ქადაგებები

ქრისტეს აღდგომის შესახებ

ქრისტე აღსდგა!
ჩვენი ცენტრი ულოცავს თავის ერთგულ მკითხველსა და მთელს საქრისტიანოს აღდგომის უბრწყინვალეს დღესასწაულს!
გთავაზობთ მიტროპოლიტ ანტონი სუროჟელის სიტყვას ქრისტეს აღდგომის შესახებ
სტატიის წყარო http://library.church.ge (მადლობას ვუხდით საიტის ადმინისტაციას)

აღდგომის შესახებ საუბარი მგონია, რომ ყოველთვის რთულია. ისაუბრო ვნებებზე, მხსნელის ცხოვრების ტრაგედიაზე, სწავლებაზე, შედარებით მარტივია იმ მხრივ, რომ შეგვიძლია ადამიანურ გამოცდილებას დავეყრდნოთ. ყველამ ვიცით, თუ რა არის ავადმყოფობა, ტკივილი, ტანჯვა, სისასტიკე, მსხვერპლი, სიყვარული, შურისძიება, ღალატი, სისუსტე. ამიტომაც, როდესაც ქრისტეს ცხოვრების მოვლენებს ვეხებით და განვიხილავთ მომენტებს, როცა რომელიმე ამ თვისებათაგან იჩენს თავს, მარტივი ხდება ამის გაგება. ჩვენ განვსჯით იუდას, მაგრამ, ამასთნ ერთად, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენც ნაწილობრივ მოღალატეები ვართ. ჩვენ არ გავცემთ იესოს, რადგან არ ვიმყოფებით საფრთხის წინაშე; ჩვენ არ გავცემთ იესოს სიტყვით, მაგრამ ჩვენ მას ვღალატობთ იმით, რომ ვუწოდებთ უფალს და ღმერთს, ამ დროს კი მის სწავლებას უგულებელვყოფთ, არ მივსდევთ მის მაგალითს. Read more »