პუბლიცისტიკა

მესამე პასუხი დავით თინიკაშვილს


დეკანოზი ლევან მათეშვილი
თავდაპირველად იყო იოანე კაზარიანის წერილი, რომელსაც ავტორის თხოვნით დავურთეთ რეცენზია. სწორედ ეს რეცენზია, უფრო სწორედ, ამ რეცენზიის რამდენიმე პუნქტი გახდა ჩვენსა და ბ–ნ დავითს შორის წარმართული პოლემიკის დასაწყისი, ჩვენთვის დღემდე გაუგებარი, მწვავე და ხშირ შემთხვევაში „მკვახე“ გამონათქვამებით შემკული, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდანაც, როგორც საპასუხოდ ბ–ნ დავითის „ბოსტანში გადასროლილი კენჭები“. დასაწყისში ბ–ნ დავითს არ მოეწონა ჩვენი რეცენზიის სულისკვეთება და მან იეჭვა, რომ ჩვენ ნეგატიურად ვართ განწყობილი ლათინური ეკლესიისა და საქართველოს ეკლესიას შორის „თბილი“ ურთიერთობების „დადასტურებული“ ისტორიული ფაქტების მიმართ, მაგრამ, სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენს რეცენზიაში არც გვიფიქრია ოდნავ მაინც შევხებოდით „თბილ“ თუ „ცივ“ ურთიერთობებს, შეგახსენებთ ამ რეცენზიის საკამათო მუხლს: „ წმინდა მიწაზე, მცირე აზიაში და ათონის მთაზე არსებული ქართული მონასტრები არ იყო მცხეთის საყდარის იურისდიქციაში, შესაბამისად, მათი ურთიერთობები ლათინებთან არ შეიძლება ჩაითვალოს ზოგადად საქართველოს ეკლესიის ურთიერთობად დასავლეთის ეკლესიასთან.
Read more »

მეორე პასუხი დავით თინიკაშვილს

დეკანოზი ლევან მათეშვილი

მივესალმები ჩვენს და ბ-ნ დავითს შორის გამართულ ეპისტოლარულ პოლემიკას, მიუხედავად ურთიერთ მკვახე მოხსენიებისა, მაინც შეიძლება ჩაითვალოს არსებულ რეალობაში წარმატებულ პრაქტიკად, ამას თუ დავუმატებთ ამ საკითხებზე ნაკლებად არსებულ თუ არარსებულ კვლევებს, მაშინ ამგვარი პოლემიკა, ჩვენის აზრით, პოზიტიურ ელფერს ატარებს, ამიტომ სწორედ ამ განწყობით და მიზანდასახულობით გვინდა შევეცადოთ პასუხი გავცეთ ბ-ნ დავითის მიერ მოტანილ არგუმენტებს თუ საწინააღმდეგო თეზებს .
ნამდვილად ვეთანხმები ოპონენტს როცა იგი კითხვას სვამს: „რა შუაშია აქ იდეოლოგია და პოლიტიკა?“ და ჩვენც დავსძენთ, მართლაც, არაფერ შუაშია! მაგრამ „ანტი-დასავლურობაში“ სწორედ ჩვენ გვადანაშაულებს ბ-ნი დავითი, არადა რამდენადაც ცნობილია „ანტი-დასავლურობა“ არც თეოლოგიური, არც წყაროთმცოდნეობითი, არც ისტორიოგრაფიული ტერმინია და ზუსტად ასახავს პოლიტიკურ ორიენტაციას, სწორედ ჩვენეული შენიშვნა „პოლიტიკური ბრალდებას წააგავს“ ადეკვატური შენიშვნაა და მართლაც, რა შუაშია პოლიტიკა და მის მაგვარი ბრალდებები?
Read more »

რეცენზიის რეცენზიის რეცენზია ანუ პასუხი

დეკანოზი ლევან მათეშვილი

ბ-ნ დავით თინიკაშვილის წერილზე, რომელიც იოანე კაზარიანის სტატიაზე: “რომის საყდარსა და საქართველოს ეკლესიის შორის ურთიერთობის მოკლე მიმოხილვა (XI-XIII სს.)” ჩვენი რეცენზიის, როგორც თავად ავტორი მიიჩნევს, კრიტიკული გამოხმაურებაა, რომლის პათოსი, არც მეტი არც ნაკლები, დასაწყისშივე ვერდიქტის სახით ანონსირდება “ანტი-დასავლურობის” ბრალდებით, რომელიც უფრო პოლიტიკურ ბრალდებას წააგავს, ვიდრე ერთი სტატიის ფარგლებში გაშლილ რეალობას. ბ-ნი დავითი სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულია და იმედია ახსოვს, რომ ბერძნული “ანტი” – მსგავსს ნიშნავს (მაგ. ანტიმინსი, ანტიდორი, თავად ანტიქრისტეც კი), თუკი იგი ამ კონტექსტით გვაკრიტიკებს და “დასავლურობის მსგავსობას” გვედავება, მაშინ მისი წერილი აზრს კარგავს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს ასე არ არის. ვიმედოვნებ, ჩვენი ოპონენტი “დასავლეთში” მარტოოდენ გეოგრაფიულ მიმართულებასაც არ გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტი ამ საკითხს მხოლოდ თანამედროვე პრიზმის თვალთახედვით აღიქვამს, რომელიც იდეოლოგიურ ელფერს უფრო ატარებს, ვიდრე მეცნიერულს.
Read more »

ილია ჭავჭავაძე პრესის თავისუფლების შესახებ

ავტორი: ილია ჭავჭავაძე

ვაგრძელებთ პუბლიცისტიკის ქართული ნიმუშების დადებას და ამჯერად გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის ნარკვევს პრესის თავისუფლების შესახებ.

ტექსტი მოგვაწოდეს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლებმა ფონდღია საზოგადოებასაქართველოსსაგრანტო პროექტისდემოკრატიული ღირებულებები ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაშიფარგლებში, რისთვისაც მათ დიდმადლობას ვუხდით.

წყარო: ბლოგი Liberalis. Read more »

ილია ჭავჭავაძე კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ

ავტორი: ილია ჭავჭავაძე

ვაგრძელებთ პუბლიცისტიკის ქართული ნიმუშების დადებას და ამჯერად გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის ნარკვევს კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ.

ტექსტი მოგვაწოდეს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლებმა ფონდღია საზოგადოებასაქართველოსსაგრანტო პროექტისდემოკრატიული ღირებულებები ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაშიფარგლებში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.

წყარო: ბლოგი Liberalis.

Read more »

მართლმადიდებლობა და მონარქია

ვაგრძელებთ მონარქიის თემას და ამჯერად წარმოგიდგენთ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ვახტანგ კობალაძის სტატიას “მართლმადიდებლობა და მონარქია”


სტატია ქვეყნდება ავტორის თანხმობით

მართლმადიდებელ მორწმუნეთა, ეკლესიურთა ერთ ნაწილს ჩამოუყალიბდა აზრი, თითქოს ღვთისათვის ერთადერთი მოსაწონი სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმა მონარქიაა, ეკლესიის მიერ ნაკურთხი მეფით სათავეში. ამ თვალსაზრისს ზოგიერთი მეტად პატივცემული სასულიერო პირიც ემხრობა. მათი წარმოდგენით, საქართველოს ხსნა სწორედ მეფობის აღდგენაშია და ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნეც აუცილებლად ამ თვალსაზრისს უნდა იზიარებდეს. რას ვკითხულობთ ბიბლიაში მონარქიის შესახებ? Read more »

რომის საყდარსა და საქართველოს ეკლესიას შორის ურთიერთობის მოკლე მიმოხილვა (XI-XIII-ე საუკუნეები)

იოანე კაზარიანი

1054 წელი რომის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის განხეთქილების თარიღია, რომელიც ეკლესიის ისტორიაში შეცდომით შევიდა როგორც დასავლური ქრისტიანობის აღმოსავლურთან განხეთქილების წელი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ 1204 წლიდან ჯვაროსნების დარბევების შედეგად კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ფუჭდება. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ 1054 წლის განხეთქილება მხოლოდდამხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და რომის საყდარს ეხება და არავითარ შემთხვევაში არ ასახულა ქრისტიანული (მართლმადიდებლური) აღმოსავლეთის დანარჩენ ნაწილზე. ერთერთი ასეთი საპატრიარქო იყო მცხეთის საყდარი, რომელსაც, როგორც ამას წყაროები გვიჩვენებენ, ლათინელებთან კავშირი XIII საუკუნის შუახნამდე არ შეუწყვიტავს.
Read more »

ქართლის ოფიციალური რელიგია ქართველ-სომეხთა საეკლესიო განხეთქილების ფონზე

ავტორი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 
პროფესორი დავით მერკვილაძე


ქართულ ისტორიოგრაფიაში XX ს-ის დამდეგიდან მოკიდებული, განმტკიცებულია თვალსაზრისი, რომ ქართლის ეკლესია მთელი VI ს-ის მანძილზე, ქართველ-სომეხთა 607-9 წლების ცნობილ საეკლესიო განხეთქილებამდე, მონოფიზიტური კურსის გამტარებლად გვევლინებოდა და რომ თვით განხეთქილება ქართლის ეკლესიის დოგმატური მიმართულების ძირეული ცვლილების დადასტურებას წარმოადგენს. 
მაინც როგორი იყო ქართლის ეკლესიის სარწმუნოებრივი მრწამსი ქართველ-სომეხთა საეკლესიო განხეთქილებამდე; ნუთუ მხოლოდ ამ განხეთქილების შემდეგ მოხდა ქართული ეკლესიის შემობრუნება ანტიქალკედონიტობიდან ქალკედონიტობისაკენ, რაშიც ღრმადაა დარწმუნებული ბევრი მკვლევარი?

სტატია ქვეყნდება ავტორის ოფიციალური თანხმობით.
© დავით მერკვილაძე. 

სრულად წაკითხვა

მონოფიზიტობა საქართველოში

ავტორი: ივანე ჯავახიშვილი

გვსურს წარმოგიდგინოთ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, საზოგადო მოღვაწის და უნივერსიტეტის ერთერთი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის ძალიან საინტერესო თვალსაზრისი საქართველოში მონოფიზიტობის არსებობის შესახებ. სტატია გახლავთ ამონარიდი მისი წიგნიდან „ქართველი ერის ისტორია – თავი მეხუთე“. ელექტრონული ვერსიის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ბატონ იოანე კაზარიანს.

წყარო იხილეთ აქ Read more »

ქრისტიანობის ღირსებისა და ქრისტიანთა უღირსების შესახებ

ნიკოლაი ბერდიაევი


1

ბოკაჩოს აქვს მოთხრობა ებრაელზე, რომლის მეგობარი ქრისტიანი ცდილობდა მის ქრისტიანობაზე მოქცევას. ებრაელი ქრისტიანობის მიღებისკენ იხრებოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რომში წასვლა და იქ ეკლესიის სათავეში მდგომი ადამიანების – პაპის და კარდინალების ცხოვრების ნახვა სურდა. ქრისტიანი, რომელიც ებრაელის მოქცევას ცდილობდა, შეშინდა და ჩათვალა, რომ მისმა მცდელობამ ფუჭად ჩაიარა, რადგან ებრაელი ნახავდა რა რომში არსებულ მთელ უმსგავსობას, რა თქმა უნდა, მონათვლაზე უარს იტყოდა. ებრაელი წავიდა და იხილა პაპის კარზე, სასულიერო პირთა შორის გაბატონებული ფარისევლობა, გახრწნილება, მუცელღმერთობა, ანგარება. ამ გამოცდის შედეგი მოულოდნელი გამოდგა. ებრაელი დაბრუნდა და მისი მეგობარი ქრისტიანი შიშით ეკითხება რომაული შთაბეჭდილებების შესახებ, რაზეც სრულიად მოულოდნელი და ძალიან ღრმააზროვანი პასუხი მიიღო. რადგან ქრისტიანულმა რწმენამ მთელ იმ უმსგავსობასთან და სისაძაგლესთან გამკლავება შეძლო, რაც მან რომში ნახა და ამის მიუხედავად გაძლიერდა და გავრცელდა, მაშასადამე იგი ჭეშმარიტი რწმენაა. ებრაელი საბოლოოდ გაქრისტიანდა.

რაც არ უნდა ჰქონოდა მხედველობაში თავად ბოკაჩოს, ამ მოთხრობაში ქრისტიანობის დასაცავი სწორი გზაა ნაჩვენები. ქრისტიანობის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი არგუმენტი თავად ქრისტიანებია. ქრისტიანები აბრკოლებენ მათ, ვისაც ქრისტიანობაზე მოქცევა სურთ. ამ არგუმენტს განსაკუთრებით ხშირად ჩვენს დროში იყენებენ. ქრისტიანობის შესახებ ჩვენი დროის ქრისტიანების მიხედვით მსჯელობენ. Read more »