საქართველოს ეკლესიის ისტორია

რუსეთის პატრიარქის პასუხი არჩილ ტატუნაშვილის შესახებ

06/03/2018
By

kr-1საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:

“ა.წ. 5 მარტს, საღამოს, მივიღეთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პასუხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილზე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის შესახებ გაიგზავნა.

უწმინდეს და უნეტარეს ილია ΙΙს,

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს

უწმინდესო და უნეტარესო,

უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!

გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ  მსახურებაში.

პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით.

 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე

 

დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ, სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს.”

წყარო

შევნიშნავთ, რომ არც ამ წერილშიც (როგორც წინა წერილებში) არაა სრულად გამოყენებული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ოფიციალური ტიტულატურა , რომელიც 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით განისაზღვრა – უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

 

ვასილ კარბელაშვილის წერილი სოსო ჯუღაშვილს (სტალინს)

23/02/2018
By

28161677_1758592947530429_6660303136437983758_oვასილ კარბელაშვილის წერილი სოსო ჯუღაშვილს (სტალინს), ეხება ეკლესიისა და სამღვდელო პირების დარბევასა და შევიწროვებას.
(წყარო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts)
თბილისი, 1923 წლის 2 მაისი.
დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
დიდად პატივცემულო ბ. სოსო!

გაგიკვირდება ძველის მასწავლებლის მოგონება და ასეთი გრძელი წერილი, რომელსაც უნდა მოგაგონოს – რაც იყო, ჩაგაფიქროს, რაც არის და გაგათვალისწინებონოს, რაც იქნება. მოიგონე სულ ბოლოს რომ შეგხვდი „არწრუნისეულ“ ქარვასლის აივანში, სემინარიიდან რომ გახვედი და, მგონი დარწმუნდი, რომ მე მართალი ვიყავ და ვარ, ვგონებ რომ მომავალშიც.

ეს გითხარი და გეტყვი, – „ვაი იმ ხალხს, რომელიც ისტორიას ანგარიშს არ უწევს“, განათლებას და შეგნებას გაურბის და ქრისტეს მოძღვრებასაც ანგარიშს არ უწვეს. ყველლაზედ უკეთესი გადატრიალება და ნაყოფიერი მოხდა ინგლისში 1850 წ. ქრისტიან-სოციალისტების (5 და 15 კაც.) მეოხებით, იმიტომ რომ რელიგიურ მოთხოვნილებას ანგარიშ გაუწიეს და იმით შეაჩერეს ნაძრალევის აღზრზენა.

1848 წ. საფრანგეთმა თუ წააგო რევოლუცია იმიტომ რომ სწორეთ ეს ელემენტი აკლდა და ანგარიშ არ გაუწია. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა და დაფუძნებული ურყევ დასკვნაზედ! ცხოვრებას შკოლა აქვს და იმასაც ანგარიშს გაწევა უნდა.

ეხლა დავიწყოთ ჩვენს უბედურებაზედ. რომ ჩინგიზ-ხანის და ოსმალ-შაჰ ნადირების ბარბაროზობა სანატრელი გაუხადეს ქართველებს.

„სამეგრელოში ზარის ხმა არ ისმის, დაჰკეტეს ეკლესიები, ღვდლებს ჰკრეჭენ ხელ-ფეხ შეკრულებს!! აპატიმრებენ. დასდევენ მღვდლებს დასაკრეჭად; ძალად იჭერენ, ჰკრეჭამენ. ვინც გაუსხლტათ იმათ დასდევენ დასაჭერად და ათასნაირი უსამართლობა, ჭორი ვრცელდება ხალხში. ნუთუ ამისთანა ამბები სასარგებლო და ხელსაყრელია თვით მთავრობისათვის?! სამთავისის X-XI ს. ს. და სვეტიცხოვლის და სხვა დიდებულ ტაძრებს უპირებენ თეატრად გადაქცევას; აღდგომა ღამეს ბევრგან ძალით დაუკეტეს და ლიტანია მოუსპეს.

დიდ ძალმომრეობას ახმარებენ ეკლესიებზედ, მღვდლებზედ, ხალხის ნების წინააღმდეგ, რაც ხალხში დიდ ჩმ უკმაყოფილებას იწვევს და ხალხში ბოროტება ვრცელდება. ზოგიერთ ადგილებშ მორწმუნე ერმა მიმართა იარაღს. ასეთი ძალადობისათვის ეკლესიაზე და სამღვდელოებაზე როგორც. სოფ. მუხრანში და ბევრგან სხვაგან.

რაჭაში, ლეჩხუმში, გურიაში, მესხეთში სომხობა-კათოლიკობაზედ გადადის ქართველობა და ქართველის ერით იზრდება სომხობა. ბევრი რამ არის მოსაწერი მაგრამ აღშფოთებული მდგომარეობა ნებას არ მაძლევს, რომ დალაგებით მოგწერო ყველაფერი რითაც მეშნის შენი ყურადღება და ისეც დატვირთული აუარებელი საქმეებით არ გადაგღალო…

სოსო! როგორი რწმენისაც გინდა იყო, მაინც ქართველი კაცი ხარ, საქართველოს მიწამ გამოგზარდა და სამშობლოს და ერის სიყვარულს, ვგონებ, ვერრა დაშრეტს შენს გულში!

კიდევ გთხოვთ, რომ ეკლესიებისა და სარწმუნოების დევნას თავი ანებონ და ლმობიერება გამოიჩინონ.

რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ სჯულს, სიწმინდეს, სიფაქიზეს და უსპობთ დიდებულ კულტურას, რითაც შეეძლო ქართველს ერს თავი მოეწონებინა კაცობრიობის წინაშე? ნუთუ მარტო მაგისათვის იბრძვი, რომ სომხები, ურიები, ოსები და ვინ გინდა არ-წამოასვით კისერზე ქართველ ხალხსა?

საზღვრები ჩააჭრეს საქართველოს ყველა მხრიდან და აღარ იციან, როგორ შეავიწროვონ ხალხიც და ტერიტორია?

იქნება გწყინს, ჩემო სოსო? ნუ გეწყინება და მომიტევე ბევრის მნახველს, მომთმენს და ცრემლს შეშრობილს.

იმედია, რო მ ყურად იღებ ყველა ამას და მოალბობ ჩემს გულს და კარგს რასმეს სანუგეშოს მომწერ – რო აღარ განმეორდება და მანუგეშებ შენ მოხუცებულ მასწავლებელს, რომელსაც ბევრათ შესტიკიოდა შენზედ გული. პასუხს ველი.

წყარო და სხვა ფოტოები იხილეთ  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts ოფიციალურ ფეისბუქგვედზე 

იერუსალიმში ტამპლიერებისა და ქართველი ბერების ურთიერთობა (1155-1187 წწ.)

15/01/2018
By

 

20046309_10155554258113594_732948817340924140_nავტორი: იოანე კაზარიანი

აპოლოგეტი, მისიონერი და დამოუკიდებელი მკვლევარი.

ქართველთა კონტაქტები ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან (XIII ს.) არაერთხელ გამხდარა ისტორიკოსთა ინტერესის საგანი[1], ქართველთა ურთიერთობას ტამპლიერთა ორდენთან კი ისტორიოგრაფიაში სათანადო გაშუქება არ ჰქონია. ტამპლიერებისა და ქართველი ბერების კავშირების შესახებ ცნობები პირველად მხოლოდ XX საუკუნის შუახანებში ხდებიან ცნობილნი. 1948 წელს გამოქვეყნდა ელენე მეტრეველის სტატია «იერუსალიმის ერთი ხელნაწერი» [2], სადაც ავტორი XII საუკუნის ქართულ ხელნაწერს «გოლგოთას სვინაქსარს» იკვლევს, მოჰყავს მოსახსენებლები (ანუ „აღაპები“), სადაც ტამპლიერთა ორდენის რაინდები იხსენიებიან. ხელნაწერი H-1661 დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[3], შეიცავს 25х18 ზომის 340 ფურცელს, ტექსტი კი კალიგრაფიული ძველი ქართული საეკლესიო ანბანით – ნუსხურით – არის შესრულებული. «გოლგოთას სვინაქსარი» 1155 წელს იურუსალიმში ბერ გიორგი დოდისს გადაუწერია, ცნობილ ქართულ ჯვრის მონასტერში, რასაც ხელნაწერის ანდერძიც მოწმობს: «დაიწერა წიგნი ესე წ՜ა ქალაქსა იჱრუსალიმსა მონასტერსა შინა ჯ՜რისასა ჴელითა უცბად მჩხრეკალისა ფრიად უღირსისა ხუცეს მონაზონისა გიორგი დოდისითა. სრულ იქმნა ღ՜წლსა წ՜თასა მოსაჴსენებელი ესე წიგნი ბერძენთა ზედა მეფობასა მანოელისსა, ქართლს დიმიტრისსაჲ, იჱ՜ლმს ბულდიონისსაჲ, დასაბამითგანნი წელნი იყვნეს ხღნთ და ქორონიკონი ტოგ», ანუ დასაბამითგან 6759 წელს, ქორონიკონით კი 375 წელს [4].

Read more »

პატრიარქი ამბროსის (ხელაია) წერილი გერმანიის საელჩოსადმი

29/11/2017
By

22886287_2168647863160840_2501982650591736733_nკათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია)  წერილი გერმანიის საელჩოსადმი (1921)

საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება. წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია „ოფიციალურ“ საგნად იყო მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისაგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია, როგორც მეცნიერება, ძალიან მაღალ დონეზეა.

Read more »

ქრისტიანული ფასეულობები და სოციალურ-პოლიტიკური მოწყობა

16/10/2017
By

Chavchavadze_Ilia_rectoქრისტიანული ფასეულობები და საქართველოს თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური მოწყობა ილია ჭავჭავაძის მიხედვით

ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

 ( სტატია ჟურნალიდან “გული გონიერი”) 

ვერავინ უარყოფს, რომ საქართველოს პოლიტიკურ-სოციალური მოწყობის ილია ჭავჭავაძისეული პროექტი ახლაც ინარჩუნებს გადამწყვეტ მნიშვნელობას. ამ პროექტის არსი შეიძლება გამოიხატოს მისივე ფორმულით – „ქართული გული და ევროპული ტანსაცმელი“, რომელიც ჟურნალ „გული გონიერის“ წინამდებარე ნომრის მასალებსაც თემატურად აერთიანებს. Read more »

ცხინვალში რუსული ეკლესია ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება

30/08/2017
By

8zzzzczxczcოკუპირებულ სამაჩაბლოს რეგიონში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპისკოპოსი, მეუფე ლეონიდი იმყოფება.

ლეონიდი საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. ეპისკოპისისა და ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრაზე, განხილულ იქნა რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობის მიმიდნარეობის საკითხი.

ეკლესიის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. ბიბილოვმა ეპისკოპოს ლეონიდეს მადლობა გადაუხადა “იმ ღვაწლისთვის, რაც მან ეკლესიის მშენებლობისთვის გაიღო”. თავის მხრივ, რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეკლესიის მშენებლობაში იღებს მონაწილეობას. “ტაძარი 58-ე არმიასთან იარსებებს. ტაძარში ივლიან რუსი სამხედრო მოსამსახუერეები, მესაზღვრეები და საელჩოს თანამშრომლები. ტაძრის კარი რაღა თქმა უნდა ღია იქნება სამხრეთ ოსეთის ყველა მაცხოვრებლისთვის.” განაცხადა ეპისკოპოსმა ლეონიდემ ბიბილოვთან შეხვედრისას.

რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობა ოკუპირებულ ცხინვალში 2016 წელს დაიწყო.

წყარო

მილოცვები პატრიარქს ქრისტიანი ლიდერებისაგან

16/08/2017
By

NISI20130111_0007561455_960-620x870მილოცვები საქართველოს პატრიარქს მსოფლიო  მართლმადიდებელი პატრიარქებისაგან, რომის პაპისა და მაღალიერარქი სასულიერო პირებისაგან.

 

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მილოცვა უნეტარეს ილია II-ს

 

მსოფლიო პატრიარქი ბართოლომე

 

მსოფლიო პატრიარქი ბართოლომე

უნეტარესო ძმაო,

ჩვენო უნეტარესო ძმაო, უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი, ყველა წმინდა ძმასთან ერთად ჩვენც გილოცავთ უდიდეს და მრავალწლიან მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიაში მას შემდეგ რაც გახდით ამ წმინდა ეკლესიის საჭეთმპყორბელი. განსაკუთრებით დიდ სიხარულით გიკავშირდებით მსოფლიო საპარიარქოდან და პირადად გილოცავთ თქვენი მფარველი წმინდანის დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს მოგცეთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, როგორც თქვენი უდიდესი შრომის საზღაური ჩვენი წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, უფლის ერის ხსნისათვის და მისი წმინდა სახელის სადიდებლად.

გეხვევით ჩვენო უნეტარესო ძმაო, აღვსილნი სადღესასწაულო განწყობით, ძმური სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით თქვენი პიროვნებისა და თქვენი  საქმეების მიმართ.

თქვენი დიდად მოყვარული და თქვენი სამსახურისათვის მუდამ მზად მყოფი,
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი.

 


Read more »

წერილი პავლე ეგზარქოსისადმი

07/12/2016
By

dimitri

წერილი პავლე ეგზარქოსისადმი [ქართველთა დაწყევლის გამო]- დიმიტრი ყიფიანი

თქვენო უსამღვდელოესობავ! 1

(წერილი პავლე ეგზარქოსისადმი)

მიიღეთ მწყემსმთავრული მოწყალება და თუ, – დაუჯერებელ ხმებს აყოლილი, – ვცოდავ თქვენს წინაშე, განმიტევეთ ჩემი დიდი შეცდომა. მაგრამ ეს ხმები მოგაწერენ, თითქოს თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც, ამდენად, თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან, მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა.

იგივე ხმები არა სჯერდებიან თქვენი ღირსების შეურაცხყოფას და იმასაც მოგაწერენ, თითქოს სამწყსოს წინაშე ბოდიშის მოხდას აპირებდეთ თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვების უზომო ცოდვიანობის გამო.

თუ ეს ყოველივე მართალია, მეუფეო, თქვენი წოდებრივი ღირსების გადარჩენა ამასღა შეუძლია, – შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს შეურაცხყოფილი ქვეყნიდან. ამას წრფელი გულით მოგახსენებთ თქვენივე სამწყსოს ერთი წევრი, რომელსაც სურს, ქვეყანას მორიგი განუზომელი ცოდვა ააცილოს.

ხოლო თუ ეს ყოველივე მართალი არ არის, შემინდეთ და მოიღეთ ჩემზე თქვენი მწყემსმთავრული ლოცვა-კურთხევა. თქვენი უსამღვდელოესობის მორჩილი მსახური

დიმიტრი ყიფიანი

8 ივნისი. 1886.

სადგური მიხაილოვო.

[ხაშური]

წყარო

კათოლიკოს–პატრიარქისა და რომის პაპის ურთიერთმისასალმებელი სიტყვები

30/09/2016
By
14517656_1176833899048684_7818869072901542129_nუწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისასალმებელი ოფიციალური სიტყვა

მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკესადმი

 საქართველოს საპატრიარქო
30.09.2016

თქვენო უწმინდესობავ,  პაპო ფრანცისკე!

მოხარულნი ვართ თქვენი სტუმრობით და გულითადად მოგესალმებით იმ ერის სახელით, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა მარიამისა; მოგესალმებით იმ ეკლესიის სახელით, რომელსაც საფუძველი იესო ქრისტეს მოწაფეებმა დაუდეს. ყველასათვის ცნობილია, რომ რომის ეკლესია დააარსა წმ. პეტრე მოციქულმა, საქართველოს ეკლესია კი, – წმ. ანდრია პირველწოდებულმა; პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ და ჩვენც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და გვმართებს.

Read more »

საქართველოს საპატრიარქო ახალგორში «ალანიის ეპარქიის» ახალი ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმირებული არ იყო

24/06/2016
By

diiiiახალგორში, ტერიტორიაზე, რომელიც ძველ სასაფლაოს ესაზღვრება,«ალანიის ეპარქიის»  ძველი, ბერძნული სტილის ტაძარი შენდება. ეს პირველი ეკლესია იქნება რაიონში, რომელიც არ დაექვემდებარება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ტაძრის კედლები სანახევროდ უკვე ამოყვანილია. ოსი სასულიერო პირების განცხადებით, მშენებლობა «ალანიის ეპარქიისა და პირადად მამა იაკობის» მეთვალყურეობით, ახალგორის რაიონის მკვიდრი ძმების, წარმატებული მოსკოველი ბიზნესმენების ჯამბულ და დავით ქარქუსოვების დაფინანსებით მიმდინარეობს.

იმის გარკვევა, იყო თუ არა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული ქართული მხარე და რამდენადაა შესაძლებელი, სამომავლოდ ოსურმა ეკლესიამაც წამოაყენოს ავტოკეფალიის მოთხოვნ, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად აყენებს «აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია», „აქცენტი“ გორისა და ატენის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე ანდრიასთან (გვაზავა) შეეცადა.

როგორც მეუფე ანდრიამ განმარტა, ზემოთხსენებული ტაძრის მშენებლობა ქართულ ეკლესიასთან არათუ შეთანხმებული არ იყო, აღნიშნულის შესახებ საპატრიარქო ინფორმაციასაც კი არ ფლობდა.

აღნიშნულის შესახებ პირველად თქვენგან შევიტყვე. მოგეხსენებათ, ცხინვალი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორია და, რა თქმა უნდა, ეკლესიის მშენებლობა უნდა წარიმართოს სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, წინააღმდეგ შემთხვევაში საღმრთო ლიტურგია მადლმოსილი ვერ იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მშენებარე ეკლესია ე.წ. ალანიის ეპარქიის დაქვემდებარებაში იქნება, ეს ჩემთვის სათუო საკითხია, რადგან ეს ის ეპარქიაა, რომელიც წარმოადგენს საბერძნეთში განხეთქილებაში მყოფი სინოდის სტრუქტურას, ეს უკანასკნელი კითავადაც არაკანონიერი წარმონაქმნია და თუკი «ალანიის ეპარქია» თავის თავს აღიქვამს რუსეთის ეპარქიის შემადგენელ ერთეულად, ამის შესახებ ჩვენ არანაირი სახის დოუნენტი ან მტკიცებულება არ გვაქს,“–განუცხადა „აქცენტს“ მეუფემ.

ამასობაში ახალგორელები ტაძრის მშენებლობას სიხარულით შეხვდნენ: მათი განცხადებით, ქარქუსოვების ოჯახს კარგი რეპუტაცია აქვს და რაიონში ძმების შესახებ მხოლოდ კარგი სმენიათ.

რაც შეეხება ახალგორის რაიონში «ალანიის ეპარქიის» მოსვლას, ადგილობრივები თვლიან, რომ გათვლა კეთდება ოსურ მრევლზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან გავა. თუმცა ახალგორელები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ – ვინც მოისურვებს, გადავაო:

«ის ოსებიც კი, ვისაც ქართული არაფერი მოსწონთ, დადიან ქართულ ეკლესიაში და მათ შორის ყველაზე ღრმად მორწმუნეებიც არიან – არ აცდენენ არც ერთ ღვთისმსახურებას, იცავენ მარხვას. არა მარტო ისინი, რუსი სამხედროებიც კი თავის ოჯახებთან ერთად დადიან ქართულ ეკლესიაში. ცხინვალიდან ქალთა მონასტერში ჩამოდიან ოსი ქალები, რათა ერთი-ორი კვირა სამონასტრო ცხოვრებით იცხოვრონ. მონასტერს დიდი მეურნეობა აქვს – ძროხები, ცხვრები, ქათმები, ბოსტნები…ქალები მონაზვნებს ამ ყველაფრის მოვლაში ეხმარებიან».

იმ ცხინვალელებს შორის კი, ვინც საქმის კურსშია მშენებლობის შესახებ, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. არიან ისეთებიც, ვინც მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ – «რაიონში არსებული ყველა ეკლესია უნდა ჩამოერთვას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და გადაეცეს ალანიის ეპარქიასო».

მათივე აზრით, ეპარქიას «ამის მორალური უფლება აქვს, რადგან თავის დროზე ქართველმა პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა თანამემამულეები ოსების მკვლელობისთვისო». სხვები პირიქით, ამას დაუშვებლად მიიჩნევენ და პოლიტიკური მოსაზრებებით ნაკარნახევ ნებისმიერ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ამასთან, ისინი იხსენებენ მამა იაკობის სიტყვებს იმის შესახებ, რომ «ალანიის ეპარქია და ლენინგორის [ახალგორის] რაიონის ქართველი სამღვდელოება მშვიდობიანად თანაარსებობენ, მიუხედავად ყველაფრისა». http://www.ekhokavkaza.com/a/27797775.html

თავის მხრივ, ოსი საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი თვლის, რომ «თუ ოსებს ახალი ტაძარი სურთ, დაე, ააშენონ, მაგრამ ოსებისა და ქართველების ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ქრისტიანული მოტივებით დაყოფაც არასწორია»:

«დიახ, ილია მეორეს გაუკეთებია გაუმართლებელი განცხადებები, მაგრამ მათი გაღრმავება-გაზვიადება საჭირო არ არის. ოსები ქართულ ტაძრებშიც დადიოდნენ, მიეჩვივნენ და დაე, იარონ. ცხინვალში სომხური ეკლესიაც იყო, მოგვიანებით იგი ქართულად იქცა, ახლა – ოსურად. და რა? მორწმუნე ადამიანისთვის პრინციპული არ არის, ალანურ ტაძარში ილოცებს თუ არაალანურში».

წყარო: http://accent.com.ge/ge/news/details/17586

პ.ს. დამატებით ამ საკითხზე იხილეთ

ცხინვალში განიხილეს ე.. „სამხრეთ ოსეთისსამწყსოს დაახლოების საკითხი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტმალეონიდ ტიბილოვმა და ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის (ალანია)მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ განიხილესრესპუბლიკისტერიტორიაზე ახალი მართლმადიდებლური ტაძრის აგების შესაძლებლობა, რომლისთვისაც ადგილი უკვე გამოყოფილია.
http://www.orthodoxtheology.ge/samachabloisgeorgia/

ცხინვალის რეგიონში არსებული ე.წ ალანიის ეპარქია რუსეთის საპატრიარქოსგან აღიარებას ითხოვს

წყარო