსი (ტიმოთე უეარი) – (1934 – ) – დაიბადა ინგლისში. განათლება მიიღო თავდაპირველად ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. 1966 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და აღიკვეცა ბერად წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში კუნძულ პატმოსზე, საბერძნეთში. 1966 წლიდან იგი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი აღმოსავლეთის ეკლესიის მამების დარგში. იგი იყო ოქსფორდის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. 1982 წელს გახდა დიოკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში.
მეუფე კალისტეს სიტყვით გამოსვლა

by orthodoxtheology

Read more »

მართლმადიდებლობა უგანდაში

გთავაზობთ სტატიას მართლმადიდებლობაზე უგანდაში, რომელიც 1957 წელს მართლმადიდებლურ გამომცემლობა SYNDESMOS-ში* (მართლმადიდებელ ახალაგზრდათა მსოფლიო კავშირის გამომცემლობა, რომლის პრეზიდენტი მამა იოანე მეინდორფი გახლდათ) გამოქვეყნდა. მართალია სტატია 50 წელზე მეტია რაც დაიბეჭდა, მაგრამ ის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველია იმით, რომ ამ შორეულ მხარეს მართლმადიდებლობამ ამოჩქეფა არა მისიონერული გზით, არამედ “თავისით”, ადამიანების გულებში, რომლებიც ეძიებდნენ უფალს და მზად იყვნენ გაეღოთ თავისი გულის კარი მის შესახვედრად.

სტატია ბლოგისათვის ინგლისურიდან თარგმნა დიაკვანმა ირაკლიმ (წაქაძემ)


სურათზეა პირველი უგანდელი მართლმადიდებელი მღვდლები – მამა რუბენ სებანია სპარტასი (მარცხნივ) და მამა ობადიაჰი კაბანდა ბასაიაკიტალო (მარჯვნივ)



Read more »

დედა მარიამი (სკობცოვა). მოყვასის სიყვარულის საიდუმლო

ინგერ ბრიგიტე ბიერგი

”არაფერი არჩიო მოყვასის სიყვარულს, თუ იგი ღმერთის სიყვარულში არ დაგაბრკოლებს”

ელისაბედ პილენკო, ”ლიზა”, დაიბადა 1891 წლის 8 დეკემბერს ქალაქ რიგაში და აღესრულა როგორც დედა მარიამი (სკობცოვა) რავენსბრუკის საკონცენტრაციო ბანაკის გაზის კამერაში 1945 წლის 31 მარტს. 2004 წლის 11 თებერვალს მსოფლიო საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეგზარხატის ეპარქიის საბჭომ მთავარეპისკოპოს გაბრიელის თავმჯდომარეობით გამოაცხადა, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დედა მარიამი წმინდანად შერაცხა. მასთან ერთად წმინდანთა დასს შეემატნენ დეკანოზი ალექსი მედვედკოვი, მღვდელი დიმიტრი კლეპინინი, იური სკობცოვი (დედა მარიამის შვილი) და ელი ფონდამინსკი. ყველანი რუსული წარმოშობის იყვნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ და აღესრულნენ დასავლეთ ევროპაში 1930-40 წლებში.

სტატია ბლოგისათვის დანიურიდან სპეციალურად თარგმნა ნანა ყუფარაძემ, რომელმაც აგერთვე მოხატა აქ განთავსებული დედა მარიამის ხატი. თარგმანზე უფლება ავტორისაგან აღებულია. სტატია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე:

Read more »

მოგზაურობა ათონზე

26 აგვისტო – 1 სექტემბერი, 2007


(სტატია დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალში “ჯვარი ვაზისა”, 2010, #2. აქ წარმოგიდგენთ მას მცირეოდენი ცვლილებებით)

2007 წლის აგვისტოს ბოლო კვირას მე და ჩემმა მეგობარმა – სოსომ ვიმგზავრეთ საბერძნეთში ათონის მთაზე. იქ ჩასვლას და განსაკუთრებით კი ივერონის მონასტრის მოლოცვას ყოველთვის ვნატრობდით. პირადად მე კი განსაკუთრებული მიზეზიც მქონდა ათონის მთის მოსალოცად. სწორედ იქ მდებარე ჰილანდრის სერბული მონასტრიდან მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ წმინდა სვიმეონის სასწაულთმოქმედი ვაზის ნაყოფი და გავხდით მშობლები.

ახლა კი შემოგთავაზებთ სოსოსა და ჩემს ჩანაწერებს ათონზე მოგზაურობის შესახებ, რომლებიც უკან დაბრუნებისთანავე გავაკეთეთ. Read more »