საღვთისმეტყველო ლიტერატურა

ქრისტეს აღდგომის შესახებ

ქრისტე აღსდგა!
ჩვენი ცენტრი ულოცავს თავის ერთგულ მკითხველსა და მთელს საქრისტიანოს აღდგომის უბრწყინვალეს დღესასწაულს!
გთავაზობთ მიტროპოლიტ ანტონი სუროჟელის სიტყვას ქრისტეს აღდგომის შესახებ
სტატიის წყარო http://library.church.ge (მადლობას ვუხდით საიტის ადმინისტაციას)

აღდგომის შესახებ საუბარი მგონია, რომ ყოველთვის რთულია. ისაუბრო ვნებებზე, მხსნელის ცხოვრების ტრაგედიაზე, სწავლებაზე, შედარებით მარტივია იმ მხრივ, რომ შეგვიძლია ადამიანურ გამოცდილებას დავეყრდნოთ. ყველამ ვიცით, თუ რა არის ავადმყოფობა, ტკივილი, ტანჯვა, სისასტიკე, მსხვერპლი, სიყვარული, შურისძიება, ღალატი, სისუსტე. ამიტომაც, როდესაც ქრისტეს ცხოვრების მოვლენებს ვეხებით და განვიხილავთ მომენტებს, როცა რომელიმე ამ თვისებათაგან იჩენს თავს, მარტივი ხდება ამის გაგება. ჩვენ განვსჯით იუდას, მაგრამ, ამასთნ ერთად, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენც ნაწილობრივ მოღალატეები ვართ. ჩვენ არ გავცემთ იესოს, რადგან არ ვიმყოფებით საფრთხის წინაშე; ჩვენ არ გავცემთ იესოს სიტყვით, მაგრამ ჩვენ მას ვღალატობთ იმით, რომ ვუწოდებთ უფალს და ღმერთს, ამ დროს კი მის სწავლებას უგულებელვყოფთ, არ მივსდევთ მის მაგალითს. Read more »

თეიმურაზ ბუაძე-დასავლური პოლიტიკური თეოლოგია

politics-religion-e1289247352886თეიმურაზ ბუაძე
 თეოლოგიის დოქტორი

დასავლური პოლიტიკური თეოლოგია— განთავისუფლების
თეოლოგია: აქვს თუ არა სახარების კეთილ უწყებას სოციალური
ხასიათი?
 
ამ სტატიაში, განთავისუფლების თეოლოგიის მრავალ განშტოებათაგან მხოლოდ ერთს, სახელდობრ, ლათინურ-ამერიკულ განთავისუ-ფლების თეოლოგიას შევეხებით. სტატიის სათაურში ნახმარი სიტყვა «დასავლური» კათოლიკურ საღვთისმეტყველო აზრს მიანიშნებს, რადგან ლათინური ამერიკის განთავისუფლების თეოლოგია კათოლიკურ წიაღში ჩაისახა და მის ავტორთა აბსოლუტურ უმრავლესობას, ამ თეოლოგიის განვითარების ყოველ ეტაპზე, კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურნი წარმოადგენდნენ. კრებული, რომელშიც ეს სტატია იბეჭდება, დასათაურებულია ასე: აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა, რაც მათ ურთიერთმიმართებას, დიალოგს გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ დიალოგი ერთმანეთის გამოცდილებით გამდიდრებას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, განთავისუფლების თეოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, შესაძლოა, ჩვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს. განთავისუფლების თეოლოგიის სახით კათოლიკურ საღვთისმეტყველო აზრში ისეთი ტენდენციები გამომჟღავნდა, რომელთა თავიდან აცილება აუცილებელია ეკლესიის ჭეშმარიტ ბუნებასთან მათი შეუთავსებლობის გამო. ამ ტენდენციებმა კი, გამორიცხული არაა, სხვაგანაც იჩინოს თავი. როგორც შემდგომში ვნახავთ, ლათინური ამერიკის განთავისუფლების თეოლოგიის ფუძემდებლები ცდილობდნენ, ქრისტიანობა და, კერძოდ, ქრისტიანული ეკლესიის მისია ღარიბი და ჩაგრული სოციალური ფენის თვალსაზრისით გაეაზრებინათ. ეს თეოლოგები ფიქრობდნენ, რომ მოყვასისადმი ქრისტიანული სიყვარულის იდეა ეკლესიას პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას ავალდებულებდა, ღარიბი და სოციალურად დაუცველი ფენის სასარგებლოდ. მათი აზრით, ეკლესიამ ბიძგი უნდა მისცეს და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში რევოლუციური, რადიკალური ცვლილებების განხორციელებას, რაც სოციალური უსამართლობისა და ეკონომიური დაქვემდებარებულობის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. ამასთან, განთავისუფლების თეოლოგები სოციალური ცვლილებების განხორციელებისას არ უარყოფენ თვით შეიარაღებული აჯანყებებისა და ძალადობის გამოყენებასაც.

წმ. მაკარი ეგვიპტელის სულიერი ჰომილიები

ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ჯაშმა
ჰომილია XL
საყვარელნო, გარეგნულად გაცხადებული ღვაწლისა და იმის შესახებ, თუ როგორი ცხოვრების წესი არის უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, უნდა იცოდეთ, რომ ყველა სათნოება ერთმანეთზე არის დამოკიდებული, თითქოს არსებობს სულიერი რამ ჯაჭვი: თითოეული მათგანი მეორეზე არის მიბმული. ლოცვა [მომდინარეობს] სიყვარულისგან, სიყვარული _ სიხარულისგან, სიხარული _ სიმშვიდისგან, სიმშვიდე _ სიმდაბლისგან, სიმდაბლე _ მსახურებისგან, მსახურება _ სასოებისგან, სასოება _ რწმენისგან, რწმენა _ მორჩილებისგან, მორჩილება _ უბრალოებისგან. ასევე საპირისპირო მხარეს ყოველი ბოროტება მეორეზე არის დამოკიდებული: სიძულვილი [მომდინარეობს] რისხვისგან, რისხვა _ მზვაობრობისგან, მზვაობრობა _ პატივმოყვარეობისგან, პატივმოყვარეობა _ ურწმუნოებისგან, ურწმუნოება _ გულქვაობისგან, გულქვაობა _ უზრუნველობისგან, უზრუნველობა _ მცონარებისაგან, მცონარება _ სასოწარკვეთისგან, სასოწარკვეთა _ მოუთმენლობისაგან, მოუთმენლობა _ სიამეთმოყვარეობისაგან. ბოროტების დანარჩენი ასოებიც ერთმანეთზე არის მიჯაჭვული. Read more »

ქალები მართლმადიდებელ ეკლესიაში

ავტორი: ელიზაბეტ ბერ–სიჟელი
 
როგორია ქალთა როლი მართლმადიდებელ ეკლესიაში? შესაძლებელია თუ არა დიაკონისების (ქალი დიაკვნების) უძველესი ინსტიტუტის აღდგენა? რა გამოწვევები დგას დღევანდელ მართლმადიდებლობაში ამ თვალსაზრისით და როგორ შეუძლია ეკლესიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა? ამ და სხვა მეტად საინტერესო და აქტუალურ საკითხზე მსჯელობს თანამედროვე თეოლოგი ქალი ელიზაბეტ ბერ–სიჟელი.
 
სტატია დაიბეჭდა ბიბლიურ–თეოლოგიური ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში ემაოსი (N4). თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა
 

წმინდა წერილის წმ. მაქსიმე აღმსარებელისეული ხედვა

ავტორი: ზურაბ ჯაში

დღეს, როდესაც ეკლესიისათვის ყველაზე აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს საკუთარი ტრადიციის ყოველმხრივი გაცნობიერება, რათა შეძლოს თანამედ-როვე სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა და ამით თვით ამ სამყაროსათვის მართებული სულიერი ორიენტირის შექმნა, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის შესწავლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა იქნება ამ მიზნის განხორციელების საქმეში. მის შრომებში ქრისტიანული მოძღვრება ფილოსოფიური ენით თავისი გამოხატვის მწვერვალს აღწევს. მართებულად შენიშნავს XIX საუკუნის ერთ-ერთი დასავლელი მკვლევარი ი. ვეზერი:

“თუ ოდესმე გაჩნდებიან აღმოსავლეთის ეკლესიაში ქრისტიანი ფილოსოფოსები, ისინი მიიღებენ და აღადგენენ მაქსიმეს წავლებას”.
მაქსიმეს ენისათვის დამახასიათებელია უაღრესად რთული ტერმინოლოგია, რაც წმინდა მამას იმისათვის დასჭირდა, რომ ადამიანურ ენაზე გადმოეცა საღვთო სიბრძნის უფრო ღრმა შრეები. ამგვარი მცდელობის შედეგად თვით მისმა ნაწერებმა შეიძინა საოცარ
ი სიღრმე, რაც ანა კომნენეს სიტყვებით რომ ვთქვათ, “მკითხველში იწვევს თავბრუსხვევას”. Read more »

“ღმერთი სიყუარულ არს”……

ეპისკოპოსი კალისტე (უეარი)


თქვენს ხელთაა იმ ორი გამოსვლის ტექსტი (ტექსტის მეორე ნაწილს – “მართლმადიდებლობა და ეკოლოგიური კრიზისი” შემოგთავაზებთ ოდნავ მოგვიანებით) , რომლითაც ქართველი მსმენელის წინაშე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1997 წლის მაისში წარსდგა ეპისკოპოსი კალისტე (უეარი).
დიოკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კალისტე (უეარი) დაიბადა ინგლისში, ქ. ბათში 1934 წელს. განათლება მიიღო თავდაპირველად ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. Read more »