პუბლიცისტიკა

ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა

03/11/2014
By

quote-rosa2ავტორი– პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე (1859-1937)

აზნაურობითა მით, რომლითა

ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურნა,

მტკიცედ ჰსდეგით და ნუ კვალად

უღელსა მას მონებისასა თავს იღებთ

(გალ5.1)

დღესდღეისობით გამწვავებულია საკითხი მდედრობითი სქესის ამაღლებაზე, რაც შეიძლება ქალთა უფლებათა გაფართოებაზე და მამაკაცთა უფლებებთან გათანასწორებაზე. ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი გონივრულად ახსნა, განმარტება ბევრს ნათელს მოჰფენს სხვა, ჩვენი ცხოვრების შესახებ დაყენებულ საკითხებსაც. რას თხოულობენ ჩვენი დედები და დანი?! ისინი თავგანწირულად იბრძვიან, რათა მიიღონ მოქალაქეობრივი უფლებანი ისეთივე, როგორიც ეძლევათ მამაკაცებს და ამ უფლებათა ღირსეულად ასრულებისათვის თხოულობენ, მისცენ მათ საშუალება განათლებისა.

Read more »

მეცნიერებას ასარწმუნოებდა და სარწმუნოებას ამეცნიერებდა

30/10/2014
By

12864247“მე ვიცი სახილველი, ზღვაზე უფრო ღრმა და ლამაზი, ვარსკვლავებიან ცაზე უფრო დიდებული. ეს ახალგაზრდების სულის სიღრმეა”, – წერდა დიდი იტალიელი პოეტი პეტრარკა. ზნეობრივად წმინდა, მტკიცე, სულით ნათელი ახალგაზრდის აღზრდა ყველა ერის, ყველა ხალხის პედაგოგიური დოქტრინის ანი და ჰოეა. ამ საქმეში ოჯახთან და ეკლესიასთან ერთად გადამწყვეტი როლი სკოლასაც აკისრია. ყველა საგანს თავისი დატვირთვა აქვს სკოლაში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიტერატურის შესწავლა, რადგან იგი სულიერ საზრდოს აწვდის ახალგაზრდის გონებასა და გრძნობას. “მის გამონარკვევზედ აგებს იგი შემდგომ თავის რწმენას, თავის მოძღვრებას და ამ გამონარკვევის მიხედვით არჩევს ცხოვრების საგანს საზოგადო საქმიანობისთვის” (წმინდა ილია მართალი).

Read more »

რათა არ დაისადგუროს წყვდიადმა

27/10/2014
By

554921_404517869646995_1026744728_n ავტორი: პროფესორი ალექსი ოსიპოვი

რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება – აი, სამი ძირითადი მამოძრავებელი ძალა კაცობრიული ცივილიზაციისა, რომელიც ყოველთვის მიმართულია ერთი მიზნისაკენ – ადამიანისათვის სრულყოფილი კეთილდღეობის ძიებისაკენ. დღევანდელი სიტუაციის მიხედვით, ალბათ ზედმეტია ამ ძიების შედეგებზე ბევრი საუბარი; მსოფლიო დგას გლობალური კრიზისის ზღვარზე, რაც ქმნის იმის საშიშროებას, რომ მოისპოს არა მარტო მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ყველა მიღწევა, არამედ თავად სიცოცხლეც დედამიწაზე.

Read more »

ეპისკოპოს ანტონის აზრი ფშავ-ხევსურთა სარწმუნოებაზე

16/10/2014
By

post-18-1310661982

 

ავტორი: ვაჟა-ფშაველა

მკითხველებმა ვგონებ უნდა იცოდნენ ეპისკოპოს ანტონის აზრი ქართველ მთიელების სარწმუნოებაზე. ყოვლად სამღვდელო ანტონმა იმოგზაურა ფშავ-ხევსურეთში 1912 წ. ამ მოგზაურობის შედეგი, ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან სამწუხარო გამოდგა, რამაც ძალიან დაგვაღონა და დაგვაფიქრა. ეპისკოპოს ანტონს სასულიერო მთავრობის წინაშე ფშავ-ხევსურნი დაუხასიათებია როგორც წარმართნი კერპთთაყვანისმცემლები, სადაც ვითომ საჭირო იყოს ახლად გავრცელება ქრისტიანობისა მოძრავი ეკლესიების საშუალებით. ვიდრე ჩვენ მღვდელმთავრის გამოქვეყნებული აზრის აწონ-დაწონვას შეუდგებოდეთ, საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო ერთი ფაქტი: 18–19 წლის წინათ, ვიდრე ეპისკოპოსი ანტონი ინახულებდა ფშავ-ხევსურეთს, იქ მისიონერის როლს ასრულებდა ეპისკოპოსი ლეონიდი, ეპისკოპოს ანტონზე არა ნაკლებ განათლებული ფორმალურად და არა ნაკლებ რჯულისა და სარწმუნოების ერთგული, მაგრამ იმას არც ოფიციალურად, არც კერძო საუბრის დროს წარმართებად არ მოუნათლია ფშავ-ხევსურნი. არ ვიცით რამ აიძულა ყოვლად სამღვდელო ანტონი შაედგინა ასეთი მკაცრი ოქმი მთიელთა სარწმუნოებრივ მდგომარეობის გამო?!.

Read more »

ინტერვიუ ლევან გიგინეიშვილთან

06/10/2014
By
0თუ ეკლესიამ მხარი არ აუბა ისტორიას და თავის ლიტურგიულ ცხოვრებაში ჩაიკეტა, მაშინ ის გნოსტიკურ სექტად იქცევა

რუსუდან დარჩიაშვილი

 გვესაუბრება ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი.

თქვენი აზრით, როგორია რელიგიის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში? რა ადგილი უკავია ადამიანის სოციალურ და პირად ცხოვრებაში? რა უბიძგებს ადამიანს ღმერთის ძიებისკენ?

ძალიან ზოგადი კითხვაა, რადგან მასში არ არის განსაზღვრული რომელი რელიგიის როლი, რომელი საზოგადოების ცხოვრებაში… ამ განსაზღვრებების გარეშე ყოველი მსჯელობა შეიძლება წყლის ნაყვა აღმოჩნდეს. შევეცდები, ისეთივე პასუხი გავცე, როგორიც კითხვაა: რელიგიაში თუ ვიგულისხმებთ ყველა ეპოქაში მცხოვრები ადამიანების განცდას თუ რწმენას, რომ არის რაღაც პირველადი და ობიექტური მოწესრიგებულობა სამყაროში, რომელსაც ადამიანი არ ქმნის, რომლის შეცნობაც და აღმოჩენაც მას უსასრულოდ შეუძლია და რომლის შეცნობაზეც არის დამოკიდებული თვით ადამიანის ცხოვრების სისავსე და ბედნიერება, მაშინ ამ განცდას თუ რწმენას ნებისმიერ ცხოვრებაში, ძველსა თუ თანამედროვეში, არა მარტო აქვს, არამედ უნდა ჰქონდეს როლი. სოკრატე ამბობს, არ ღირს იცოცხლო ის სიცოცხლე, რომელშიც მის საზრისზე არ ფიქრდები; რელიგიაც, ფართო და დაუკონკრეტებელი გაგებით, სწორედ ამ საზრისის შესახებ ყველაზე სიღრმისეულ დაფიქრებასთანაა დაკავშირებული.

Read more »

მოდერნულობის რელიგიურ–ფილოსოფიური საფუძვლები

guligonieriავტორი: თემურ ბუაძე 

გამოვიდა  ჟურნალ “გული გონიერის” მე 8 ნომერი, რომლიდანაც გთავაზობთ ამ სტატიას, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას ჟურნალის რედაქციისადმი, ამ და სხვა სტატიების გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლებისათვის 

ჩვენ ხშირად გვესმის, ან ვკითხულობთ, რომ მოდერნულ, უფრო სწორად, პოსტმოდერნულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს კონსტატაცია ჩვენი ყოფიერების მხოლოდ ტექნოლოგიურ ასპექტს არ მიანიშნებს, ცხადია, ის გულისხმობს ჩვენი მსოფლმხედველობის განმსაზღვრელ ფუნდამენტალურ ელემენტებს. Read more »

შინაარსი ჭეშმარიტ მოქალაქეობის (მამაო ჩვენოს განმარტება)

Grzegorz_Peradzeდა ჰრქვეს მოწაფეთა იესოს: „უფალო, გვასწავლე ჩვენ ლოცვა, ვითარცა იოანემ ასწავლა მოწაფეთა თვისთა“.
ხოლო მან ჰრქვა მათ, როდესაც ილოცევდით სთქვით: მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეთცა ქვეყანასა ზედა!
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა,
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალა და დიდება უკუნისამდე. ამინ. Read more »

სტუდენტი

peterავტორი – ა.პ. ჩეხოვი

ნახატი ვალენტენ დე ბულონისა (1591-1632) “პეტრეს უარყოფა” 

     *    *    *

თავიდან კარგი, წყნარი ამინდი იყო. შაშვები ჭახჭახებდნენ და სადღაც ახლოს, ჭანჭრობში რაღაც ცოცხალი შესაბრალისად ზუზუნებდა – თითქოს ცარიელ ბოთლში სულს უბერავდა. ტყისქათამამ გადაიფრინა და გაზაფხულის ჰაერში გასროლა მჭექარედ და მხიარულად გაისმა. მაგრამ როცა ტყეში ბინდი ჩამოწვა, აღმოსავლეთიდან ცივმა გამყინავმა ქარმა დაუბერა, ყველაფერი დადუმდა. გუბეები ყინულის ნემსებმა დაფარეს და ტყე უკაცრიელი გახდა. ზამთრის სუნი დატრიალდა. Read more »

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე – 2014 წელი

6bd59506175d222286690d4da5504344უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II

სააღდგომო ეპისტოლე

,,წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს,

სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს” (ფს. 84,10). Read more »

ბავშვობას აქვს შედეგები

lass_die_kindheit_hinter_dir-9783423347082„მიუხედავად  იმისა თუ  რა მნიშვნელობას  ანიჭებთ  საკუთარ ბავშვობას დღეს, პასუხი  მრავალ კითხვაზე შორეულ  წლებში დევს.  ამ კითხვებს  ხშირად უსვამთ საკუთარ თავს და მათ  ერთი მთავარი კითხვა  აერთიანებთ:  „რატომ ვარ ისეთი, როგორიც  ვარ?““  –  წიგნიდან  „უკან  მოიტოვე  ბავშვობა“ უ. ნუბერ, 2009 / „Lass die Kindheit hinter dir“,  U. Nuber, Campus Verlag, Frankfurt/New York 2009

გერმანულიდან თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

ბავშვობას აქვს შედეგები

კარგი მოგონებები, ცუდი მოგონებები, მოგონებების არარსებობა  – მიუხედავად იმისა თუ  რამდენად ცოცხალია  წარსული  თქვენში და ასევე, მიუხედავად იმისა თუ რამდენად დაინტერესებულხართ  აქამდე თქვენი აღზრდით – ერთი რამ ცხადია: თქვენ გქონდათ ბავშვობა. ამ ბავშვობას აქვს შედეგები. განცდები ადრეული წლებიდან კვალს ტოვებენ ჩვენში.  ისინი ჩვენი „ცხოვრების რუკაზეა“ აღბეჭდილი. მსაგავსად ნამდვილი რუკისა, რომელზეც ყველა გზა, ადგილი და მდინარე მოჩანს, ჩვენს შინაგან რუკაზეც მონიშნულია ყველა ჩვენი ადრეული განცდა მასში  მონაწილე  ადამიანებთან ერთად. მათმა შესახედაობამ,  სიცილმა, ჩაცმის სტილმა, ასევე შეხედულებებმა, გაფრთხილებებმა, შექებამ და კრიტიკამ, ალერსმა და გულგრილობამ  გავლენა იქონია   და ყველაფერი აღიბეჭდა ჩვენში.  „ყველა ადამიანს ჰყავს ბიოლოგიური მამა და დედა. შეიძლება ადამიანს არ უყვარდეს ისინი,  არ აღიარებდეს და  არ ენდობოდეს  მათ. მაგრამ, ისინი არსებობენ  მათი სახეებით,  ქცევით, მანერებით და მანიებით, მათი ილუზიებით და იმედებით.  მათი ხელების და ცერების ფორმა,  თვალების და თმების ფერი, ლაპარაკის მანერა, მათი აზრები და  სავარაუდოდ მათი სიკვდილის ასაკი, ყველაფერი ეს შევითვისეთ ჩვენში“,  წერს ფრანგი მწერალი ჟან-მარი  გ.  ლეკლეზიო.

Read more »