ქადაგებები

მონარქიის შესახებ – ვიდეო ლექცია და ტექსტი

poll-monarchy-tsar-russians.siავტორი: დეკანოზი ლევან მათეშვილი

მოგესალმებით ყველას. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება მონარქიას. როგორც მოგეხსენებათ, ეს საკითხი ბოლო ხანებში აქტუალური გახდა საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, იქნება ეს სამეფო ქორწინებები, განქორწინებები თუ მემკვიდრის დაბადება, რასაც მოჰყვა მედია-საშუალებებით ამ მოვლენების განხილვა. ხშირ შემთხვევაში, დამახინჯებული ფორმით განხილვა. დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ რა არის მონარქია, რამდენად მისაღებია იგი ქართული რეალობისთვის, და ზოგადად, რა მმართველობაა ეს. ვისაუბრებთ, ერთის მხრივ, თეოლოგიური არგუმენტებზე მონარქიის გამართლების თუ გაუმართლებლობის შესახებ. მეორეს მხრივ, შეიძლება თუ არა მონარქი იყოს სხვა დინატიის წარმომადგენელი, ან რაიმე განსაკუთრებული დამსახურება თუ აქვთ ბაგრატიონებს საქართველოს ისტორიაში. ხოლო მესამეს მხრივ, შეიძლება განვიხილოთ რეალურად ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი ვის ეკუთვნის. ანუ დღევანდელი ჩვენი საუბარი შეიძლება გამოგვივიდეს ისტორიულ-თეოლოგიური მსჯელობები მონარქიის გარშემო, კერძოდ, საქართველოში.

Read more »

ქრისტე აღდგა! პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (აუდიო ჩანაწერის თანხლებით)

agdgoma

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალდე დღესასწაულს.

გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ს სააღდგმო ეპისტოლეს.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

“მადლი ღვთისაგან მომდინარეობს და მსჭვალავს მთელ სამყაროს; იგი ,,ყოველგან არს და ყოველივეს აღავსებს,” მისით მოძრაობენ პლანეტები და სულდგმულობს ყოველი ცოცხალი, მაგრამ სხვა არის მაცხოვნებელი მადლი, რომელიც უხვად მოედინება ყოვლადწმიდა სამების წიაღიდან და ქრისტეს მისტიური სხეულიდან, ეკლესიიდან, და განეფინება ადამის მოდგმას; სინერგიის აღსრულება კი ინდივიდუალურია და პიროვნების ნებაზეა დამოკიდებული: Read more »

მსოფლიო პატრიარქის წინასამარხვო ეპისტოლე

bartholomew

2013 წელი მსოფლიო პატრიარქმა „მსოფლიო თანადგომის წლად“ გამოაცხადა

ეკლესიის სისავსეს:

მადლი და მშვიდობა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესგან, ჩვენს ლოცვებთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად იყავნ თქვენ თანა.

საყვარელნო ძმანო და დანო, უფლისმიერ შვილნო,

წმიდა მამებმა, რომლებმაც ყოველივე წესრიგიანად განაგეს, დააარსეს ასკეტური შემეცნებისა და სულიერი განწმედის ჟამი, ორმოცი დღე უფლისა ჩვენისა ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს ასკეტური წესი მოიცავს მარხვის დროს საკვებისაგან შეზღუდვას, მაგრამ უმეტესად ბოროტისაგან თავშეკავებას. წმინდა ჰიმნოგრაფი ახასიათებს რა მას, აღნიშნავს, რომ ღმრთისათვის მარხვის ჭეშმარიტი და სასურველი წესი არის ბოროტქმნისაგან თავის შემოზღუდვა, ენის კონტროლი, განრისხების დაცხრობა, განშორება ბოროტ სურვილთაგან, რაც მოიცავს ჭორაობას, სიცრუესა და გინებას, სამართლიანობის აღდგენა, განთავისუფლება ვნებიანი აზრებისაგან, მხურვალე აღმსარებლობა, გონების განწმედა, „რომელზეც ძნელი არაფერია“, უარის თქმა „მტკივნეულ ვნებებზე, შურსა და სიძულვილზე“, ცოდვების მიღებაზე. „მსაჯული მოახლოებულ არს, კართა ზედა“ და იგი განცდის გულსა და გონებას, რამეთუ „იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს“ (წმ. ანდრია კრეტელის დიდი კანონი). Read more »

შენდობის დღისათვის

Photo by Jacko Vassilev
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი,
მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან.
ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი,
არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი
(მათე. 6,14.)

სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა

ძველითგან მიღებულისა ჩვეულებისამებრ მართლმადიდებელსა ეკლესიასა შინა, აწინდელსა დღესა ქრისტიანენი გამოითხოვენ შენდობასა ურთიერთთა შორის, შეურიგდებიან ერთი მეორეს და მიუტევებენ, რაიცა ჰქონდათ უკმაყოფილება ანუ გულ-ნაკლულევანება ერთს მეორესაზედა. ამისათვის ეწოდებოდა დღესა ამას კვირიაკე შენდობისა. ნუ დავივიწყებთ ჩვენცა. ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმიდასა ამას ჩვეულებასა, აღვასრულოთ იგი გულწრფელად. მიხედეთ, რა სახით შეგვაგონებს მაცხოვარი აღსრულებასა ამა მცნებისასა: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი. Read more »

მოჩვენებითი სამართლიანობის შესახებ

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
სიტყვა კვირიაკესა ზედა განრღვეულისასა
და ამისთვის სდევნიდეს ურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაი მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა (იოან. 5. 16).

იესო ქრისტეს ქვეყანაზე გამოჩინებამ და მისმა ამაღლებულმან სწავლამ და ქადაგებამ დიდი მოძრაობა მოახდინა ურიათა შორის რომელნიც მათგანნი იყვნენ ღვთის მოყვარენი და მადიდებელნი, რომელთა გულში ჰქონდათ სურვილი და იმედი საუკუნოისა ცხოვრებისა, მათ სიხარულით მიიღეს სწავლა იესო ქრისტესი და შეიქმნენ მისნი ერთგულნი მორწმუნენი და მოწაფენი; გარნა, უმრავლესი ნაწილი ურიათა გაქვავებული გულითა, დაბნელებული ჭკუითა, რომელი სჯულსა ასრულებდა მხოლოდ გარეგანობით, და სოფლისა ამის ცხოვრება უმეტესად უყვარდა, ვიდრეღა მომავალი საუკუნო ნეტარება, შეიქმნა მისი მტერი და წინააღმდეგი. გარნა, უმეტესად ყოველთა იესო ქრისტე და მისი სწავლა მოიძულეს მწიგნობართა, ფარისეველთა, მოხუცებულთა და სხვათა უფროსთა კაცთა, მისთვის, რომელ იგინი იესო ქრისტეს ქადაგებასა შინა, ვითარცა სარკეში, ცხადად ხედვიდენ თვისთა ცოდვათა, ვნებათა და ბოროტებათა. ისინი სასტიკად გარდაემტერენ იესო ქრისტეს, სდევნიდნენ მას, მარადის ეძიებდნენ მიზეზებსა, რომ იგი მისცენ მთავრობას და მოჰკლან. გარნა, ცხადად ვერ ბედვიდენ ამას. შურსა, სიძულვილსა და მტერობასა თავიანთსა იესო ქრისტესადმი. იგინი მალვიდენ და ფარავდენ სჯულის ერთგულების ქვეშე.

Read more »

ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სხდომის გახსნასთან დაკავშირებით წარმოთქმული ქადაგება

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ბერლინი 1974 წლის აგვისტო

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

ჯერ კიდევ განუყოფელი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი ლიტურღიის საიდუმლო სერობის შესავალი შემდეგი სიტვებით იწყება: “წმინდა ხარ და ყოვლადწმინდა, შენ, და დიდადმშვენიერ დიდება შენი, რომელმაც სოფელი შენი ესრეთ შეიყვარე, ვიდრე მიცემადმდეცა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, რათა ყოველსა, რომელსა რწმენეს მისსა მიმართ არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნო; რომელი იგი მოვიდა რა, და ყოველი ჩუენ-თვის განგებულება სრულ-ჰყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროსღა მისცემდა თავსა თვისსა ცხოვრებისათვის სოფლისა, მოიღო პური წმიდათა ზედა უხრწნელთა და უბიწოთა ხელთა, გმადლობდა და აკურთხა, და წმიდა-ჰყო, და განსტეხა, და მისცა წმინდათა მისთა მოწაფეთა და თქვა: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქუენ-თვის განტეხილი მისატევებელად ცოდუათა. მსგავსადვე და სასმელისა ყოვლად სერობისა, სთქუა: ჰსუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქვენ-თვის, და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდუათა. ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა. რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს”. Read more »

შვილთა აღზრდის შესახებ

   წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა, არამედ განზარდენით
იგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა (ეფეს. 6, 4).

თვით ამ სიტყვებითგან ჰსჩანს, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, რა საგანზედ განვიზრახეთ ჩვენ დღეს უბნობა თქვენთანა. აწინდელი სიტყვა ჩვენი თქვენთანა იქმნება მას ზედა, თუ ვითარ უნდა ზრდიდენ მშობელნი ქრისტიანენი მცირეწლოვანთა შვილთა თვისთა. ვგონებ, რომ თქვენც გრძნობთ, რა დიდი საგანი არის ეს და რა სახით არის საჭირო, რომ ქრისტიანე ხშირად ჰფიქრობდეს მას ზედა. პირველთა ცნობათა და ჩვეულებათა, რომელთა მიიღებს მცირეწლოვანი ყრმა სახლსა შინა მამისა თვისისა, პირველთა მაგალითთა, რომელთა იგი ჰხედავს გარემოს თვისსა, აქვსთ უდიდესი მნიშვნელობა მრთელსა მისსა სიცოცხლესა შინა. ყოველი მომავალი ცხოვრება მცირე წლოვანისა ყრმისა, მისი ყოფა-ქცევა, მისი ხასიათი და, ერთის მხრით, თითქმის, სულის ცხონებაც დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რა სახით გაიზარდა იგი, რა შეაგონეს და რა ასწავლეს მას და რას მიაჩვიეს იგი მშობელთა სიყმაწვილეშივე.
Read more »

რას ნიშნავს გერქვას ქრისტიანი?

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კვირიაკესა ზედა სამარიტელისასა

და იყო მათი წელიწად ერთ შეკრება ეკლესიად, და სწავლად
ერისა მრავლისა, და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა
მოწაფეთა მათ ქრისტიანედ (საქმე მოციქულთა, თავი II მუხლი 26).

იქმნება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, მრავალთა თქვენ შორის არც კი იციან აქამომდე, სად და როდის იწყეს პირველთა ქრისტეს მორწმუნეთა წოდებად თავისა თვისა ქრისტიანედ. დღეს წაკითხული სამოციქულო გვიამბობს ამას. ეს მოხდა დიდსა ქალაქსა შინა ანტიოქიისასა, იქ იწყეს პირველთა ქრისტეს აღმსარებელთა წოდებად თავისა თვისა ქრისტიანედ. ეს იყო ქრისტეს ამაღლების შემდეგ სამის ანუ ოთხის წლის მერმედ, როდესაც მორწმუნენი ფრიად გამრავლდნენ ანტიოქიასა შინა. მას უკან, სხვათაც ყოველთა ქალაქთა შინა იწყეს მორწმუნეთა ამ სახელის წოდება. მის მერმედ ყოველი უწინდელი და აწინდელი ქრისტეს აღმსარებელი უწოდებდა და უწოდებს თავის თავს ქრისტიანედ. დიდ არს, ძმანო ჩემნო, და საღმრთო ეს წოდება! არ არის არცა ქვეყანასა ზედა, არცა თვით ცათა შინა ამაზე უდიდესი წოდება! დიდითა და საშინელითა კრძალვითა და მორიდებითა უნდა ვზიდოთ ეს წოდება! პირველთა მათ ქრისტიანეთა, რომელთა ეს წოდება მიიღეს, კარგად ახსოვდათ ეს აზრი, და მთელს თავიანთს სიცოცხლეს ისე ატარებდენ, რომ გაემართლებინათ თავიანთი წოდება და არა დაედაბლებინათ. არა ესრედ არს, საუბედუროდ, აწ, ახლანდელთა შორის!

Read more »

უსაქმურობის წინააღმდეგ


                                                                              წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უხმარი ეგე მონაი განჰხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა,
მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი (მათ. 25, 30).

რისთვის განურისხდა, ძმანო ქრისტიანენო, მონასა ამას მეფე იგი, ხსენებული დღეს წაკითხულს იგავში? რისთვის უთხრა მას: ბოროტო მონაო და მედგარო, და რისთვის გააგდო იგი ბნელსა გარესკნელსა? მისთვის, რომ ის იყო მედგარი, ესე იგი ზარმაცი, არ უყვარს შრომა და მუშაობა. თავის სიცოცხლეში მან არა თუ რაიმე კეთილი ჰქმნა და რაიმე შეიძინა, არამედ ის ნიჭიც, რომელიც მას მისცა ღმერთმა – დაჰმალა მიწაში. Read more »

რაი არს სიყვარული ღვთისა?

              წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა 15-სა კვირიაკესა ზედა

შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა
და ყოვლითა გონებითა შენითა,…

ესე არს დიდი და
პირველი მცნება (მათ. 22, 38)

სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება. Read more »