ქრისტიანული კონფესიები

აფეთქებები კოპტურ ტაძრებში და ეკლესიათა სამძიმარი

11/04/2017
By

egitto ansa-2თავდასხმა ეგვიპტელ ქრისტიანებზე.

ეგვიპტეში ISIS-ის მიერ განხორციელებული ორი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია არანაკლებ 44, ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი აქედან ორივე შემთხვევა კოპტურ ქრისტიანულ ეკლესიებში მოხდა,მაშინ როდესაც მრევლი შეკრებილი იყო ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად

პირველი აფეთქება განხორციელდა ქალაქ ტანტაში, წმ. გიორგის სახელობის კოპტურ ქრისტიანულ ტაძარში, როდესაც მიმდინარეობდა სადღესასწაულო ღვთისმსახურება. აღნიშნული აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 27 ადამიანი, ხოლო დაშავდა 78-ზე მეტი

მეორე აფეთქება მოხდა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ, ამჯერად ქალაქ ალექსანდრიის წმ.მარკოზის სახელობის საკათედრო ტაძარში, რის შედეგადაც გარდაცვლილია 17, ხოლო დაშავებულია 48 ადამიანი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აფეთქების დროს ტაძარში ასევე იმყოფებოდა ქრისტიანი კოპტების პატრიარქიც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ის არ დაშავებულა.

აფეთქების გეგმის მიხედვით, რაც შეიძლება დიდი უნდა ყოფილიყო მსხვერპლი, ამიტომ ტერაქტისთვის ბზობის დღესასწაული შეარჩიეს, მომხდარი დაგმო მუსლიმანური სამყაროს ლიდერებმა, ადგილობრივმა მუსლიმებმა  დაშავებულთათვის სისხლი გაიღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტელი მუსლიმები მეჩეთებში შეიკრიბნენ და კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქრისტიანებისთვის სისხლი გაიღეს. მათ ქალაქ ტანტაში ხმის გამაძლიერებლები გამოიყენეს, რათა მოქალაქეებისთვის სისხლის ჩაბარებისკენ მოეწოდებინათ, რადგან საავადმყოფოებში სისხლის მარაგი იწურებოდა.

ამას გარდა ამ დღეებში ქრისტიანი და მუსლიმი ეგვიპტელები ერთობლივად პატივს მიაგებენ მუსლიმან პოლიციელ ქალბატონს 55 წლის ნაგვა აბდელ – ალიმს, რომელიც დაიღუპა მაშინ, როცა ცდილობდა შეეჩერებინა ISIS-ის ტერორისტი ალექსანდრიის ქრისტიანულ ტაძარში შესვლისგან.

კოპტი ქრისტიანების განცხადებით ვერავინ შეძლებს მტრობა ჩამოაგდოს ეგვიპტელ ქრისტიან და მუსლიმ ძმებს შორის, ეგვიპტეში ქრისტიანთა რაოდენობა 10%-ს აღწევს, მათ შორის უმრავლესობა არის ე.წ. მიაფიზიტური ქრისტიანული მიმდინარეობის, რომლებიც არ აღიარებენ ქალკედონის კრების მიერ მიღებულ დოგმატს ქრისტეში ორ ბუნებას განკაცების შემდეგ .

კოპტ ქრისტიანებს სამძიმრის წერილით მიმართეს მსოფლიო რელიგიათა ლიდერებმა, მათ შორის ალექსანდრიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოდოროს II მ , რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა,   რუსეთის პატრიარქმა კირილემ

შეთანხმება თანამედროვე მონობის წინააღმდეგ

09/03/2017
By

img_4348

  1. ჩვენ, ბართლომე, ახალი რომის-კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, და იუსტინე, კენტერბერიის არქიეპისკოპოსი და სრულიად ინგლისის პრიმატი, ერთად ვუკეთებთ ორგანიზებას ინტერნაციონალურ ფორუმს თანამედროვე მონობაზე სახელად „ცოდვა ჩვენს თვალწინ“, რომელიც 2017 წლის 6-7 თებერვალს იმართება ქალაქ ფანარაში. ფორუმის გამართვის იდეა თავდაპირველად 2015 წელს, ლამბეტის სასახლეში მსოფლიო პატრიარქის ვიზიტისას გაჩნდა, სადაც მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და გავლენიან პოლიტიკოსებს მოეყარათ თავი. ისინი შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ადამიანის ექსპლუატაციის პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში. ფორუმი 2017 წლის კონტექსტში ჩაჯდება: ბავშვთა ხელშეუხებლობის წელი, როგორც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა.
    Read more »

დიალოგი სულიერ ტრადიციაში

1391509499

საუბარი სამარიელ ქალთან, რომი, ვია ლათინას კატაკომბა, IV ს.

მოხსენება, წაკითხული ორიენტალისტიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტში, ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემებისადმი მიძღვნილ სემინარზე.

 ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

ქრისტიანულ კოსმოგონიაში ადამიანის შექმნის ფაქტი არის დიალოგის ნაყოფი: თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“ (დაბ.1:26), წმინდა წერილის ამ ციტატით ისპირირებული წმ. გრიგოლ ნოსელი, პატრისტიკულ და საეკლესიო ტრადიციასთან სრულ სიმფონიაში შენიშნავს: „ადამიანის შესახებ იყო მსჯელობა, ის [ღმერთი] არ ამბობს, როგორც სხვა ქმნილებათა შემთხვევაში „იქმნას კაცი!“ იხილე, რაოდენი პატივის ღირსი ხარ, რამეთუ შენი არსებობა არ არის ერთი ბრძანების შედეგი, პირიქით, ღმერთი კონსულტირებს, თუ რა იქნება საუკეთესო მიდგომა ესოდენი პატივის ღირსი ქმნილების  შესაქმნელად“[1]. შემოქმედებითი აქტის შემდეგ ღმერთი აგრძელებს თავის დიალოგს ქმნილებასთან: ადამ სად ხარ… სად არის აბელი, შენი ძმა… Read more »

ღმერთი, ნიჰილიზმი და ღირსეული ცხოვრება

26/04/2016
By

54859679-600x450

ცნობილმა ღვთისმეტყველმა მიროსლავ ვოლფმა “მართლმადიდებლობა და მსოფლიო”-ს ოფიციალურ არხზე pravmir.ru წაიკითხა ლექცია „ღმერთი, ნიჰილიზმი და ღირსეული ცხოვრება.“

https://www.youtube.com/watch?v=qyDi-kfy94U#t=1382

გთავაზობთ მის სრულ ტექსტს.
მთარგმნელი  – ეკა ვეკუა

მიროსლავ ვოლფი – ღვთისმეტყველი, პროტესტანტი მღვდელი. სისტემური თეოლოგიის პროფესორი იელის უნივერსიტეტში. დირექტორი და დამფუძნებელი Yale Center for Faith and Culture. იელის საღვთისმეტყველო სკოლაში, ჰენრი რაიტის სახელობის საპროფესორო კათედრა.

იელის უნივერსიტეტი ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი, დაარსდა 1701 აივი-ლიგის წევრია და სიძველით მესამე უმაღლესი განათლების კერაა აშშ-ში. განსაკუთრებით ცნობილია მისი საბაკალავრო სკოლა, იელის კოლეჯი და იელის იურიდიული ფაკულტეტი, ორივე მათგანს აღზრდილი ჰყავს რამდენიმე აშშ-ის პრეზიდენტი დჯერალდ ფორდი, უილიამ კლინტონი, ჯორჯ ბუში, დღეს მოქმედი მთავრობის სახელმწიფო მინისტრი ჯონ კერი და სხვა სახელმწიფოების მეთაურები. ფიზიკოსი ერნესტ ლურენსი. 1861 წელს იელის ხელოვნებათა და მეცნიერებათა პოსტსაბაკალავრო სკოლამ პირველი ფილოსოფიის დოქტორის დიპლომი გასცა აშშ-ში. აქ სწავლობდა ცნობილი ფილოსოფოსი და თეოლოგი რობერტ ნევილი. ასევე გამოირჩევა იელის დრამატული სკოლა, რომელმაც მრავალი ჰოლივუდის და ბროდვეის გამოჩენილი მსახიობი აღზარდა მაგ. მერი სტრიპი, სიუზენ უივერი. იელის ხელოვნების, მუსიკის, სამედიცინო და არქიტექტურის სკოლები ამ სფეროებში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა ქვეყანაში.

Read more »

ელადის მთავარეპისკოპოსი, რომის პაპი და მსოფლიო პატრიარქი მიგრანტებთან, დეკლარაცია (ტექსტი)

18/04/2016
By

img2016041612071757120ed532d6a_topo2მიგრანტთა კრიზისი: პაპი ფრანცისკე სტუმრობს ლტოლვილთა ბანაკს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე

პაპი ფრანცისკე სტუმრობს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის ლტოლვილთა ბანაკს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა იმ მიგრანტებისადმი, რომლებიც ცდილობენ ჩრდილო ევროპაში შეღწევას.

ამჟამად ათასობით ლტოლვილი შეჭრილია კუნძულ ლესბოსის ტერიტორიაზე,  მას შემდეგ რაც ერთი თვის წინ, ევროკავშირი შეუთანხმდა თურქეთის სახელმწიფოს, რომ მოაგვარებდა მიგრანტთა შემოდინების პროცესს. მორიას ბანაკში განთავსებულ 3 000-ზე მეტ მიგრანტთაგან, გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთის თურქეთში დეპორტაცია მოხდეს.

ვატიკანი ამტკიცებს, რომ პაპის ვიზიტი არის წმინდა ჰუმანიტარული და რელიგიური ხასიათის, მისი აღქმა არ შეიძლება, როგორც დეპორტაციის მიმართ კრიტიკა. მიუხედავად ამისა ვატიკანი ოფიციალურად აკვირდება მიგრანტებს, კარდინალმა ანტონიო მარია ველიომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი თურქეთი ეპყრობა მიგრანტებსს,როგორც უბრალო საგნებს და აკნინებს მათ ადამიანურ ღირსებას.

Read more »

პაულ ტილიხი

23/03/2016
By

paul-tillich

ავტორი: ზურაბ ეკალაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერიდან”) 

ამ ავტორის სხვა სტატიები:

ეტიენ ჟილსონი

ტეიარ დე შარდენი

ბონავენტურა

პაულ (პოლ) ტილიხი (Tillich) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და გავლენიანი პროტენტასტი თეოლოგი და ფილოსოფოსია. იგი ე. წ. „დიალექტიკური თეოლოგიის“ წარმომადგენლად ითვლება, თუმცა ხშირად მის ნააზრევს „ეგზისტენციალურ თეოლოგიასაც“ უწოდებენ. იგი შეეცადა გამოცხადების ქრისტიანული სიმბოლოები განემარტა, როგორც პასუხები ადამიანური არსებობის იმ კითხვებზე, რომლებიც ეგზინტეციალიზმმა წამოჭრა.

Read more »

რუმინეთის საპატრიარქომ ნებადართულად სცნო შერეული ქრისტიანული ქორწინებები

23/02/2016
By

  Patriarhia_Romana   რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, განხილვის შემდეგ, გამოთქვა თავის პოზიცია შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით:

    რწმენის ერთადერთობისა და ოჯახურ ტრადიციაში სულიერი ცხოვრების შენარჩუნებისათვის, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მკაცრი კანონების საშუალებით, პირდაპირ აკრძალა მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და სხვა კონფესიის წარმომადგენელთა ქორწინება. თუმცა იკონომიით, სოციალურ-კულტურული მიზეზით, მართლმადიდებლური ეპისკოპატის სპეციალური დადასტურებით, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა გააჩნია ეპარქიებში მყოფ მრევლზე, მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუშვა მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და სხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის შემდგარი ქორწინება.

    ამ მიზეზით, 1982 წელს, შედგა მართლმადიდებელი ეკლესიების საერთასორისო სინოდალური კონფერენცია, სადაც იკონომიის შედეგად, დაამტკიცებულ იქნა ასეთი პრაქტიკა, თუმცა ერთი პირობით, რომ ბავშვები, რომელნიც შერეული ქორწინების შედეგად შექმნილ ოჯახებში დაიბადებოდნენ, მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა აღზრდილიყვნენ. ამიტომაც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს, ხშირი და ადგილობრივი სამრევლო მიზეზებით, იკონომიის შედეგად, შეუძლიათ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება.

    ამიტომ რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის შეღავათის საშუალებით, დაუშვას შერეული ქორწინებები.

    ზემოთთქმული გადაწყვეტილების შუქზე, ეპისკოპოსს გამონაკლისის სახით, შეუძლია ნება დართოს მართლმადიდებელ ქრისტიანს, რათა მან იქორწინოს სხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელთან.

      რუმინეთის საპატრიარქოს პრეს-ოფისი

თარგმნა ივანე შოშიაშვილმა

წყარო

რომის პაპისა და მოსკოვის პატრიარქის შეხვედრის შესახებ

22/02/2016
By

pa-25507350-800x500ავტორი: თამარ გრძელიძე

წყარო: https://tamargrdzelidze.wordpress.com

წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უღრმეს მადლობას უხდის ცნობილ ქართველ ღვთისმეტყველს და საქართველოს ელჩს ვატიკანში ქალბატონ თამარს ამ და სხვა სტატიათა გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლების მოცემისათვის.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან თამარ გრძელიძე – თეოლოგიის დოქტორი, წმიდა საყდართან ელჩად დანიშვნამდე მუშაობდა როგორც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ჟენევა, შვეიცარია), რწმენისა და წყობის კომისიასთან თანამშრომლობით, ემსახურებოდა ქრისტიანთა ერთობას. საქართველოში მუშაობდა ქართული ჰაგიოგრაფიის მკვლევრად შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სკოლაში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ ჰაგიოგრაფიაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაზე, ისეთ საკითხებზე როგორიცაა მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი, ეკლესიოლოგია, ჰერმენევტიკა, ინტერ-კონფესიური დიალოგი.
***

ორ კვირაზე მეტია, რაც მართლმადიდებლური და კათოლიკური სამყარო მოცულია რომის პაპ ფრანცისკესა და მოსკოვის პატრიარქ კირილეს შეხვედრითა და ერთობლივი განცხადებით, ‘ერთობლივი დეკლარაციით’. ასობით ადამიანი გამოეხმაურა ამ ფაქტს, ბევრმა წინასწარ შეაფასა, მაგრამ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა თავად დეკლარაციის ტექსტს. რასაკვირველია, ჩემთვისაც ძნელი იყო, თავი ამერიდებინა ამ შეხვედრისა და ტექსტის შეფასებისთვის. ვფიქრობ, ამ ბლოგზე (იხ. ავტორის ბლოგი )კი უნდა გავაზიარო ინგლისურად გამოქვეყნებული ორი შეფასების სინთეზი.

Read more »

ბონავენტურა

20/11/2015
By

saint bonaventure  3ავტორი: ზურაბ ეკალაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერიდან”) 

 

ბონავენტურა ორდენისმიერი თანამოძმეების მიერ შერქმეული სახელია ჯოვანი ფიდანცასი (Giovanni Fidanza), პიროვნებისა, რომელსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს დასავლური თეოლოგიისა და ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორიაში. თუმცა კათოლიკურმა ეკლესიამ თავისი ღვთისმეტყველების მწვერვალად თომა აკვინელის მოძღვრება აღიარა, ბონავენტურა თავის სახელგანთქმულ თანამედროვეს, შუა საუკუნეების ფილოსოფიის მკვლევართა შეფასებით, აზრის სიმაღლით, წვდომის სიღრმითა და ანალიზის სიმძაფრით არ ჩამოუვარდება.

Read more »

ინტერვიუ ანგელა მერკელთან

27/09/2015
By

Angela_Merkel_1-600x450სექტემბრის დასაწყისში ანგელა მერკელი ბერნის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც მას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ცერემონიის შემდეგ დისკუსია გაჩაღდა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ დისკუსიიდან.

-ქალბატონო კანცლერო, სულ ახლახანს თქვენ ახსენეთ სიტყვა პასუხისმგებლობა, ლტოლვილების ამ ისტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები – აქ, ევროპაში. სირიელი ლტოლვილების სახით, და სხვა ქვეყნებიდანაც, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოემგზავრება ჩვენთან, ისინი ისლამურ კულტურას მიეკუთვნებიან. ჩემს წინ გამომსვლელი ჟურნალისტი შეეხო შემდეგ თემას: ევროპაში ეშინიათ ისლამიზაციის, რომელიც სულ უფრო მეტ ძალას იკრებს. ამ ფონზე როგორ აპირებთ ევროპისა და ჩვენი კულტურის დაცვას?

Read more »