პუბლიცისტიკა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი დიპტიხში

1800355_224291177767075_597660871_nინტერვიუ ისტორიის დოქტორანტთან, მღვდელ ილია ჭიღლაძესთან

ჟურნალისტი: თეონა ნოზაძე

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე ილია მეორემ წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია.„ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება,“ – ბრძანა უწმინდესმა. რას  ნიშნავს დიპტიხი და რის მიხედვით ენიჭება ადგილი ეკლესიას დიპტიხში?

ბერძნული სიტყვა დიპტიხი (δίπτυχος) ქართულად ითარგმნება როგორც ”ორად დაკეცილი”, ანუ ”ორკარედი” (”ორფრთიანი”), ასე ეწოდებოდა თავისი ფორმის გამო იმ მოსახსენებელს, რომელშიც ჩამოწერილი იყო და არის ეკლესიათა მეთაურების სახელები და ტიტულებები.

Read more »

დავით აღმაშენებელი

დავით აღმაშენებელი

ავტორი: წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)

არ ვიცით, სხვა როგორ ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს – ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, – რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.

Read more »

ადამიანები და ცხოველები ღვთის საბრძანებელში

03/02/2014
By

F130ავტორი: რობერტ ფლანაგანი

გთავაზობთ მეტად საინტერესო სტატიას, რომელიც ეხება ადამიანების და ცხოველების ურთიერთობას წმინდა საღვთისმეტყველო პოზიციიდან.

სტატია ინგლისურიდან თარგმნა და მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ გოგუაძემ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.

Read more »

ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე

img_1198918130

ავტორი: ფ. დოსტოევსკი

მთარგმნელი წერეთელი ფატმან

I

ბიჭი “პატარა ხელით”

ბავშვები უცნაური ხალხია.

ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე ვიღაცამ იზრუნა. ბიჭი დადიოდა `პატარა ხელით~. ეს მახასიათებელი ტერმინი, რომელიც მოწყალების თხოვნას ნიშნავს, თვით მაწანწალა ბავშვებმა მოიგონეს. ქუჩაში ამ ბიჭის მსგავსს ბევრს წააწყდებით, ისინი თქვენს ირგვლივაც დაძრწიან და რაღაც გაზეპირებულ სიტყვებს გაიძახიან. თუმცა ეს ბიჭი ყველასგან განსხვავდებოდა, ლაპარაკით არავის აწუხებდა, მისი ყოველი სიტყვა უმანკოდ და უჩვეოლოდ ჟღერდა, თან ნდობით სავსე თვალებით შემომცქეროდა.

Read more »

პატიოსანი ქურდი (უცნობის ჩანაწერებიდან)

0001-001-Tema-F.M.-Dostoevskij-Etapy-biografii-i-tvorchestvaავტორი: ფ.მ. დოსტოევსკი

თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

ერთ დილას, როცა სამსახურში წასასვლელად გავემზადე, ჩემი მზარეული, მრეცხავი და დიასახლისი აგრაფინა შემოვიდა და ჩემდა გასაკვირად საუბარი გამიმართა. ეს უბრალო დედაკაცი აქამდე ისეთი სიტყვაძუნწი ვინმე იყო, რომ გარდა ყოველდღიური, თითო-ოროლა კითხვისა იმაზე, თუ რა კერძი მოემზადებინა სადილად, სიტყვა არ დაუძრავს თითქმის მთელი ექვსი წლის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი გამიგია მისგან.

Read more »

განათლების უპირატესობა

(გამოხმაურება სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშზე)

ავტორი: არჩილ მეტრეველი

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში რელიგიური ნიშნით ძალადობამ წინა წლებთან შედარებით იკლო, მაგრამ ქსენოფობიური დამოკიდებულება და რელიგიური შეუწყნარებლობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ანგარიშში აღწერილი ორი ინციდენტი, რომელიც 2012 წელს სოფ. ნიგვზიანსა და სოფ. წინწყაროში მოხდა, არსებითად წარმოადენს პრობლემის პრაქტიკულ გამოხატულებას და საკითხის ირგვლივ მსჯელობაც სწორედ ამ ორი ინციდენტის ანალიზის სახითაა გადმოცემული. დაპირისპირების ფაქტების აღწერისას ძირითადი ადგილი დათმობილი აქვს პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს მონაწილეობის წილისა და ფორმის კრიტიკას, თავად დაპირისპირების საფუძველსა და შინაარსზე კი ნაკლებადაა საუბარი. Read more »

ქალები – აღდგომის მაცნეები

JesusKneelstoaWoman
ავტორი:  პროტოპრესვიტერი
ალექსანდრე შმემანი

 რუსულიდან თარგმნა თეონა რუხაძემ


ქრისტე აღდგა! ეკლესია აღდგომიდან მეორე კვირას, იხსენიებს მენელსაცხებლე დედებს, ანუ იმ ქალებს, რომლებიც დილაადრიანად მივიდნენ ქრისტეს საფლავთან, რათა მისი სხეული დაკრძალვისთვის მოემზადებინათ. აქ კი მისი აღდგომის პირველი მოწმეები გახდნენ. სახარების მიხედვით, ქრისტე პირველად მათ ეცხადება, მათ ეუბნება: „გიხაროდენ!“ მათ აგზავნის მოციქულებთან აღდგომის მაცნეებად. და აი, ამასთან დაკავშირებით დროული და მიზანშეწონილია დავაკვირდეთ ქალთა სახეებს, როგორად გვიხატავს მათ სახარება. ჩავუფიქრდეთ ქრისტიანულ სწავლებას, ანდა იქნებ უკეთესია ვთქვათ _ ქალთა ქრისტიანულ განცდებს, რადგან სწორედ სახარებაშია ყველაზე უკეთ ფესვგადგმული და ნაჩვენები ეს განცდები, და ის, თუ რა ადგილს იკავებენ აქ ქალები. Read more »

„უფლებადამცველთა“ უპასუხისმგებლობა

306676_10151021317726839_313604543_n

ავტორი: არჩილ მეტრეველი

სათაურში მოცემული სიტყვათშეთანხმება თავისთავად წარმოადგენს თემასაც და თემის მიმართ დამოკიდებულებასაც. თუკი უფლებას პასუხისმგებლობის გარეშე გავიაზრებთ მივიღებთ აგრესიულ ეგოიზმს, რაც სხვათა უფლებების აღიარებს გამორიცხავს, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვათა უფლებების საკუთართან გათანაბრებას მაინც. უფლება, თავისთავად, ისეთი ფენომენია, რომელიც ან უნივერსალური შინაარსით არსებობს, ან საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, თუ „სხვისი უფლება“ არ არსებობს, არ არსებობს არც „საკუთარი უფლება“.

უფლების უნივერსალურობის გააზრება მისი უპირობო, საყოველთაო და თანასწორი აღიარებისკენ გვიბიძგებს. უფლებისა და პასუხისმგებლობის თანაბარი განცდა შობს ფართო და მრავალფეროვან სივრცეს, სადაც ადგილი „ყველასთვის“ მოიპოვება. ამ სივრცის არსი გამოიხატება მის წევრთა განწყობაში – არ დაისაკუთრონ ის მთლიანად, ანუ დატოვონ ადგილი „სხვებისთვისაც“. ეს განწყობა უფლების ფენომენის გულწრფელი გაცნობიერებისა და განცდის შედეგია და სხვაგვარად ვერ მიიღწევა. Read more »

საეკლესიო თემები მედიაში (ღია წერილი „24 საათს“)

07/02/2013
By

levan abashidzeავტორი: ლევან აბაშიძე

3 თებერვალს გაზეთში Weekend („24 საათის“ ყოველკვირეული გამოცემა) გამოქვეყნდა ლადო გოგიაშვილის წერილი: “პარლამენტი, თეოლოგია და…

სამწუხაროდ ეს წერილი შეიცავს მრავალ უზუსტობას და ზერელე დასკვნებს, რასაც შეცდომაში შეჰყავს მკითხველი და ხელს არ უწყობს დასმულ საკითხებში ნათლის შეტანას.

ჩემი რეპლიკა სრულიადაც არ ნიშნავს რომ მე არსობრივად არც ერთ საკითხში არ ვეთანხმები ავტორის დასკვნებს. დიახ, პარლამენტის (შესაძლო) გადაწყვეტილებას აღიჭურვოს საპატრიარქო სამეცნიერო ხარისხის მინიჭების უფლებით მეც არ ვეთანხმები და საქართველოს ეკლესიაში არსებული განათლების სისტემას მეც კრიტიკულად ვუდგები. მაგრამ  გაზეთის ფურცლებზე არაკვალიფიციური მსჯელობა  მხოლოდ აზიანებს კონსტრუქციული და არსობრივი კრიტიკის საქმეს. სხვა სიტყვებით, ჩემი კრიტიკა  სტატიის ხარისხს უფრო ეხება ვიდრე მის დასკვნებს.

Read more »

წმ. თეოფანე დაყუდებული არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ

04/02/2013
By

seti1

ავტორი: წმინდა თეოფანე დაყუდებული

დღეს ასტრონომიაში და განსაკუთრებით ისეთ თანამედროვე მულტიდისციპლინარულ დარგში, როგორიც ასტრობიოლოგიაა სრული სერიოზულობით მიდის მსჯელობა სიცოცხლის არსებობის შესახებ დედამიწის გარდა, სამყაროს სხვა ადგილებშიც. ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ საიტზე მსგავსი კითხვით მოგვმართეს და მეორე მხრივ, სავსებით ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კითხვები მორწმუნე საზოგადოებაშიც არსებობს, გვსურს წარმოგიდგინოთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენლის წმინდა თეოფანე დაყუდებულის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ მისი თვალსაზრისი მეტწილად ძალიან მეცნიერული მიდგომით ხასიათდება, რის გამოც ინტერესი ამ წერილის მიმართ კიდევ უფრო იზრდება. ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ წმ. თეოფანე პასუხობს მის სულიერ შვილს, რომელმაც სავარაუდოდ კითხვით მიმართა მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  [1].


ექსკლუზიურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

წყარო

Read more »