მეცნიერება და რელიგია

საეკლესიო კალენდრის თემაზე არსებული ფსევდოშემოქმედების შესახებ

26/03/2012
By

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

ჩვენს ბლოგზე ბოლო პერიოდში განთავსდა საეკლესიო კალენდრის თემატიკისადმი მიძღვნილი რამდენიმე სტატია, სადაც კალენდრული საკითხი სხვადასხვა კუთხით იქნა გაშუქებული. კერძოდ [1]–ში წარმოვადგინეთ ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის მთავარეპისკოპოსის – პეტრე ლ’იულეს ნარკვევი, სადაც ავტორის მიერ დეტალურად არის წარმოდგენილი ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ პასქალიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. ბატონ ზურაბ კიკნაძის მიერ შემოთავაზებული პუბლიკაცია ძირითადად პოლემიკური ხასიათისაა, რომელიც გვთავაზობს არქ. რაფაელ კარელინის და მ. ანდრია ბოროდას სტატიების კრიტიკას [2]. Read more »

ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი[1]

ვაგრძელებთ საეკლესიო კალენდართან დაკავშირებული საღვთისმეტყველო, ისტორიული და კანონიკური ხასიათის პუბლიკაციების გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ ფრანგი მართლმადიდებელი მღვდელმთავრის, ნიუ იორკისა და ნიუჯერსის მთავარეპისკოპოსის (ამე) – პეტრე ლ’იულეს ნარკვევს, რომელშიც განხილულია ნიკეისპირველი მსოფლიო საეკლესიო კრების პასქალიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ამ საკითხთან დაკავშირებით საეკლესიო კრების წინაშემ მდგარი პრობლემები და საეკლესიოკრებისა და წმინდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის დამოკიდებულება აღდგომის დღესასწაულის თარიღის გამოთვლისა და აღნიშვნის წესთან დაკავშირებით.
პუბლიკაცია, სპეციალურად ბლოგისთვის, რუსულიდან თარგმნა,შენიშვნები და კომენტარები დაურთო არჩილ მეტრეველმა   Read more »

ორი სტილი – ერთი კალენდარი

ავტორი: ზურაბ კიკნაძე, ფილოლოგიურ მეცნიერებათადოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი
ჩვენს ბლოგზეუკვე რამდენიმე სტატიაა განთავსებული საეკლესიო კალენდრის თაობაზე: „კალენდრული საკითხის შესახებ;“, „კალენდრული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა“, „ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?და შესწორებული იულიუსის“ კალენდარი“. როგორც აჩვენებს გამოცდილება ეს საკითხი კვლავ აქტუალურიამრევლში და ხშირად დაპირისპირების საბაბიც ხდება. საკითხში უფრო კარგად გარკვევის მიზნით ვაგრძელებთ შესაბამისიპუბლიკაციების დადებას და ამჟამად გთავაზობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისემერიტუს პროფესორის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ კიკნაძის სტატიას:„ორი სტილი – ერთი კალენდარი“.


სტატიისბოლოში მცირე შენიშვნები დაურთო ზაზა ოსმანოვმა.
სტატია დაიბეჭდა კრებულში: ეკლესია გუშინ, ეკლესია ხვალ. თბ., 2002
Read more »

ევოლუციური ბიოლოგიის თანამედროვე კვლევების შესახებ

ავტორი: გელა თევზაძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი


ჩვენს ბლოგზე განთავსებულმა თემამ “შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იყოს ევოლუციონისტი?” ცხარე კამათი გამოიწვია, სადაც რამდენიმე კითხვა იქნა დასმული ევოლუციის ოპონენტთა მხრიდან. ვითვალისწინებთ რა ჩვენი მკითხველის თვალსაზრისს, გვსურს დავაკმაყოფილოთ მათი სურვილი და ამჯერად გთავაზობთ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის გელა თევზაძის სამ სტატიას, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ 24 საათის სამეცნიერო პოპულარულ სტატიათა რუბრიკაში სამ ნაწილად. გამომდინარე იმ კითხვებიდან რაც ჩვენი ბლოგის ფეისბუკის ფორუმზე დაფიქსირდა, აღნიშნული თემა წმინდა მეცნიერულ-პოპულარული ხასიათისაა და ავტორი საკითხს მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილავს. თითოეულ სტატიას რამდენიმე ილუსტრაციაც ახლავს, რომელთა მოკლე აღწერა ყოველი სტატიის ბოლოშია წარმოდგენილი. აღნიშნული სტატიები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც, თუ დიაკონ ანდრეი კურაევის მონოგრაფია “შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იყოს ევოლუციონისტი?” საკითხს საღვთისმეტყველო თვალსაზრისით განიხილავს, წინამდებარე სტატიები პრობლემას მეცნიერული კუთხით აშუქებენ, რაც ერთგვარად ავსებს ხსენებული მონოგრაფიის შინაარსს.
სტატია ქვეყნდება ავტორის ნებართვით, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას ცენტრის სახელით
Read more »

"შესწორებული იულიუსის" კალენდარი

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მემორანდუმი
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი, რომელთა შორისაც ჩვენი მართლმადიდებელი ძმები და დებიც არიან, ქრისტეშობას აღნიშნავს 25 დეკემბერს. ამიტომ გვსურს ყველა მათგანს მივულოცოთ შობის დღესასწაული და შემოგთავაზოთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მემორანდუმი კალენდრულ საკითხთან დაკავშირებით
მემორანდუმი ბლოგისათვის ინგლისურიდან თარგმნა და დაამუშავა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ

ქრისტიანობა და მეცნიერება

ატორი: დიაკონი ანდრეი კურაევი

4 ნოემბერი, 2011

ისტორიისა და კულტუროლოგიის თვალსაზრისით ნათელია, რომ მეცნიერება ეს არის ისტორიული მოვლენა. კაცობრიობის ისტორიაში იყო დიდი პერიოდები, იყვნენ სხვადასხვა კულტურები და ცივილიზაციები, რომლებიც არ იცნობდნენ მეცნიერებას, რომელთაც არ შეუქმნიათ სამყაროს მეცნიერული სურათი. თავად სამყაროს მეცნიერული წარმოდგენა იქმნება საკმაოდ გვიან და გააჩნია ძალიან მკვეთრი სივრცე-დროითი მიკუთვნება. სამყაროს მეცნიერული სურათი იბადება დასავლეთ ევროპაში XVI-XVII საუკუნეებში. ფაქტობრივად ეს პირველი მეცნიერული რევოლუციაა.

 

საქმე ის გახლავთ, რომ ამ დრომდე იყო პარამეცნიერული წარმოდგენები, მეცნიერებამდელი ცოდნა და ნატურფილოსოფია. მეცნიერებამდელ ცოდნაში ცოტა იყო ბოლომდე სწორი წარმოდგენები ჩვენ სამყაროსა და ადამიანის შესახებ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რეალობის და თვით ბუნების ყველა წარმოდგენაც კი არ არის მეცნიერება. დავუშვათ ჩუკჩა მიდის ტუნდრაში და იგონებს სიმღერას პრინციპით: „ვმღერი იმაზე, რასაც ვხედავ“. და ის მღერის: „ირემი სწრაფია, თოვლი თეთრი“. ცხადია, რომ ეს სავსებით მართალია – ერთიც და მეორეც. ანუ, სამყაროს ის სურათი, რომელიც საკუთარ თავში მან შექმნა, სავსებით მართალია. მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ის მეცნიერული სურათია.

Read more »

ქრისტიანობა თუ ანტიმეცნიერული დემაგოგია

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

თანამედროვე მართლმადიდებლურ პუბლიცისტიკაში მოიძებნება ისეთი სტატიები, რომელთა დამოკიდებულება თანამედროვე ბუნებისმეტყველების საკითხებთან არ არის სწორხაზოვანი და ხისტი [1–3]. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის, რადგან ამ დროს ის წარმოგვიდგება ცოცხალ ორგანიზმად, რომელიც ახორციელებს ქრისტეს მისიას სამყაროში. აღსანიშნავია, რომ ამის ფონზე ვხვდებით ისეთ პუბლიკაციებსაც, სადაც ხორციელდება თანამედროვე მეცნიერებათა დისკრედიტაცია, რაც ბუნებრივად წარმოქმნის ხელოვნურ წინაღობას ეკლესიის სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან დაახლოებისას. ერთი ასეთი მაგალითი ქართულ რეალობაშიც გვხვდება. ეს გახლავთ არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) მონოგრაფია, სადაც ის ცდილობს თანამედროვე ბუნებისმეტყველება წარმოგვიდგინოს, როგორც სრულიად უსარგებლო და ამავე დროს ქრისტიანობასთან დაპირისპირებული კონცეფცია [4]. ყოველივე ეს მეტად უცნაურია, მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს არაერთხელ აღუნიშნავს ეკლესიის და სამეცნიერო წრეების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ [5].

Read more »

მიმოხილვა დარვინის ნაშრომისა – “სახეობათა წარმოშობა” ავტორი: ჩარლი დიუბერი

წინამდებარე სტატიით ვაგრძელებთ თემას ევოლუციის შესახებ. ამჯერად გთავაზობთ ჩარლი დიუბერის დარვინის ნაშრომის – “სახეობათა წარმოშობა” – მიმოხილვას . ჩარლი დიუბერი, ფილოსოფიის დოქტორი მეცნიერების ფილოსოფიის განხრით, არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საველე მეცნიერი ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ რეგიონში. მას უკავია დეკანის და ლექტორის პოზიცია გუთენბერგის კოლეჯში, ორეგონის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები.

დრ. ჩარლი დიუბერიმ პირადად დაგვრთო ნება მისი ნაშრომის ქართულად თარგმნისა და ჩვენს ბლოგზე განთავსებისათვის, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

სტატია ქართულად თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.


Read more »

შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იყოს ევოლუციონისტი?

ავტორი: დიაკონი ანდრეი კურაევი

ვაგრძელებთ თანამედროვეობის ცნობილი რუსი ღვთისმეტყველისა და მისიონერის, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, სინოდალური საღვთისმეტყველო კომისიის წევრი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის კათედრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის დიაკონ ანდრეი კურაევის ნაშრომების გამოქვეყნებას ჩვენს ბლოგზე.

ამჯერად გთავაზობთ მისი ცნობილი მონოგრაფიის „Может ли православный быть эволюционистом“ ქართულ თარგმანს: „შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იყოს ევოლუციონისტი?“.

რუსულიდან ექსკლუზიურად ბლოგისთვის თარგმნა ზაზა ოსმანოვმა.

საბოლოო რედაქტირების დასრულებამდე ბოდიშს გიხდით ტექსტის შესაძლო მცირე ხარვეზების გამო.

სრულად წაკითხვა


შტრიხ კოდების შესახებ


ავტორი: ზაზა ოსმანოვი


ჩვენს ბლოგზე რამდენიმე ხნის წინ დაიდო ზურაბ ჯაშის სტატია „ბოლო ჟამი“ მართლ-მადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში, სადაც ავტორმა შეძლებისდაგვარად დაწვრილებით განიხილა ეს საკითხი ორი სხვადასხვა, ფაქტობრივად ერთმანეთთან დაპირისპირებული, კუთხით. იქ ზედმიწევნით კარგადაა მიმოხილული ბოლო ჟამთან დაკავშირებული სტერეოტიპები, რომლებიც ასე მომრავლდა უკანასკნელ ხანს და შეიძლება ითქვას, სერიოზული ზიანის მომტანი იქნება მორწმუნე საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. ზ. ჯაში განიხილავს ისეთ ფსევდოაპოკალიფტური აპოკრიფების თანამედროვე ნიმუშებს, როგორიცაა ანტიქრისტეს მეფობის მისაღებად მზადების აშკარა ნიშნები: არჩევნებზე მისასვლელად ამომრჩეველთა მარკირება, ელექტრონული პირადობის მოწმობები, სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენური აქტივობა დ.ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ ავტორი გვთავაზობს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ესქატოლოგიის შესახებ და ასკვნის, რომ იმ მძიმე და ნამდვილად სავალალო მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა ეკლესიის ტრადიციასთან ჭეშმარიტი დაბრუნება და განათლების დონის ამაღლებაა.
Read more »