ქრისტიანული კონფესიები

აზია ბიბი – ქალი, რომელსაც ქრისტიანობის გამო სიკვდილით დასჯა ელის

asiaაზია ნორინი, ცნობილი როგორც აზია ბიბი (დაბადებული 1971 წ. პაკისტანი) არის პაკისტანელი ქრისტიანი ქალი, რომელსაც პაკისტანის სასამართლომ ჩამოხრჩობით სიკვდილის დასჯა  “ღვთის გმობისათვის” (ანუ  გაქრისტიანდა) მიუსაჯა , თუკი ეს სასჯელი აღსრულდა აზია ნორინი იქნება პირველი ქალი, რომელიც “ღვთის გმობისათვის” დაისაჯა სიკვდილით.  სასამართლოს განაჩენმა, რომელიც პაკისტანის უმაღლესი სასამართლოს მიერ უნდა დამტკიცდეს,  მსოფლიო ყურადღება მიიპყრო . აზია ნორინის მხარდაჭერის გამო პაკისტანის უმცირესობათა მინისტრი  შაჰბაზ ბხატი (ერთადერთი ქრისტიანი პაკისტანის მინისტრთა კაბინეტში) და პენჯაბის პროვინციის გუბერნატორი სალმან ტასირი (მუსულმანი) ტერორისტული თავდასხმებით 2011 წელს დახოცეს ექსტრემისტმა მუსულმანებმა.

Read more »

Petrus Romanus-ის რიგი და “ბოლო ჟამის წინასწარმეტყველების” შიში დასავლეთში

Arnoldo_Wion_1595_Lignum_Vitae_p311

კიდევ ერთი ჩანაწერი დასავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ამ დღეებში გახმაურებულმა რომის პაპის ბენედიქტე ХVI გადადგომამ და შემდეგ მასობრივ ინფორმაციებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალამ, თუ როგორ ეცემა მეხი წმ. პეტრეს ბაზილიკის გუმბათს (რომელიც სხვა დროს შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენად ჩათვლილიყო, იმის გათვალისწინებით რომ იმ ტერიტორიაზე, როგორც მთელ ძველი რომში, ყველაზე მაღალი შენობა სწორედ წმ.პეტრეს ბაზილიკაა), დასავლეთის ქრისტიანებს ნებით თუ უნებურად გაახსენათ ცნობილი “მალაქია არმელის წინასწარმეტყველება”.

ესაა “წინასწარმეტყველება” რომელიც მიეწერება მალაქია არმელს , რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ არმის მთავარეპისკოპოსი იყო (1094-1148), მას დიდი ღვაწლი მიუძღვის კათოლიკური რწმენის ირლანდიაში დამკვიდრებაში , ამავდროულად მას გააჩნია 112 სტროფიანი (ზოგის აზრით 111) წინასწარმეტყველება რომის პაპებზე, რომელიც იწყება კელესტინე მეორით და მეორედ მოსვლამდე გრძელდება.
Read more »