ეკუმენიზმმებრძოლეობის შესახებ:
ანტიეკუმენიზმი მართლმადიდებლურ თეოლოგიაში
წერილები გამოქვეყნდა ვებ–გვერდზე: https://publicorthodoxy.org/tag/paul-ladouceur/
ვებ–გვერდი შექმნილია ფორდჰემის უნივერსიტეტის (ნიუ–იორკი, აშშ) მართლმადიდებლური თეოლოგიის კვლევის ცენტრის მიერ
მაისი–სექტემბერი 2016
წინამდებარე ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნის ინიციატორი თავად დოქტორი პაულ ლადუსირია. მადლობა მას შემოთავაზებისთვის. ჩვენთვის პატივი იყო ამ ტექსტის ქართულ თარგმანზე მუშაობა, – დავით თინიკაშვილი.
დოქტორი პაულ ლადუსირი (Paul Ladouceur) – მართლმადიდებელი თეოლოგი, ცხოვრობს როუდონში (კუებეკი, კანადა). კითხულობს ლექციებს ტორონტოს უნივერსიტეტის ყოვლადწმინდა სამების კოლეჯის მართლმადიდებლური თეოლოგიის სკოლაში, ასევე მონრეალის მართლმადიდებლური თეოლოგიის ინსტიტუტში, ლავალის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მისი კვლევის სფეროებია თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგია და მართლმადიდებლური სულიერება მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე. ავტორია მრავალი სტატიისა და რეცენზიისა, რომლებიც გამოქვეყნებულია კანადაში, აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ავტორია სახელმძღვანელოსი Living Orthodoxy (2014) და რედაქტორია რამდენიმე წიგნისა, წმინდა მარიამ პარიზელისა (სკობცოვა) და მამა ლევ ჟილეს ნაშრომებისა. ამჟამად თანარედაქტორის სტატუსით მუშაობს კრებულზე, რომელშიც მამა გიორგი ფლოროვსკის ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია თავმოყრილი. პარალელურად ასრულებს მუშაობას წიგნზე თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგიის შესახებ. დოქტორი ლადუსირი პასუხისმგებელია ფრანგულენოვან ვებ-გვერდზე “Pages orthodoxes la Transfiguration” (www.pagesorthodoxes.net) და წევრია ეკლესიათა კანადური საბჭოს რწმენისა და მოწყობის კომისიისა. სრული ბიბლიოგრაფია და ზოგიერთი პუბლიკაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://utoronto.academia.edu/PaulLadouceur