მართლმადიდებლობა მსოფლიოში

მოგზაურობა ათონზე

26 აგვისტო – 1 სექტემბერი, 2007


(სტატია დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალში “ჯვარი ვაზისა”, 2010, #2. აქ წარმოგიდგენთ მას მცირეოდენი ცვლილებებით)

2007 წლის აგვისტოს ბოლო კვირას მე და ჩემმა მეგობარმა – სოსომ ვიმგზავრეთ საბერძნეთში ათონის მთაზე. იქ ჩასვლას და განსაკუთრებით კი ივერონის მონასტრის მოლოცვას ყოველთვის ვნატრობდით. პირადად მე კი განსაკუთრებული მიზეზიც მქონდა ათონის მთის მოსალოცად. სწორედ იქ მდებარე ჰილანდრის სერბული მონასტრიდან მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ წმინდა სვიმეონის სასწაულთმოქმედი ვაზის ნაყოფი და გავხდით მშობლები.

ახლა კი შემოგთავაზებთ სოსოსა და ჩემს ჩანაწერებს ათონზე მოგზაურობის შესახებ, რომლებიც უკან დაბრუნებისთანავე გავაკეთეთ. Read more »