მეცნიერება და რელიგია

ყურადღება

დეკანოზი დავით ციცქიშვილი

კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური
თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი
ეკლესიური მოღვაწეობის მთელ რიგ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყურადღების ამა თუ იმ მიმართულებით წარმართვას; იქნება ეს ლოცვა, სასულიერო ლიტერატურის კითხვა, თუ სხვა ღვთისმსახურებითი წესის შესრულება. ამ დროს, არცთუ იშვიათად, ვერ ხერხდება რა ამ ფსიქიკური პროცესის კონცენტრირება, მიღებული შედეგის გაუბრალოება, გაფერმკრთალება ხდება. ეს კი საეკლესიო წეს-ჩვეულებებით მოტანილი მადლის ნაკლებობას, შემცირებას იწვევს. იმისთვის, რომ როცა სასურველია, უფრო მეტად მოვახერხოთ ყურადღების სათანადო დონეზე წარმართვა, საჭიროა გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ ყოველივე ამას. Read more »

ასტროლოგია: მეცნიერება, თუ ფსევდომეცნიერება?

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

ბოლო პერიოდში ასტროლოგიის პოპულარობის ზრდის მომძლავრებულმა ტალღამ ისეთ საგანგაშო ზღვარს მიაღწია, რომ მთელი მედიასივრცე თითქმის ბოლომდე გაჯერდა ამ სრულიად წინააღმდეგობრივი და ძირშივე არამეცნიერული კონცეფციის მიმდევრებით. ასტროლოგიის აპოლოგეტთა ამბიციამ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ მისი ვარგისიანობის დასამტკიცებლად მეცნიერებაზე აპელირებენ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ ბუნებრივ მოვლენათა მანიპულირებით ახერხებენ ადეფტების დარწმუნებას ასტროლოგიის მეცნიერულობაში და ჭეშმარიტებაში.

Read more »

ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?

church+calendarავტორი: ზურაბ ჯაში

ჩვენს ბლოგზე განთავსებულმა სტატიამ „კალენდრული საკითხის შესახებ“, სადაც ავტორი აბათილებს დეკანოზ ბიძინა გუნიას მიერ თავის პუბლიკაციაში მოყვანილ ასტრონომიულ არგუმენტებს იულიუსის კალენდრის სიზუსტის თაობაზე, პატივცემულ დეკანოზში გამოიწვია უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საკითხის განხილვა მხოლოდ წმინდა ასტრონომიული ხასიათის. საქმე ის გახლავთ, რომ ზემოთ ნახსენები პუბლიკაციის ავტორი არის ასტროფიზიკოსი და ამიტომ მან მამა ბიძინას სტატიის კრიტიკული ანალიზი მეცნიერების თვალთახედვით შემოგვთავაზა, ფაქიზად აუარა გვერდი საღვთისმეტყველო მხარეს, რითიც შეინარჩუნა ჩვენი ბლოგის შესაძლო მაქსიმალური კომპეტენციის პრინციპი. ახლა გვსურს ეს ხარვეზიც აღმოვფხვრათ და შემოგთავაზოთ აღნიშნული პუბლიკაციის კრიტიკული განხილვა ეკლესიის ისტორიის, ღვთისმეტყველების, ეგზეგეტიკის და საეკლესიო კანონიკის კონტექსტში.

Read more »

ნეტარი ავგუსტინე ასტროლოგიის შესახებ

უკანასკნელი რამდენიმე წელია თითქმის მთელი მედია სივრცე გაჯერდა სხვადასხვა ასტროლოგთა წინასწარმეტყველებებით და შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ასტროლოგია ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გაკვირვებას იწვევს სწორედ მორწმუნე საზოგადოების ცხოველი ინტერესი ამ მეტად არა-მეცნიერული და სრულიად არა-ქრისტიანული ”კონცეფციის” მიმართ. ამიტომ ვიწყებთ სერიას სხვადასხვა ავტორიტეტულ ღვთისმეტყველთა ნაშრომებისა, რომელსაც გახსნის ნეტარი ავგუსტინეს ”აღსარებანი”-დან ცნობილი ამონარიდი, რომელიც ეძღვნება ასტროლოგიის მძაფრ კრიტიკას. (ელექტრონული ვერსიის დიდი ნაწილის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენი ბლოგის აქტიურ მკითხველს ბატონ ა. როგავას). მეცნიერული თვალსაზრისით ამ საკითხის კრიტიკული ანალიზი განთავსებულია ჩვენს ბლოგზე. აღნიშნული სტატიის სანახავად გაჰყევით ბმულს.

Read more »

ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, უეჭველია, რომ სტივენ ჰოუკინგი ცდება. შეუძლებელია სამყაროს ახსნა ღმერთის გარეშე

ავტორი: ჯონ ლენოქსი

წარმოგიდგენთ ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტის და ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორის ჯონ ლენოქსის მეტად საინტერესო სტატიას, რომელიც დაიბეჭდა ონლაინ ჟურნალში Mail Online. ავტორი ეხება თანამედროვეობის ცნობილი ასტროფიზიკოსის სტივენ ჰოუკინგის ფილოსოფიურ იდეებს, რომლებიც წარმოდგენილია მის რამდენიმე ბესტსელერში (A Brief History of Time, The Universe in a Nutshell, The Grand Design) და რომელთა რელიგიური ლეიტმოტივი შემდეგია: ფიზიკური კანონები სრულიად საკმარისია, რომ სამყარო შეიქმნას და ამისთვის ღმერთი არაა საჭირო. ჯონ ლენოქსი გვთავაზობს სტივენ ჰოუკინგის პოზიციის კრიტიკას და ასაბუთებს, რომ ღმერთის არსებობის გარეშე შეუძლებელია აიხსნას ფიზიკური სამყაროს მამოძრავებელი კანონების არსებობა და შედეგად თავად სამყაროს შექმნა.

სპეციალურად ბლოგისთვის თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

Read more »

ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი

წარმოგიდგენთ გადაცემას თემაზე “ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი“, რომელიც ჩაიწერა საპატრიარქოს ტელევიზიის არხზე ერთსულოვნება.

გადაცემის წამყვანი პროფ. გია მაჩაბელი

სტუმრად მიწვეულია ასტროფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი

ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი არის კონცეფცია, რომლის თანახმად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა-ასტროფიზიკა და ქიმია), იმისათვის, რომ სწორად ახსნან ბუნებაში მიმდინარე მოვლენები, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ სამყაროში ადამიანის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სამყაროს მიზერულ ნაწილს იკავებს. ეს კონცეფცია სავსებით ბუნებრივია რელიგიისთვის, თუმცა მეცნიერებაში მისი შემოყვანა და მით უმეტეს მისი სანდოობის ჩვენება უნდა მიანიშნებდეს მეცნიერებისა და რელიგიის საინტერესო კავშირზე. გადაცემაში აგრეთვე საუბარია იმ მეტად უცნაურ ფაქტზე, რომ ჩვენს სამყაროში ყველა ფიზიკური სიდიდე იმდენად ფაქიზადაა შერჩეული, რომ მათი უმნიშვნელოდ შეცვლა გამოიწვევდა სამყაროს ისეთ სახეცვლილებას, სადაც შეუძლებელი იქნებოდა სიცოცხლის და მით უმეტეს გონიერი არსებების გაჩენა და განვითარება. სამყარო მეტად კარგადაა აწყობილი და მომზადებული ადამიანის მასში შემოსვლისთვის.

ჩანაწერის საყურებლად გადადით შესაბამის ბმულებზე ქვემოთ

ნაწილი პირველი

ნაწილი მეორე

ნაწილი მესამე

კალენდარული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა

გთავაზობთ მღვდელი ვლადიმირ ხულაპის ნაშრომის ”კალენდრული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა” ქართულ თარგმანს. ავტორი სტატიაში მოკლედ, მაგრამ საკმაოდ დეტალურად, ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა იულიუსის, გრიგორიუსის და შესწორებული იულიუსის კალენდრები თავისი ცდომილებებით, პასქალია და ქრისტიანული პასქალური ცხრილები, პირველი მსოფლიო კრება და კალენდრული საკითხი კრების შემდეგ, და დასასრულს ეს ყველაფერი განხილული იქნება თანამედროვეობის ჭრილში.

 

 
მღვდელი ვლ. ხულაპი გახლავთ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სანკტ-პეტერბურგის მართლმადიდებლური სასულიერო აკადემიის პრორექტორი (http://www.spbda.ru/), დოქტორი ღვთისმეტყველებაში (რეგენსბურგი, გერმანია).

 

სტატია გამოქვეყნებული იყო ჟურნალში “Церковный вестник”, СПб, No. 3 за 2002 г და მისი დედანი განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.pagez.ru/jc/033.php
სტატიის ქართულ თარგმანზე სათანადო უფლებები ავტორისაგან აღებულია. სპეციალურად ჩვენი ბლოგისთვის სტატია თარგმნა დიაკვანმა ირაკლი (ერეკლე) წაქაძემ.
 

Read more »

გრავიტაციის მნიშვნელობა

ჯონ ლენოქსი

წარმოგიდგენთ ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტის და ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორის ჯონ ლენოქსის ვიდეო ლექციას, სადაც ავტორი საუბრობს სამყაროს შექმნის, გრავიტაციის და ღმერთის შესახებ. დიდ წილად საკითხი ეხება ცნობილი მეცნიერის სტივენ ჰოუკინგის ფილოსოფიური იდეების კრიტიკას და მტკიცებას, რომ სამყაროს შესახებ თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენები არანაირად არ გამორიცხავენ ღმერთის არსებობას.
ლექცია ინგლისურადაა და ბოდიშს გიხდით მათ, ვისაც არ გაქვთ საშუალება მისი მოსმენისა.

მეცნიერება და რწმენა

ავტორი: ლევან აბაშიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 30 ივნისი, 2006 წელი

აღნიშნული სტატია განთავსებულია ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის ვებ გვერდზე.

სიტყვა მეცნიერებაში მე ვგულისხმობ მეცნიერებას თანამედროვე გაგებით, რასაც ეწოდება საბუნებისმეტყველო მეცნიერება (science), რომელიც ჩამოყალიბდა XVII საუკუნიდან. ამ მეცნიერებას განუზომლად დიდი გავლენა აქვს თანამედროვე ცივილიზაციაზე და ის სულ უფრო მიუწვდომელი ხდება არაპროფესიონალებისთვის რაც შეიძლება ცრურწმენებისა და უსაფუძვლო შიშის წყარო იყოს.

კალენდრული საკითხის შესახებ

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

ბოლო დროს გაჩნდა ძალიან საინტერესო ტენდენცია. თუ აქამდე კალენდრულ საკითხს საეკლესიო ტრადიციის და კანონიკის კონტექსტში წარმოგვიდგენდნენ, ახლა უკვე არის მცდელობა, რომ მეცნიერულად გაამართლონ იულიუსის კალენდრის გამოყენება იმ “მოტივით”, თითქოს ის უფრო ზუსტია ვიდრე გრიგორიუსის კალენდარი ან ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდარი. საუბარი გვაქვს დეკანოზ ბიძინა გუნიას რამდენიმე ვრცელ სტატიასა თუ პუბლიკაციაზე, სადაც ავტორი ცდილობს კალენდრული საკითხი წარმოგვიდგინოს არა მარტო წმინდა წერილის; სჯულის კანონის დაწმინდა მამათა სწავლების ფონზე, არამედ აგრეთვე გვთავაზობს საკუთარი პოზიციის ასტრონომიულ “მოტივაციას”.

აქედან გამომდინარე საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნული პრობლემის დეტალური განხილვა, სხვადასხვა კალენდრულ სისტემათა შედარება და ამ საკითხის პასქალური თვალსაზრისით კრიტიკული მიმოხილვა.

სრულად წაკითვა