საღვთისმეტყველო ლიტერატურა

კულტურის შესახებ

27/04/2018
By

123RF-Culture-8840141

ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

სიტყვა „კულტურა“ ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის გამოიყენებოდა, მაგრამ მასში განსხვავებულ მნიშვნელობას დებდნენ სხვადასხვა ეპოქაში. ადრე, წინა-მოდერნულ პარადიგმაში „კულტურას“ განსაზღვრების, შეფასების ფუნქცია ჰქონდა; ლაპარაკობდნენ მეტყველების, ქცევის, წერისა და ხატვის კულტურაზე, კულტურულ ადამიანზე და ა. შ. „კულტურას“ სუბსტანციური გაგება არ ჰქონდა, ის ცხოვრების, მოქმედების მოდუსის აღმნიშვნელი იყო, გულისხმობდა დახვეწილ გემოვნებას, ხელოვნებით გატაცებას, მეტყველების, ქცევის, წერის და ა. შ დახვეწილ, ელეგანტურ, არისტოკრატულ მანერას და ა.შ

აღორძინების ეპოქაში, სიტყვა „კულტურამ“ სუბსტანციური ხასიათი შეიძინა, ჰუმანისტებმა შეამჩნიეს, რომ ინდივიდუალური შემოქმედებითი აქტის დროს ადამიანი საკუთარ ადამიანურ კულტურას ქმნის. ამ დროს, უკვე, „კულტურა“ მხოლოდ შეფასებითი ფუნქციით აღარ იხმარება.

„კულტურა“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად ხმარებადი სიტყვა გახდა. ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ ისინი უპირველეს ყოვლისა კულტურაში ცხოვრობენ; რომ კულტურა ყველაზე მეტად განსაზღვრავს მათ ინდივიდუალობას  და გავლენას ახდენს მათ მსოფლმხედველობაზე, სოციალურ ურთიერთობათა სტრუქტურასა და პირადი ცხოვრების წესზე; ცხადი გახდა, რომ უკულტურობა არ არსებობს ფენომენოლოგიური თვალსაზრისით ანუ არ არსებობს ყოველგვარ კულტურას მოკლებული ადამიანები; ადამიანი ყველგან და ყოველთვის რაღაც კულტურას ქმნის და მასში იწყებს ცხოვრებას და თვითაღქმას.

Read more »

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

10/04/2018
By

2355c03020.images.new_photo.advert-folder.patriarqiუწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა

“დაინთქა სიკვდილი ძლევითა!” (ფს. 25.8)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
ქრისტე აღდგა!

მენელსაცხებლე დედებთან და მაცხოვრის მოწაფეებთან ერთად საფლავის ლოდსა ზედა მჯდომარე ანგელოზი ჩვენც გვამცნობს, რომ ჯვარცმული ღმერთი საფლავში აღარ არის, რომ
ქრისტე აღდგა!
აღდგა ღმერთი, უძლურთა ძლიერება, მდაბალთა აღმაღლება, მოკვდავთა უკვდავება.
Read more »

“ფანტაზიები” ანტონი დიდის ცხოვრებაში

ანტონის ცხოვრების ცკლიდან, ჯოვანი ბატისტა დელლა მარკა (XVI ს).

ანტონის ცხოვრების ციკლიდან, ჯოვანი ბატისტა დელლა მარკა (XVI ს).

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

ქრისტიანული დემონოლოგიის შესწავლის უმნიშვნელოვანეს წყაროს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები წარმოადგენენ, პირველ რიგში ცხოვრებათა, შემდეგ კი წამებათა ჟანრისა. როდესაც ჰაგიოგრაფიაზე, როგორც დემონოლოგიის შესწავლის წყაროზე ვსაუბრობთ, პირველი ნაწარმოები, რომელიც გათვითცნობიერებულ მკითხველს ახსენდება არის “ანტონი დიდის ცხოვრება”, ადრექრისტიანული ეგვიპტური დემონოლოგიის ნამდვილი ენციკლოპედია, ევაგრე პონტოელისა და იოანე კასიანეს ასკეტურ ნაშრომებთან ერთად. “ცხოვრება” ათანასე ალექსანდრიელმა 357 წელს, მონოზვნობის პატრიარქის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დაწერა. ნაწარმოები წარმოადგენს ქრისტიანული ჰაგიოგრაფიის მოდელს და ცხოვრებათა ჟანრში ერთ-ერთი პირველია. ძირითადი კორპუსი შედგება ავტორისაგან პროტაგონისტის ბიოგრაფიის თხრობით, შუაში კი ჩართულია ანტონისეული ვრცელი სიტყვა მონოზონთადმი (VA 16-43) [1]. ანტონის ცხოვრების ქართული ვერსია XI საუკუნის დასაწყისშია თარგმნილი ექვთიმე ათონელის მიერ[2].

Read more »

ქრისტიანობა და ანტისემიტიზმი

12/03/2018
By

    phpThumb_generated_thumbnail (ებრაელობის რელიგიური ბედი)

     ავტორი: ნიკოლაი ბერდიაევი.

I.

მგზნებარე კათოლიკე ლეონ ბლუა წერდა: „დავუშვათ, ირგვლივ ადამიანებს გამუდმებით დიდი ზიზღით ელაპარაკათ თქვენს დედ-მამაზე, მათ მიმართ მხოლოდ დამამცირებელი სალანძღავი სიტყვები და სარკაზმები ეხმარათ, როგორ იგრძნობდით თავს? არადა, სწორედ ასე ექცევიან უფალ იესო ქრისტეს. ივიწყებენ ან არ სურთ ცნონ, რომ ჩვენი განკაცებული ღმერთი ებრაელია, ბუნებით უპირატესად ებრაელია, რომ დედამისი ებრაელია, ყვავილი ებრაული რასისა, რომ მოციქულები ებრაელები იყვნენ. ისევე როგორც ყველა წინასწარმეტყველი და, ბოლოს ჩვენი ლიტურგია ხომ ებრაული წიგნების მიხედვით არის შედგენილი. როგორღა შეიძლება გამოიხატოს ის საშინელი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რასაც ებრაელი რასის დამცირება ჰქვია“?

Read more »

გზა რელიგიისკენ

Pavel_Florensky

ავტორი: მღვდელი პავლე ფლორენსკი

„…ახლა მოგითხრობთ ჩემი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვლენოვანეს გარდატეხაზე. ეს დრო დღესაც განსაკუთრებული სიცხადით წარმომიდგება, თითქოს იმ შინაგანი მოვლენების ანაბეჭდი გამოიწვა და სამუდამოდ უცვლელი დარჩა. სიამოვნება უკვალოდ ქრება მეხსიერებიდან, სიხარული გვახსოვს როგორც მკრთალი, უსისხლო ჩრდილი, მხოლოდ ღრმა ტანჯვა აყალიბებს ნამდვილად ჩვენს პიროვნებას და ტოვებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც შემდგომში მუდამ აღიქმება როგორც უცვლელი „ახლა“. ასეთი, უპირატესად, შინაგანი ტანჯვაა…

Read more »

ორი ტიპის სეკულარიზმი

26/02/2018
By

ავტორი: თეიმურაზ ბუაძე1384469

 

ორი ტიპის სეკულარიზმი

 სიტყვა „სეკულარიზმს“, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, დასავლეთ ევროპულ ე. წ. განმანათლებლობის ეპოქას უკავშირებენ, ამიტომ რელიგიურად განწყობილი ადამიანების დიდი უმრავლესობა მას ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს, ფიქრობენ რა, რომ სეკულარიზმის ყველა მომხრის (ისევე როგორც ფრანგული განმანათლებლების) სურვილია ჩვენი სოციალური ცხოვრება განთავისუფლდეს რელიგიის ყველანაირი, თვით მორალური, გავლენისგან და რწმენამ მთლიანად დაკარგოს მნიშვნელობა და ავტორიტეტი სეკულარიზირებულ საზოგადოებაში მსოფლმხედველობრივი, მორალური და კულტურული თვალსაზრისით.

Read more »

მეცნიერება და შუა საუკუნეების დასავლეთის ქრისტიანული ეკლესია

22/02/2018
By

Did-the-Medieval-Church-Suppress-Scienceავტორი: თეიმურაზ ბუაძე
(სტატია ჟურნალ “გული გონიერიდან”)

რელიგია და მეცნიერება ჩვენი საზოგადოებრივი ყოფის, კულტურისა და ცივილიზაციის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. სხვადასხვა ეპოქაში, ცივილიზაციასა და კულტურაში ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი შეხედულებები ჰქონდათ ღმერთზე, ადგილზე, სადაც რელიგიურსა და სეკულარულს შორის არსებულმა ზღვარმა უნდა გაიაროს, მეცნიერული ცოდნის შესაძენად ვარგის მეთოდებზე და, ზემოთქმულიდან გამომდინარე, რელიგიასა და მეცნიერებას შორის არსებულ თუ შესაძლებელ, სასურველ თუ დაუშვებელ ურთიერთზემოქმედების ფორმებზე. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად მიგვაჩნია, რომ რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების საკითხის არსებითი განხილვისთვის საკმარისი იქნება თუ სიტყვა „რელიგიაში“ ქრისტიანობას ვიგულისხმებთ, „მეცნიერებაში“ კი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. რადგან, მეცნიერება – ამ სიტყვის თანამედროვე, მოდერნული გაგებით,  XVI-XVII საუკუნეების ქრისტიანულ ევროპაში ჩამოყალიბდა და, რელიგიასა და მეცნიერებას შორის ვითომდა „კონფლიქტური ურთიერთმიმართების“ თეზისის მხარდამჭერები, როგორც წესი, სიტყვა „მეცნიერებაში“ უფრო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს გულისხმობენ, ვიდრე ჰუმანიტარულს.
Read more »

სადიაკვნე ორარი და ე.წ. შემოსვის ლოცვასთან დაკავშირებული ერთი გაუგებრობა

ΔΙΑΚΟνοσავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

სადიაკვნე ორარი და .. შემოსვის ლოცვასთან დაკავშირებული ერთი გაუგებრობა

 

როგორც მკვლევართა უმრავლესობა თანხმდება, დაახლოებით პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში ლიტურგიული სამოსი არ გამოირჩეოდა სამოქალაქო სამოსისაგან. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ლიტურგიისთვის ერთხელ გამოყენებული სამოქალაქო სამოსი შემდეგ ისევ მისთვის გამოიყენებოდა და ყოველდღიურ საქმიანობაში აღარ იხმარებოდა [1]. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სალიტურგიო შესამოსელი სამოქალაქო მოდის ცვლილებებს არ მისდევდა და კონსერვატიული რჩებოდა; რაც უფრო იზრდებოდა მათ შორის სხვაობა, მით უფრო მეტ საკრალურობას იძენდა კლიროსისათვის ეკლესიაში გამოყენებული შესამოსლები და ყალიბდებოდა ექსკლუზიურად კლერიკალურ, სალიტურგიო ინსიგნიებად.

Read more »

მთავარეპისკოპოსის ზენონის საშობაო ეპისტოლე ეპარქიისადმი

11/01/2018
By

დმ26169079_1647661298626577_1500782352549268283_nანისისა და აგარაკ (ახტალა)-ტაშირის , დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის ზენონის საშობაო ეპისტოლე ეპარქიისადმი

,,მალე დადგება დღესასწაული,
რომელიც არის ყველა დღესასწაულის დედა.
რომ არ ყოფილიყო შობა, არ იქნებოდა აღდგომა”. (წმ. იოანე ოქროპირი)

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დმანისისა და აგარაკ (ახტალა)-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის კურთხეულო სამწყსოვ, მღვდელ-მოძღვარნო, მონოზონნო!

ორ ათასწლეულმა განვლო მას შემდეგ, რაც სიყვარულის მოძღვრების მწვერვალთან მყოფმა წმ. მოციქულმა პავლემ ეფესოში ქრისტეს ეკლესიას მიმართა: “გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები (II,11) იმ ჟამს ქრისტეს გარეშე იყავით… არ გაგაჩნდათ სასოება და უღვთონი იყავით სოფელში (II,12) ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით, რადგან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორნი ერთად აქცია და დაარღვია გამყოფი ზღუდე (II,13-14)”.

Read more »

გიორგი მთაწმინდელი და ფილიოკვე

03/01/2018
By

St_George_of_Athos_(Akhtala_fresco)ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, ანა ღამბაშიძე

ათანასე ალექსანდრიელის “სიმბოლოს” ძველი ქართული თარგმანი

“სიმბოლო”, ანუ მოკლე გადმოცემა მართალი სარწმუნოების დოგმატის უმთავრესი დებულებებისა, უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საეკლესიო პრაქტიკაში, როგორც ნათლისღების წინ საჯაროდ წარმოსათქმელი აღსარება სარწმუნოებისა, გამოთქმა ქრისტიანული მრწამსისა.
ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებებამდე სარწმუნოების სიმბოლოს სხვადასხვაგვარი ფორმულირება იყო გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ცნობილია “იერუსალიმური სიმბოლო”, “კესარიულ-პალესტინური სიმბოლო”, “ალექსანდრიული სიმბოლო”, “ანტიოქიური სიმბოლო” და სხვ[1]. საეკლესიო ტრადიციით, თითოეულ მათგანს საფუძვლად დაედო მოციქულთა მოძღვრება, გადმოცემული “მოციქულთა სიმბოლოში”. ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო, როგორც საერთო-საეკლესიო მრწამსის ფორმულა, ამ სიმბოლოთა შეჯერებით იქნა შემუშავებული[2].

Read more »