პუბლიცისტიკა

სწავლება განსაწმენდელის შესახებ – მართლმადიდებლური დამოკიდებულება

kibe

ავტორი – ეპისკოპოსი ილარიონი (ალფეევი)

ამონარიდი წიგნიდან “რისი სწამთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს?”

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა 

როცა მართლმადიდებელი ეკლესია ჯოჯოხეთში ტანჯვას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოგმატად აღიარებს, ის ამით არ ამბობს, რომ ეს ტანჯვა გარდაუვალია ყველა ცოდვილისათვის. პირიქით, ის ლოცულობს “„შეპყრობილთათვის ჯოჯოხეთს შინა“ და სწამს, რომ პატიება არა კაცთაგან არის, არამედ “რომელი ეწყალის ღმერთსა” (რომ. 9:16). ღმერთსა, “რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ”(I ტიმ. 2:4) რომელსაც სურს “ყოველთა სინანულად მოსვლაჲ”(I პეტრ. 3:9) და მისთვის შეუძლებელი არაფერია: ეკლესიის ლოცვითა და თავისი წყალობით მას ჯოჯოხეთიდან იმგვარი ადამიანების  ამოყვანაც კი შეუძლია, ვინც სიცოცხლეში უარყოფდა და უპირისპირდებოდა მას. Read more »

“რჩეული ერის” გაგება ქართულ ჰაგიოგრაფიაში

xatis_gamokvaneba

ავტორი – ეკა ჭყოიძე

ნაშრომი დაიბეჭდა ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალში – “კადმოსი” 2.2010

© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

საკვანძო სიტყვები: ჰაგიოგრაფია, იდეოლოგია, მესიანიზმი, ათონი, შუა საუკუნეები

მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში  ქრისტიანობაზე მოქცევით საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დაიწყო. ახალმა რელიგიურმა ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იდენტობის ჩამოყალიბების საქმეში. ქართული ნაციონალური იდენტობა საკმაოდ გამოკვეთილადაა ნიშანდებული რელიგიურად. “ქრისტინობა, ეს არაქართული ფენომენი, ფუნქციონირებას იწყებს როგორც ქართული იდენტობის მარკერი. ქართული ერთობა, რომელიც აქამდე საერთო წინაპრის ერთობად მოიაზრებოდა, ტრანსფორმირდა სულიერ ერთობად. ერთობად ქრისტეში” [ჩხარტიშვილი 2007:17].  Read more »

რა არის რწმენა

19/12/2012
By

faithავტორი: დიაკვანი გურამ ოთხოზორია

აღსანიშნავია ქართულ მეტყველებაში სიტყვა „რწმენის“ სინონიმი – დაჯერება. მე მწამს, ანუ მე მჯერა, რომლის ფუძეა – ჯერ, ჯეროვანება – ანუ კმაობა, სისრულე, სისავსე; ისეთი განცდა, როცა შინაგანად ფლობ სისავსეს და დამატებით, გარედან არ საჭიროებ, არ ეძიებ ამ მოწმობის გამაგრებას, „მორწმუნეს თა­ ვის თავში აქვს მოწმობა“ – ამბობს იოანე მახარობელი. ჯერება,­ დაჯერება ასევე ნიშნავს მორჩილებას. საქმე მო­ციქულთა 28,24­ში წერია: „ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარა­ კევს, სხვებმა კი არ იწამეს“. მთაწმინდელის თარგმანში კი გვაქვს: „და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს.“ ბერძნულ, ანუ ორიგინალის ტექსტში წერია: „დე ეპისტუნ“ – არ იწამეს. თუ სიტყვა წამებას ჯერებად შევცვლით – ანუ“არ დაუჯერეს“ – მაშინ ამ ერთი სიტყვით ურჩობასაც გამოვ­ ხატავთ და ურწმუნოებასაც – არ ერჩდნენ – ანუ, არ დაემორჩილ­ ნენ, არ დაუჯერეს, არ ირწმუნეს პავლეს სიტყვების. იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამბობს: „ვისაც სწამს ძე – აქვს მარადიული სიცოცხლე, ხოლო ურჩი ძისა დასჯილია.“ ურჩი, ანუ ურწმუნო, უჯერო.

Read more »

ფანატიზმის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები

27/08/2012
By

ავტორი: მღვდელი გიორგი ჩესტიაკოვი (1953–2007)

წარმოგიდგენთ საინტერესო სტატიას “ფანატიზმის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები”, რომლის ავტორი გახლავთ მეცნიერი სასულიერო პირი (როგორც მას ხშირად მოიხსენიებდნენ), მ. გიორგი ჩესტიაკოვი. მცირე ინფორმაცია მის შესახებ: მ. გიორგიმ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1975 წელს ისტორიის სპეციალობით და ამავე დარგში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე მუშაობდა დოცენტის თანამდებობაზე. ფლობდა ლათინურ, ძველ ბერძნულ, ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

სტატია რუსულიდან თარგმნა ლევან სულაბერიძემ

Read more »

რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი სტატუსი საქართველოში

“როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი რელიგიური არჩევანი და ჩვენი რელიგიური გაერთიანების დოქტრინა, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობებს კანონმდებლობით არეგულირებს. შესაბამისად, ჩვენც ვალდებულები ვართ ვემორჩილებოდეთ კანონს ან სამართლიანად ვაპროტესტებდეთ მას. სახელმწიფოს ფუნქცია არ არის რელიგიურ დოქტრინათა ჭეშმარიტება-სიმცდარე არკვიოს. სახელმწიფო გაცილებით უფრო დაბალ ნიშნულს იცავს. მისი ინტერესია, რომ არსებული რელიგიური გაერთიანებები არ არღვევდნენ საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ და ინდივიდუალურ ღირებულებებსა და წესრიგს; ერთი რელიგიური გაერთიანება არ ზღუდავდეს მეორეს თავისუფლებას; ხელი არ ეშლებოდეს თავისუფალ მისიონერობას და ა.შ. ამასთანავე, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ერთგვარი ბალანსი და მისიონერობის თავისუფლების დაცვას პროზელიტიზმის აკრძალვა დაუპირისპიროს”.

ავტორი: არჩილ მეტრეველი

მოხსენება წაკითხულ იქნა “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისათვის” და “რელიგიების კვლევის ცენტრის” მიერ ორგანიზებულ პოდიუმ-დისკუსიაზე: “რელიგია, თავისუფლება და ტოლერანტობა საქართველოში” (თბილისი, 29.03.2012.)

Read more »

ხუთი მიზეზი, რის გამოც მონასტერში არ უნდა მივდიოდეთ

 ავტორი: ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი იონა

გთავაზობთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი იონას სტატიას, სადაც ის საუბრობს მეტად გავრცელებული მოვლენის შესახებ. კერძოდ სტატია ეხება მონასტრული წესის ერში პრიმიტიულად გადმოტანის მცდელობას, რასაც არც თუ იშვიათად შეიძლება შეხვდეს ადამიანი მორწმუნე საზოგადოებაში და რაც წარმოადგენს კლასიკურ ნიმუშს, თუ როგორი არ უნდა იყოს „სულიერება“.

სტატია დაიწერა მაშინ როდესაც მეუფე იონა გახლდათ მღვდელმონაზონი წმ იოანე მაქსიმოვიჩის სახელობის მონასტერში.

ექსკლუზიურად ბლოგისთვის თარგმნა ღვთისმეტყველების მაგისტრმა თამარ გოგუაძემ
წყარო იხილეთ ამ ბმულზე

Read more »

ერთი მგალობლის მოსაზრებები დღევანდელი ქართული გალობის შესახებ

ავტორი: თამაზ გაბისონია, მგალობელი,მუსიკოლოგიის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ახლახან საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ქართველი მგალობელი წმინდანები დაადასტურა ღვთის წინაშე ჩვენთვის მეოხთა შორის. გარდა იმისა, რომ ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის ყოველი ახლადაღიარებული წმინდანი სულიერი ცხოვრების ახალი ორიენტირია, ფილიმონ ქორიძე და ძმები კარბელაშვილები, ცოტა ხნისწინ ასევე კანონიზირებულ ექვთიმე აღმსარებელთან ერთად ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ღვთივსათნოდ გაწყობისა და ღვთისმსახურებაში დანერგვის შემწეებად მოიაზრებიან.
ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპატრიარქო ქართულ ტრადიციულ გალობას ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად უჭერს მხარს – 2011 წელს მან ქართული გალობის შეწევნისათვის საკმაოდ დიდი თანხა გამოჰყო, რაც ხუთ პროექტს მოხმარდა (ეპარქიებში შერჩეული გუნდების მიერ საჩვენებელი წირვა-ლოცვების ჩატარება; ეპარქიული გუნდების ჩამოყალიბება, თბილისის ტაძართა სამგალობლო გუნდების მოსმენა-კონსულტაციები, ქართული გალობის მუსიკალური ენის მეთოდურ-სამეცნიერო კვლევა და კარბელაანთ კილოს საგალობელთა კრებულის მომზადება). ამ პროექტებზე (სახეცვლილი სახით) და სხვა მსგავს პროექტზე მუშაობა, იმედია შემდგომშიც გაგრძელდება.
ერთი შეხედვით, ქართული გალობა აღორძინებასგანიცდის. შესაძლოა, ეს ასეცაა, მაგრამ – ძალიან ნელი ტემპითა და დაკლაკნილი გზით. ”მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა” – იტყოდა პოეტი.

Read more »

მეოთხე პასუხი დავით თინიკაშვილს – forever

დეკანოზი ლევან მათეშვილი

ამ წერილის დასაწყისში მინდა ყველას შობა მივულოცო, უპირველეს ყოვლისა კი ბ–ნ დავითს და მინდა საჯაროდ პირობა დავდო, რომ ეს ბოლო წერილია ამ პოლემიკის ფარგლებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დისკუსია იმ ფაზაშია შესული, როცა არა სიმართლის დადგენას ემსახურება, არამედ ბოლო სიტყვის დატოვებას, კამათის სულით შეპყრობას, შესაბამისად, ბ–ნ დავითს მინდა ვურჩიო, რომ ილუზია არ ჰქონდეს „ნეიტრალური“ ადამიანების მონადირების და სიმართლის დალაგების, შეისვენეთ, დაე, მცენარეები სხვამ მარგლოს :).
მართალს ბრძანებს ბ–ნი დავითი კამათის შესახებ, როცა ჩვენი მისამართით ამბობს: „..მას აუცილებლად უნდა „ჩაჰყვე“…“ – ვფიქრობ, ეს კონსტრუქტივიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, თანაც ქართული რეალობის გათვალისწინებით, რადგან მოგეხსენებათ ქართული ანდაზა – „ ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო“, ამიტომაც მივესალმები ბ–ნ დავითის „ჩაყოლას“, you are welcome!
მაშ, ასე ბოლო პასუხები:
Read more »

სიტყვა ახალს წელიწადს ნათქვამი

წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი გილოცავთ ახალ 2012 წელს. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმრთელეს, სიყვარულსა და წარმატებებს. 



სიტყვა ახალს წელიწადს ნათქვამი
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!
ამა ქვეყნიერთა კაცთა შორის არსებობს ერთი შესანიშნავი და სასარგებლო ჩვეულება: როგორც რომ გათავდება ძველი წელიწადი და დადგება ახალი, მაშინ ყოველი მოხელე და ყოველი თანამდებობის აღმასრულებელი კაცი შეადგენს თავის საქმის ანუ თანამდებობის წარმოების ანგარიშსა და წარუდგენს თავის უმფროსსა, ანუ თვითონვე მოიხმარს. მაგალითად, კაცი, რომელსაც აბარია სასამართლო, შეადგენს ანგარიშსა, რაოდენი საქმე წარმოებდა მისს სასამართლოში წარსულის წლის განმავლობის დროს, რავდენი მათგანი გათავდა და რავდენი დარჩა გაუთავებელი და რისთვის. ვინც სასწავლებლის უფროსია, მან უნდა შეადგინოს ანგარიში, რაოდენი მოწაფენი სწავლობდნენ მისს სასწავლებელში, როგორ სწავლობდენ და იქცეოდნენ; სახელმწიფო ხაზინადარი შეადგენს ანგარიშსა, რაოდენი ხაზინის ფული შემოვიდა და გავიდა წარსულს წელში; გონიერი ვაჭარი დაჯდება ამ ჟამად და გამოიყვანს ანგარიშსა, როგორ წარმოებდა მისი ვაჭრობა, რა მოიგო მან წლის განმავლობაში; თუ დაინახა რომ ბევრი ვერაფერი მოიგო, ანუ, ვინიცობაა, კიდეც წააგო, მაშინ იგი ცდილობს შეიტყოს, რა იყო მიზეზი ამისი, რამ დააბრკოლა მისი ვაჭრობა.

Read more »

ფანატიზმის შესახებ

ნიკოლაი ბერდიაევი
ნაწყვეტი წიგნიდან „ადამიანის დანიშნულების შესახებ“ (1931 წელი)

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა
ფოტოზე გამოსახულია კადრი მულტიპლიკაციური ფილმიდან “პერსეპოლისი” 
ფანატიზმი სინდისის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გაუკუღმართება და სიმახინჯეა. ფანატიკოსში თითქმის მთლიანად ქრება სინდისის თავისუფლება, სუფთა და პირველქმნილი ზნეობრივი შეფასების უნარი. თუმცა, ფანატიკოსი ხშირად წმინდა ადამიანია, იდეური, მორწმუნე, უანგარო, ხშირად სრულიად ასკეტურიც. ფანატიზმი ადამიანური ფსიქიკის ტრანსფორმაციის საინტერესო მოვლენას წარმოადგენს, ტრანსფორმაციას ბოროტებისკენ, რომელიც მოტივირებულია იმგვარი მოვლენებით, რომლებსაც თავისთავად ბოროტს ვერ ვუწოდებთ და დაკავშირებულია რაიმე სახის იდეითა თუ რწმენით გატაცებასთან. ფანატიკოსი მუდამ „იდეალისტია“, იმ გაგებით, რომ „იდეა“ ადამიანზე, ცოცხალ არსებაზე მაღლა დგას და ის მზად არის ამ იდეის გამო იძალადოს, აწამოს, სტანჯოს და ხოცოს ადამიანები. და არ აქვს მნიშვნელობა ეს „იდეა“ ღვთისა და თეოკრატიის იქნება, თუ – სამართლიანობისა და კომუნისტური წყობილების. ფანატიზმი ერთგვარი გონებრივი აშლილობაა, რომელიც ჭეშმარიტების სისრულის დატევის უუნარობისგან იშვება.

Read more »