ქადაგებები

ღვთიური სიყვარულის შესახებ (გაგრძელება)

18/08/2014
By

profiriწმიდა მამა პორფირი კავსოკალიველი 

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

ქრისტიანის სული უნდა იყოს ნატიფი, მგრძნობიარე, გახსნილი და დახვეწილი. ის ოცნებებში უნდა ცხოვრობდეს და ფარფატებდეს (წმიდა მამას, რა თქმა უნდა, არა აქვს მხედველობაში ოცნებებს აყოლა და ოცნებებით ცხოვრება, რაც ადამიანს, როგორც სულიერ ცხოვრებაში, ასევე ერშიც, უეჭველად ტრაგედიამდე მიიყვანს. მას იმის თქმა უნდა, რომ ქრისტიანის სული დახვეწილი, მოშურნე, უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულით ანთებული უნდა იყოს. – მთარგმნ.). ის უსასრულობაში უნდა დაფრინავდეს, ვარსკვლავთა შორის დასრიალებდეს, ღვთის სიდიადესა და მდუმარებაში ჩაიძიროს. ვისაც უნდა გახდეს ქრისტიანი, ჯერ პოეტად უნდა იქცეს. აი, რაშია საიდუმლოება: უნდა უყვარდეს და დაიტანჯოს მისთვის, ვინც უყვარს. სიყვარული გვიბიძგებს ვიღვაწოთ, შეყვარებულის ძიებაში მთელი ღამე ზეზეურად გავათენოთ, სიარულით ფეხები დაგვისისხლიანდეს. სიყვარულით გაგიჟებული ადამიანი ნებისმიერ მსხვერპლზე მიდის, არაფერს არ უშინდება – არც მუქარას, არც სიძნელეებს. ქრისტესადმი სიყვარული კი უფრო დიადია, უსასრულოდ ამაღლებული მდგომარეობაა.

Read more »

რჩეული ამონარიდები – 1

07/08/2014
By

6b593b1397a3წინაპრების კეთილი საქმეებით ვერ გავმართლდებით

წმ. იოანე ოქროპირი

ქრისტე უნდა გაკვირვებდეს არა მხოლოდ იმით, რომ მან ხორცი შეისხა და განკაცდა, არამედ უმეტესად იმიტომ, რომ ცოდვილი ადამიანები ღირს-ჰყო, მისი ნათესავები ყოფილიყვნენ და ჩვენი ცოდვების გამო ოდნავადაც კი არ შერცხვენია. ამგვარად, იმთავითვე, როდესაც იშვა, მან გვაჩვენა, რომ ჩვენი არაფერი ეთაკილება და ამით გვასწავლა, არც ჩვენ გვრცხვენოდეს საკუთარი წინაპრების ავზნიანობა, არამედ მხოლოდ ერთი – სათნოებები ვეძიოთ. სათნომყოფელ ადამიანს, თუნდაც იგი უცხოტომელისაგან იყოს დაბადებული, თუნდაც მეძავისა ან სხვა სახის ცოდვილისგან იყოს შობილი, ამის გამო არაფერი ევნება.

Read more »

არავინ დარჩებოდა წარმართად, რომ ვყოფილიყავით ღირსეული ქრისტიანები

25/07/2014
By

24ddea02e111bfd8e13f17fe798 წმ. იოანე ოქროპირი

ვიცხოვროთ ისე, რომ ღვთის სახელს შეურაცხყოფა არავინ მივაყენოთ. ნუ გამოვეკიდებით ნურც კაცობრივ დიდებას, ნურც ისე მოვიქცევით, რომ სახელი გავიტეხოთ. ორივე შემთხვევაში ზომიერება დავიცვათ. ნათქვამია: „შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა“ (ფლპ. 2:15).
უფალმა იმიტომაც დაგვადგინა ჩვენ ახალი ცომი ქრისტიანები, რომ დავემსგავსოთ მნათობებს, ვასწავლოთ სხვებს, ვიყოთ ადამიანებთან ანგელოზები, ყრმებთან მამები, მშვინვიერებთან სულიერნი, რათა მათაც სარგებელი ჰპოვონ და ჩვენც უხვმოსავლიან თესლს დავემსგავსოთ. ჩვენი ცხოვრება ესოდენ ნათელი და გასაგები რომ იყოს, სიტყვები საჭირო აღარ იქნებოდა; არ მივმართავდით მასწავლებლებს, თავად რომ კეთილ საქმეებს აღვასრულებდეთ; არავინ დარჩებოდა წარმართად, რომ ვყოფილიყავით ღირსეული ქრისტიანები, დაგვეცვა ქრისტეს მცნებები, დიდსულოვნად დაგვეთმინა წყენა და ძარცვა; დაგველოცა მაყვედრებელნი, ჩვენ ჩაგვრაზე სიკეთით გვეპასუხა. ყველა რომ ასე იქცეოდეს, ვინ იქნება ისეთი ველური, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე არ მოიქცეს.

ქურდობისათვის

19/06/2014
By

news_11641ავტორი: წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება თქმული ქუთაისის საკათედრო ეკლესისსა შინა,განმარტება სამოციქულოისა (ეფეს. 4, 28)

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთს წარსულს კვირიაკეს ვიწყეთ ჩვენ განმარტება ერთისა ფრიად საჭიროისა და სასარგებლოისა სამოციქულოისა, რომელი იპყრობს თვის შორის სწავლასა და დარიგებასა, ყოველ დღეს და ყოველ წამს სახმარსა ჩვენთვის. გავაგრძელოთ ახლა ჩვენი განმარტება დანარჩენთა მუხლთა. ჩვენ გავჩერდით მაშინ ოცდა მერვესა მუხლსა ზედა, რომელი არის შემდგომი: მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშურებოდენ და იქმოდნენ კეთილსა თვისთა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად, ვის – იგი უხმდეს ( ეფეს. 4,28). იქმნება ვინმემ თქვენგანმა იფიქროს, ძმანო ჩემნო, რომ ამ მუხლის განმარტება არ არის საჭირო, არც შესაფერი, რადგანაც აქ მოციქული იტყვის მპარაობასა, ანუ ქურდობასა ზედა, რომელიც არის ერთი სასირცხო და სათაკილო ცოდვა, და, მაშასადამე, ლაპარაკიც მას ზედა იქმნება სათაკილო და შემარცხვენელი.
Read more »

ლოცვის შესახებ (ნაწ. I – II)

11/06/2014
By

PorfiriyK_s ავტორი: წმიდა პორფირი კავსოკალიველი

წმიდა პორფირი კავსოკალიველი  2013 წლის 2 დეკემბერს იქნა კანონიზირებული მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ.

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

(ჩვენი ცენტრი დიდ მადლობას მოახსენებს მამა ერმოლაოსს, მისი ნაშრომებისა და თარგმანების გამოქვეყნების უფლების მოცემის გამო)

ნაწილი 1

ადამიანი ზეცაში ყველასა და ყველაფრისგან მოშორებით ეძებს მარადიულ სიხარულსა და ბედნიერებას, ცდილობს, ღმერთში აღმოაჩინოს იგი. ღმერთი – საიდუმლოებაა, ის მდუმარებაა; ის უსასრულოა; ის – ყველაფერია. სამყაროში ყოველი ადამიანი ეძებს რაღაცას, მთელი არსებით ზეცას ესწრაფვის, მისკენ არის მიმართული, თუნდაც არ ჰქონდეს ეს შეგნებული და გაცნობიერებული.
არ მოაცილოთ თქვენი აზრი და გონება უფალს. შეიყვარეთ ლოცვა – მასთან საუბარი. მოსაგრეობის აზრი ქრისტესადმი სიყვარულში, მისადმი მოშურნეობაშია. გახდით უფლის სიყვარულის ღირსნი, რათა არ დარჩეთ ბნელში. ჩართეთ ლოცვის გადამრთველი, რათა თქვენს სულში ღვთიური ნათელი აინთოს. მაშინ თქვენი არსის სიღრმეში ქრისტე გამოცხადდება, იქ, სადაც ცათა სასუფეველია: “ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია” (ლუკ. 17,21) .

Read more »

მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (ქართულ ენაზე)

 † ბართლომეოსი,Ecumenical Patriarch Bartholomew I atten

წყალობითა ღმრთისაითა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა

და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის სისავსეს

მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებასა შინა აღდგომილი ქრისტესგან

ქრისტე აღდგა!

მოვედით, ძმანო და შვილნო უფლის მიერ, მიიღეთ ნათელი მართლმადიდებლობის წმიდა გულის – ფანარიონის მოუკლებელი ნათლისგან, და ერთობით და შეერთებით განვადიდოთ „ქრისტე, რომელი აღდგა მკვდრეთით“.

Read more »

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

agdgoma1

გთავაზობთ კათოლიკოს პატრიარქის ილია II ს სააღდგომო ეპისტოლეს აუდიო ვერსიას

ტექსტს კითხულობს არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი)

სამების საკათედრო ტაძარი 2014 წელი

ღვთიური სიყვარულის შესახებ

profiriწმიდა მამა პორფირი კავსოკალიველი

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

თავად ქრისტეა ჩვენი უსაზღვრო სიყვარული, სიხარული, აბსოლუტური ბედნიერება, ჭეშმარიტი ნათელი, იმედი. . . ადამიანის სურვილი მოიპოვოს ეს ყველაფერი, სინამდვილეში ღვთიურობასთან, ქრისტესთან ზიარების წყურვილი და მოშურნეობაა. ქრისტესმიერი სიყვარული განუყოფელი, განუსაზღვრელი და ისეთი სიხარულის მომნიჭებელია, რომელიც ადამიანს სრულიად ცვლის, ასხვაფერებს. გიჟური სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი! ის სუფთა, გაუზავებელი სულიერი ღვინოა, რომელიც ათრობს. ბიბლიური დავითი ამბობს: “განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან” (ფს. 22, 5). სულიერი ღვინო სუფთაა, მინარევებს არ შეიცავს და ძალიან მაგარია. როცა მას სვამ, თვრები. ღვთიური თრობა – ეს უფლის საჩუქარია, რომელიც გულით წმიდათ ეძლევათ (მთ. 5, 8).
იმდენი იმარხულეთ, რამდენიც შეგიძლიათ; იმდენი მეტანია გააკეთეთ და იმდენი ღამე ათიეთ, რამდენის ძალა შეგწევთ; ოღონდ მუდამ მხიარულნი იყავით, გქონდეთ ქრისტესმიერი სიმხნევე, რომელიც მარადისობის ზეიმია და საუკუნეების განმავლობაში არ განელდება, რადგან უფლისმიერია, გვიძღვნის იმედიან სიმშვიდეს, წყნარ სიტკბოებასა და ნეტარებას. ეს სიხარულთა სიხარულია, ყოველგვარ სიხარულს აღემატება. ქრისტე აფრქვევს სიხარულს, რათა მორწმუნენი გაამდიდროს ამით: “რათა სიხარული თქუენი სავსებით იყოს” (იოან. 16.24). აი, ჩვენი რელიგია! აი ის, რასაც უნდა ვესწრაფოთ!

Read more »

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე – 7 .01.2014

Nativitybგთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ს საშობაო ეპისტოლეს.

მოუსმინეთ აუდიო ვერსიას

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

”ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, – მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო!

Read more »

შიში ღვთისა და ადამიანური შიშები

1346022197_0_44d5c_c9fe02b4_lავტორი: მღვდელი გიორგი ჩესტიაკოვი

ბერძნულ ენაში სიყვარულს რამდენიმე შესატყვისი-(სინონიმი) აქვს, რომელთა დახმარებითაც ადამიანებს მისი ელფერის გადმოცემა შეუძლიათ. შიშიც ნაირსახოვანია-შემაძრწუნებელიდან მოკრძალებულ თრთოლვამდე. რომელი შიში ესადაგება ქრსტიანს და რომელი მიგვითითებს მის სულიერ არა სიმწიფეზე? როგორ გავარჩიოთ ღვთის შიში ადამიანური შიშებისაგან? Read more »