საქართველოს ეკლესიის ისტორია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი

25/03/2016
By

avtokefaliaaxali1საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი

რომელიც მიიღეს სვეტიცხოვლის კრებაზე 1917 წლის 12(25) მარტს

+ჩშიზ წელსა, მარტის იბ დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოის საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოის ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგან წარმომადგენელნი და, შემდგო­მად ლი­ტურ­ღიი­სა და კეთილდღეო­ბი­სათ­ვის ახ­ლი­სა მთავ­რო­ბი­სა სავედ­რე­ბე­ლის პარაკ­ლი­სის შეს­რუ­ლე­ბი­სა, გუ­ლისხ­მა ვყავთ სა­ხელმ­წი­ფო­სა ში­ნა რუ­სე­თი­სა­სა მომხდარ­ნი ძირი­თად­ნი ცვლი­ლე­ბა­ნი და ახ­ლი­სა მთავ­რო­ბი­სა და­ფუძ­ნე­ბაი, ეგ­რეთ­ვე სახელმძღ­ვა­ნე­ლო­ნი დე­ბუ­ლე­ბა­ნი ამა მთავ­რო­ბი­სა­ნი, საკუთ­რივ მის მიერ სი­ნი­დი­სი­სა და სარწმუ­ნოე­ბის თავისუფ­ლე­ბის აღ­სა­რე­ბაი (მუხ. 3). ამას­თა­ნა­ვე განვბჭეთ, ვითარ­მედ:

ა) ეკ­ლე­სია­სა ქართველ­თა­სა აქუნ­და, თანახ­მად მსოფ­ლიო კრე­ბა­თა კა­ნო­ნე­ბი­სა, ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბაი, რომ­ლი­სა მოს­პო­ბაი ანუ გაუქ­მე­ბაი არა­ვის ძა­ლედ­ვა, თვინიერ მსოფ­ლიო კრე­ბი­სა, გარ­ნა მას ში­ნა სრულიად არა­კა­ნო­ნიე­რად შეწყვე­ტილ იქმ­ნა ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მართ­ვა-გამ­გეო­ბაი; ბ) რუ­სეთ­სა ში­ნა დამყარ­და ახა­ლი სა­ხე სახელმ­წი­ფოის მართ­ვა-გამ­გეო­ბი­საი და მას აღარ შეე­სა­ბა­მე­ბის ქართველ­თა ეკ­ლე­სიი­სა უფლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლად ყოფ­ნაი; ამისათ­ვის უცი­ლო­ბე­ლად ვსცანით და ერთხმად და ერთსუ­ლად განვა­ჩი­ნეთ:

Read more »

ფრანგული ჟურნალი “აფხაზური ეკლესიის” შესახებ წერს

21/08/2015
By
V0tJB6N6ფრანგული ჟურნალი " La Croix"   19 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია "აფხაზეთის ეკლესიის" შესახებ, სათაურით "En Abkhazie, les moines du Nouvel Athos en quête de reconnaissance" ( აფხაზეთში, ბერები აღიარების ძიებაში), სტატიაში საუბარია იმ დაპირისპირებაზე რაც აფხაზეთში წარმოიშვა, როდესაც ნაწილი ემხრობა ინტეგრაციას რუსულ ეკლესიაში, ხოლო მეორე ნაწილი "წმიდა აფხაზეთის მიტროპოლიაზე" საუბრობს, ეს უკანასკნელნი გეგმავენ, მომავალ 2016 წელს,დიდ, მსოფლიო მართლმადიდებელთა კრებაზე კიდევ ერთხელ შეხვდნენ მსოფლიო პატრიარქს.

იხილეთ სტატია:
http://www.la-croix.com/Actualite/Monde/En-Abkhazie-les-moines-du-Nouvel-Athos-en-quete-de-reconnaissance-2015-08-19-1345891#

ცხინვალში რუსული ეკლესიის მშენებლობა გააპროტესტეს

05/08/2015
By

473e2d8ad51c1422c183eb25281_prev

რუსული ეკლესიის მშენებლობის დაწყებას ცხინვალში პროტესტი და დაპირისპირება მოყვა 

ცხინვალში რუსულ მართლმადიდებლურ ტაძრის საძირკველი ჩაყარეს , ავრცელებს რუსული სააგენტო ინტერფაქსი   .

გუშინ, 4 აგვისტოს ცხინვალში დაიწყო მოსკოვის საპატრიარქოს სამების სახელობის ეკლესიის მშენებლობა, ეკლესია აშენედება ე.წ. რესპუბლიკის ბიბლიოთეკისა და მე 2 საშ. სკოლის ტერიტორიაზე. ცხინვალის “მერის” განცხადებით ტაძრის პროექტი ბიზანტიური სტილისაა. ცხინვალშ ტაძრის მშენებლობის საკითხი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” თვითმარქვია “პრეზიდენტმა” გასული წლის სექტემბერში განიხილა რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას და ა.წ. 2 ივლისს ცხინვალში ჩასულ მოსკოვის საპატრიარქოს ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსი ზოსიმეთან ერთად. მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობის დასრულება ცხინვალში 2018 წელს იგეგმება.

საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” საინფორმაციო სააგენტოს “ოსინფორმის” მიერ, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის საპატრიარქოს ვინმე მღვდელ სერგეი კოკოევს, რომელიც ესწრებოდა რმე-ს ტაძრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას, ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია  იმ რამოდენიმე ადამიანისათვის, რომლებმაც გააპროტესტეს რუსული ეკლესიის მშენელობა ცხინვალში, რადგან ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე ვრცელდება საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქცია, ამ არგუმენტს მღვდელმა კოკოევმა უპასუხა: “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩვენ არ გვჭირდება საქართველოს პატრიარქის ილია მეორის უფლება, არამედ მხოლოდ ღმერთის.”

რელიგიის საკითხებში “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის” მრჩეველმა ქ-ნმა სონე ხუბაევამ აღნიშნა, რომ  ვინც აპროტესტებდა ტაძრის მშენებლობას მათი მიზანი იყო დაპირისპირება “სამხრეთ ოსეთის ეპარქიისა”  და ჩრდილოეთ ოსეთის ეპარქიის მხარდამჭერებს შორის; “მრჩეველი” თვლის, რომ “სამხრეთ ოსეთის” საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ნაცვლად “სამხრეთ ოსეთში” მღვდელმსახურებს შეუძლიათ მოიხსენონ მხოლოდ რუსეთის პატრიარქის კირილე ან ვლადიკავკაზის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე.

პატრიარქი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულების შესახებ

02/12/2014
By

ilia IIსაქართველოს კათილიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე განცხადებას ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან (და მომავალში, ალბათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მმართველ ძალასთანაც) ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს და ერთმანეთისაგან აშორებს ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს.

მინდა საზოგადოების ყურადღება ორ მომენტზე შევაჩერო: ამ ხელშეკრულებით უგულებელყოფილ იქნა საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნება ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობისა. ყველამ იცის, რომ ჩვენს შემთხვევაში, ამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 20 წელზე მეტია იძულებით არის გადაადგილებული და, ბუნებრივია, მონაწილეობას ვერ იღებდა ტერიტორიის ბედის განსაზღვრაში.

უკვე მერამდენედ აღვნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია არ გვეძლევა საშუალება აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს ეკლესიის მრევლის რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, რაც, ასევე, საერთაშორისო კანონების დარღვევაა და სხვა. რა თქმა უნდა, მომხდარი ფრიად სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ჩვენ, ვერასოდეს შევეგუებით.

მე ადრეც ვამბობდი და კვლავაც გავიმეორებ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისათვის ეს დროებითი განსაცდელია. საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ძმურ ურთიერთობას ადრე თუ გვიან აღადგენს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან სიმართლე და სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

წყარო

ცხოვრება წმინდა მამისა ჩვენისა სოფრონისა, ივერიის ახტალის ეპისკოპოსისა

cmsofroni 2თარგმანი და სქოლიოები   იოანე კაზარიანისა
რედაქტორი – ისტორიის დოქტორანტი, მამა ილია ჭიღლაძე

რედაქტორის წინასიტყვაობა

წარმოგიდგენთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის აქამდე უცნობ ფაქტებს, რომელიც დიდი ისტორიული და სულიერი მნიშვნელობისაა. ეს გახლავთ საქართველოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთა მღვდელმთავრის,  ბერძნული ეკლესიის მიერ კანონიზირებული წმინდანის, ახტალის (ისტორიულ ქვემო ქართლში, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში შემავალი დასახლებული პუნქტი) ეპისკოპოსის, ეროვნებით ბერძენის, წმ. სოფრონის (1738-1803 წ.წ.) ცხოვრება, რომელიც წინამდებარე სვინაქსარული ცხოვრების მთარგმნელმა იოანე კაზარიანმა გაგვაცნო და ჩვენი თხოვნით თარგმნა ბერძნული ორიგინალის  მართლმადიდებლური სომხურენოვანი გამოცემიდან: წმიდა სოფრონი ახტალელი, ერევანი, 2010, გვ. 13-20 (სომხურ ენაზე) და შედარებულია  ბერძნული სვინაქსართან (იხ. http://www.egolpion.com/ag-sofronios_axtaleias.el.aspx). წმ. სოფრონი ახტალელი ქართული ისტორიოგრაფიისათვის აქამდე სავსებით უცნობი პიროვნებაა, თუმცა ბერძნულ ეკლესიაში საკმაოდ ცნობილი და პატივდებული წმინდანია, მისი ხსენება დადგენილია 7 სექტემბერს. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი , რომ წმინდა სოფრონის პიროვნება  აქამდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისათვის. საჭიროა, ქართველ მეცნიერთა მიერ შესაბამისი პერიოდის ქართული ნარატული წყაროების დეტალური კვლევა, იქნებ აღმოჩნდეს მის შესახებ დამატები ცნობები. ახტალის  საეპისკოპოსო საქართველოს ისტორიაში საკმაოდ კარგად ცნობილი ეპარქიაა, ხოლო ახტალის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების და ფრესკული მხატვრობის უკვდავი შედევრი და სიამაყეა. ეს ტაძარი აიგო მეცამეტე საუკუნის დამდეგს საქართველოს ამირსპასალარის და ათაბაგის ივანე მხარგრძელის დაკვეთით, როგორც  მისი საძვალე და საეპისკოპოსო ცენტრი. ახტალის მღვდელმთავარი ატარებდა ტიტულს ”დიდი სომხითის მიტროპოლიტი”-სა და  მცხეთის საკათოლიკოსოს მღვდელმთავართა შორის, კათოლიკოს-პატრიარქის შემდგომ უპირატესი პატივის მქონე იყო.  დაახლოებით XV საუკუნისათვის (საქართველოსათვის  განსაკუთრებით კრიტიკულ ეპოქაში) ეს ეპარქია არსებობას წყვეტს. ახტალის ეპარქია აღდგა მეფე ერეკლე მეორის  ბრძანებით, როდესაც მან ანატოლიიდან ჩამოასახლა იქ ბერძენი მემადნეები ოქროსა და ვერცხლის მოსაპოვებლად. აქამდე ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილი იყო ამ პერიოდის ახტალის ორი ეპისკოპოსი: ვარლამ ერისთავი (შემდგომში საქართველოს პირველი ეგზარქოსი) და იოაკიმე ბერძენი. წინამდებარე  ბერძნული სვინაქსარული ცხოვრებიდან კი ვიგებთ, რომ მეფე ერეკლეს მათზე უწინარეს   ახტალის ეპისკოპოსად დაუგენია წმ. სოფრონი, რომელიც ამ ეპარქიას მართავდა 1777-1794 წლებში. საჭიროა წმ. სოფრონი ახტალელი ეპისკოპოსის სახსენებელი შევიდეს საქართველოს ეკლესიის კალენდარში. საქართველოში მოღვაწე, აქამდე  უცნობი წმინდანი, მღვდელმთავარი სოფრონ ახტალელი ჰფარავდეს ჩვენს ერს და სრულიად საქართველოს, ამინ!

Read more »

ეპისკოპოს ანტონის აზრი ფშავ-ხევსურთა სარწმუნოებაზე

16/10/2014
By

post-18-1310661982

 

ავტორი: ვაჟა-ფშაველა

მკითხველებმა ვგონებ უნდა იცოდნენ ეპისკოპოს ანტონის აზრი ქართველ მთიელების სარწმუნოებაზე. ყოვლად სამღვდელო ანტონმა იმოგზაურა ფშავ-ხევსურეთში 1912 წ. ამ მოგზაურობის შედეგი, ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან სამწუხარო გამოდგა, რამაც ძალიან დაგვაღონა და დაგვაფიქრა. ეპისკოპოს ანტონს სასულიერო მთავრობის წინაშე ფშავ-ხევსურნი დაუხასიათებია როგორც წარმართნი კერპთთაყვანისმცემლები, სადაც ვითომ საჭირო იყოს ახლად გავრცელება ქრისტიანობისა მოძრავი ეკლესიების საშუალებით. ვიდრე ჩვენ მღვდელმთავრის გამოქვეყნებული აზრის აწონ-დაწონვას შეუდგებოდეთ, საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო ერთი ფაქტი: 18–19 წლის წინათ, ვიდრე ეპისკოპოსი ანტონი ინახულებდა ფშავ-ხევსურეთს, იქ მისიონერის როლს ასრულებდა ეპისკოპოსი ლეონიდი, ეპისკოპოს ანტონზე არა ნაკლებ განათლებული ფორმალურად და არა ნაკლებ რჯულისა და სარწმუნოების ერთგული, მაგრამ იმას არც ოფიციალურად, არც კერძო საუბრის დროს წარმართებად არ მოუნათლია ფშავ-ხევსურნი. არ ვიცით რამ აიძულა ყოვლად სამღვდელო ანტონი შაედგინა ასეთი მკაცრი ოქმი მთიელთა სარწმუნოებრივ მდგომარეობის გამო?!.

Read more »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ე. წ. “ახალი სტილი” (შესწორებული იულიუსის კალენდარი)

Cm.Ambrosiავტორი: ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე

წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება მეტად საინტერესო საკითხს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ისტორიიდან, კერძოდ კი ჩვენი ეკლესიის შესწორებულ იულიუსის კალენდართან დამოკიდებულებას. როგორც ცნობილია იულიუსის კალენდარმა განიცადა ორი რეფორმა: პირველი რეფორმა ჩატარდა რომის პაპის გრიგორ XIII-ის მიერ XVI საუკუნეში (გრიგორიუსის კალენდარი), ხოლო მეორე რეფორმა (მართლმადიდებლებისათვის კი პირველი) – 1923 წელს, როდესაც შემოღებული იყო სერბი ასტრონომის მილუტინ მილანკოვიჩის მიერ შემოთავაზებული შესწორებული იულიუსის კალენდარი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ხშირად არაზუსტად ”ახალ სტილადაც” მოიხსენებენ და საქართველოს ეკლესიის დოკუმენტებშიც ის ასეთი სახელწოდებით გვხდება ხოლმე, მაშინ როდესაც საუბარია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე. მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი (კერძოდ: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) ამჟამად იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს. უფრო სწორედ კი, ეს კალენდარი გამოიყენება საეკლესიო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის, მაშინ როდესაც აღდგომა და მასთან მიბმული მოძრავი დღესასწაულები აღინიშნება იულიუსის ანუ ძველი კალენდრის და ალექსანდრიის პასქალიის გამოყენებით. სხვა ტერმინი რომ ვიხმაროთ, ხსენებული ეკლესიები ”შერეულ სტილზე” არიან. Read more »