პუბლიცისტიკა

რა არის თავისუფლება

ავტორი: ილია ჭავჭავაძე

ვაგრძელებთ ქართული პუბლიცისტიკის ნიმუშების დადებას და ამჯერად გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის ნარკვევს თავისუფლების რაობის შესახებ.

ტექსტი მოგვაწოდეს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლებმა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” საგრანტო პროექტის “დემოკრატიული ღირებულებები ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაში” ფარგლებში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.
წყარო: ბლოგი Liberalis.

დედათა ემანსიპაციის შესახებ

ავტორი: ილია ჭავჭავაძე
ყოველთვის საინტერესოა, თუ როგორ დამოკიდებულებაშია ეკლესია იმ ახალ გამოწვევებთან, რომლებიც მოიტანა დრომ, რადგან სწორედ ამ დამოკიდებულებაში ჩანს ეკლესიის მისია სამყაროში. გთავაზობთ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილის წმ. ილია მართლის) პუბლიცისტურ ნარკვევს ქალთა უფლებების შესახებ. ნარკვევი ორმაგად საინტერესოა, რადგან ერთის მხრივ გვაჩვენებს, თუ როგორი იყო წინა საუკუნის ქართული პუბლიცისტიკა და მეორეს მხრივ გვთავაზობს ამ დიდი მოაზროვნისა და წმინდანის დამოკიდებულებას ფემინიზმის საკითხთან დაკავშირებით.
ტექსტი მოგვაწოდეს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლებმა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” საგრანტო პროექტის “დემოკრატიული ღირებულებები ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაში” ფარგლებში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.
წყარო: ბლოგი Liberalis
 

მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა

იაკობ გოგებაშვილი

სარწმუნოება, მოკლებული განათლებას, ხშირად იქცევა ვიწრო ფანატიკოსობად, ან აღმერთებს გარეგანს, დროებითს ფორმებს ეკლესიისას და ივიწყებს შინაგან მხარეს, ცხოველსმყოფელს ზნეობრივ პრინციპებს, დედააზრებს სახარებისას
იაკობ გოგებაშვილი

ეს ისტორია, რომელიც ლუბა მეფარიშვილმა გამოიკვლია (მისივე, გაზ. „ივერიის“ ერთი აკრძალული სტატიის გამო. – მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1984, N1). ასეთია:

1893 წლის ოქტომბერში (დღე ჩვენთვის ცნობილი არ არის) ეგზარქოს ვლადიმირის განკარგულების საფუძველზე, თბილისში საქართველოს საეგზარქოსოს მღვდელმსახურთა კრება (ოფიციალური სახელწოდებით, ყრილობა) შედგა. გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებმა რედაქტორის, ილია ჭავჭავაძის, თაოსნობით მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ დანიშნულ ფორუმს შეეხმიანებოდნენ. სათანადო სტატიის მომზადება, რომელშიც ქართველ მართლმადიდებელთა სულიერი ცხოვრების საჭირბოროტო პრობლემებზე იქნებოდა საუბარი, იაკობ გოგებაშვილს მიანდეს. უკანასკნელმა ამ შემთვევაშიც ჩვეული სიბეჯითე და ოუნქტუალურობა გამოიჩინა და წარადგინა თხზულება, გაზეთის ფორმატისათვის საკმაოდ ვრცელი სტატია, რომელიც ხელმოწერილი იყო ინიციალებით „J.K“. რედაქტორს, როგორც ჩანს, მასალა იმდენად მოეწონა, რომ მომდევნო ნომერში იგი მთლიანად და უცვლელად ჩართო. Read more »

მღვდლების ვინაობა

ავტორი: ვაჟა ფშაველა

ჩვენი ბლოგის ერთგულო მკითხველო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენთვის აგრეთვე შემოგვეთავაზებინა ქართული პუბლიცისტიკის ის ნიმუშები, რომლებიც, ღრმად გვწამს, დიდ ინტერესს გამოიწვევს თქვენში და დაგვანახებს იმ რეალობას და საჭირბოროტო საკითხებს, რის წინაშეც იდგა ჩვენი ეკლესია და საზოგადოება წინა საუკუნის დასაწყისში. ამ მიზნით ვხსნით ახალ რუბრიკას – პუბლიცისტიკა – და გთავაზობთ გამოჩენილი ქართველი პოეტის ვაჟა ფშაველას ცნობილ წერილს.

Read more »

კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი
ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესია-მონასტრების ძარცვა-გლეჯის და განადგურება-გაპარტახების ტრაგიკულ ისტორიით, აგრეთვე, საქართველოს დანაწევრებას ავტონომიურ ერთეულებად და ყოველგვარი ეროვნულობის მოსპობით შეძრწუნებულმა კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის თებერვალ-მარტში საკათალიკოსო საბჭოს თანხმობით მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციას ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, იყვნენ წითელი რუსეთის დელეგატებიც. მემორანდუმში აღწერილი იყო ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსია და ამ ანექსიის მძიმე შედეგები. საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ კათალიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას არ აპატია მემორანდუმის გაგზავნა, მისი ანტიეროვნული პოლიტიკის საქვეყნოდ მხილება და დააპატიმრა. პატიმარს საბჭოთა სასამართლოზე ღირსეულად ეჭირა თავი. მან სასამართლოს ასე მიმართა: „გული ჩემი საქართველოს ეკუთვნის, სული – ღმერთს, გვამს რაც გინდაც, ის უყავით“.

Read more »

კარგად წაკითხვა წასაკითხისა

წარმოგიდგენთ დიდი ქართველი მოაზროვნის, ცნობილი პუბლიცისტის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის (წმინდა ილია მართლის) საინტერესო ნარკვევს, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ივერიაში 1890 წელს (იხ. გაზ. ”ივერია”, 1890 ., 18 II, № 37, გვ. 1 – 2.) და მიუხედავად მას შემდეგ გასული საკმარისად დიდი დროისა შესაძლებელია დღესაც მეტად აქტუალური იყოს. Read more »