ქადაგებები

მადლიერება

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
სიტყვა 39-სა კვირიაკესა

არა ათნივე განიკურნესა? და ცხრანი იგი სადა არიან?  ვერ იპოვნეს ეგოდენი, რათამცა მოიქცეს  და მისცეს დიდება ღმერთსა? (ლუკ. 17. 18).  
მაცხოვარმან, ვითარცა მოგვითხრობს დღეს წარკითხული სახარება, ერთხელ განკურნა ათნი კეთროვანნი კაცნი. მათგან მხოლოდ ერთმან, იხილა რა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა, დავარდა მუხლთა ქვეშე იესოსთა და შესწირა მას მადლობა: სხვათა კი ცხრათა განკურნებულთა არ იფიქრეს მადლობისა მიცემა ღვთისადმი. ერთმან მათგანმან ქცევამ განაკვირვა თვით უფალი იესო ქრისტე: არა ათნივე განიკურნესა? ჰკითხა მან, და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვეს ეგოდენ, რათამცა მოიქცეს და მისცეს დიდება ღმერთსა?

Read more »

რა არის მოწყალება

 

 წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
სიტყვა ოცდამეხუთესა კვირიაკესა ზედა
იგავი მოწყალე სამარიტელსა ზედა (ლუკ. 10, 25-37).

დღეს წაკითხული სახარება, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, გვიქადაგებს და შეგვაგონებს ჩვენ ქრისტიანულსა სიყვარულსა და მოწყალებას. ვგონებ, რომ წინაშე მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა არ არის საჭირო ვრცლად უბნობა მასზედა, თუ რა დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა, მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებად მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი. გარნა ქრისტიანული მოწყალება დიდად განსხვავებულია მათი მოწყალებისაგან. თვით დღეს წაკითხული იგავი სახარებისაგან არა იმაზედ ლაპარაკობს, რომ მოწყალებანი დიდი სათნოება არისო, – ეს ყოველმა კაცმა იცის, როგორც ვსთქვით, – არამედ იმას, თუ როგორ უნდა აღასრულოს ქრისტიანემ ეს სათნოება, რომ იგი ნამდვილ ქრისტიანულ მოქმედებად შექმნას, როგორია ქრისტიანული მოწყალება? როგორ უნდა აღსრულდეს იგი? ამაზედ კი ფრიად საჭიროა ლაპარაკი წინაშე ქრისტიანეთა, ვინაიდგან არა ყოველნი ქრისტიანენი ქრისტიანულად აღასრულებენ მოწყალებას.

Read more »

რა არის შური?


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) 
სიტყვა კზ-სა კვირიაკესა ზედა

მიუგო შესაკრებელის-მთავარმან მან რისხვით,
რამეთუ შაბათსა განჰკურნა იგი იესო, და ეტყოდა
ერსა მას: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა
ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ,
 და ნუ დღესა შაბათსა ( ლუკ. 13, 14)

უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა სახარებითაგან, ერთს შაბათის დღესა განჰკურნა ერთი მძიმედ უძლური ქალი შესაკრებელსა შინა, ანუ სალოცველსა ურიათა. წინამძღვარი შესაკრებლისა მის, ნაცვლად მადლობისა და პატივის-ცემისა, განრისხდა და სთქვა: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა. რას ნიშნავს, ძმანო, ეს საკვირველი მრისხანება ამ მოძღვრისა? როგორ მოხდა, რომელ ეს კაცი, სასწაულის მხედველი და საწყალისა დედაკაცისა გაბედნიერების მოწამე, ნაცვლად სიხარულისა შეყვარებისა, მრისხანე და მწუხარე არს? ძმანო ჩემნო საყვარელნო! ეს მოხდა შურისაგან; შურმან დააბნელა ესოდენ გული მისი, რომელ ნაცვლად სიყვარულისა და რწმუნებისა, მას გაუჩნდა გულში მრისხანება და სიძულილი. რაი არს შური? შური არს მწუხარება, რომელსა კაცი ჰგრძნობს გულში, ოდეს იგი ჰხედავს სიკეთესა, წარმატებასა და ბედნიერებასა თვისის მოყვასისასა. ესრედ, იმ შესაკრებელისა-მოძღვარმან, იხილა რა დიდი სასწაული უფლისა და იფიქრა, რომელ ამ სასწაულისათვის მოემატა უფლისა სიყვარული, პატივი და რწმუნება ყოვლისა ერისაგან, ხოლო თვით მას, შესაკრებელის-მოძღვარსა, ესენი მოაკლდენ, ეწყინა და განრისხდა გულითა თვისითა. Read more »

რა არის პატიოსნება


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იყავნ სიტყვა თქვენი:ჰე, ჰე, და არა, არა; ხოლო უმეტესი
ამათსა უკეთურისაგან არს (მათ. 5, 57).

რა მაღალსა და შეურყეველსა პატიოსნებასა მოითხოვს ჩვენგან, ძმანო ქრისტიანენო, უფალი იესო ქრისტე! იგი მოითხოვს ჩვენგან ისეთს პატიოსნებას, რომელ ყოველსა სიტყვასა ჩვენსა დავამტკიცებდეთ მხოლოდ ამით: ჰო და არა: იყავნ სიტყვა თქვენი: ჰე, ჰე; და არა, არა; ხოლო უმეტესი ამასთსა უკეთურისგან არს. იმ გვარი რწმუნება და მინდობილება უნდა იყოს ქრისტიანეთა შორის, რომელ მათი ჰო და არა საჭიროდ აღარ ყოფდეს ფიცსა და მოწმების მოყვანასა. გარნა ამ გვარი რწმუნება შეიძლება ქონდეს მხოლოდ იმ კაცს, რომლისა პატიოსნება არის უეჭველი და კარგად ცნობილი ყოველთა მისთა მოყვასთაგან. ზოგიერთი კაცი თითქმის ყოველს თვისს თქმაზე ფიცს დაუმატებს და მოწამეს მოიყვანს, გარნა მისის მსმენელის გული არ დაიჯერებს მისსა სიტყვასა. რისგან არის ეს? მისგან, რომ მას აკლია პატიოსნება.

Read more »

საზოგადო ნაკლთა შესახებ- უსიყვარულობა, უსაქმურობა, უსამართლობა

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
მოძღვრება, თქმული სოფელს ჩხარს

მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

ვგონებ, თქვენ ყოველთა გაგიგონიათ და იცით, რომელ, ვისაც სურს, რათა იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე და აცხოვნოს სული თვისი, მას უნდა ქონდეს ორი ესე: მართლ-მადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფა-ქცევა. ღვთის მადლით, მართლ-მადიდებელი სჯული ანუ სარწმუნოება გვიპყრიეს ჩვენ ყოველთა მტკიცედ; ვერაფერს იტყვის, რომ ჩვენ არ გვახსოვდეს რომელიმე წეს-დებულება ანუ ბრძანება სჯულისა; რაც ვისწავლეთ წმიდათა მამათაგან, ის ყოველი გვახსოვს და გვწამს, გარნა კეთილს ყოფა-ქცევაში და სჯულის აღსრულებაში ვართ ფრიად სუსტნი და ნაკლულევანნი. Read more »

გარეგანი და შინაგანი რწმენის შესახებ


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება თქმული გელათს 1869 წელსა 8 სექტემბერს

ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ
ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოისასა, და ძირაკისასა,
და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისა: სამართალი და წყალობა, და
სარწმუნოება. ესე ჯერ იყო საქმედ და იგი არა დატევებად (მათ. 23, 23).

დღეს, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საჭიროდ ვრაცხ და მსურს მოძღვრება ჩემი თქვენდამი, რომელნი შეჰკრებილხართ აქა სხვათა და სხვათა მრავალთა სოფლებითგან, დავაფუძნო სიტყვათა ამათზედა სახარებისათა: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოისასა, და ძირაკისასა, და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისა: სამართალი და წყალობა, და სარწმუნოება. ესე ჯერ იყო საქმედ და იგი დატევებად. თქვენ, თვითონაც გესმისთ, რა საშინელსა და ფიცხელსა საყვედურსა გამოუცხადებს ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე ფარისეველთა და მწიგნობართა. Read more »

როგორ უნდა ვიქცეოდეთ განსაცდელისას?


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) 
სიტყვა ოცდამეშვიდესა კვირიაკესა ზედა

აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ
წინადადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ,
რათა სდგეთ, (ეფესელთა 6, 13).

დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა მოციქული პავლე აგვიხსნის ჩვენ, რომ ცხოვრება ჩვენი ქვეყანასა ზედა, არის ბრძოლა, მოღვაწეობა, ჭიდაობა; სოცოცხლე ჩვენი გარემოცული არის მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა მიერ; დიდი ღონე, სიმტკიცე და თავის გამომეტება გვმართებს ჩვენ, რომ ჯეროვნად და სათანადოდ გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. თუ თვით ღმერთი არ შეგვეწევა და არ გაგვაძლიერებს, ჩვენ არ შეგვიძლია გავმაგრდეთ ბრძოლასა შინა, რადგანაც ბრძოლა ჩვენი არ არის ხორცთა და სისხლთა მიმართ, ესე იგი უძლურთა, სუსტთა კაცთა თანა, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა ამის სოფლისათა, ესე იგი საშინელთა უხილავთა და უკეთურთა სულთა მიმართ. ამისათვის, დაუმატებს წმიდა მოციქული პავლე: აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ წინა-დგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რათა სდგეთ.
Read more »

ვინ არის ჩვენი მოყვასი

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
სიტყვა კე-სა კვირიაკესა

ვინ არს მოყვას ჩემდა? (ლუკ. ი, ლ)

დღეს წაკითხულითა სახარებითგან გესმათ თქვენ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, ვითარ ერთმან სჯულის-მეცნიერმან ებრაელმან ჰკითხა უფალსა: ვინ არს მოყვას ჩემდა? ძველნი ებრაელნი არა ყოველსა კაცსა რაცხვიდნენ თვისდა მოყვასად, არამედ მხოლოდ მემამულეთა და მონათესავეთა თვისთა; მათ უყვარდათ მხოლოდ მათივე ტომისა და შთამომავლობის ებრაელნი, გარნა ყოველნი სხვანი კაცნი სძულდათ და მიაჩნდათ მტრად.მაცხოვარმან განსანათლებელად მათისა გონებისა, უპასუხა მოძღვარსა მას შემდგომითა იგავითა: კაცი ვინმე მიდიოდა იერიქონითგან იერუსალიმს; მაშასადამე იგი იყო ებრაელი, და დაეცნენ მას ავაზაკნი, განძარცვეს იგი, დასჭრეს და ზლივს ცოცხალი დააგდეს გზასა ზედა. იმ ჟამად გაიარა იმავე გზით ერთმან მღვდელმან, ნახა დაჭრილი იგი, გარნა ყურადღება არ მიაქცია მას ზედა; მერმე გაიარა იქ ერთმან ლევიტელმან, ესე იგი, ტაძრის მსახურმან, გარნა არცა მან მისცა შემწეობა, და დასტოვა უწყალოდ; ბოლოს გაიარა იქ ერთმან სამარიტელმან, ესე იგი, კაცმან უცხოისა ქვეყანისამან და ებრაელთაგან ფრიად შეუძლებელმან, შეეწყალა მას უბედური იგი, მიეახლა მას და შეუხვია წყლულებანი მისნი, დაასხა მას ზეთი და ღვინო, და მერმედ აღსვა იგი კარაულსა ზედა თვისსა და მიიყვანა სასტუმროსა სახლსა შინა. იქ მოუარა მას შეძლებისამებრ და მეორე დღეს ჩააბარა იგი სახლისა უფლისა, რათა იზრუნოს მისთვის, და რასაც წააგებს, აღუთქვა უმეტესისა მიცემა მისდა. ვინ უკვე ამათ სამთაგანი, ჰკითხა უფალმან სჯულის მეცნიერსა, გგონიეს შენ მოყვას მისდა, რომელი იგი შთავარდა ხელთა ავაზაკთა მათ? ხოლო მან ჰსთქვა: რომელმან ჰყო წყალობა მის თანა. ჰრქვა მას იესო: ვიდოდე და ჰყოფდე შენცა ეგრევე (ლუკ. ი. ლვ, ლზ). Read more »

ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან – ეს სიყვარულის საკითხია და არა მოვალეობის.

მიტროპოლიტი აფანასი (ნიკოლაუ) ლიმასოლელი

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა ნინო ჯანჯღავამ

როდესაც ადამიანს თავისი თავის შეცვლა უნდა, ის ერთ შედომას უშვებს, რომელსაც საღვთისმეტყველო წრეებსა და საკვირაო სკოლებშიც კი უშვებდნენ – ის მორალის ქადაგებას იწყებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ვიღაც ეკლესიას უახლოვდება, ასეთი ქრისტიანები მას ეუბნებიან: „დაუკვირდი და ცუდი საქმეები არ გააკეთო, ცუდ ადგილებში არ იარო  და ცუდი სიტყვები არ თქვა“. მთელი ეს მორალი ავადმყოფურია, ანტიზნეობრივია და საკითხის  არამართლმადიდებლური გაგებაა, პურიტანობაა, პიეტიზმია, რომელიც მხოლოდ ხედვით რეზულტატზეა ორიენტირებული. ეკლესიის მამები კი ამით არ იყვნენ დაინტერესებულები, ისინი სიღრმეში იყურებოდნენ. Read more »

დასმენის ანუ ენის მიტანის შესახებ

 ავტორი: წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება ბ-ს ოკტომბერს მოწამეთის მონასტერში

მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!

დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას უდაბნოსა შინა მისთვის, რათა პატივი ვსცეთ წმიდათა დავითს და კონსტანტინეს, და აღვასრულოთ ხსენება მათი, რომელთა წმიდანი ნაწილნი განისვენებენ აქ უხსოვარის დროითგან. მადლობა შევსწიროთ დღეს წმიდათა ამათ მოღვაწეთა, ვინაითგან მეოხებითა მათთითა ვეღირსეთ აწინდელსაც წელსა თაყვანისცემად წმიდათა მათთა ნაწილთა; ხოლო პატივისცემა მათი შევავსოთ რომლითამე სულიერითა განზრახვითა და სწავლითა, რადგანაც, დარწმუნებული ვართ, რომ მათცა იამებათ ყოველნი ჩვენნი სულიერნი სწავლა და დარიგება.

Read more »