პუბლიცისტიკა

ცენტრის კვლევა საერთაშორისო ჟურნალში მოხვდა

05/04/2017
By

otcწმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი, უკვე 7 წელია ფუნქციონირებს,ითარგმნება ან მზადდება მაღალი დონის თეოლოგიური ნაშრომები, სტატიები, კვლევები და სიახლეები, თუმცა განსაკუთრებით გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ცენტრის ერთერთი დამფუძვნებლის დიაკონ, დოქტორ  ერეკლე წაქაძის კვლევა : “პასქალური საკითხი ისტორიულ-კანონიკურ და მათემატიკურ-ასტრონომიულ ჭრილში”, რომელიც ჩვენს საიტზე გასული წლის დეკემებრში დაიდო,  მისი ინგლისურენოვანი ვერსია გამოქვეყნდა საერთაშორისო მართლმადიდებლურ რეცენზირებად ჟურნალში INTERNATIONAL JOURNAL OF ORTHODOX THEOLOGY(აქედან შესაძლებელია ინგლისურენოვანი სტატიის  უფასო pdf ვერსიის გადმოწერა) , ვულოცავთ მ. ერეკლეს და ზოგადად ჩვენი ცენტრის ყველა წევრს და მეგობარს ქართულენოვანი თეოლოგიურ-მეცნიერული კვლევის ასეთი მაღალი დონის ჟურნალში განთავსებას.

ვაჟა-ფშაველა ქალთა უფლებების შესახებ

14/07/2016
By

3095478_origსადღეისო წერილი მეგობართან

მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი_ისინი ხომ მამაკაცები არიან _ ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალ-ტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: “კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ, სული ამოდის. ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო!” მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის… მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში… შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ…

წყარო

3 წერილი მ. ალექსანდრე შმემანის დღიურებიდან

17/06/2016
By

alexander_schmemann3 წერილი „მამა ალექსანდრე შმემანის დღიურებიდან“

1980წ. 21 თებერვალი, ხუთშაბათი.

პირველი ქრისტიანები სინანულის საიდუმლოებას იმ შემთხვევაში მიმართავდნენ თუ ეკლესიას ღალატობდნენ განხორციელებულსა და გამოხატულს რეალურად  და არა სიმბოლურად.

ცოდვა, პირველ რიგში, მოიაზრებოდა „ახალი ცხოვრების“ ზურგშექცევად, მისგან დაშორებად. ცოდვა არის ღმრთისაგნ განყოფა,დაშორება, ღალატი, რადგან სიწმინდე არაა მხოლოდ „ზნეობრივი სრულყოფილება“ , არამედ  ქრისტესადმი და მის მეუფებისადმი „ონტოლოგიური“ ერთგულება. სახარების ზნეობრივი სწავლება ესქატოლოგიურია და არა „ეთიკური“. ცოდვის არსი, უბრალოდ „კანონის“ დარღვევა კი არაა,  ღმრთისაგან, ჭეშმარიტი ცხოვრებისგან განვარდნაა (გამოყოფა).  ქრისტიანთათვის ცოდვა ქრისტეს ღალატია, მისგან და მისი ეკლესიისგან დაშორება. ამგვარად, აღსარების საიდუმლოება ახალ ცხოვრებასთან დაბრუნებაა სინანულის სახით.

Read more »

რომის პაპისა და მოსკოვის პატრიარქის შეხვედრის შესახებ

22/02/2016
By

pa-25507350-800x500ავტორი: თამარ გრძელიძე

წყარო: https://tamargrdzelidze.wordpress.com

წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უღრმეს მადლობას უხდის ცნობილ ქართველ ღვთისმეტყველს და საქართველოს ელჩს ვატიკანში ქალბატონ თამარს ამ და სხვა სტატიათა გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლების მოცემისათვის.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან თამარ გრძელიძე – თეოლოგიის დოქტორი, წმიდა საყდართან ელჩად დანიშვნამდე მუშაობდა როგორც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ჟენევა, შვეიცარია), რწმენისა და წყობის კომისიასთან თანამშრომლობით, ემსახურებოდა ქრისტიანთა ერთობას. საქართველოში მუშაობდა ქართული ჰაგიოგრაფიის მკვლევრად შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სკოლაში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ ჰაგიოგრაფიაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაზე, ისეთ საკითხებზე როგორიცაა მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი, ეკლესიოლოგია, ჰერმენევტიკა, ინტერ-კონფესიური დიალოგი.
***

ორ კვირაზე მეტია, რაც მართლმადიდებლური და კათოლიკური სამყარო მოცულია რომის პაპ ფრანცისკესა და მოსკოვის პატრიარქ კირილეს შეხვედრითა და ერთობლივი განცხადებით, ‘ერთობლივი დეკლარაციით’. ასობით ადამიანი გამოეხმაურა ამ ფაქტს, ბევრმა წინასწარ შეაფასა, მაგრამ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა თავად დეკლარაციის ტექსტს. რასაკვირველია, ჩემთვისაც ძნელი იყო, თავი ამერიდებინა ამ შეხვედრისა და ტექსტის შეფასებისთვის. ვფიქრობ, ამ ბლოგზე (იხ. ავტორის ბლოგი )კი უნდა გავაზიარო ინგლისურად გამოქვეყნებული ორი შეფასების სინთეზი.

Read more »

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” შესახებ

03/02/2016
By

law book and gavel“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” სახელმწიფო კანონებით დასჯა შორეულ პერსექტივაში უდიდესი ზიანის მომტანი იქნება თავად რელიგიებისთვის.

შეიძლება ამ კანონის მყისიერი ეფექტით ვინმე კმაყოფილი დარჩეს, მაგრამ, მომავალში ეს გამოიწვევს უფრო დიდ აგრესიას და გააძლიერებს ბრძოლას რელიგიის წინააღმდეგ. რელიგიის დამცველი ვერასოდეს იქნება სახელმწიფო. რელიგიის ნამდვილი დამცველი მისი მსახურების სიწმინდე, სიკეთე, მიუკერძოებლობა და ღვთის სათნო სამსახურია. ღმერთის და სიწმინდის შეურაცხყოფა შეუძლებელია.

ვისურვებდი, რომ სახელმწიფო მოღვაწეებმა არ ითამაშონ მოსახლეობის გრძნობებზე, გამოიჩინონ გამჭრიახობა და ამ კანონის დაუფიქრებლად მიღებით გამოუსწორებლად არ ავნონ თავად რელიგიურ ორგანიზაციებს.

 

დეკანოზი თამაზ ლომიძე

ბუნებური მოვლენა, ღვთის წყრომა და აუხილველი თვალი გონებისა

18/06/2015
By

news_44426ავტორი: ილია ჭავჭავაძე

ღმერთი ქრისტიანობისა შურისმაძიებელი ღმერთი არ არის

ტფილისი, 9 ივლისი

ჩვენს გაზეთში ზედიზედ მოწერილი ამბავია დაბეჭდილი: ერთი სოფელ კვათანიდამ და მეორე ლანჩხუთიდამ, ორივ ეს სხვადასხვა ადგილიდამ მოწვდილი ამბავი ერთსა და იმავე მიზეზს იძლევა, კაცი დაუკვირდეს ერთგვარს მოვლენას, რომელიც, ჩვენში რომ ვსთქვათ, “არ ახალია, ძველია” და მით, რასაკვირველია, არანაკლებ საყურადღებოა და ათასჯერ სათქმელი და სამოძღვრებელი.
ამ წერილების დამწერნი გულმართლად მოგვითხრობენ თუ რა, ზედმოქმედება იქონია სოფლელებზედ ოთხის ივლისის მიწისძვრამა. რა თქმა უნდა, რომ ეს ბუნებური მოვლენა, არაერთხელ ყოფილა ჩვენში თუ სხვაგან, ხალხმა ჯერ ყველაზედ უწინარეს ღვთის წყრომას მიაწერა, ცოდვათა გახშირების გამო მოვლინებულსა და ყველაზედ უწინარეს იგი ღონე იღონა, რომ წყრომა ღვთისა წყალობად გარდიქციოს და ღმერთი მოწყალების თვალით გადმოახედოს. ამისათვის აიღეს და სოფლის განაჩენით დაადგინეს, რომ კვირაში ერთი დღე პარასკევი შესწირონ ღმერთსა და სამუდამოდ იგი დღე იუქმონ.

Read more »

კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არის

19/05/2015
By
09-croce-di-cristoდაბნელებულ გონებაზე უფრო დიდი ბოროტება ცრუ სიმართლით დაბრმავებული გონებაა

ანზადა გვასწავლის: “ეჭვი უკუნი ღამეაო”. იგულისხმება ცუდი ეჭვი, შეურიგებელი წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის სულში წარმოიშობა. მას მოჰყვება აბსურდიზმი, ნიჰილიზმი, რომლის არსიც ნიცშემ ასე გადმოსცა: “რას ნიშნავს ნიჰილიზმი? – იმას, რომ უმაღლესი ფასეულობები კარგავენ თავიანთ ღრებულებას. მიზანი არ არსებობს, არ არსებობს პასუხი კითხვაზე: “რატომ?” ყველაფერი საეჭვო და უაზრო ხდება: აზრიცა და ცხოვრებაც. ადამიანი ღმერთისგან აღარ ღებულობს პასუხს, ამიტომ ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება. იგი იმედწართმეული და გზააბნეულია. არ იცის: სად არის, ვინ არის, რა ეძებოს, სად ეძებოს… აბსურდულ სამყაროში კი არც სიმართლე არსებობს და არც ტყუილი, არც უდანაშაულო და არც დამნაშავე, რადგანაც საზოგადოდ აღიარებული ორიენტირები დაკარგულია. სერაფიმ როუზი წერს: “აბსურდიზმი თავისი არსით ჩვენს სულებში ჯოჯოხეთის შემოჭრას ნიშნავს”.

ეჭვის დადებით და უარყოფით მხარეებსა და მის გამოვლინებებზე ლიტერატურაში გვესაუბრება ამერიკული აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მედიაველისტიკის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი.

Read more »

განმანათლებლობა და ქრისტიანობა

27/04/2015
By

vitruviano-300x336ავტორი: თეიმურაზ ბუაძე 

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერის” ნომრიდან)

ტერმინით – „განმანათლებლობის ეპოქა“ – აღნიშნავენ დასავლური ცივილიზაციის ისტორიის პერიოდს, რომელიც დაახლოებით XVII–XVIII საუკუნეებს მოიცავს. განმანათლებლობა უშუალოდ რენესანს მოსდევს და ამ უკანასკნელის სულისკვეთების ისტორიული განვითარების შედეგია. აქედან გამომდინარე, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა გარკვეული ასპექტებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. რენესანსული სულისკვეთების უმნიშვნელოვანესი გამოხატულება ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმია. ჰუმანისტებს სურდათ, ხაზი გაესვათ ადამიანის ავტონომიურობისა და თვითკმარობისთვის. ამ მიზნით, ისინი ცდილობდნენ მათი თანამედროვეების ემანსიპაციას შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესიისაგან, რაც, უპირველეს ყოვლისა, სქოლასტიკური ღვთისმეტყველებისა და კლერიკალების პოლიტიკური გავლენისაგან განთავისუფლებას გულისხმობდა. ჰუმანისტები ასევე ამტკიცებდნენ, რომ შუა საუკუნეების ქრისტიანული მორალი დაფუძნებული იყო წმინდანთა მიბაძვაზე, რაც, მათი აზრით, ხელს უშლიდა ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების თავისუფალ გამოხატვას. ზემოთქმულის მიუხედავად, ისინი დეკლარირებულად არასოდეს დაპირისპირებიან ქრისტიანობას, თვით კათოლიკურ ეკლესიასაც (ზოგიერთი პაპი თავს ჰუმანისტადაც კი მიიჩნევდა). ჰუმანისტების (ფიჩინო, მირანდოლა და სხვ.) მიზანი იყო, კლასიკური ავტორების გაიდეალების საშუალებით, შუა საუკუნეების კლერიკალური, საკრამენტალური ქრისტიანობა გარდაექმნათ ახალ, ოკულტური ელემენტებით გაზავებულ, „პლატონურ ქრისტიანობად“, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ანტიკური ეპოქის სამოქალაქო სათნოებებსა და ესთეტიკურ ღირებულებებზე.

Read more »

წმ. ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ საღვთისმეტყველო–ლიტერატურული წყაროს ძიება და ანალიზი

i250064549_67371_2[1]

ავტორი: ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია  ჭიღლაძე
 

კარგად ცნობილი ფაქტია, თუ რამხელა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დიდი ილიას პოემა „განდეგილმა“ დღიდან მისი გამოქვეყნებისა  ლიტერატურის კრიტიკოსთა შორის და ზოგადად ფართო საზოგადოებაში. თითქმის საუკუნენახევარი  გვაშორებს ამ დიდებული პოემის შექმნიდან (1883 წ.) და ეს აზრთა სხვადასხვაობა არ ცხრება: მასში ხედავდნენ და ხედავენ: 1. პესიმიზმის ქადაგებას (ესტატე ბოსლეველი, დავით კეზელი, კონსტანტინე გამსახურდია); 2. ბერმონაზვნობის (ანუ ამა სოფლიდან განდგომის) კრიტიკას და უარყოფას (კიტა აბაშიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, გრიგოლ კიკნაძე, გურამ ასათიანი); 3. განდეგილის დაცემა გაიაზრეს საქართველოს დაცემად (მარჯორი უორდროპი, აკაკი ბაქრაძე, ფატი ფირუაშვილი; ეს მომენტი ჩვენი აზრით სავსებით მართებულად გამორიცხა ნათელა ჩიტაურმა, იხ. მისი :„კვლავ ილიას „განდეგილის“ შესახებ“, ლიტერატურული ძიებანი 2002 №22; ჩვენის მხრივ კი დავამატებთ: განდეგილი კი არ დაეცა მხოლოდ, დამარცხებული ასრულებს ცხოვრებას, საქართველოს დანახვა განდეგილში ეროვნულ–პატრიოტული მოტივისათვის სრულიად მიუღებელი  ალეგორიაა); 4. სულიერი იდეალების და  ხორციელ გრძნობათა შეჯახებით გამოწვეული ტრაგიზმი (გერონტი ქიქოძე, დიმიტრი უზნაძე); 5. პირველად ყველაზე მართებულად „განდეგილის“ შინაარსს ჩაწვდა  აკაკი ბაქრაძე, რომელმაც ასე შეაფასა პოემის დედააზრი : “განდეგილში“ ილიას გამოყენებული აქვს ცოდვით დაცემის კლასიკური სიუჟეტი, მაგრამ ამჯერად დაცემა გამოწვეულია რწმენის ღალატით. ამდენად „განდეგილი“ რწმენის ტრაგედიაა. რწმენის ღალატი კი შედეგია ადამიანის გაორებისა და ნებისყოფის სისუსტისა.“  მაგრამ ა. ბაქრაძემ გაიმეორა რა მარჯორი უორდროპის აზრი განდეგილისა და საქართველოს იგივეობაზე, მცდარ დასკვნებიც გაიმეორა, რითაც გააბუნდოვნა „განდეგილის“ ანალიზი (ბაქრაძის დასკვნებს ძირითად ხაზებში იმეორებს ფატი ფირუაშვილიც).

Read more »

ცხოვრება წმინდა მამისა ჩვენისა სოფრონისა, ივერიის ახტალის ეპისკოპოსისა

cmsofroni 2თარგმანი და სქოლიოები   იოანე კაზარიანისა
რედაქტორი – ისტორიის დოქტორანტი, მამა ილია ჭიღლაძე

რედაქტორის წინასიტყვაობა

წარმოგიდგენთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის აქამდე უცნობ ფაქტებს, რომელიც დიდი ისტორიული და სულიერი მნიშვნელობისაა. ეს გახლავთ საქართველოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთა მღვდელმთავრის,  ბერძნული ეკლესიის მიერ კანონიზირებული წმინდანის, ახტალის (ისტორიულ ქვემო ქართლში, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში შემავალი დასახლებული პუნქტი) ეპისკოპოსის, ეროვნებით ბერძენის, წმ. სოფრონის (1738-1803 წ.წ.) ცხოვრება, რომელიც წინამდებარე სვინაქსარული ცხოვრების მთარგმნელმა იოანე კაზარიანმა გაგვაცნო და ჩვენი თხოვნით თარგმნა ბერძნული ორიგინალის  მართლმადიდებლური სომხურენოვანი გამოცემიდან: წმიდა სოფრონი ახტალელი, ერევანი, 2010, გვ. 13-20 (სომხურ ენაზე) და შედარებულია  ბერძნული სვინაქსართან (იხ. http://www.egolpion.com/ag-sofronios_axtaleias.el.aspx). წმ. სოფრონი ახტალელი ქართული ისტორიოგრაფიისათვის აქამდე სავსებით უცნობი პიროვნებაა, თუმცა ბერძნულ ეკლესიაში საკმაოდ ცნობილი და პატივდებული წმინდანია, მისი ხსენება დადგენილია 7 სექტემბერს. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი , რომ წმინდა სოფრონის პიროვნება  აქამდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისათვის. საჭიროა, ქართველ მეცნიერთა მიერ შესაბამისი პერიოდის ქართული ნარატული წყაროების დეტალური კვლევა, იქნებ აღმოჩნდეს მის შესახებ დამატები ცნობები. ახტალის  საეპისკოპოსო საქართველოს ისტორიაში საკმაოდ კარგად ცნობილი ეპარქიაა, ხოლო ახტალის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების და ფრესკული მხატვრობის უკვდავი შედევრი და სიამაყეა. ეს ტაძარი აიგო მეცამეტე საუკუნის დამდეგს საქართველოს ამირსპასალარის და ათაბაგის ივანე მხარგრძელის დაკვეთით, როგორც  მისი საძვალე და საეპისკოპოსო ცენტრი. ახტალის მღვდელმთავარი ატარებდა ტიტულს ”დიდი სომხითის მიტროპოლიტი”-სა და  მცხეთის საკათოლიკოსოს მღვდელმთავართა შორის, კათოლიკოს-პატრიარქის შემდგომ უპირატესი პატივის მქონე იყო.  დაახლოებით XV საუკუნისათვის (საქართველოსათვის  განსაკუთრებით კრიტიკულ ეპოქაში) ეს ეპარქია არსებობას წყვეტს. ახტალის ეპარქია აღდგა მეფე ერეკლე მეორის  ბრძანებით, როდესაც მან ანატოლიიდან ჩამოასახლა იქ ბერძენი მემადნეები ოქროსა და ვერცხლის მოსაპოვებლად. აქამდე ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილი იყო ამ პერიოდის ახტალის ორი ეპისკოპოსი: ვარლამ ერისთავი (შემდგომში საქართველოს პირველი ეგზარქოსი) და იოაკიმე ბერძენი. წინამდებარე  ბერძნული სვინაქსარული ცხოვრებიდან კი ვიგებთ, რომ მეფე ერეკლეს მათზე უწინარეს   ახტალის ეპისკოპოსად დაუგენია წმ. სოფრონი, რომელიც ამ ეპარქიას მართავდა 1777-1794 წლებში. საჭიროა წმ. სოფრონი ახტალელი ეპისკოპოსის სახსენებელი შევიდეს საქართველოს ეკლესიის კალენდარში. საქართველოში მოღვაწე, აქამდე  უცნობი წმინდანი, მღვდელმთავარი სოფრონ ახტალელი ჰფარავდეს ჩვენს ერს და სრულიად საქართველოს, ამინ!

Read more »