საეკლესიო კანონიკა

მიტრ. გრიგოლის სიტყვა – 10 ივნისი, 2016 წელი

12/06/2016
By

berbichashviliსიტყვა თქმული მიტრ. გრიგოლის მიერ წმიდა სინოდის სხდომაზე – 10 ივნისი, 2016 წელი

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!

ყოვლადსამღუდელონო მღვდელმთავარნო!

25 მაისს, ორი კვირის წინ შედგა წმ. სინოდის სხდომა, რომელზედაც ჩვენ განვიხილეთ დიდი და წმიდა კრების წინა საკრებო დოკუმენტებისადმი კრიტიკული შენიშვნები და განვსაზღვრეთ საქართველოს ეკლესიის პოზიცია, რომლითაც ჩვენი დელეგაცია უნდა წარდგეს დიდ და წმიდა კრებაზე; ასევე დაზუსტდა შეკრებაზე წამსვლელ მღვდელმთავართა და დელეგაციის დანარჩენ  წევრთა შემადგენლობა.

Read more »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი

25/03/2016
By

avtokefaliaaxali1საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი

რომელიც მიიღეს სვეტიცხოვლის კრებაზე 1917 წლის 12(25) მარტს

+ჩშიზ წელსა, მარტის იბ დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოის საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოის ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგან წარმომადგენელნი და, შემდგო­მად ლი­ტურ­ღიი­სა და კეთილდღეო­ბი­სათ­ვის ახ­ლი­სა მთავ­რო­ბი­სა სავედ­რე­ბე­ლის პარაკ­ლი­სის შეს­რუ­ლე­ბი­სა, გუ­ლისხ­მა ვყავთ სა­ხელმ­წი­ფო­სა ში­ნა რუ­სე­თი­სა­სა მომხდარ­ნი ძირი­თად­ნი ცვლი­ლე­ბა­ნი და ახ­ლი­სა მთავ­რო­ბი­სა და­ფუძ­ნე­ბაი, ეგ­რეთ­ვე სახელმძღ­ვა­ნე­ლო­ნი დე­ბუ­ლე­ბა­ნი ამა მთავ­რო­ბი­სა­ნი, საკუთ­რივ მის მიერ სი­ნი­დი­სი­სა და სარწმუ­ნოე­ბის თავისუფ­ლე­ბის აღ­სა­რე­ბაი (მუხ. 3). ამას­თა­ნა­ვე განვბჭეთ, ვითარ­მედ:

ა) ეკ­ლე­სია­სა ქართველ­თა­სა აქუნ­და, თანახ­მად მსოფ­ლიო კრე­ბა­თა კა­ნო­ნე­ბი­სა, ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბაი, რომ­ლი­სა მოს­პო­ბაი ანუ გაუქ­მე­ბაი არა­ვის ძა­ლედ­ვა, თვინიერ მსოფ­ლიო კრე­ბი­სა, გარ­ნა მას ში­ნა სრულიად არა­კა­ნო­ნიე­რად შეწყვე­ტილ იქმ­ნა ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მართ­ვა-გამ­გეო­ბაი; ბ) რუ­სეთ­სა ში­ნა დამყარ­და ახა­ლი სა­ხე სახელმ­წი­ფოის მართ­ვა-გამ­გეო­ბი­საი და მას აღარ შეე­სა­ბა­მე­ბის ქართველ­თა ეკ­ლე­სიი­სა უფლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლად ყოფ­ნაი; ამისათ­ვის უცი­ლო­ბე­ლად ვსცანით და ერთხმად და ერთსუ­ლად განვა­ჩი­ნეთ:

Read more »

დოკუმენტი – “მართლმადიდებლური დიასპორა”

law book and gavelსაერთო მართლმადიდებლური კრების წინა IV თათბირის განჩინება

შამბეზი, 6-13 ივნისი, 2009 წელი.

ქვეყნდება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების განჩინების საფუძველზე, შამბეზი, 21-28 იანვარი, 2016 წ.

IV საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირი, მოწვეული მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ, უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიათა უნეტარესი მეთაურების ნებართვით, რომელიც გამოიხატა მათ წმიდა შეკრებაზე 2008 წლის ოქტომბერში, გაიმართა მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, შამბეზიში, 2009 წლის 7-დან 13 ივნისის ჩათვლით მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, პერგამოსის მიტროპოლიტ იოანეს, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის, თავჯდომარეობით. Read more »

მარხვის მნიშვნელობა და მისი აღსრულება დღეს

marxvaსაერთო მართლმადიდებლური კრების დოკუმენტი, რომელიც მიღებულ იქნა შამბეზში, საერთო მართლმადიდებლური კრების მოსამზადებელ სხდომაზე, 2015 წლის 10-17 ოქტომებრს.

გამოქვეყნებულია შამბეზში შეკრებილ ყველა ადგილობრივი ეკლესიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. 21-28 იანვვარი, 2016 წელი. Read more »

ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი ფაქტორები

qristianuli-saidumlo-jvriswera-2დოკუმენტი, მიღებული ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების კრებაზე, (ანტოქიისა და საქართველოს საპატრიარქოთა გამოკლებით) შამბეზიში 2016 წლის 21-28 იანვარს.

ქვეყნდება ეკლესიის მეთაურთა კრების დადგენილების თანახმად.

Read more »

ავტონომია და მისი გამოცხადების წესი

msoflio_eklesia_მეხუთე საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირის განჩინება, შამბეზი, 10-17 ოქტომბერი, 2015 წ.
ქვეყნდება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების სინაქსისის განჩინების საფუძველზე, შამბეზი, 21-28 იანვარი, 2016 წ.
მეხუთე საერთომართლმადიდებლურმა კრებისწინა თათბირმა, ჩაატარა რა სამუშაო საერთომართლმადიდებლური მოსამზადებელი კომისიის 2009 წლის 9-17 დეკემბრის შამბეზიში მიერ შეთანხმებულ და მიღებულ დოკუმენტის „ავტონომიისა და მისი გამოცხადების წესი“ საფუძველზე, განიხილა ეკლესიოლოგიური, კანონიკური და სამოძღვრო საკითხები ავტონომიის ინსტიტუტისა და შეიმუშავა საერთომართლმადიდებლური მიდგომა ამ საკითხისადმი. Read more »

მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმიდა კრების გამართვისა და საქმიანობის რეგლამენტი

009დოკუმენტი შეთანხმებულია ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრაზე შამბეზიში (21-28 იანვარი, 2016 წ.), არ მიიღო ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენლობამ.

ქვეყნდება მეთაურთა შეკრების განჩინების საფუძველზე.

  Read more »

ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლიკა

30/06/2015
By

1500x1500orthodoxchurchinamericaამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლიკა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 26 ივნისის  გადაწყვეტილების გამო

28 ივნისი, 2015

ღრმად პატივცემულ იერარქებს, ღირს სამღვდელოებას, ბერ-მონაზვნებს, და მორწმუნეთ ამერიკაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიისა:

საყვარელნო,

ახლახანს ა.შ.შ.-ს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება „ერთსქესიანი ქორწინების“ კანონიერების შესახებ ფართოდ გაშუქდა პრესაში და მან უკვე გამოიწვია გარკვეული აღშფოთებები შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენი წმინდა ეკლესიის სწავლება ქორწინების საიდუმლოს შესახებ რჩება უცვლელი, როგორიც ის იყო ათასწლეულები.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკაში ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წმინდა სინოდმა გამოსცა რიგი განცხადებებისა, რომლებშიც დაწვრილებით გადმოცემული და განმარტებულ იქნა ჩვენი წმინდა სარწმუნოების სწავლება ამ საკითხის შესახებ ჩვენს ამერიკულ საზოგადოებაში არსებული გამოწვევების შუქზე. ეს სწავლებები რჩება ძალაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად. ბმულები ამ განცხადებებზე მოცემულია ქვემოთ*.

Read more »

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის რამდენიმე ასპექტის შესახებ

23/06/2014
By

b1-church-and-state-gg_s800x423ავტორი: ოთარ ზოიძე

1. საკითხის მნიშვნელობისა და ახალი გარემოს შესახებ
2. სახელმწიფო და ეკლესია: ზოგადად
3. მისაღები სეკულარიზმი
4. მიუღებელი სეკულარიზმი
5. მონარქია და ქრისტიანობა
6. მართლმადიდებლობა და ეროვნული იდენტობა
7. საერო სამართალი, ქრისტიანული ეთიკა და ეკლესია
8. გარანტიების შესახებ, ანუ ტრადიციული დასკვნის ნაცვლად

Read more »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი დიპტიხში

1800355_224291177767075_597660871_nინტერვიუ ისტორიის დოქტორანტთან, მღვდელ ილია ჭიღლაძესთან

ჟურნალისტი: თეონა ნოზაძე

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე ილია მეორემ წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია.„ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება,“ – ბრძანა უწმინდესმა. რას  ნიშნავს დიპტიხი და რის მიხედვით ენიჭება ადგილი ეკლესიას დიპტიხში?

ბერძნული სიტყვა დიპტიხი (δίπτυχος) ქართულად ითარგმნება როგორც ”ორად დაკეცილი”, ანუ ”ორკარედი” (”ორფრთიანი”), ასე ეწოდებოდა თავისი ფორმის გამო იმ მოსახსენებელს, რომელშიც ჩამოწერილი იყო და არის ეკლესიათა მეთაურების სახელები და ტიტულებები.

Read more »