მეცნიერება და რელიგია

კოგნიტური რევოლუცია II ნაწილი

18/01/2021
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_nკოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის

კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით

(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

II ნაწილი

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე

საკითხს იმის სამართლიანობა-უსამართლობაზე, რომ სიკვდილი ყველაზე ვრცელდება, რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტა აქვს. რატომ უნდა იტანჯებოდეს ყველა, თუ ერთი დაეცა? უნდა გვესმოდეს, რომ ბიბლიურ დროს მეფე ან მეთაური კორპორატიული პირი იყო, რომლის საქციელიც ყველა ქვეშევრდომზე ვრცელდება. მესოპოტამიის, ეგვიპტეს და ძველი აღმოსავლეთის უძველეს სამეფოებში ზუსტად ასეთი ურთიერთობები იყო დამყარებული. იმ დროს მეფე ხალხის მამა იყო, რომელსაც ღმერთები ან ღმერთი ხალხის მწყემსობის უფლებას ანიჭებდა. მეფე თავის სამწყსოზე იყო პასუხისმგებელი. მეფე უბრალოდ ხალხის მამა კი არ იყო, არამედ მისი მთავარი ქურუმიც, რომელსაც თავის სახელით და ხალხის სახელით ღმერთებს მსხვერპლს წირავდა.

Read more »

კოგნიტური რევოლუცია

12/01/2021
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_nკოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის

კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით (*)

(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

I ნაწილი

 „πίστει νοου̃μεν…“ (Εβρ. 11, 3)

ყველაზე მშვენიერი, რისი განცდაც შეგვიძლიაეს არის იდუმალების შეგრძნება. ის ყოველი ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნების წყაროა. ვისაც ის არასოდეს არ განუცდია ეს განცდა, ვინც აღტაცებით შეპყრობილი არ გაჩერებულა და დაფიქრებულა, ის მკვდარს ჰგავს, მისი თვალები კი დახუჭულია. ცხოვრების იდუმალებაში შიშნარევმა წვდომამ რელიგიის წარმოქმნას მისცა იმპულსი. ნამდვილი რელიგიურობის საფუძველი იმის ცოდნაა და გრძნობა, რომ მიუწვდომელი მართლაც არსებობს და თავს ავლენს იმ უდიდეს სიბრძნესა და სრულყოფილ სილამაზეში, რომელსაც ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებით მხოლოდ პრიმიტიულ ფორმებში თუ შევიცნობთ

ალბერტ აინშტაინი

Read more »

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება (გაგრძელება)

29/11/2020
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

II ნაწილი

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე

ყოველივე ზემოთქმული  განსახილველი საკითხის მხოლოდ პროექციაა. ჩვენ ვთავაზობთ მკითხველს, წერილს ოდნავ სხვა, ალტერნატიული კუთხით შეხედოს. ჩვენ ახლა ვერ გავაშუქებთ ევოლუციასა და მასში ადამისა და ევას (როგორც არა პირველი ადამიანების) ადგილთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ჩვენი პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ გავაშუქეთ და ჩვენი ხედვის ძირითადი პრინციპები მოვნიშნეთ. წინ კიდევ ბევრი რამ რჩება, კიდევ ბევრი ბიბლიურ-არქეოლოგიური აღმოჩენა გველის. ყურადღებიანი მკითხველი გაგვიგებს და ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებული თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენების შუქზე წერილის სულიერ მხარის ჰერმენევტიკული გააზრებისა და ობიექტურობიდან გამომდინარე ახალ კითხვებს დასვამს. მაგრამ, ამ საკითხის შესახებ ევოლუციის ჭრილში, ვიმედოვნებთ, ვისაუბრებთ ჩვენს შემდეგ სტატიაში უფრო საფუძვლიანად, სადაც შევეცდებით განვიხილოთ, თუ (ჩვენი აზრით) რა გადასცა ადამმა კაცობრიობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ადამმა კაცობრიობას ბიოლოგიური სიკვდილი გადასცა (რისი ჩვენებაც ამ სტატიაში ვეცადეთ) თავისი ცოდვით დაცემის შედეგად, მაგრამ მას შეეძლო, კაცობრიობისთვის გადაეცა დაკარგული შესაძლებლობა იმისა, რომ უკეთესი გამხდარიყო ან მთელი კაცობრიობისთვის დაკარგული შესაძლებლობის მაგალითად ქცეულიყო. შემდეგ სტატიაში ზუსტად ამ აზრის განვრცობას ვაპირებთ.

Read more »

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება

25/11/2020
By

125522011_702564397044721_2757146221028471274_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

I ნაწილი

„ვინც წმინდა წერილს განსჯის გარეშე მოუსმენს და ყველაფერს პირდაპირი გაგებით მიიღებს, ის ღმერთზე შეუსაბამოდ იფიქრებს; ხოლო ის, ვინც აზრის სიღრმეს ჩაწვდება, ყოველგვარ გაუგებრობას დაძლევს“

იოანე ოქროპირი

თემა, რომელსაც ამ სტატიაში შევეხებით, თემატიკის მოცულობიდან გამომდინარე, მონოგრაფიაზეა გათვლილი, მაგრამ ფორმატის შეზღუდულობის გამო მხოლოდ ის საკითხებს შევეხებით, რომლებიც უფრო აქტუალურად გვეჩვენება. ჩვენ – მორწმუნე ქრისტიანებს (და განსაკუთრებით მათ, ვინც ეკლესიის აპოლოგეტიკურ-მისიონერულ მისიაშია ჩართული) – ახლო მომავალში მოგვიწევს პასუხი გავცეთ მათ, ვინც ბიოლოგიური ევოლუციონიზმისა და კრეაციონიზმის საკითხებითა და მათი მთელ რიგ საკითხებთან თავსებადობა-შეუთავსებლობით არის დაინტერესებული.

Read more »

უხერხულია წინა საუკუნეებში ჩარჩენა: პასუხი ედიშერ ჭელიძეს

1დავით თინიკაშვილი

უხერხულია წინა საუკუნეებში ჩარჩენა: პასუხი ედიშერ ჭელიძეს

არ მეგონა პატივცემული მეცნიერი თუ ღია კარის მტვრევას დაიწყებდა და ასეთი აღტკინებით დაესხმებოდა თავს სამი წლის წინანდელ (2015 აგვისტო) ჩემს ფეისბუქ რეპლიკას ჰუმანიტარიაში სიტყვის scientific არამართებული გამოყენების შესახებ. თანამედროვე სამყაროში ეს საკითხი იმდენად ტრუიზმია, რომ სასაცილოა მის წინააღმდეგ ასეთი გააფთრებული ბრძოლა და საპირისპიროს მტკიცება. უფრო მეტი უხერხულობა კი პროფ. ედიშერ ჭელიძემ საკმაოდ ტლანქი მოძრაობით შექმნა: საკუთარი პოზიციის გამყარებას უსაშველოდ მოძველებული, მე-18-19 საუკუნეებში შექმნილი ტექსტების საფუძველზე ეცადა. Read more »

იერუსალიმში ტამპლიერებისა და ქართველი ბერების ურთიერთობა (1155-1187 წწ.)

15/01/2018
By

 

20046309_10155554258113594_732948817340924140_nავტორი: იოანე კაზარიანი

აპოლოგეტი, მისიონერი და დამოუკიდებელი მკვლევარი.

ქართველთა კონტაქტები ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან (XIII ს.) არაერთხელ გამხდარა ისტორიკოსთა ინტერესის საგანი[1], ქართველთა ურთიერთობას ტამპლიერთა ორდენთან კი ისტორიოგრაფიაში სათანადო გაშუქება არ ჰქონია. ტამპლიერებისა და ქართველი ბერების კავშირების შესახებ ცნობები პირველად მხოლოდ XX საუკუნის შუახანებში ხდებიან ცნობილნი. 1948 წელს გამოქვეყნდა ელენე მეტრეველის სტატია «იერუსალიმის ერთი ხელნაწერი» [2], სადაც ავტორი XII საუკუნის ქართულ ხელნაწერს «გოლგოთას სვინაქსარს» იკვლევს, მოჰყავს მოსახსენებლები (ანუ „აღაპები“), სადაც ტამპლიერთა ორდენის რაინდები იხსენიებიან. ხელნაწერი H-1661 დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[3], შეიცავს 25х18 ზომის 340 ფურცელს, ტექსტი კი კალიგრაფიული ძველი ქართული საეკლესიო ანბანით – ნუსხურით – არის შესრულებული. «გოლგოთას სვინაქსარი» 1155 წელს იურუსალიმში ბერ გიორგი დოდისს გადაუწერია, ცნობილ ქართულ ჯვრის მონასტერში, რასაც ხელნაწერის ანდერძიც მოწმობს: «დაიწერა წიგნი ესე წ՜ა ქალაქსა იჱრუსალიმსა მონასტერსა შინა ჯ՜რისასა ჴელითა უცბად მჩხრეკალისა ფრიად უღირსისა ხუცეს მონაზონისა გიორგი დოდისითა. სრულ იქმნა ღ՜წლსა წ՜თასა მოსაჴსენებელი ესე წიგნი ბერძენთა ზედა მეფობასა მანოელისსა, ქართლს დიმიტრისსაჲ, იჱ՜ლმს ბულდიონისსაჲ, დასაბამითგანნი წელნი იყვნეს ხღნთ და ქორონიკონი ტოგ», ანუ დასაბამითგან 6759 წელს, ქორონიკონით კი 375 წელს [4].

Read more »

მეცნიერება და რელიგია

24/05/2017
By

12ავტორი: თემურ ბუაძე

პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში დაპატიჟა მსოფლიოს წამყვანი კოსმოლოგები და მეცნიერები, რათა თეოლოგებთან ერთად განიხილონ მეცნიერულ წრეებში საყოველთაოდ აღიარებული სამყაროს წარმოშობის კოსმოლოგიური მოდელი – დიდი აფეთქების თეორია. პაპის სურვილია ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოოს ქრისტიანული რწმენა და მეცნიერება; მას უნდა ხაზი გაუსვას, რომ ახალი მეცნიერული თეორიები შინაგანი აუცილებლობით წინააღმდეგობაში არ მოდიან ქრისტიანული რწმენის დოქტრინალურ საფუძვლებთან.
ზოგიერთი მართლმადიდებელი მორწმუნე პაპის ამ სურვილში მოდერნისტული ტენდენციებისადმი ეკლესიის დაქვემდებარების აქტს ხედავს, სინამდვილეში პაპის მოქმედება მოდერნისტული ჟესტი კი არაა, არამედ ღრმად გააზრებული თეოლოგიური პოზიცია.
დიდი ქრისტიანული ღვთისმეტყველება ყოველთვის და ყველგან იქმნებოდა ქრისტიანული რწმენის მიერ თანამედროვე ფილოსოფიური და მეცნიერული ცოდნის სათანადო ასიმილაციის შედეგად. დიდი ქრისტიანი ღვთისმეტყველები ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მაქსიმე აღმსარებელი და ა.შ. თავიანთი საღვთისმეტყველო აზრის ჩამოყალიბებისას პლატონის, არისტოტელეს, ნეოპლატონური ფილოსოფიების ასიმილაციას ახდენდნენ, ისინი ქრისტიანული რწმენის დოქტრინალური მოძღვრების გადმოსაცემად სისტემატიურად იყენებდნენ მათი თანამედროვე ფილოსოფოსების ნააზრევს, ფილოსოფიურ ტერმინებსა და ინტუიციას. ასევე იყო ნატურფილოსოფიის (წინამოდერნული მეცნიერება) შემთხვევაშიც. ბასილი დიდი და გრიგოლ ნოსელი შესაქმის კომენტირებისას მაშინდელი ნატურფილოსოფიური ცოდნის შეთავსებას ცდილობდნენ გამოცხადებით ჭეშმარიტებასთან. შუა საუკუნეებში პლატონის წიგნთაგან ყველაზე პოპულარული “ტიმეოსი” იყო, რომელშიც პლატონური კოსმოლოგიაა გადმოცემული. ქრისტიანი მამები არასდროს უარყოფდნენ ფილოსოფიას და მეცნიერებას იმ საბაბით, რომ ისინი ყველაფერში ზუსტად არ ეთანხმება წმინდა წერილის ბუკვალურ ინტერპრეტაციას. ასეთ რიგორისტულ, ობსკურატნისტულ და იზოლაციურ პოზიციას ეკლესია გნოსომახიურ (ცოდნისმოძულეობა, მეცნიერებათმოძულეობა) ერესად მოიხსენიებს.
თანამედროვე თეოლოგიის ამოცანაა კარგან ჩაწვდეს თანამედროვე მეცნიერებას და შეეცადოს აჩვენოს, რომ ჩვენი რწმენის პრინციპები წინააღმდეგობაში არაა ფუნდამენტურ მეცნიერულ მონაცემებთან.
მეცნიერებას ათეისტურ გარემოშიც შეუძლია არსებობა, მას არ ჭირდება რელიგიურ დოქტრინებთან ეძიოს თავსებადობა, სამაგიეროდ ეკლესიის ინტერესებში შედის აჩვენოს, რომ მისი მოძღვრება წინააღმდეგობაში არაა ფუნდამენტურ მეცნიერულ ფაქტებთან. აუცილებელი არაა ეკლესიამ რომელიმე კონკრეტული მეცნიერების ჭეშმარიტება აღიაროს (თეორიები ხშირად იცვლება), მაგრამ აუცილებელია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ეკლესიური სწავლება წინააღმდეგობაში არაა მეცნიერულ ფაქტებთან. ამის გასაკეთებლად ორი რამაა საჭირო: ახალი მეცნიერული თეორიების კარგად ცოდნა და იმის გათვალისწინება, რომ წმინდა წერილი წმინდად მეცნიერულ ცოდნას არ იძლევა. გალილეო გალილეის ცნობილი გამოთქმის თანახმად, მეცნიერება გვამცნობს, თუ როგორაა ცა მოწყობილი, წმინდა წერილი კი ზეცაში მოხვედრის გზას გვიჩვენებს. წმინდა წერილს სიმბოლური, პრეფიგურაციული და პარაბოლური ენა აქვს, ყოველთვის შეიძლება წმინდა წერილის ტექსტების ისეთი ინტერპრეტირება და მეცნიერული ფაქტების ისეთი ფორმულირება, რომ გამოცხადებითი ჭეშმარიტება და მეცნიერება ერთმანეთში წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.
პაპი ფრანცისკე ცდილობს თანამედროვე კათოლიკურმა თეოლოგიამ ზუსტად ის გააკეთოს, რასაც ძველი დიდი ღვთისმეტყველები აკეთებდნენ – ჩაწვდეს უახლეს მეცნიერულ მიღწევებს, და იქ რაც მისთვის მისაღები და კარგია, ქრისტიანული მსოფლმეხედველობის ელემენტებად აქციოს.
იმისთვის რომ ეკლესიამ მეცნიერები მიიზიდოს, უნდა აჩვენოს, რომ მას მეცნიერება გულწრფელად აინტერესებს. ამას აკეთებს კათოლიკური ეკლესია, ხვდება მეცნიერებს და დიალოგს მართავს მათთან. ასევე თვითონაც ზრდის მის წიაღში პირველხარისხოვან მეცნიერებს. კათოლიკურ ეკლესიას უამრავი პადრე ყავს, რომლების მსოფლიო რანგის მეცნიერები არიან სხვადასხვა დარგში. (დიდი აფეთქების თეორიის წარმოშობაც კათოლიკე მღვდელმსახურს ლემეტრს უკავშირდება).
კათოლიკურმა ეკლესიამ ბევრი რამ ისწავლა გალილეის მაგალითზე, ჩვენს ეკლესიასაც შეუძლია კათოლიკური ეკლესიის გამოცდილება გაითვალისწინოს.

წყარო

წმიდა მამები ევოლუციის შესახებ

25/01/2017
By

sotvorenie_gროგორ უნდა გავიგოთ შესაქმის ექვსი დღე   სიტყვასიტყვით თუ სიმბოლურად? ეს საკითხი არასოდეს ყოფილა ძირითადი ეკლესიაში საღვთისმეტყველო კამათების დროს. მაგრამ არც ერთიანი მოსაზრება და თანხმობა ყოფილა ოდესმე: გამოთქვამდნენ სრულიად განსხვავებულ პოზიციებს, მათ შორის, წმიდანებიც.

უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი ერთ-ერთი მეტნაკლებად ნათელი მაგალითია იმ აზრთა სხვადასხვაობისა მეორეხარისხოვან საკითხებში, რომლებსაც არათუ არ განსჯიდა, არამედ მიესალმებოდა კიდეც ოდესღაც ნეტარი ავგუსტინე.

Read more »

პასქალური საკითხი ისტორიულ-კანონიკურ და მათემატიკურ-ასტრონომიულ ჭრილში

paschalion_00ვაგრძელებთ პუბლიკაციებს კალენდრულ თემატიკაზე და ამჯერად გთავაზობთ სტატიას პასქალურ საკითხზე, რაც კალენდრის თემატიკის საფუძველს წარმოადგენს. ნაშრომი მოკლედ, მაგრამ დეტალურად განიხილავს პასქალური საკითხის ისტორიულ, კანონიკურ, მათემატიკურ და ასტრონომიულ მხარეს. ნაშრომში მოყვანილია დღეს არსებული ორი პასქალური სისტემის – ალექსანდრიული და გრიგორიუსის – მეთოდიკა, რომლის გამოყენებითაც დათვლილია ჩვენი უფლის აღდგომის თარიღები 2000 – 2050 წლების შუალედისთვის და გამოთვლების შედეგები შედარებულია შესაბამის ასტრონომიულ მონაცემებთან. მიღებული შედეგები, რომლის გადამოწმებაც დაინტერესებულ მკითხველს ადვილად შეუძლია, მოწმობს, რომ მაშინ როდესაც ალექსანდრიული მეთოდით დათვლილი პასქალური ცხრილების სიზუსტე ხსენებულ პერიოდში დაახლოებით 31%-ია, გრიგორიუსის მეთოდიკა, რომელიც წარმოადგენს შესწორებულ ალექსანდრიულ პასქალურ მეთოდს, იძლევა 61% -ით უფრო მაღალ, ანუ 92%-იან სიზუსტეს.

ავტორი:
დიაკონი ირაკლი (ერეკლე) წაქაძე
ფილოსოფიის დოქტორი (ph.d.) პლაზმის ფიზიკაში

———————————————————————————————————————

აქვე წარმოგიდგენთ კალენდრულ თემაზე ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებულ სხვა ნაშრომთა ნუსხას

1) ქრისტიანული აღდგომისა და ებრაელთა პასექის თანხვედრის შესახებ
2) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ე. წ. “ახალი სტილი” (შესწორებული იულიუსის კალენდარი)
3) მილუტინ მილანკოვიჩი – შესწორებული იულიუსის კალენდარი
4) საეკლესიო კალენდრის თემაზე არსებული ფსევდოშემოქმედების შესახებ
5) ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი
6) ორი სტილი – ერთი კალენდარი
7) “შესწორებული იულიუსის” კალენდარი
8) კალენდრული საკითხის შესახებ
9) ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?
10) კალენდრული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა
11) 1948 წელს მოსკოვში გამართული მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირი და კალენდრული საკითხი
12) ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებული სასწაულები
13) ეკლესია და კალენდრული საკითხი ( შეგიძლიათ ამ ბმულზევე მოუსმინოთ ვიდეოლექციებს ამ თემაზე)
14) ერთ ინტერვიუში ფაქტების დაზუსტებისთვის
15) აღდგომის თარიღი

 

———————————————————————————————————————

Read more »

აღდგომის თარიღი

Equinox

მთავარეპისკოპოსი პეტრე (ლულიე),
მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში, 1994.

გთავაზობთ მორიგ ნაშრომს თემიდან: ეკლესია და კალენდრული საკითხი. ჩვენს ერთგულ მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ სფეროში არაერთი ნაშრომი დაიწერა თუ ითარგმნა და გამოქვეყნდა ჩვენს ბლოგზე. კალენდრული საკითხი დღემდე საეკლესიო წრეებში და არა მარტო საეკლესიო წრეებში ერთ-ერთ აქტუალ საკითხად გვევლინება. მიუხედავად მისი აქტუალობისა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ის რიგ ეჭვებს ან გაურკვევლობას ბადებს, ხშირია შემთხვევა, როდესაც მორწმუნე ადამიანი კარგად არაა გათვითცნობიერებული ამ საკითხში. შედეგად, არც თუ ისე იშვიათად ვღებულობთ ამ საკითხის მცდარ და ხანდახან საპირისპირო განმარტებას იქნება ეს რიგითი მორწმუნის თუ სამღვდლო პირის მხრიდან . უფრო მეტიც, ხანდახან მომსწრენიც ვხდებით ამ საკითხის საეკლესიო დოგმატურ სფეროში გადატანისა, რაც არასწორია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის სიტყვები, რომელიც მან 2016 წლის 31 იანვარს წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას წარმოთქვა: “კალენდარი: ზოგიერთი ეკლესია ძველ სტილზეა, ზოგი ახალზეა, მაგრამ ეს არ არის დოგმატი და ამიტომ დასაშვებია ეს…” [1]. სწორედ ამ საკითხის არადოგმატური ბუნებიდან გამომდინარე უფრო ადვილი აღსაქმელი და დასაშვები იქნება ის განსხვავებული პრაქტიკა, რაც დღემდე ეკლესიის წიაღში არსებობს და რასაც ადგილი ჰქონდა თუნდაც ადრეულ ქრისტიანულ სამყაროში. მიუხედავად ამისა, ეკლესიის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ეკლესიას მოუწია ამ საკითხისადმი თავისი პოზიციის გამომუშავება. ერთ-ერთი მათგანია ეკლესიის მიდგომა აღდგომის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით. სწორედ ამ თემატიკას ეძღვნება წარმოდგენილი ნაშრომი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს აღდგომის თარიღზე და მის ებრაული პასექის დღესასწალზე დამოკიდებულებაზე (უფრო სწორად კი მისგან დამოუკიდებლობაზე). ნაშრომს თან ერთვის მთარგმნელის შენიშვნები და 2016-2017 წლების აღდგომის თარიღების მონაცემები.

წყარო

სტატია ინგლისურიდან თარგმნა და მოამზადა დიაკონმა ირაკლი წაქაძემ

Read more »