საეკლესიო კანონიკა

დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ

ixtisავტორი: ედიშერ ჭელიძე

ჟურნალი “გული გონიერი”, N2,

სააღდგომო გამოცემა, თბ. 2011 წ.

მცირე სჯულისკანონის”, წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა და წმ. ფოტი მიტროპოლიტის რჯულდებანი დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ

სახელგანთქმული რჯულდებითი ძეგლი, რასაც ბერძნულში “კანონარი” (Κανονάριον) ეწოდება, სლავურ-რუსულში“ნომოკანონი” (Номоканон), წმ. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანში კი “რჩულისკანონი”, იმავე წმ. ექვთიმეს მიხედვით, შეუდგენია VI ს-ის ცნობილ მოღვაწეს, კონსტანტინოპოლის პარტრიარქ წმ. იოანე მმარხველს (582-595)1. ბერძნულ ხელნაწერში, ისევე როგორც ექვთიმესეულ თარგმანში, ავტორად წარმოდგენილია “ღირსი მამა ჩვენი იოანე მმარხველი, რომელიც იყო პატრიარქი კონსტანტინოპოლისა” (ამ ხელნაწერის ტექსტი ცნობილი გახადა პიტრამ. იხ. Pitra, Spicilegium Solesmense, t. IV, 1858, p. 436-438). აღნიშნული ძეგლი მეცნიერულად გამოიკვლია და ქართულ-სლავურ თარგმანებთან ერთად გამოსცა ნ. ზაოზერსკიმ (ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ა. ხახანაშვილმა. იხ. Н. А. Заозерский, А. С. Хаханов, Номоканон Иоанна Постника в его редакциях: Грузинской, Греческой И Славянской, М. 1902).

Read more »

საეკლესიო ძალაუფლების განაწილება

0219_canonსრული სათაური:
საეკლესიო ძალაუფლების განაწილება  ეკლესიის წევრებზე მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალში

სტატიის ავტორი: კანონიკური სამართლის და თეოლოგიის მაგისტრი

ვლადიმერ ნარსია

წინამდებარე სტატიის მიზანია განმარტოს საეკლესიო ძალაუფლების ცნება და მისი განაწილების პრინციპი ეკლესიის წევრებზე, მათი იერარქიული სტატუსის გათვალისწინებით, და ასევე, ის თუ რა თავისებურებით ხასიათდება საეკლესიო, ე.წ. სულიერი, ძალაუფლება განსხვავებით ფიზიკური, ანუ მატერიალური ძალაუფლებისაგან.

Read more »

შესავალი კანონიკურ სამართალში

 0219_canonავტორი: კანონიკური სამართლის მაგისტრი – ვლადიმერ ნარსია

კანონიკური სამართალი თეოლოგიისა და სამართლის მეცნიერებათა საყრდენებზე დგას. მისი შინაარსი წმინდად თეოლოგიურია, მაგრამ გამოხატვის ფორმები სამართლებრივი. ამიტომ, კანონიკური სამართლის საკითხების შესწავლა და მათში გარკვევა მხოლოდ სამართლის მეცნიერებათა თეორიებითა და ორიენტაციებით შეუძლებელია. თეოლოგიური განათლება აუცილებელი წინაპირობაა ამ მეცნიერების შესწავლისათვის.
წინამდებარე სტატიაში მოკლედ არის გადმოცემული კანონიკური სამართლის შინაარსი და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი არსებითი ცნება. თავდაპირველად ხაზგასმულია ეკლესიის სამართლის ორი მიმართულებით განსხვავება: ა) „საეკლესიო სამართალი“ და ბ) „კანონიკური სამართალი“ და დახასიათებულია ისინი საკუთარი ნიშნის მიხედვით. Read more »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია

avtokefalia5ავტორი: ბატონიშვილი ილამაზ დადეშკელიანი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია
(კანონიკურ-სამართლებრივი ანალიზი)

თარგმანი
ვლადიმერ ნარსიასი

Prince ILAMAZ DADESHKELIANI
The Autocephaly of the Orthodox Church of Georgia.
Article published in “The Christian East”. July 1922. Vol. III. N. 2 and October 1922 Vol. III. N. 3, – London.
Translated by Vladimer Narsia

მთარგმნელისაგან

ამა წლის (2011) მარტის თვეში ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში მივაკვლიე ინგლისურ ენაზე შედგენილ სტატიების კრებულს ბატონიშვილ ილამაზ დადეშკელიანის ავტორობით. კრებულში განხილულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხები, რომელსაც ფონად გასდევს კანონიკურ-სამართლებრივი შინაარსის მსჯელობა და შეფასებები.

Read more »

ეკლესია და სახელმწიფო

church-and-state-streets-470x225  ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

 თეოლოგიის დოქტორი

ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ქრისტიანობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ეს ისტორიულად ცვალებადი და მრავალმხრივი ურთიერთობა ხშირად კონფლიქტის სახეს იღებდა. ამ კონფლიქტებს ძალიან ღრმა საფუძველი აქვს, რომლის არსებობა გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან მისი წარმოშობის შესაძლებლობა თავად ადამიანურ ბუნებას უკავშირდება. ადამიანური ეგზისტენციის ყოველ გამოვლინებას მუდმივად თან ახლავს შესაძლო კონფლიქტი, რომელიც თავისუფლებისა და ავტორიტეტის, ინდივიდისა და ჯგუფის, სინდისის ხმისა და კანონის ფორმალური ძალის დაპირისპირებით წარმოგვიდგება. მართლაც, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტის ფაქტოლოგიური გამოხატულება ხშირად ბიპოლარული ოპოზიციების გამოვლინებად აღიქმებოდა.

 

Read more »

ქრისტიანული აღდგომისა და ებრაელთა პასექის თანხვედრის შესახებ

equinox1ხშირად გვსმენია, რომ თუ ქრისტიანული აღდგომა ებრაელთა პასექს დაემთხვა, მაშინ აღდგომის დღესასწაული გადატანილ უნდა იქნას მომდევნო კვირადღეზე. ეკლესიის ისტორიიდან კი არა ერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ხსენებული ორი დღესასწაული ერთ და იმავე კვირადღეს აღინიშნებოდა. მაშ რა საფუძველი უდევს “ერთი კვირით გადატანის” იდეას? სწორედ ამ საკითხთან და აგრეთვე აღდგომის თარიღის გამოთვლასთან დაკავშირებით გთავაზობთ ამონარიდს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის დიმიტრი ოგიცკის (1908 – 1994) სტატიიდან “მართლმადიდებლური პასქალიის კანონიკური ნორმები და აღდგომის თარიღის პრობლემატიკა ჩვენს პირობებში“. ნაშრომი საგანგებოდ ბლოგისათვის რუსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.

 

Read more »

დედაკაცის მიერ სამამაკაცო სამოსის ტარება

კანონიკურ-სამართლებრივი ანალიზი[1]
თეოლოგი არჩილ მეტრეველი
ფოტოზე გამოსახულია “ჰაკამა” ტრადიციული იაპონური ტანსაცმელი. თავდაპირველად ჰაკამას ტარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ მამაკაცებს, თუმცა დღეისათვის მას ატარებენ როგორც კაცები, ასევე ქალები
თანამედროვე პერიოდში, საკუთარი არსით, ისეთმა ნაკლებად მნიშვნელოვანმა საკითხმა, როგორიცაა ქალის მიერ შარვლის ტარება, დიდი ხანია საყოველთაო საეკლესიო პრობლემის სახე მიიღო და თავისი აქტუალობით მრავალჯერ გადააჭარბა გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხებს. ამ საკითხის მნიშვნელობის ზრდა დაკავშირებულია ერთის მხრივ საეკლესიო კანონმდებლობის განმარტება-განზოგადების პრინციპებისა და მეთოდების არცოდნასთან, მეორეს მხრივ კი კონკრეტულად იმ კანონების ჭეშმარიტი შინაარსის უცოდინრობასთან, რომელთაც მავანნი ქალისათვის შარვლის ტარების აკრძალვის არგუმენტებად იყენებენ. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ შარვლით შემოსილ ქალბატონებს ხშირ შემთხვევაში ღვთის ტაძარში არ უშვებენ და მაცხოვრის სისხლისა და ხორცის ზიარებასაც კი უკრძალავენ, ზოგიერთ ტაძარში კი პირდაპირ კარიბჭეზეა გაკეთებული წარწერა, რომელიც ასეთი აკრძალვის შესახებ აფრთხილებს ქალბატონებს.