ქადაგებები

უფლისაკენ მისასვლელი გზები

11/09/2015
By

surojeliავტორი: მიტროპილიტი ანტონ სუროჟელი

 

გზები უფლისკენ, ისევე მრავალფეროვანია, ისევე მდიდარია, როგორც ადამიანთა სულები. როგორც უფლის სიღრმეები და თავად გზა უფლისკენ იწყება რწმენით. რწმენის შესახებ მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა.

ხშირად ადამიანები ურევენ ერთმანეთში ცრურწმენის ცნებებს ან უბრალოდ გულუბრყვილო მინდობილობას. სინამდვილეში რწმენას არაფერი აქვს საერთო ცრურწმენასთან და მცირედი – გულუბრყვილობასთან. რწმენა ყოველთვის იწყება კონკრეტული რელიგიური გამოცდილებიდან. რაღაც ხდება ადამიანში რაც შთაუნერგავს შეურყეველ რწმენას უხილავი სამყაროს არსებობის შესახებ, რომ ღმერთი არის ცოცხალი და ისაა სიცოცხლის მომნიჭებელი.

Read more »

ამბროსი ხელაიას ქადაგება სოხუმის საკათედრო ტაძარში

07/09/2015
By

წმინდა ამბროსი ხელაიაცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტის ამბროსის ქადაგება სოხუმის საკათედრო ტაძარში

1919 წლის 5 ოქტომბერი.

ძმანო, ქრისტიანენო! დღეს წაკითხული სახარება ღირსია გაწაფული ყურადღებისა; ის გვასწავლის რამდენათ მიიზიდავს ის ჩვენზე ღვთის მადლს.

დიდია ძალა სარწმუნოების. სარწმუნოებამ განკურნა განრღვეული, დიდი იყო სარწმუნოება რომაელის ასისთავისა, რომელზედაც ბრძანა ქრისტემ, მთელ ურიასტანში არ მიხილავს ამნაირი სარწმუნოებავო. და განიკურნა მონა მისი, რომელზედაც სთხოვდა ქრისტე-მაცხოვარს. სარწმუნოებამ განკურნა ის დედაკაცი, რომელიც 12 წელი იტანჯებოდა უკურნებელის სნეულებით და რომელმაც ფარულად შეახო ხელი ქრისტეს კალთებს და განიკურნა. სარწმუნოებამ ჰქმნა ის, რომ ქრისტესთან ჯვარცმული ავაზაკი გახდა სამოთხის მკვიდრი. რა არ ჰქმნა შესაძლებელად მოციქულების სარწმუნოებამ? ისინი გაუნათლებელნი, ღარიბნი, ფეხშიშველნი მიმოივლიან მთელ მაშინ ცნობილ ქვეყნიერებას, სძლევენ მეფეთა, დიდებულთა, მეცნიერთა და სწავლულთა, სძლევენ წარმართობას, ურწმუნოებას და ქრისტეს სახარებას მოჰფენენ დედამიწას, ყველას დაუმორჩილებენ მას.

განა კერძო ცხოვრებაში და კერძო საქმეებშიაც არა აქვს მნიშვნელობა სარწმუნოებას? ვინ არ იცის, რომ რწმენა ანიჭებს კაცს გამარჯვებას? თუ კაცს სწამს დაწყებული საქმე, მაშინ ის დაწყებისთანავე ის ნახევრად გამარჯვებულად უნდა ჩაითვალოს. ხოლო თუ ადამიანს დაწყებული საქმის შესაძლებლობა თვითონ არა სწამს, არა აქვს რწმენა, რომ ღმერთი მისცემს მას გამარჯვებას, მაშინ ძალიან, ძალიან საეჭვოა ის სისრულეში მოიყვანო მასში გაიმარჯვოს. რა მეომარი იქნება ის, რომელსაც ომის დროს არა სწამს, რომ გაიმარჯვებს, რომელთაც არა სწამთ, რომ მათ ღმერთი შეეწევა? ამნაირივე მხედრობა გაჭირვების დროს თვით გარბის ბრძოლის ველიდან, რის მაგალითები მოგვცა წარმართული წლების უმაგალითო ომებმა.

როდესაც ჯარში შეიტანეს ურწმუნოება, მას წაერთვა სიმტკიცე, წაერთვა უნარი და სურვილი სამშობლოს დაცვისა.

Read more »

როგორ ვემსახუროთ ქვეყანას

25/08/2015
By
banner1ავტორი: წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
 სიტყვა კბ-სა კვირიაკესა
და მან ხმა-ჰყო და სთქვა: მამაო აბრაამ! 
შემიწყალე მე, და მოავლინე ლაზარე, რათა 
დააწოს მწუერვალი თითისა მისისა წყალსა 
და განმიგრილოს ენაი ჩემი: რამეთუ ვიტანჯები 
მე ალითა ამით ცეცხლისათა (ლუკ.16, 24)

ესრეთ ევედრებოდა აბრაამს მდიდარი, მყოფი სატანჯველსა შინა. ტანჯვა მისი იყო ესოდენ დიდი და საზარელი, რომელ იგი ნატრობდა ერთსა წვეთსა წყალსა გასაგრილებლად ენისა თვისისა.

რისთვის დაისაჯა ძმაო ქრისტიანენო, ეგ-ზომად მდიდარი იგი? მისთვის, რომელ მან თვისი ცხოვრება ამ სოფელში გაატარა უქმად, უსარგებლოდ მცონარეობასა შინა: კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა, და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ.

ამის მეტი არაფერი არ არის თქმული მას სახარებასა შინა. არა სჩანს, რომ მას რაიმე სხვა საქმე ეკეთებინოს კეთილი, ანუ ბოროტი. იგი მხოლოდ სჭამდა, სვამდა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. არც ის არის თქმული, რომ იგი ყოფილიყოს ძვირისმოქმედი ანუ კაცის მკვლელი, ანუ ღვთის შეურაცხმყოფელი, ანუ სხვა სულის წარმწყმედი საქმის დამნაშავე. მაშასადამე მიზეზი მისისა ფიცხელისა სასჯელისა იყო, როგორც ვსთქვით, მხოლოდ ის, რომ მან უქმად და უსარგებლოდ განატარა ეს ცხოვრება. სჩანს, ძმანო ჩემნო, რომელ სულის ცხოვნებისათვის არ არის საკმაო ის, როდესაც კაცი მხოლოდ ცუდსა საქმესა ერიდება და კეთილი საქმის ქმნას არ ჰცდილობს, არამედ ისიც საჭირო არის, რომ კეთილი საქმე რაიმე აღასრულოს კაცმა. სჩანს, რომელ ისიც დიდი სულის წარმწყმედელი ცოდვა არის, როდესაც კაცს შეუძლია კეთილი საქმის ქმნა და იგი კი უქმად და უსარგებლოდ ატარებს ცხოვრებასა თვისსა. რისთვის არის ესრედ? ღირს, რომ ამაზე ვსთქვათ ორიოდე სიტყვა.

Read more »

ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას – პატრიარქი

17/08/2015
By

Ilia IIსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ჯარისკაცებს მიმართა. როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ჯარისკაცები იმ ღვაწლის გამგრძელებლები არიან, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.
“როცა ვუყურებ ჩვენს ჯარისკაცებს, გული ივსება სიხარულით, დიდი ხანია, ასეთი კავშირი არ ყოფილა ეკლესიას და ჯარს შორის. ჩვენმა ხალხმა გაიგო, რომ ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი შვილები და ჩვენი ქვეყნის დამცველები არიან. უპირველეს ყოვლისა, ჯარში ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს და ულმობელი არ უნდა გახდეს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ჯარისკაცი სამშობლოს დამცველია. ჯარისკაცი იმ დიდი ღვაწლის გამგრძელებელია, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს ისტორიიდან მეფე დავით აღმაშენებლის დიდგორის ბრძოლაც გაიხსენა, როდესაც მეფემ უკან დასახევი გზა ჩახერგა. ასევე, პატრიარქმა ბიბლიიდან დავით წინასწარმეტყველის ცხოვრების ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც დავით წინასწარმეტყველმა გოლიათი დაამარცხა.

ილია მეორემ ამ მაგალითით ჯარისკაცებს მოუწოდა, რომ ისინი არ უნდა შეშინდნენ, რადგანაც საკუთარი სამშობლოს დამცველები არიან.
“ჩემო სულიერო შვილებო, ჯარისკაცებო, ყოველდღე ეკლესია ლოცულობს თქვენთვის და შეავედრებს თქვენს თავს ღმერთს, თქვენ მხნეობა მოგცეთ. ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

ქადაგების დასასრულს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირები დააჯილდოვა.

წყარო

წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის ოფიციალური განცხადება

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები

ცენტრი მზადყოფნას გამოხატავს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულებს, განსაცდელის დაძლევას ერთად დგომით შევძლებთ. Read more »

რჩევა დაქორწინების მსურველთ

20/04/2015
By

27091345450835წმიდა იოანე ოქროპირი

შეგაგონებთ დაქორწინების მსურველთ – უდიდესი წინდახედულებით მოეკიდეთ ამ საქმეს; გირჩევთ, ცოლის შერთვის წინ მიმართოთ ნეტარ პავლეს, წაიკითხოთ მისი კანონები ქორწინების შესახებ და წინასწარ შეიტყოთ, რას ავალებს იგი კაცს, თუ მას ანჩხლი, მზაკვარი, ლოთი, ჭორიკანა, უგუნური ან სხვა მსგავსი ნაკლის მქონე ცოლი შეხვდება, და ამის მერე იფიქროთ ქორწინებაზე. თუ ამოიკითხავ, რომ მოციქული უფლებას გაძლევს, ჩამოთვლილ თვისებათაგან ერთერთის შემჩნევის შემდგომ უარყო ერთი ცოლი და მოიყვანო მეორე, თამამად აისრულე სურვილი, რაკი საფრთხე საერთოდ არ გემუქრება. მაგრამ თუ პავლე ამის ნებას არ გრთავს, გავალებს – რა ნაკლიც უნდა ახასიათებდეს ცოლს, თვინიერ მრუშობისა, გიყვარდეს, არსად გაუშვა, მზაობით შეხვდი ცოლის უკიდურესი სიანჩხლის გაძლებას – ამაზე იზრუნე. თუ ეს მძიმე და გაუსაძლისია, მაშინ წინასწარვე ყოველ ღონეს მიმართე, რათა შეირთო კეთილი, ღვთისმოსავი და დამჯერი ცოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ორი არჩევანი გექნება, ან მის სიანჩხლეს გაუძლებ, ან თუ ამის ატანას ვერ შეძლებ და გაუშვებ, მრუშობის ცოდვა დაგბრალდება. უფალი გვეუბნება: ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა (მთ. 5,32). ეს ყოველივე ქორწინებამდე კარგად ავწონ-დავწონოთ, გავეცნოთ პავლეს მიერ შექმნილ კანონებს და მთელი ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ თავიდანვე ზნეკეთილი და ჩვენი ხასიათის შესაფერისი ცოლი შევირთოთ. ასეთი მონდომება დიდ სიკეთეს შეგვძენს; მას არასდროს გავუშვებთ და ძლიერადაც გვეყვარება; პავლე გვავლებს: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ (ეფ. 5,25). თუ იცი, ქრისტემ როგორ შეიყვარა ეკლესია? ისე, რომ თავი თვისი მისცა მისთვს. ამიტომ ცოლისთვის სიცოცხლის გაღებაც რომ დაგჭირდეს, ნუ დაიხევ. თუ უფალმა ისე შეიყვარა მონა, რომ თავი თვისი მისცა მისთვს, შენ მით უფრო უნდა გიყვარდეს შენივე მსგავსი მონა. პავლემ ამ სიტყვებს აგრეთვე დაუმატა: რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა (ეფ. 5,26). სიტყვით წმიდა-ყოს მოციქულმა მიგვანიშნა, რომ ადრე ეკლესია არაწმინდა და შებილწული იყო, მაგრამ მაცხოვარმა მის სიმახინჯეს ზურგი არ აქცია, უშნო იერი შეუცვალა, გარდაქმნა, გამოასწორა და ცოდვები შეუნდო.

Read more »

სააღდგომო ეპისტოლე

13/04/2015
By

2355c03020.images.new_photo.advert-folder.patriarqiუწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სააღდგომო ეპისტოლე  

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო

“მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა” (კორინ. 6,20)

“ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით” (ეს.61,10)

“დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო…” (ზატიკი)

უფალი, “რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის, აღსდგა ჩვენს განსამართლებლად. (რომ.4.25) და სიკვდილიცა მოკლულ იქმნა მის მიერ (პარაკლ.) გიხაროდეთ!

ქრისტე აღდგა!

Read more »

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

Shoba (1)გილოცავთ შობის  დღესასწაულს

გთავაზობთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ს საშობაო ეპისტოლეს

ტექსტს კითხულობს არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი)

სამების საკათედრო ტაძარი

ქრისტეშობა 2015 წელი.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

“ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო…, ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ! Read more »

სინდისი

11/12/2014
By

2bpa61ავტორი: წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა – ფაქიზი, ნათელი, კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე.

ეს გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას.

სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების.

ხიბლში ჩავარდნილ გონებას, რომელსაც ცოდვისმოყვარე ნებაც ეხმარება, ყველაზე მეტხანს სინდისი იბრძვის.

სინდისი ბუნებრივი კანონია (აბა დოროთე, მე-3 სწავლა). დაწერილი კანონის შემოღებამდე ადამიანს სინდისი ხელმძღვანელობდა. დაცემული კაცობრიობა თანდათან ითვისებდა ღმერთის, კეთილისა და ბოროტის შესახებ არასწორ წარმოდგენას. ამა სოფლის სიბრძნემ სინდისსაც გადასდო თავისი სენი, ამიტომ დაწერილი კანონი აუცილებელი გახდა ჭეშმარიტების შეცნობისა და ღმრთის სათნო ცხოვრებისათვის.

Read more »

რჩეული ამონარიდები – 2

25/08/2014
By

6b593b1397a3 დღევანდელი ამონარიდების ავტორია : იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი

 1. ასეთია ნიმუში ანტიქადაგებისა
2. 
ხშირად ადამიანურ კეთილგონიერებას ვკარგავთ
 3. მისტიფიკატორული მორჩილება

 

ასეთია ნიმუში ანტიქადაგებისა

ისევე, როგორც ყოველი ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავდება და ყველას თავისი შესაძლებლობა აქვს, გარეგნული ეკლესიურობისა და ეკლესიის დისციპლინარული ნორმებიც თითოეულისათვის ინდივიდუალური უნდა იყოს. ეკლესიის არსი იმაში კი არ არის, რომ ყველასათვის საერთო „ჩარჩოებში“ მოათავსოს ადამიანი, არამედ მან გონივრულად და ინდივიდუალურად ისარგებლოს იმ საშუალებებით, რაც ეკლესიას აქვს და იპოვოს თავისი გზა ქრისტესაკენ. ამაში ვლინდება ეკლესიისათვის დამახასიათებელი უდიდესი პატივისცემა პიროვნებისადმი, მისი თავისუფლებისადმი და მისდამი ნდობა. ჩვენთან, სამწუხაროდ, სწორედაც პიროვნებისადმი პატივისცემა მოისუსტებს. ითვლება, რომ ეკლესიაში ყველა ერთნაირი უნდა იყოს, რომ ყოველი ადამიანისთვის მხოლოდ ერთი და იგივე ხსნის რეცეპტია გამოწერილი; მაგრამ ეკლესია, სრულიადაც არაა ყაზარმა, სადაც ყველა ვალდებულია „იცხოვროს მწყობრში“.

Read more »