ქრისტიანული კონფესიები

საქართველოს რელიგიურმა საზოგადოებამ აგვისტოს გმირებს პატივი მიაგო

10/08/2015
By

11875075_702713403195735_1199629896668936073_oდღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:
ლათინ კათოლიკეთა,
ეზიდთა სასულიერო საბჭოს,
საქართველოს ებრაელთა კავშირის,
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის,
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის,
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის,
სახარების რწმენის ეკლესიის,
მუსლიმთა სამმართველოს
წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო და მემორიალი.

ღონისძიებას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

3326IMG_59814114IMG_6035 7711IMG_6042

წყარო

ლუთერანელ ეპისკოპოსთა კონფერენციის განცხადება ა.შ.შ.-ს უმაღლესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების შესახებ

29/06/2015
By

GayMarriageOpponent-570x320შეტევა ქორწინებაზე – შეტევა ბიბლიურ მორალზე

“2015 წლის 25 ივნისს, ქრისტიანული სარწმუნოების „აუსბურგის აღმსარებლობის“ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ , შტატების მთელს ტერიტორიაზე, ერთსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინა, და გამოაცხადა, რომ ჰომოსექსუალ წყვილთათვის რელიგიური ქორწინების აკრძალვა, ა.შ.შ.-ს კონსტიტუციის დარღვევაა.

ჩვენი აზრით, ეს რეზონანსული მოვლენა, უფლებების დარღვევის მხრივ ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება , არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელს მსოფლიოში, გამომდინარე იმ გავლენიდან, რომელსაც ა.შ.შ. ახდენს სხვა ქვეყნებზე, და ეს მოვლენა ნეგატიურად აისახება მათ შორის ჩვენი საზოგადოების უფლებებზეც, სხვადასხვა ქვეყნებში.

ღრმა მწუხარებით ავღნიშნავთ, რომ ა.შ.შ.-ს უმაღლესი სასამართლო ორგანოს გადაწყვეტილება, თავისი არსით არის ანტიქრისტიანული და ღვთისმგმობი. ჭეშმარიტ ქორწინებაზე მიყენებულ იქნა ძლიერი დარტყმა, რომლის მიზანიც არის ტრადიციული ოჯახის რღვევა, ეს არის დარტყმა ღვთისგან დაწესებულ წესისმიერ კავშირზე მამაკაცსა და ქალს შორის. გამოცვლილია ღვთისგან მოფენილი სიყვარულის გააზრება, რომლის მიზანიც, მამაკაცისა და ქალის ქორწინებაში მყოფობისას, არის ღვთის თანამხასურება და შვილთა შობა, მაცხოვნებელ რწმენაში მათი შემდგომი აღზრდის მოვალეობით.

Read more »

ტეიარ დე შარდენი

02/06/2015
By

 

Vcp4vQA0ezEავტორი: ზურაბ ეკალაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერიდან”) 

პიერ ტეიარ დე შარდენი XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი თეოლოგია, რომლის განსაკუთრებულობა იმით გამოიხატება, რომ მან თავის მოძღვრებაში ერთმანეთს დაუკავშირა თეოლოგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევები, ამავე დროს რელიგიისა და მეცნიერების მჭიდრო ურთიერთკავშირის ჩვენება დაისახა მიზნად. მისმა მოღვაწეობამ და შემოქმედებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია კათოლიკურ სამყაროში და საერო მეცნიერთა დიდი ყურადღებაც მიიპყრო. ტეიარის სწავლების შეფასება უკიდურესად წინააღმდეგობრივი იყო: თუ ერთნი მასში ახალ თომა აკვინელს ხედავდნენ, მეორენი ტეიარდიზმს „მითოლოგიის“, „პანთეიზმისა“ და თვით „მატერიალიზმის“ სახელითაც კი ნათლავდნენ. ასეა თუ ისე, ტეიარდიზმი თანამედროვე მოდერნისტულ თეოლოგიაში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან მიმდინარეობად გვევლინება.

მარი ჟოზეფ პიერ ტეიარ დე შარდენი (Teilhard de Chardin) 1881 წლის 1 მაისს დაიბადა საფრანგეთში (სარდენაში, კლერმონ–ფერანის მახლობლად), ინტელიგენტის ოჯახში. დედა (რომელსაც, სხვათა შორის, ვოლტერი პაპის ბიძად ერგებოდა), შვილს ქრისტიანულად ზრდიდა. 1892 წელს პიერი იეზუიტთა კოლეჯში შეიყვანეს. შვიდი წლის სწავლის შემდეგ იგი ორდენის წევრი გახდა, ერთი წლის შემდეგ ბერად აღიკვეცა. ტეიარი აგრძელებს სწავლას. იგი აკურთხეს, რომ საბუნებისმეტყველო საგნები ესწავლა.

Read more »

ეტიენ ჟილსონი

07/05/2015
By

gilson-lecturing1ავტორი: ზურაბ ეკალაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერიდან”)

 ეტიენ ჟილსონი ნეოთომიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. ნეოთომიზმი, როგორც რელიგიური ფილოსოფია, XIX-XX  საუკუნეთა მიჯნაზე  არსებული მსოფლმხედველობრივი სიტუაციის ფონზე აღმოცენდა. ესაა ეპოქა, როცა, ერთი მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისადმი გადაჭარბებულმა ნდობამ და, მეორე მხრივ, მატერიალისტური  და  სხვა ანტირელიგიური მოძღვრებების მოძალებამ მყარი ნიადაგი შექმნა ათეისტური მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად. ამგვარ პირობებში რომის პაპმა ლეო XII-მ მოუწოდა კათოლიკეებს და თომა აკვინელის მოძღვრების აღორძინება დაავალა, მოძღვრებისა, რომელმაც თავის დროზე მეცნიერებისა და რელიგიის შერიგება შეძლო.

1879 წელს პაპის ენციკლიკით „aeterni patris” (მარადიულ მამას) ნეოთომიზმმა ვატიკანისგან ოფიციალური აღიარება მიიღო. იგი მკვეთრად დაუპირისპირდა როგორც მატერიალზმს, ისე სუბიექტურ იდეალიზმს და პრეტენზია განაცხადა რწმენისა და გონების, რაციონალიზმისა და ემპირიზმის, მჭვრეტელობისა და პრაქტიციზმის სინთეზზე. ასეთი მდგომარეობა მკაცრად ფიქსირებულ დოგმატურ საფუძვლებზე ხორციელდება, რაც თავისთავად ღვთაებრივ გამოცხადებას ეყრდნობა.

ნეოთომისტ ფილოსოფოსთა შორის განსაკუთრებით გამორჩეულნი არიან ე. ჟილსონი, ჟ. მარიტენი, ა. სერტიიანი (საფრანგეთი), ვ. ბრუგერი, ი. ლოტცი, ა. დემფი, მ. გრაბმანი, ი. დეფრიზი (გერმანია), დ. მერსიე, ა. დონდეინი, ლ. დე რემეიკერი, ფ. ვან სტენბერგენი (ბელგია), უ. პადოვანი, ფ. ოლჯატი, კ. ფაბრო (იტალია).

ნეოთომიზმის უმთავრეს  სასწავლო ცენტრებს წარმოადგენდა ლუვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი, წმ. თომას აკადემია ვატიკანში, პარიზის კათოლიკური ინსტიტუტი, მილანის კათოლიკური უნივერსიტეტი, პულახის ინსტიტუტი (მიუნხენთან) და სხვ.

Read more »

სტივ რობინსონი: ეკლესია და ჰომოსექსუალიზმი

30/03/2015
By

ot4ujdenie-580x386ჩემი ცოდვა – არ არის ჩემი არსი

ბეკი. სულ რამოდენიმე თვეა, რაც ისევ მორწმუნე ქრისტიანი გახდა იმ ახალგაზრდული შეკრებების მერე, რომლებმაც ძლიერი ზეგავლენა მოახდინეს მასზე. იჯდა ჩემთან სამზარეულოში და გაჭირვებით იკავებდა ემოციებს საკუთარი წარსულის მოყოლისას. ბარები გეებისთვის, მეგობარი გოგონა, მასთან უკანასკნელი ურთიერთობები, რომლებიც შეწყვიტა. ახლა, უკვე როგორც ლოტის ცოლს, დიდი სურვილი აქვს, დაიბრუნოს წარსული, რადგან ვერც ემოციური კმაყოფილება და ვერც თანადგომა ეკლესიურ საზოგადოებაში ვერ ჰპოვა.

  პოლი.  მისით ყველა აღფრთოვანებული იყო, საძმოს ლიდერი, სემინარიელი. საერთო საცხოვრებლის ოთახში ნახეს სხვა ახალგაზრდასთან. ყველაფერს მოჰყვა მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციას შეხვდა იმისათვის, რომ მისი ბედი გადაეწყვიტათ.  ჰქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი დამთავრდა და თვითმკვლელობით აპირებდა სიცოცხლის დამთავრებას.

  უილიამი. ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერი იყო. საწოლში ნახეს სხვა ახალგაზრდასთან. როგორც ახალგაზრდული საქმეების პასტორის თანაშემწემ, მშობლებისა და მათი შვილების შეკრება ვითავე, რათა ამ მოვლენაზე გვემსჯელა.

  ჯო. დამხმარედ ვიქირავე გიფსოკარდონით მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის და მალე ახლო მეგობრები გავხდით.  როდესაც ჩემს მიმართ ნდობა აღეძრა, საშინელი წარსულის შესახებ მომიყვა: სექსუალური ძალადობა გაშვილებულ ოჯახში, ცხოვრება ჰოლივუდში და პროსტიტუცია ნარკოტიკების საშოვნელი ფულის გამო. ჩემს ყოფილ პროტესტანტულ ეკლესიაში მოვნათლე. სამი წლის შემდეგ ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა.

Read more »

ნულოვანი ტოლერანტობა პედოფილიას – რომის პაპი

24/09/2014
By

zeroრომის კათოლიკური ეკლესია იზიარებს რომის პაპის ნულოვან ტოლერანტობას კათოლიკური ეკლესიის შიგნით პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომის პაპის – ფრანცისკეს ნებართვით შინაპატირობაში აიყვანეს 66 წლის არქიეპისკოპოსი იოზეფ ვესლოვსკი, რომელიც ბრალდებულია დომინიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანებთან სქესობრივი კავშირის მრავალჯერად დამყარებაში; არქიეპისკოპოსი დიდი ხანი იყო დანიშნული ამავე რესპუბლიკაში ელჩად.

შინაპატიმრობამდე ყოფილი ელჩი და არქიეპისკოპოსი შიგა საეკლესიო სასამართლომ დასაჯა და ის ერისკაცის დონემდე დაიყვანა, რომის პაპის პირადი მითითებით ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იქნება  გატარებული პედოფილიაში ბრალდებულ სასულიერო პირებისადმი.

ეს იყო პირველი მოვლენა, როდესაც საერო ხელისუფლების მიერ მოხდა კათოლიკე სასულიერო მაღალი იერარქიის პირის დაკავება პედოფილიის ბრალდებით.

მსგავსი ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მიმართული მაფიასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ სასულიერო პირების მიმართ; რომის პაპმა ივნისის ბოლოს “მაფიას (ნდრანგეტა) ბოროტის თაყვანისცემა უწოდა” 

დოკუმენტები:

დომინიკის რესპუბლიკის ერთერთი ცნობილი ჟურნალისტი ნურია პიერა ინტერვიუს იღებს ერთერთ მსხვერპლ არასრულწლოვანისაგან

 

ვატიკანის ოფიციალური წყარო :  Pope wants rigor in child abuse cases as former Nuncio placed under house arrest

იტალიური გაზეთები: http://www.corriere.it ; http://www.repubblica.it/

 

 

ქრისტიანთა დევნა ერაყში

24/07/2014
By

10435616_10152323080407798_5990773329882325147_nქრისტიანული მსოფლიო ერთიანდება ერაყში, აჯანყებულების მიერ ქალაქ მოსულში და მიმდებარე ტერიტორიებზე, ქრისტიანების დისკრიმინაციის და დევნის წინააღმდეგ.

მიმდინარეობს ხელმოწერები პეტიციაზე: ” გადაარჩინეთ ერაყელი ქრისტიანული სამრევლო”

ხელის მოსაწერად შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ გვერდზე:
http://www.citizengo.org/en/9810-save-iraqi-christian-community

 

1924345_10152582397530330_2236277153134083734_n

ქრისტიანული სახლები ამ ქალაქებში მონიშნული არაბული ასობგერა   “N” რაც ნიშნავს “Nazarene” (ე.ი. ნაზარეველის მიმდევრები – ქრისტიანები) , უძველესი ეკლესიები დაწვეს,ქრისტიანთა ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა, ხოლო თავად ქრისტიანებმა ან უნდა შეიცვალონ რელიგია, ან ძალიან დიდი გადასახადები გადაიხადონ (მიახლოებით 250$ ექვივალენტი, რაც იქაური მოსახლეობისათვის ძალიან დიდია) ; ამის გამო ათასობით ქრისტიანი გაიქცა ან გაძევებულ იქნა მშობლიური სახლებიდან, ექსტრემისტთა ეს საქციელი ირაყელ სუნიტთა ლიდერმაც დაგმო.

 

 

10552381_10152582394295330_7138371582646220557_nექსტრემისტთა მიერ დევნილ ქრისტიანთა მხარდასაჭერად ევროპისა და მსოფლიო სხვადასხვა ქალაქებში აქციები იმართება,  აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთში,ბელგიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, შვედეთში, ავსტრალიაში და სხვაგან ასობით ქრისტიანი შეიკრიბა, გამოსვლებზე იყიდება სპეციალური მაისურებიც, რომელზეც არაბული ასო “N” არის გამოხატული.

 

 

ქალეპისკოპოსები ანგლიკანურ ეკლესიაში

17/07/2014
By

10562952_714663211934319_4100589577721945139_nანგლიკანური ეკლესიის უმაღლესმა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ქალ ეპისკოპოსების დადგინებასთან დაკავშირებით.

The Guardian – ის ცნობით მომავალი, 2015 წლიდან , ანგლიკანურ ეკლესიაში ქალებს შეეძლებათ ეპისკოპოსები გახდნენ; ჯერ კიდევ 1994 წლიდან ანგლიკანურ ეკლესიაში ქალები მღვდლებად ეკურთხებიან, ამის შემდეგ 20 წლიანი დებატები მიმდინარეობდა ქალთა ეპისკოპოსებად კურთხევის შესახებ.

საბოლოოდ კი 152 ხმით 45 ის წინააღმდეგ, საერთო, უმაღლესმა სინოდმა, სადაც სასულიერო პირებთან ერთად, სამრევლოების გამორჩეული, საერო პირებიც ღებულობდნენ მონაწილეობას, დაამტკიცა ხსენებული ნოვაცია, რომელიც 2012 წელს ჩავარდა, რადგან მაშინ 74 ადამიანი წინააღმდეგი იყო.

ანგლიკანურ ეკლესიაში ქალ-ეპისკოპოსის ინსტიტუტის შემოღებას  გამოხმაურება მოყვა სხვა ქრისტიანული კონფესიებიდანაც, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც რმე მწუხარებას გამოთქვამს, ანგლიკანური ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო : „ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაართულებს მართლმადიდებელ ქრისტიანთა მხრიდან დიალოგს ანგლიკანებთან, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობს, და ზოგადად ხელს უწყობს ქრისტიანულ სამყაროში არსებული გაყოფის შემდგომი გაღრმავების პროცესს“.

ფრანგებმა “მამაო ჩვენო” დააზუსტეს

3588საფრანგეთმა (სულ ახლახანს) ფრანგულად ნათარგმნი “მამაო ჩვენო” მკრეხელურად მიიჩნია და ბიბლიის რედაქტირება მოახდინა

 

ალბათ ფიქრობთ, რომ ამდენი ასწლეულის შემდგომ ბიბილიის ტექსტი და მისი თარგმანები სრულ  წესრიგშია და ჩარევას აღარ საჭიროებს. მართალია,  ახლაც მიმდინარეობს კამათი თუ რას ნიშნავს ესა თუ ის  ფრაზა, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი წინააღმდეგია რაიმე ცვლილების შეტანისა.  თუმცა, ეს უმრავლესობა საფრანგეთში არ ცხოვრობს.

იმის შიშით, რომ შესაძლოა ფრანგი კათოლიკეები  მამაო ჩვენოს მკრეხელურ ვერსიას წარმოთქვამენ, ფრანგმა ეპისკოპისებმა ფრანგულად ნათარგმნი ბიბლიის ჩასწორების გადაწყვეტილება მიღეს.

მამაო ჩვენოს ერთ-ერთი განსაკუთრებით ღრმააზროვანი ფრაზა:  ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, ფრანგულად ასე იკითხება: Et ne nous soumets pas à la tentation, რაც შემდეგნაირად ითარგმნება: ნუ დამამორჩილებ მე  განსაცდელს .

დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა კამათი იმის შესახებ,  შესაძლებელია თუ არა ღმერთმა ადამიანები ცოდვას დაამორჩილოს, თუმცა უმრაველესი მართლმადიდებელი თეოლოგის მიერ   ეს მოსაზრება უარყოფილია, რადგანაც ღმერთი უცვალებლად და ყოვლადკეთილია.

მამაო ჩვენს ზემოთ დასახელებულ ამონარიდი უკვე შეცვლილი სახით  ახალ  ბიბლიაში დაიბეჭდება, რომელიც 22 ნოემბერს უნდა გამოიცეს. ის ახლა ასე იკითხება:  Et ne nous laisse pas entrer en tentation ანუ ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა.

ახალი, რედაქტირებული ფრანგული ბიბლია ვატიკანმა ამ წლის დასაწყისში დაამტკიცა. ბიბლიაში სხვა ცვლილებებიც იქნა შეტანილი. თარგმანი 17 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში  70 ლინგვისტი და თეოლოგი იყო ჩართული. “მამაო ჩვენოს” ახლანდელ ვერსიას კი, რომელიც 1966 წლიდან გამოიყენება საფრანგეთში, მალე ბათილად ცნობენ.

 

ავტორი: ელიოტ ჰანონი The Slate Group

სთეით გრუპი  Elliot Hannon

 

ვაშინგტონი

18 / 10 / 2013

წყარო: http://www.pravoslavie.ru/english/65047.htm

სპეციალურად საიტისათვის თარგმნა თამთა ხოსროშვილმა

ახალი 1,5 მლნ. წმიდანი სომხურ ეკლესიაში

genocideსომხეთის არაქალკედონური ეკლესიის  სინოდის სხდომამ, რომელიც გასულ პარასკევს დასრულდა, მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, 1915 წლის ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი “სომეხთა გენოციდის” მსხვერპლთა კანონიზაციის შესახებ, ამ გზით სომხეთის ეკლესიას 1,5 მლნ. წმიდანი შეემატა.

სინოდის სხდომა იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ 1651 წლის იერუსალიმის სომეხთა კრების შემდეგ პირველად სომხური ეკლესიის ორივე საკათალიკოსოს  – ეჩმიაძინის პირველსატახტო საკათალიკოსოს  (სომხეთი, წინამძღვარი გარეგინ II ) და კილიკიის “დიადი  სახლის” საკათალიკოსოს (ლიბანი,  წინამძღვარი არამ II), ასევე იერუსალიმისა და კონსტანტინეპოლის სომეხთა საპატრიარქოებიდან 62 ეპისკოპოსი შეიკრიბა.

კრებაზე დადგინდა ნათლობის აღსრულების საერთო წესი, რომელიც ამ პერიოდამდე განსხვავებული იყო სომხურ ეკლესიებში,  გარეგინ II ხაზი გაუსვა სომხურ ეკლესიაში რეფორმების აუცილებლობას.

კრებას მიესალმა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, რომელმაც აღნიშნა , რომ სომეხთა გენოცდის 100 წლისთავის წინ (2015 წ.) ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მათ წმიდანად შერაცხვას და მადლობა მოუხადა შეკრებილ სასულიერო პირებს.

წყარო: http://www.newsru.com/